ბულზმა ბლუზი გათელა 

   სამხრეთული ზე 14-ის მეორე რაუნდის ექვს მატჩში წაგებულმა გუნდმა გარჯისთვის კომპენსაცია მიიღო, მოგებულთაგან კი მეოთხე ლელოს გატანა შეძლო მხოლოდ შარშანწინდელმა ჩემპიონმა, აფრიკის ბულზმა და კიბესაც კენწეროში მოექცა.

ბულზმა ზელანდიის ბლუზთან პრემია 24-ე წუთზე დაიბევა და 69 ქულაც მოკრიფა, რაც ოკლენდის კლუბის ანტი-რეკორდია. პირველი ლელო ბრაიან ჰაბანამ ფური დიუპრეს შეგორებიდან დადო; მეოთხეზე პიერ სპისმა აიღო მაღალი და გაქუსლა, კივთა მოძღვარმა, პეტ ლემმა კი ისე უყაირათოდ დაასაქმა მარქაფა, რომ ტრავმების გადამკიდე, ბოლოს მოედანზე 13 კაციღა დაურჩა.

პლეი-ოფში გამსვლელ მოწინავე ოთხეულში აფრიკასა და ავსტრალიას ორ-ორი გუნდი ჰყავთ. მათგან მხოლოდ ბრამბიზმა ითამაშა მეტ-ნაკლებად შინაარსიანად; შარქსმა მეორე ტაიმშიღა გატეხა ლაიონზი, მაგრამ უპრემიოდ დაშვრა, რაღაი ფრანსი სტეინმა კიდეზე დააბიჯა; ვორათაზმა კი უფერულ რაგბში აჯობა ჩიფსს.

ქოქოთმა გამოარღვია

შარქსი ლაიონზთან აგებდა, რორი ქოქოთმა თერნოვერზე რომ მოაწყო გარღვევა და ადი იაკობსი გააჭენა. ვორათაზის აბორიგენმა მგეზავმა, ქერთლი ბილმა გამოზომილად გადაუკიდა ტიმანა ტაჰუს და გადამწყვეტი არეკნიც შეაგდო, მიწიდან კი ოთხჯერ დაკრა და სულ ერთხელ გაიტანა იმის მიუხედავად, რომ ხელის ბიჭად გამოჩენილი კიკერი, მეტ ბერქი ემსახურებოდა.

ზე-რაგბის მოქმედსა და 7-გზის ჩემპიონს, კრუსეიდერზს კანბერაში აკლდა სამი დაშავებული ყოჩი: რიჩი მაკქოუ (ტვინის შერყევა) ბრედ სორნი (ქუსლი) და ლიონ მაკდონალდი (მხარი), მაგრამ მაინც მაგრად დაუდგა ბრამბიზს და ორჯერ დაალელოვა პასის ჩაჭრითა და მოგერიებაზე დაფარებით.

გიტო შინ ბრუნდება

მასპინძლებმა რაქში 112-33 აჯობეს მეტოქეს, მაგრამ ლელოები ტაიმთა ბოლოსღა დადეს საფირმო, გაჭიანურებული, ფაზური შტურმების შედეგად. მათგან მეორეზე ჯერ ხაზთან მისული კლაიდ რესბოუნი უკუაგდო სამმა დამხვდურმა, იქეთა ფრთაზე კი მარკ ჯერარდი სირენის შემდეგ დატრიალდა და მიზანს გადაგორებით ეწია, ხოლო ბებერმა სთერლინგ მორტლოქმა გამარჯვების მომტანი გარდასახვა დაკრა.

