ბენდიაშვილი თან ახლავთ

   "ერთა თასზე" ზედიზედ მესამე შაბათს მობურთალმა პორტუგალიამ თავისსავით გათანგული გერმანია ბოლო მეოთხედში სამჯერაც დაალელოვა და 2011 წლის მსოფლიო თასზე რეპეშაჟის გავლით გამსვლელ მესამე ადგილში შეეზიარა საქართველოს, ვისაც ესპანეთში თვით თემურ ბენდიაშვილი გაყვა.

ლისაბონში 18-გრადუსა დარი იყო. იტალიელმა რეფმა სტუმრებს პირველ ტაიმში ორჯერ გაუგდო კაცი და ლობუშმაც ბეკებით ორი ლელო გაიტანა. გერმანიამ მეტი კლასისა და გამოცდილების პატრონ მეტოქეს სრულ საათს გაუძლო, მაგრამ ბოლოს მაინც ბარაქიანად, 38 ქულით დამარცხდა და მსოფლიო თასზე გასვლის ბოლო იმედიც გადაეწურა.

პორტუგალია ქულათა კლასიკური თვლით (2-0*1) გაგვიტოლდა, მაგრამ ჩვენზე ერთით მეტი მატჩი რომ აქვს გამართული, რეალურად მეოთხე ადგილზე სუფევს. ბორჯღალოსნებმა ბანაკი კანში დასცეს და მადრიდში ხუთშაბათს გაემგზავრებიან.

პორტუგალიასთან უსწოროდ და უფერულად რაგბობის შემდეგ კავშირმა დაასკვნა, რომ ავსტრალიელ გურუთა ხელქვეით გუნდს შინაური გადია აკლია. ჰოდა, დელეგაციაში შეიყვანა ნაკრებთა კურატორი, 61 წლის ლოკომოტიველი "ბენდო", ვისაც მწურთნელობის 33-წლიანი სტაჟი აქვს.

<<    პორტუგალია 44:6 გერმანია

პორ: ლეალი დვ.მეტეუში (გემა 66) სილვა დგ.მეტეუში ფორუ (10-9) კებრალი (კ.პინტუ 52) ჟ.პინტუ (ეგილარი) / სეგურედუ (მურე 56) კორეია კაპ! (დუარტე) სპეშუკი სბ 46; რეიში (სევერინუ 59) გ.უვე; ვ.უვე პელია (მურე 47-55, ჟ.უვე 56) ჟირეუ - 5ლ: სილვა დგ.მეტეუში ფორუ ვ.უვე სპეშუკი; 5გ: კებრალი 2, ლეალი 3; 3ჯ: კებრალი 2, ლეალი

გერ: ტაკენდეზა ბრირლი გრჟანა ეკერტი (ვიდემანი 60) ფონგრუმბკო სბ 17 (ლიბიგი 67) (10-9) დევისი გიუნგორი / ვიდიკერი ქოული სბ 10, ფაბერი (კრაუზე 41) შმიდტი კაპ! ზიბერი (ვახა 74) კაშტენი ჰუგი (ბრენერი 65) ვილჰელმი (დანზო 47) - 2ჯ: დევისი

რეფ პენე (იტა) ლისაბონი, უნივერსიტეტი (5 ათასი)

0:3(3) 3:3(5) სბ(10გ) 10:3(12) 17:3(16) სბ(17გ) 20:3(37) /
სბ(46პ) 20:6(50) 23:6(59) 30:6(66) 37:6(72) 44:6(80)

8/15 თ  

  

მ-წ*

გატ:გაშ

რუსეთი  

4   2-0   60:29

რუმინეთი  

4  

2-0  

41:10

საქართველო

3  

1-0*1  

58:25

პორტუგალია  

3  

1-1*1  

78:44

ესპანეთი  

2   1-2   47:72

გერმანია  

0   0-4   22:126

<<    ბორჯღალოსნები

ესპანეთში
შაბ 28/02 მადრიდის უნივერსიტეტი
19.00 საქ

ბეკები: 15 ოთარ ბარკალაია 35 კეპი; 14/11 გიორგი შკინინი 32, ირაკლი ჩხიკვაძე 12, ირაკლი მაჩხანელი 30; 13/12 დავით კაჭარავა 23, სანდრო თოდუა 7, თედო ზიბზიბაძე 39, ირაკლი გიორგაძე 33; 10 ლაშა მალაღურაძე 12; 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! 56, ბიძინა სამხარაძე 38

ფორვარდები: 1/2/3 დავით ხინჩაგიშვილი 20, გოდერძი შველიძე 48, ანტონ ფეიქრიშვილი 2, ირაკლი ნატრიაშვილი 14, დუდუ ქუბრიაშვილი 6; 4/5 ილია ზედგინიძე 51, მამუკა გორგოძე 31, ლევან დათუნაშვილი 24, კახა უჩავა 13; 6/7/8 გიორგი ჩხაიძე 31, რატი ურუშაძე 33, დიმიტრი ბასილაია 8, გია ლაბაძე 49

უფროსობა: გია ნიჟარაძე (პრეზიდენტი) ვასილ აბაშიძე (მენეჯერი) თემურ ბენდიაშვილი (მრჩეველი) - თიმ ლეინი (სტრატეგია, ბეკები) ჯონი ნგაუამო (დაცვა, წრთობა) დამიენ ქამინსი (ფორვარდები) - პავლე კასრაძე (ექიმი) ბესო აბრამიშვილი (ფიზიო)

<<< >>>