გენიოსები თუ იდიოტები?

   ბობოლა "ექვსი ერის" მესამე რაუნდში ორი მაგარი თამაშია და ერთიც ისე რა. შეჯიბრის საუკუნოვან ისტორიაში პირველად, რკენა პარასკევ ღამით ტარდება და თუ საფრანგეთი უელსთან წააგებს, პირველობის შანსს დაკარგავს. ლიდერი ირლანდია გრანდიოზულ "ქროქერზე" იღებს ინგლისს, იტალიის აფრიკელ გურუს, ნიკ მალითს კი მიაჩნია, რომ მოლის წაქცევის დაშვებამ რაგბს ავნო.

უელსს დაუბრუნდა 2008 წლის მსოფლიოს საუკეთესო მორაგბე, გარემარბი შეინ ვილიამსი, ვინც "ექვსი ერის" ბოლო ექვს მატჩში შვიდი (!) ლელო გაიტანა, საფრანგეთი კი ტრადიციულად რისკავს: 10 ნომრად უყენია შუამარბი ბენუა ბაბი; მის ნაცვლად, ცამეტზე, 111 კილოიანი ახალბედა მულატი მატიო ბასტარო, მარქაფიდან 9 ნომრად დაწინაურებული მორგან პარა კი კარშიც დაარტყამს.

რაც მსოფლიო თასის აქეთ მარკ ლივრმონი დადგა მწურთნელად, "ლე ბლე" მეცხრე "9/10 ღერძს" გამოცდის. მარჯვენა ბურჯად ორ-წლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება ბებერი სილვენ მარკონე. დალალა სებასტიან შაბალიც დამწყებთა შორისაა. ჰოდა, ამდენი და ალაგ-ალაგ ძაან ულოგიკო ცვლილების გამო ფრანგთა გურუ სწორად ვარაუდობს, თუ მოვიგეთ, პუბლიკა გენიოსებად შეგვრაცხავს, ხოლო თუ წავაგეთ, იდიოტებად და უმეცრებადო.

პინგ-პონგი მოლის ნაცვლად

ირლანდია ზედიზედ მესამე კვირაა, ერთსა და იმავე 15-ეულს ასახელებს იმის მიუხედავად, რომ პედი ვოლესს ქუთუთო გასაკერი გაუხდა. ინგლისი 10 ნომრად აწყებინებს ტობი ფლადს, აფრიკელი რეფის, კრეგ იუბერის გასაგონად კი ამბობს, ისე ნუ გვიმსაჯებთ, როგორც უელსთან მოგვექცა ჯონათან კაპლანი, ვინც თავიდანვე აიკვიატა, რომ რაქში წესებს ქრონიკულად ვარღვევთ, ხოლო მეტოქეს მსგავსი ქმედებები აპატიაო.

მოკეთდა შოტლანდიის მარჯვენა ბურჯი იუენ მარი და თავიც დაიზღვია, მარტო ჩემი გარჯით ვერ მოვუგებთ იტალიასო. ამას აკლია 15 ნომერი ანდრეა მაზი, ვინც წინა რაუნდში ურჯუკობისთვის სამი კვირით უქმობს, ბოკეს მოძღვარ-ყოფილი მალითის აზრით კი, ირბ-ის მიერ საცდელად შემოღებული წესის გადამკიდე, მოლი გადაშენების პირასაა, რადგან მასში ჩაუთრეველ ათ მცველს მოლს გარეთ დარჩენილი სამი კაცით ვეღარ შეუტევ, სანაცვლოდ კი იმატა უმიზნო პინგ-პონგმა.

>>>    ექვსი ერი. მესამე რაუნდი

საქართველოს დროით;
წინა რაუნდის აქეთ * დაემატა რაზმს,
^ მარქაფიდან დააწინაურეს, # მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    საფრანგეთი - უელსი

სფრ (ბეკ) 15 მაგზიმ მედარი$ 14 ჟიულიან მალზიო^ 13 მატიო ბასტარო* 12 იანიკ ჟოზიონი, 11 სედრიკ ემონსი; 10 ბენუა ბაბი$ 9 მორგან პარა^ /

(ფორ) 1 ფაბიან ბარსელია, 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 სილვენ მარკონე* 4 სებასტიან შაბალი^ 5 ლიონელ ნალე (კაპ) 6 ტიერი დიუზოტუარი, 7 ფიულჟანს უედრაოგო, 8 ემანოლ არენორდოკი

(მრქ) 22 კლემონ პუატრანო# 21 ფრანსუა ტრენ დიუკი* 20 სებასტიან ტიუ ბორდი# / 16 ბენჟამენ კეიზერი, 17 ტომა დომინგო* 18 რომენ მიო შლუსკი# 19 ლუი პიკამოლი (მწ) მარკ ლივრმონი

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 14 ლი ჰაფ პენი, 13 თომ შენკლინი, 12 ჯემი რობერთსი, 11 შეინ ვილიამსი* 10 სთივენ ჯოუნზი, 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი, 2 მეთიუ რისი, 3 ადამ ჯოუნზი; 4 იენ გოფი, 5 ალუნ ვინ ჯოუნზი; 6 რაიან ჯოუნზი (კაპ) 7 მარტინ ვილიამსი, 8 ენდი პაუელი