ბრამბიზმა თამაშამდე შეიტყო, რომ საგაისოდ ორი სეზონით უბრუნდება 26 წლის მეტ გიტო, ვინც პერთის ფორსში სამ წელში მისაღები 4.5 მილიონის ხათრითაც გადავიდა, მაგრამ კლუბს სპონსორი რომ გამოეცალა, უმდიდრეს ოზ მორაგბეს ჯამში ერთი მილიონი დააკლდა. გიტომ ჩიტაზთან სამივე ხერხით შეაგდო გოლი და ნორჩ ჯეიმზ ოკონორსაც გამოუცხო ლელო - შუამარბი ბურჯისა და მეორე ხაზელის პირისპირ დატოვა.

ნონუ რომ შეუშვეს

კურიოზულად დაიწყო თამაში კეიპტაუნში: 33 ათასი აფრიკელის გულის გასახეთქად, ორ-მეტრა ანდრის ბეკერმა პირველ წუთზევე აუტში დააპირა ბურთის დარტყმა, მაგრამ ქეიდ კუპერმა დაუფარა და დაალელოვა. მეორე ხაზელმა მეორე ტაიმში იქეთ შეიტანა ლელო, სტორმერზი კი ბოლო მეოთხედში აირია და საპრემიო, მეოთხე ლელოს შეტანის ნაცვლად წაგებული რედსისგან სამი იქეთ მიიღო.

ზელანდიური დარბის პირველი ტაიმიც უღიმღამო გამოვიდა. თამაში მას მერე გახურდა, რაც ჰარიკენზმა მოედანზე მა ნონუ შეუშვა. მერე დაშავებული ქორი ჯეინი კონრად სმითმა შეცვალა. ამასობაში ტელი-რეფმა ერთი შემტევისა და ორი დამცველის მიერ დაუმიწებელი ბურთი ლელოდ უძღვნა ჰაილენდერზს, მაგრამ მასპინძლებმა დასკვნით ხუთ წუთში მაინც მოიგეს: ჯეისონ ითონი 16 ფაზის შემდეგ ეწია მიზანს, კონრადმა კი პირი ვიპუს კონტრ-შეტევა დაასრულა.

>>>    ზე 14. მეორე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<     ჰარიკენზი 22:17 ჰაილენდერზი$

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 3ლ: 14 დ.სმითი, 5 ითონი, * კ.სმითი; 2გ: 10 ქირქპატრიქი, 9 ვიპუ; ჯ: ქირქპატრიქი -

ჰლნ (დანიდინი ზელ) 2ლ: 10 ბაუდენი, 8 სეტეფანო; 2გ ჯ: ბაუდენი სბ 6 თომსონი

რეფ ბრაუნი (ზელ) 3:0(40სბ) / 10:0(45) 10:7(54) 10:14(59) 10:17(64) 17:17(78) 22:17(79)

<<     ვორათაზი 11:7 ჩიფსი$

ვრთ (სიდნეი ავს) ლ: 12 ტაჰუ; ჯ ა: 10 ბილი -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) ლ: 1 ტაუმალოლო; გ: 10 დონალდი

რეფ დიკინსონი (ავს) 5:0(16) 5:7(28) / 8:7(55) 11:7(59ა)

<<     ფორსი 16:10 ჩიტაზი$

ფორ (პერთი ავს) ლ: 12 ოკონორი; გ 2ჯ ა: 10 გიტო -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) ლ: 14 დემასი; გ ჯ: 12 პოტხიტერი სბ 1 დიუპრე

რეფ ლექი (ავს) 3:0(9) 10:0(33) 10:7(38) 13:7(40) / სბ(45) 16:7(46ა) 16:10(62)

<<     სტორმერზი 27:24 რედსი$$

სტო (კეიპტაუნი აფრ) 3ლ: 14 ჩავანხა, 5 ბეკერი, 11 ნანქელევუკი; 3გ 2ჯ: 10 გრანტი -

რედ (ბრისბენი ავს) 4ლ: 10 ქ.კუპერი, 2* ს.ფაინგა, 6 ჰიგინბოუსამი, 4 ჰამფრიზი; 2გ: 9* ლუკასი

