ავტორიტეტის შესაბამისად

   პირუთვნელი კრიტიკა რომ მარგებელი ყოფილა, ქართველ მობურთალთა საუკეთესო გუნდის მაგალითზეც გამოჩნდა. პორტუგალიასთან ჩაფლავებული მატჩის შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" რაგბის თემის შენიშვნები გაითვალისწინეს და ნაცად ყაიდაზე, თავიანთი კლასისა და ავტორიტეტის შესაბამისად რომ ერკინენ ესპანეთს, სტუმრად ულაპარაკოდ მოუგეს და 2011 წლის მსოფლიო თასზე პირდაპირ გამყვან პოზიციაზე დაბრუნდნენ.

წინა მატჩთან შედარებით 15-ეულში სულ ოთხი კაცი შეიცვალა, მაგრამ ბიჭებს ეტყობოდათ, რომ უკეთ შეთამაშებულიყვნენ. ლეონესი პირველივე შეტევაში დაწინაურდა, მაგრამ ჩვენც მალე მოვაწყვეთ გარღვევა და ესპანელები ღონით რომ დავჯაბნეთ, ნებისმიერი მეტოქის თავ-მოყვარეობის შემლახველი საჯარიმო ლელო დავიმსახურეთ.

პირველი მეოთხედის შემდეგ ცხადი შეიქნა, თუ ვინ გაიმარჯვებდა. ლეონესი გვებრძოლა და შესვენების წინ დაცვაშიც საკმაოდ გაგვსარჯა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში კიდევ ორჯერ რომ დავალელოვეთ, ბედს შეურიგდა - წელში გატეხილი და კისრებ დაგრეხილი შერკინების პირველი ხაზი მთლიანად შეცვალა.

დასკვნით მეოთხედში წრთობა რომაა გადამწყვეტი ფაქტორი, ქართველი პროფესიონალები მეტად გალაღდნენ და ხელდახელ ბურთაობით ორი კოხტა ლელოც გაიტანეს, დამრტყმელმა კი მაშინღა ააცილა კარს ორჯერ, როცა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თორემ მანამდე შვიდი ცდით შვიდი გოლი შეაგდო.

მეშვიდე უნივერსალი

მამუკა გორგოძემ ამჯერად სულ სხვაგვარად, გუნდურ სტილში ირაგბა, სანაკრებო კარიერაში მესამედ (!) შეასრულა ჰეთ-თრიკი და ბორჯღალოსანთა ყველა დროის მოწინავე მელელოვეც გახდა. ირაკლი აბუსერიძე კეპებით გაუტოლდა პალიკო ჯიმშელაძეს და კაპიტანთა ნუსხაშიც მეორე ადგილზე ავიდა. ვერცხლიდან ზემოთ, "ღვინისფერ კატეგორიაში" გადაეწერა ვეტერანი გია ლაბაძე, ნორჩი ირაკლი ჩხიკვაძე კი შეიქნა მეშვიდე უნივერსალი - ორივე რგოლში ირაგბა.

ბორჯღალოსნებს შემდეგი მატჩი ორი კვირის თავზე, ეროვნულზე, რუმინეთთანა აქვთ. "მუხებს" წინა ორი შებმა მოვუგეთ და "ანთიმოზ ივერიელის თასი" დავუძვირეთ. კარპატელებმა შინ ულაპარაკოდ წააგეს რუსეთთან, ვინც მატჩზე თურქეთში ნავარჯიშევი ჩავიდა, მეორე ტაიმის დასაწყისში 25:0 დაწინაურდა, "ერთა თასზე" უწინ ძალზედ უხერხული მეტოქე ზედიზედ მეოთხედ (!) ძლია და პორტუგალიის კვალად, მეორე კონკურენტიც რომ დაამარცხა მისსავე მოედანზე, მსოფლიო თასის შესარჩევს ალალად ლიდერობს.

>>>    ერთა თასი. მესამე რაუნდი

საქართველო 55:11 ესპანეთი

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ: 15 ოთარ ბარკალაია, 14#მრც ირაკლი მაჩხანელი, 13 დავით კაჭარავა, 12 ირაკლი გიორგაძე (21 თედო ზიბზიბაძე 56) 11#მრჯ ირაკლი ჩხიკვაძე (თოდუა 37-ნახ * 71 #7) 10 ლაშა მალაღურაძე სბ 40-44, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! (20 ბიძინა სამხარაძე 56) /

