იგივენი, იმავე ტაქტიკით?

   შაბათს ფიცხელი ბრძოლა გველის მადრიდის უნივერსიტეტში. ქართველი ფანობის გარდა, სრულიად "ერთა თასიც" შენიშნავდა, რომ ჩემპიონ "ბორჯღალოსნებს" ძაანაც ვერ მოუხდათ მოძღვრებად ავსტრალიელთა დანიშვნა, ჩვენი მთავარი შესატევი იარაღი - მოლით წისვლა კი ირბ-ის ექსპერიმენტატორმა მამებმა მინიმუმ დროებით რომ დაგვიყადაღეს, სანაცვლოდ აქამდე ვერაფერი გამოვიგონეთ.

წინა ციკლში ათიდან ცხრა თამაშში გავიმარჯვეთ, ის ერთი მარცხი კი ესპანეთმა გვაგემა და ცოტაც დააკლდა, რომ აღდგომაზე მეორედაც, ეროვნულზე მოეგო და ჩემპიონად კურთხევა ჩაემწარებინა. ბედად, გალომდა ჩვენი მთაკაცი მამუკა გორგოძე და "ლომები" იქეთ დაალელოვა სამჯერ, მაგრამ ოზმა გურუებმა ახალი წლის აქეთ ცდების ჩატარება რომ დაიწყეს და "გულივერა" მეორე ხაზიდან 8 ნომრად დაწიეს, შინ კინაღამ გაგვაბითურა სხარტმა პორტუგალიამ.

მას აქეთ ორი კვირა გავიდა. ჩვენი ბანაკიდან ეგეთი ხმები მოდიოდა, რომ გორგოძე ჩვეულ პოზიციას დაუბრუნდებოდა და 9 ნომრადაც სხვას, მარქაფაში უსამართლოდ და ულოგიკოდ დაბერებულ ბიძინა სამხარაძეს ვიხილავდით, მაგრამ ორმხრივი კუკუდამალობანის კვალად გამჟღავნდა, რომ თუმც ჩვენს 15-ეულში ერთბაშად ოთხი სიახლეა (15 12 11 5 ნომრებზე) 8 ნომერი და ჰავბეკი კი მაინც იგივენი არიან და შერკინების პირველი ხაზიც უცვლელია.

ეგებ კიდიდან დაუძახოს

მეტოქისთვის თვალში ნაცრის ყრა თანამედროვე, პროფესიულ რაგბში ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ ნუ გავკილავთ ჩვენი კავშირის ოფისს, შუა კვირამდე რომ ამტკიცებდა, კლუბში დაკავებული მერაბ კვირიკაშვილის გარდა, ამავე და მსგავსი მიზეზებით მადრიდში ვერც აქვსენტ გიორგაძე და გიორგი ჩხაიძე ითამაშებენო. ახლა გაირკვა, რომ ორივენი თავ-თავიანთ პოზიციებზე დგანან, პორტუგალიასთან ქულის გადამრჩენი მეკოს ნაცვლად კი კარში ალბათ ოთარ ბარკალაია დაარტყამს.

ესპანელები დეზინფორმაციაში არ ჩამოგვრჩნენ. მათმა ინგლისელმა გადიამ, ჯედ გლინმა გაფართოებულ რაზმში ჩაწერა "ძირძველი იბერიელი" მეთიუ ქუქი, მაგრამ 15 დამწყების გამხელას დაჯერდა და მარქაფა გაასაიდუმლოვა, ფედერაციის საითს კი უთხრა, მერვე დანის მფლობელმა, შავი ქამრის პატრონმა ძიუდოისტმა გვავარჯიშა ბოჭვაში და ტულონში მოღვაწე ტანა უმანგას ძმაც, 1995 წლის მსოფლიო თასზე ნარაგბალი მაიკი მხარში მიდგასო.

სიახლეა ბორჯღალოსანთა უფროსობაშიც. ნაკრებს "კავშირის გამგეობის წევრის" სტატუსით თან ახლავს მწურთნელობის 33-წლიანი სტაჟის მქონე ლოკომოტიველი თემურ ბენდიაშვილი. ოთხშაბათის "ოლიმპის" წამკითხველებმა იციან, რომ "ბენდო" მატჩის ოქმს ახლოს არ უნდა გავაკაროთ, მაგრამ ბიჭებისთვის მარგი, ტაქტიკური რჩევების მიცემა რომ შეუძლია, ეგ ნაღდია. ჰოდა, ფრეზე მოედნის კიდიდან ეგებ დაუძახოს, ჯარიმა კიდეზე კი არა, კარში დავარტყათო!

