მეორედაც კალიფორნიაში

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეოთხე ეტაპი შტატებში მოიგო არგენტინამ, სერიის კიბეზე კი წინა, ზელანდიის ეტაპზე გამარჯვებული ინგლისი ლიდერ სამხრეთ აფრიკას დაეწია. 8-გზის ჩემპიონმა ზელანდიამ ჯერჯერობით ვერსად იპირველა, მომდევნო, ჰონკონგის ეტაპამდე კი 5-7 მარტს, დუბაიში, მსოფლიოს თასია გასათამაშებელი.

ეტაპი დაუმარცხებლად ამჯერადაც ვერავინ გალია. კენიამ პულში ურუგვაისთან წააგო, მაგრამ მერე უდიდესი სენსაცია გამოაცხო და ლელოებით 4/1 მოსრა თვით ზელანდია. ოთხი მეოთხედფინალიდან სამში პულის გამარჯვებული დამარცხდა, ზელანდიას კი აფრიკამაც მოუგო და სინზე ჩააქვეითა.

კივებმა კენიას სამაგიერო მაგ, სანუგეშო ჯილდოს ფინალში გადაუხადეს. თასის ნახევარფინალში აფრიკამ ინგლისს ორი ლელოთი გაუსწრო, მაგრამ მერე ზედიზედ ოთხი გაუშვა. ფინალის პირველი ტაიმი ბრიტებმა 14:5 მოუგეს არგენტინას, მაგრამ მეორეში პუმები დაწინაურდნენ და ბოლო ხუთ წუთში თავიც დაიცვეს.

ჰოდა, მათ ხუთი წლის შემდეგ ისევ გაიხარეს კალიფორნიაში და თასი სულ მეორედ შემართეს.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი
IV ეტაპი. 14-15/02 სან დიეგო (აშშ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) აფრიკა 22:7 ავსტრალია
(ბ) კენია 24:7 ზელანდია
(გ) სამოა 15:12 ინგლისი
(დ) ფიჯი 19:12 არგენტინა

<<    მოულოდნელობანი

(ა) ავსტრალია 12:17 შტატები
(ბ) კენია 12:14 ურუგვაი

<<    მეოთხედფინალი

აფრიკა (ა1) 19:7 ზელანდია (ბ2)
ინგლისი (გ2) 12:10 ფიჯი (დ1)
არგენტინა (დ2) 21:5 სამოა (გ1)
შტატები (ა2) 14:7 კენია (ბ1)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ზელანდია 24:12 ფიჯი (4)
    კენია 17:12 სამოა (4)

(თასი) ინგლისი 22:19 აფრიკა (12)
    არგენტინა 19:14 შტატები (12)

<<    ფინალი (ადგილი)

ფარი (XIII) კანადა 31:7 ურუგვაი
ფიალა (IX) ავსტრალია (2) 40:0 საფრანგეთი
სინი (V) ზელანდია (8) 22:7 კენია (6)
თასი (I) არგენტინა (20) 19:14 ინგლისი (16)

<<    ქულა

აფრიკა (2თ: დუბაი ჯორჯი) ინგლისი (1თ: ველინგტონი) 60; ზელანდია 52; არგენტინა (1თ: სან დიეგო) 48; ფიჯი 32; კენია 24; შტატები 20; სამოა 16; პორტუგალია 8; უელსი ავსტრალია 6; საფრანგეთი ქუქეთი 2

<<    გასამართია

27-29/03  ჰონკონგი (ჩინ)
04-05/04  ადელაიდა (ავს)
23-24/05  ლონდონი (ინგ)
30-31/05  ედინბურგი (შტლ)

<<    თასი (1999-2009, 80 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 13, ინგლისი 12, აფრიკა 10, ავსტრალია 4, სამოა 3, არგენტინა 2, საფრანგეთი 1

<<< >>>