ოთხი კლუბი და ლეგიონი

   დუბაიში, მსოფლიო თასზე მიმავალი "ქართული შვიდკაცის" შემადგენლობა თითქმის დადგინდა. კახა ალანიამ და გიორგი ასათიანმა კავშირს ირბ-ში უკვე გააგზავნინეს 13-კაცა სია, რომლიდანაც ტურნირის წინ ერთ კაცს ამოშლიან, და ყოველი შემთხვევისთვის, სამი მოთამაშეც მარქაფად დაიბევეს.

13 რჩეულში სულ სამი ლეგიონერია: ბინგო (გიორგი ჩხაიძე) მეკო (მერაბ კვირიკაშვილი) და რიჟა (ბიძინა სამხარაძე). ცხრას შარშან უთამაშია ჰანოვერში, სადაც ევროპაში მესამე ადგილზე გასვლით მსოფლიო თასის საგზური ავიღეთ.

წლის ბოლოს ასევე ცხრა მონაწილეობდა მსოფლიო სერიის ორ, დუბაისა და ჯორჯის ეტაპში, წინა, 2005 წლის, ჰონკონგის მსოფლიო თასიდან კი ორნიღა, ლექსო გუგავა და გიორგი კაჭარავა შემოგვრჩნენ.

კანონში ტყუილად წერებულა

ქართული კლუბებიდან რაზმში ოთხი წარმომადგენელი ჰყავს ყოჩებს, სამი ლელოს, ორი ლოკომოტივს და ერთიც ხულიგანას. ბირთვი 28 თებერვალს გაემგზავრება არაბეთში; "ერთა თასზე" ესპანეთში მყოფნი - სანდრო თოდუა, გიორგი შკინინი და ბიძინა სამხარაძე კი შვიდცაკაზე 1 მარტს ჩავლენ.

მაშინვე და ეგებ ცოტა გვიანაც ელიან არაბეთში ჩხაიძესა და კვირიკაშვილს. პირველი საესპანეთო რაზმში თავიდან ეწერა, მეორე - არა, მაგრამ რაგბში კანონის კანონობას საშველი რომ ვერ დაადგა და ვერც კავშირი მედგრობს, ფრანგულმა კლუბებმა ისევ დაგვიკავეს ბიჭები, ვისაც შვიდკაცაობაც სურდათ.

არადა, ირბ-ის კანონის ახალ რედაქციაში წერია, რომ 15-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევებსა და ფინალურ ეტაპზე, და 7-კაცის მსოფლიო თასზე (მაგრამ არა შესარჩევებზე) "სანაკრებო სარკმლის" და მიუხედავად, მოთამაშეთა გამოშვება უპირობო და სავალდებულოა.

>>>    შვიდკაცის V მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)

<<    პულები

ა   ზელანდია ტონგა არაბეთი იტალია
ბ   ფიჯი საფრანგეთი შტატები
საქართველო
გ   აფრიკა შოტლანდია კანადა იაპონია
დ  სამოა ავსტრალია პორტუგალია ირლანდია
ე   ინგლისი კენია ტუნისი ჰონკონგი
ვ   არგენტინა უელსი ზიმბაბვე ურუგვაი

<<    ფორმულა ჰონკონგურია:
თავიდან არის ექვსი 4-გუნდა პული;
მაქედან პლეი-ოფისთვის უნდა შედგეს სამი რვეული

თასზე (I) გადიან პულთა პირველები + ორი უკეთესი მეორე
სინზე (IX) ოთხი უარესი მეორე + ოთხიც უკეთესი მესამე
ფიალაზე (XVII) ორი უარესი მესამე + ექვსივე მაჩანჩალა

<<    განრიგი
საქართველოს დროით

* ხუთ 5/03

17.00   პირველი მატჩი
19.00   საზეიმო გახსნა
20.16   საქართველო - ფიჯი

* პარ 6/03

11.00   პირველი მატჩი
15.02   საქართველო - საფრანგეთი
17.14   საქართველო - შტატები
19.28   ბოლო პულური მატჩი

* შაბ 7/03

10.30 10.52 11.14 11.36   ფიალის 1/4
11.58 12.20 12.42 13.06   სინის 1/4
13.28 13.50 14.12 14.34   თასის 1/4

14.56 15.18   ფიალის 1/2
15.40 16.02   სინის 1/2
17.08 17.30   თასის 1/2

18.30   ფიალის (XVII) ფინალი
19.30   სინის (IX) ფინალი
20.35   თასის (I) ფინალი

>>>    ქართული შვიდკაცა

ითამაშა
* 2008 წლის ევროპულ ფინალში
# შარშანდელ მსოფლიო ეტაპებზე
% 2005 წლის მსოფლიო თასზე
! ლეგიონერი

<<    13-კაცა ბირთვი (დარჩება 12)

გიორგი ჩხაიძე *! (სფრ)
ვიქტორ კოლელიშვილი # (ლელო)
დავით ჩიტიძე # (ლოკ)
ჯაბა ბრეგვაძე *# (ყოჩ)
სანდრო თოდუა *# (ლელო)
მერაბ კვირიკაშვილი *#! (სფრ)
გიორგი შკინინი *# (ხულ)
ლექსო გუგავა % (ლოკ)
ბიძინა სამხარაძე *#! (რუმ)
ირაკლი გეგენავა * (ყოჩ)
სანდრო ნიჟარაძე *# (ყოჩ)
გიორგი კაჭარავა % (ყოჩ)
ლაშა ხმალაძე *# (ლელო)

<<    მარქაფა

ვახტანგ კავთიძე (უნივ)
ალეკო ტუჩაშვილი # (ლოკ)
ვახტანგ ახვლედიანი (ლოკ)

<<    მწ კახა ალანია, მნჯ გიორგი ასათიანი

<<< >>>