>>>     ერთა თასი. მესამე რაუნდი

შაბ 28/02  ჩვენი დროით

რუმინეთი - რუსეთი  * 16.00 ბუქარესტი, არკული

ესპანეთი - საქართველო  * 19.00 მადრიდი, უნივერსიტარია

8/15 თ  

  

მ-წ*

გატ:გაშ

რუსეთი  

4   2-0   60:29

რუმინეთი  

4  

2-0  

41:10

საქართველო

3  

1-0*1  

58:25

პორტუგალია  

3  

1-1*1  

78:44

ესპანეთი  

2   1-2   47:72

გერმანია  

0   0-4   22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი ბოლო საგზურის მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

<<    საქართველოს ბორჯღალოსნები

 #   სახელი * გვარი  

კლუბი * ლიგა

ასაკი

კეპი

ბეკები

15  ოთარ ბარკალაია  

ანდორა სფრ  

25

35

49

14  ირაკლი მაჩხანელი  

აჟენი სფრ  

28

30

55

13  დავით კაჭარავა  

ენისეი რუს  

24

23

30

12  ირაკლი გიორგაძე  

დაკსი სფრ  

27

33

16

11  ირაკლი ჩხიკვაძე  

აია საქ  

22

12

15

10  ლაშა მალაღურაძე  

ბეზიე სფრ  

23

12

34

 9  ირაკლი აბუსერიძე კაპ!

ორლეანი სფრ  

32

56

20

ფორვარდები

 1  დავით ხინჩაგიშვილი

ბრივი სფრ  

27

20

  5

 2  აქვსენტ გიორგაძე  

კასტრი სფრ  

33

53

55

 3  გოდერძი შველიძე  

მონტობანი სფრ  

31

48

35

 4  ილია ზედგინიძე  

ეგზი სფრ  

33

51

75

 5  ლევან დათუნაშვილი

ორიაკი სფრ  

26

24

10

 6  გიორგი ჩხაიძე  

რასინგი სფრ  

28

31

20

 7  გია ლაბაძე  

ტულონი სფრ  

36

49

50

 8  მამუკა გორგოძე  

მონპელიე სფრ  

25

31

75

მარქაფა

22  სანდრო თოდუა

ლელო საქ

22

  7

  0

21  თედო ზიბზიბაძე  

პერიგო სფრ  

29

39

55

20  ბიძინა სამხარაძე  

კონსტანცა რუმ  

26

38

  5

16  ირაკლი ნატრიაშვილი

კონსტანცა რუმ  

25

14

  0

17  დუდუ ქუბრიაშვილი

ტულონი სფრ

23

  6

  0

18  დიმიტრი ბასილაია

მორლაზი სფრ

24

  8

  5

19  რატი ურუშაძე  

ენისეი რუს  

34

33

25

უფროსობა

თიმ ლეინი  სტრატეგია, ბეკები  

გია ნიჟარაძე  პრეზიდენტი

ჯონი ნგაუამო  დაცვა, წრთობა  

ვასილ აბაშიძე  მენეჯერი

თემურ ბენდიაშვილი  მრჩეველი

პავლე კასრაძე  ექიმი

დამიენ ქამინსი  ფორვარდები

ბესო აბრამიშვილი  ფიზიო

<<    ესპანეთის ლომები (ლეონესი)

ბეკები

15  

სესარ სემპერე  

კანოე (მადრიდი)

14   ხუან კანო   კანოე (მადრიდი)
13   ხავიერ კანოსა   კანოე (მადრიდი)
12   ხაიმე ნავა   სალვადორი (ვალიადოლიდი)
11   დავიდ მოტა   კანოე (მადრიდი)

10  

ხერემიას პალუმბო  

გეჩო (ბასკეთი)

 9  

პაბლო ფეიხო  

კანოე (მადრიდი)

ფორვარდები

 1  

იონ ინსაუსტი  

კანოე (მადრიდი)

 2   ხოსე-მარია ბორკესი   სიენსიასი (სევილია)
 3   ხავიერ სალასარი   კანოე (მადრიდი)

 4  

ლეანდრო არამბურუ  

სიენსიასი (სევილია)

 5   სერხიო სოუტო   სალვადორი (ვალიადოლიდი)

 6  

დავიდ ერნანდესი  

გეჩო (ბასკეთი)

 7   ხუან გონსალესი   კანოე (მადრიდი)

 8  

სესარ ბერნასკონი  

კანოე (მადრიდი)

მარქაფა

 

სებასტიან ატორი  

სიენსიასი (სევილია)

  დიეგო სარსოსა   სალვადორი (ვალიადოლიდი)
  სერხიო გერერო   სანტბოიანა (ბარსელონა)
  მატიას ტუდელა   კანოე (მადრიდი)
  მეთიუ ქუქი   ვილა (ვალენსია)
  ხუან-რაფ. ალვარესი   ბერა ბერა (ბასკეთი)
  მარკო ფერერი   კლერმონი (სფრ)
  რომენ როკე   ტუკ ტულუზი (სფრ)
  მატიო ლოპეს-ბოშე   მონ დე მარსანი (სფრ)

მწ ჯედ გლინი (ინგლისი) მაიკ უმანგა (სამოა)

<<    მსაჯები

რეფერი ფრანკ მასიელო (საფრანგეთი)
კიდეებზე: ბრიუნო ბესო / ერიკ ბრიკე-კამპენი
კომისარი მიშელ არპაიანჟი

<<    ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)

108 თამაში (39 შინ, 50 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
64 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2465:2058 (+407) ლელო 302-226 (+76)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
79 ბეკი, 109 ფორვარდი და 6 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 141, ხოლო ფორვარდებმა 161 ლელო

  საქართველო - ესპანეთის ყველა ტესტი 

<<< >>>