რეფ პოლოქი (ზელ) 0:5(1) 7:5(5) 10:5(36) / 17:5(44) 20:5(49) 27:5(53) 27:10(63) 27:17(73) 27:24(78პ)

<<     ბრამბიზი 18:16 კრუსეიდერზი$

ბრმ (კანბერა ავს) 2ლ: 10 ლეალიფანო, 15 ჯერარდი; გ: 12 მორტლოქი; 2ჯ: ჯერარდი, მორტლოქი -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 2ლ: 13 ლაულალა, 5 ფილიპო; 2ჯ: 10 სლეიდი, 15 ბრეთი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) 0:3(7) 3:3(17) 3:8(18) 8:8(34) 8:11(39) / 11:11(56) 11:16(57) 18:16(80+1)

<<     ბულზი$ 59:26 ბლუზი$

ბულ (პრეტორია აფრ) 7ლ: 11 ჰაბანა, 7 პოტხიტერი, 15 კირხნერი, 8 სპისი (4 6) 9 დიუპრე, 12 ულიფიე; 6გ: 10 მ.სტეინი 4, 10* ფრენსისი 2; 3ჯ ა: სტეინი სბ 6 სტეხმანი -

ბლუ (ოკლენდი ზელ) 4ლ: 14 რეინჯერი, 13 ტუიტავაკე, 14* სთენლი, 15 ტოიავა; 3გ: 10 გოპერთი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) 7:0(5) 14:0(17) 21:0(23) 26:0(24პ) 26:7(28) 29:7(30ა) 29:14(32) 32:14(37) / 35:14(45) 42:14(50) სბ(55) 42:21(63) 45:21(64) 45:26(68პ) 52:26(78) 59:26(80+)

<<     შარქსი 25:10 ლაიონზი

შრქ (დურბანი აფრ) 3ლ: 1 კარსტენსი, 11 პიტერსენი, 8 კანკოვსკი; 2გ: 9 ქოქოთი; 2ჯ: 10 პინარი, ქოქოთი -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) ლ: 14 ვილემსე; გ ა: 10 როუზი სბ 12 ლახრანხი

რეფ კაპლანი (აფრ) 0:3(15ა) 5:3(23) 8:3(32) / 8:10(43) 15:10(54) 18:10(61) 25:10(65) სბ(78)

ადგ

 გუნდი (წინაზე)  

  

სხვ  

გატ:გაშ  

მ-წ  

  

პრ

1    ბულზი აფრ (1)   10   +46   92:46   2-0   11   2
2    ვორათაზი ავს (4)   9   +8   37:29   2-0   5   1
3    ბრამბიზი ავს (5)   9   +4   51:47   2-0   6   1
4    შარქსი აფრ (7)   8   +20   45:25   2-0   5   0
5    ბლუზი ზელ (3)   6   -27   51:78   1-1   8   2
6    კრუსეიდერზი ზელ (6) 5   +4   35:31   1-1   5   1
7    ჰარიკენზი ზელ (9)   5   +1   44:43   1-1   6   1
8    ფორსი ავს (12)   5   =0   35:35   1-1   4   1
9    სტორმერზი აფრ (10)   5   -2   42:44   1-1   5   1
10    ლაიონზი აფრ (2)   5   -9   44:53   1-1   5   1
11    ჰაილენდერზი ზელ (8) 3   -7   48:55   0-2   7   3
12    ჩიფსი ზელ (13)   2   -10   20:30   0-2   3   2
13    ჩიტაზი აფრ (11)   2   -12   38:50   0-2   4   2
14    რედსი ავს (14)   2   -16   44:60   0-2   6   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მესამე რაუნდი

პარ 27/02    კრს 10.35 ჰრკ, ვრთ 12.40 ჰლნ
შაბ  28/02    ჩიფ 10.35 შრქ, ბრმ 12.40 ფორ
                   ლნზ 19.00 ბულ, სტო 21.10 ბლუ
კვი   1/03    რედ 10.00 ჩტზ

<<< >>>