ფორ: 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 აქვსენტ გიორგაძე (16 ირაკლი ნატრიაშვილი 60) 3 გოდერძი შველიძე (17 დუდუ ქუბრიაშვილი 53) 4 ილია ზედგინიძე (22 სანდრო თოდუა 71 #14) 5 ლევან დათუნაშვილი; 6 გია ლაბაძე, 7 გიორგი ჩხაიძე (19 რატი ურუშაძე 52 * 71 #4) 8 მამუკა გორგოძე (18 დიმიტრი ბასილაია 62) -

8ლ: საჯ (გორგოძე) გორგოძე (2 3) აბუსერიძე მალაღურაძე ჩხიკვაძე ნატრიაშვილი კაჭარავა; 6გ ჯ: მალაღურაძე

<<    ლეონესი (ლომები)

ბეკ: 15 სესარ სემპერე, 14 ხუან კანო (22 ჟან ალვარესი 62) 13 ხავიერ კანოსა, 12 ხაიმე ნავა, 11 დავიდ მოტა; 10 ხერემიას პალუმბო, 9 პაბლო ფეიხო კაპ! (20 მატიო ლოპეს-ბოშე 22)

ფორ: 1 იონ ინსაუსტი (17 მარკო პინტო ფერერი 52) 2 ხოსე-მარია ბორკესი (16 დიეგო სარსოსა 52) 3 ხავიერ სალასარი (18 სებასტიან ატორი 52) 4 ლეანდრო არამბურუ, 5 სერხიო სოუტო (19 რომენ როკე 44) 6 დავიდ ერნანდესი (21 სერხი გერერო 14) 7 ხუან გონსალესი, 8 სესარ ბერნასკონი -

ლ 2ჯ: პალუმბო

<<    მსაჯები

რეფ ფრანკ მასიელო; კიდ: ერვე დიუბი / ერიკ ბრიკე-კამპენი; კომ მიშელ არპაიანჟი (საფრანგეთი)

შაბ 28/02 მადრიდი, უნივერსიტარია (4 ათასი)

0:3(2) 7:3(15) 14:3(21) 17:3(25) 17:6(39) სბ(40) ნახ (40+2) / 24:6(45) 31:6(51) 38:6(61) 38:11(63) 45:11(70) 50:11(77) 55:11(79)

ტვ სტატისტიკა: დერეფანი 10/10-10/14, შერკინება 10/11-4/7, ჯარიმა 9-12

<<    რჩეული

პირველი ტაიმი

2' ესპ გორგოძე მიწაზე თამაშისთვის დაჯარიმდა; პალუმბომ 40 მეტრიდან (7 მარცხნიდან) შეაგდო ^ 0:3

4' საქ კაჭარავამ მარცხნივ გაჭრა ხაზი, მაჩხანელს კი მბოჭავმა არ დაამიწებინა

7' საქ მარჯვნივ კაჭარავამდე ჩათამაშდა ბურთი, მაგრამ წითელ ზოლში წაქცეულზე დაწოლისთვის დავჯარიმდით

8' ესპ გონსალესმა დერეფნიდან შემოგვიტია

12' საქ მოტას დაუვარდა აბრაგანი და კაჭარავა წითელ ზოლში გააჩერეს

15' საქ ზედიზედ სამ 5-მეტრა შერკინებაში ესპანელთა მარცხენა ფლანკერი (ორჯერ ერნანდესი, მესამედ გერერო) ადრე წამოდგა და გორგოძეს დაუხვდა; რეფმა საჯარიმო ლელო გვიბოძა ^ 7:3

19' ესპ ჩხაიძემ რაქში ხელით ითამაშა, მაგრამ პალუმბომ 45 მეტრიდან ააცილა

21' საქ იმათი გადმოკიდებულიდან კაჭარავამ შექცეული პასით ლელოსკენ დაგეზა გორგოძე ^ 14:3

22' ჰაერში ერთმანეთს დაეჯახნენ კანო და ფეიხო, რის შემდეგაც დარეტიანებული ჰავბეკი შეცვალეს

25' საქ გორგოძის მიძალების შემდეგ მალაღურაძემ ახლოდან შეაგდო ჯარიმა ^ 17:3

28' ესპ სოუტოს უკან დავახევინეთ, პალუმბომ კი ახლოდან ააცილა არეკნი

32' ესპ ლოპესის მიერ ორგზის გადმოკიდებული ლელოდან მოვიგერიეთ

35' ესპ ბარკალაიამ ნახტომით ალალზე მოხსნა პალუმბოს აბრაგანი

36' ესპ ჩხიკვაძე ლიგურად დაეჯახა კანოს და თავად დაშავდა

39' ესპ პალუმბომ 35 მეტრიდან გაიტანა ბურთის ჩაკვლისთვის დანიშნული ჯარიმა ^ 17:6

40' ესპ მალაღურაძე სახიფათო ბოჭვისთვის გაგვისინბინეს

40+2' ესპ ფაზურ შტურმში მარჯვნივ მოგვეძალა ბერნასკონი და ხაზში მარცხნივ ჩაერთო სემპერე, მაგრამ ზედგინიძემ დაიჭირა