(მრქ) 22 გევინ ჰენსონი* 21 ჯეიმზ ჰუქი, 20 დვეინ პილი / 16 ჰიუ ბენეთი, 17 ჯონ იეპი; 18 ლუკ ჩარტერისი, 19 დაფიდ ჯოუნზი (მწ) ვორენ გეთლენდი (ზელ)

რეფ მარკ ლორენსი (აფრ) კიდ: ალენ როლანი, საიმონ მაკდაუელი; ვიდ პიტერ ფითსგიბონი (ირლ)

პარ 27/02 სან დენი, სტად დე ფრანსი 24.00

1908 წლიდან 85: 39-43*3 (6ე) 9: 6-3, შარშან 12:29 (უელ)

<<    შოტლანდია - იტალია

შტლ (ბეკ) 15 ჰუგო საუსველი, 14 საიმონ დენიელი, 13 მაქს ევანსი, 12 გრემ მორისონი, 11 თომ ევანსი; 10 ფილ გოდმენი, 9 მაიკ ბლერი (კაპ) /

(ფორ) 1 ალან ჯეკობსენი, 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი* 4 ჯეისონ ვაითი, 5 ალესთერ ქელოქი* 6 ალესდერ სთროქოში, 7 ჯონ ბარქლეი, 8 საიმონ თეილორი

(მრქ) 22 ნიკ დელუკა, 21 კრის პატერსონი, 20 კრის კაზიტერი / 16 დაგი ჰოლი, 17 ალისთერ დიკინსონი# 18 ქელი ბრაუნი, 19 სქოთ გრეი (მწ) ფრენკ ჰედენი

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო* 14 მირკო ბერგამასკო$ 13 გონსალო კანალე, 12 გონსალო გარსია^ 11 მატეო პრატიკეტი; 10 ლუკ მაკლეინი, 9 პოლ გრიფენი /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი, 2 ლეონარდო გირალდინი* 3 მარტინ კასტროჯოვანი; 4 სანტიაგო დელაპე, 5 მარკო ბორტოლამი* 6 ალესანდრო ძანი, 7 მაურო ბერგამასკო, 8 სერჯო პარისე (კაპ)

(მრქ) 22 ჯულიო რუბინი* 21 ანდრეა ბაკეტი, 20 პაბლო კანავოზიო* / 16 ფაბიო ონგარო# 17 კარლოს ნიეტო; 18 კარლო ანტონიო დელფავა, 19 ჯოშ სოული (მწ) ნიკ მალითი (აფრ)

რეფ ნაიჯელ ოუენსი (უელ) კიდ: ჯორჯ ქლენზი (ირლ) რომენ პუატე (სფრ) ვიდ ნაიჯელ ვაითჰაუსი (უელ)

შაბ 28/02 ედინბურგი, მარიფილდი 19.00

1996 წლიდან 14: 9-5 (6ე) 9: 5-4, შარშან 20:23 (იტა)

<<    ირლანდია - ინგლისი

ირლ (ბეკ) 15 რობ ქარნი, 14 თომი ბოუ, 13 ბრაიან ოდრისკოლი (კაპ) 12 პედი ვოლესი, 11 ლუკ ფითსჯერალდი; 10 რონან ოგარა, 9 თომას ოლირი /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ჯერი ფლენერი, 3 ჯონ ჰეისი; 4 დონქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯეიმზ ჰიზლიფი

(მრქ) 22 ჯორდან მერფი, 21 გორდონ დარსი, 20 პიტერ სთრინგერი / 16 რორი ბესთი, 17 თომ ქორთი; 18 მიკ ოდრისკოლი* 19 დენის ლიმი (მწ) დეკლან ქიდნი

ინგ (ბეკ) 15 დელონ არმითიჯი, 14 პოლ საქი, 13 მაიკ თინდოლი, 12 რიკი ფლუთი, 11 მარკ კვეიტო; 10 ტობი ფლადი^ 9 ჰარი ელისი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი; 4 სთივ ბორსვიქი (კაპ) 5 ნიკ ქენედი; 6 ჯეიმზ ჰესქელი, 7 ჯო ვორსლი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 ენდი გუდი# 20 დენი ქეა* / 16 დილან ჰართლი, 17 ჯულიან ვაითი; 18 ტომ კროფთი, 19 ლუკ ნერევეი (მწ) მარტინ ჯონსონი

რეფ კრეგ იუბერი (აფრ) კიდ: კრისტოფ ბერდოზი (სფრ) პიტერ ალენი (შტლ) ვიდ ჯულიო დესანტისი (იტა)

შაბ 28/02 დუბლინი, ქროუქ პარკი 21.30

1875 წლიდან 121: 43-70*8 (6ე) 9: 5-4, შარშან 10:33 (ინგ)

2 რაუნდი  

  

მ-წ  

გატ:გაშ

ირლანდია   4   2-0   68:30
უელსი   4   2-0   49:28
ინგლისი   2   1-1   51:34
საფრანგეთი   2   1-1   43:43
შოტლანდია   0   0-2   26:48
იტალია   0   0-2   20:74

<<< >>>