მეორე ტაიმი

45' საქ მაღალურაძე შეცდომით, ვადამდე გამოუშვეს სინბინიდან, ხოლო გორგოძე მინი-მოლში, ჩხაიძეს შეწევნით ლელოში შევარდა ^ 24:6

48' საქ გადმოკიდებული გამოაქცუნეს მალაღურაძემ, კაჭარავამ და ბარკალაიამ, მაგრამ პალუმბომ წითელ ზოლში შებოჭა სამი კაცის გამბითურებელი მაჩხანელი

51' საქ გორგოძემ 20.9(ბ) წესის დარღვევით შერკინებაში სკუპ-სკუპით ატარა ბურთი, შემდეგ ეპიზოდში კი აბუსერიძემ ლელოში რაქიდან მარცხნივ გადადო ^ 31:6

52' ესპანეთმა პირველი ხაზი ერთიანად გამოცვალა

54' ესპ ფაზურ შეტევაში სარსოსა ჩვენს მეოთხედში დაჯარიმდა

61' საქ სამხარაძის პასით მალაღურაძე ახლოდან შეიჭრა ლელოში ^ 38:6

63' ესპ ფაზური გადაჯგუფების შედეგად პალუმბო ორი ჩვენიანს მარცხნივ გაუსხლტა ^ 38:11

70' საქ ნატრიაშვილმა ოფლოუდი მიართვა დათუნაშვილს, ვინც მეტოქე ხელის კვრით მოიშორა; მარჯვნივ მეტობა მივიღეთ და სამი პასით მიზანს ჩხიკვაძე ეწია ^ 45:11

72' ზედგინიძე შეცვალა თოდუამ, რის გამოც ურუშაძე მეორე ხაზში გადავიდა, ჩხიკვაძე კი შერკინების ფრთაზე დადგა

75' ესპ კარის წინ, ხუთ მეტრზე დანიშნული ჯარიმა უცებ გაათამაშა ლოპესმა, მაგრამ ურუშაძემ ბურთი გააგდებინა

77' საქ ქაოსის კვალად ჩხიკვაძემ განდაგან გააქცუნა გადაკიდებული, თოდუამ სამი მეტოქე გააბითურა და ნატრიაშვილი დაგეზა ^ 50:11

79' საქ მოტამ მაჩხანელს თავზე ვერ გადაუგდო და ძღვენი კაჭარავამ შეიშნო ^ 55:11

<<    რუმინეთი 19:28 რუსეთი

რუმ: ვლაიკუ ფერკუ ბარბულიჩანუ (ბოტეზატუ 42) დესკალუ (ჩუნტუ 78) ლემნარუ <10-9> დიმოფტე მიტუ / ნერე ტაშკა (ბეკა 47) პაულიკა; კოსტე პოპირლანი; კოროდეანუ (მაკოვეი 54) ბურჩა კაპ! კარპო * მრქ: კალაფეტეანუ / ლაზარი; იანუში - 3ლ: დიმოფტე დესკალუ მაკოვეი; 2გ: ვლაიკუ მიტუ

რუს: კლიუჩნიკოვი კუზინი ბაბაევი ტრიშინი (გერასიმოვი 76) გვოზდოვსკი (არწემიევი 76) <10-9> კუშნარიოვი სბ 60, შაკიროვი (იანიუშკინი 80) / ხროკინი კორშუნოვი კაპ! (მარჩენკო 73) პრიშჩეპენკო (ტრავკინი 61) ოსტრიკოვი (ფათახოვი 73) კულიომინი; გრესევი მატვევი პანასენკო (ვოიტოვი 41) - 3ლ: გვოზდოვსკი (1 2) კუზინი; 2გ: კუშნარიოვი; 3ჯ: კუშნარიოვი 2, კლიუჩნიკოვი

რეფ მორისი (უელ) ბუქარესტი, არკული (2 500)

0:3(10) 0:10(17) 0:15(33) / 0:22(42) 0:25(53) 7:25(57) სბ(60) 7:28(66) 14:28(70) 19:28(79)

10/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

რუსეთი  

6   3-0   88:48

საქართველო  

5  

2-0*1  

113:36

რუმინეთი  

4   2-1   60:38

პორტუგალია  

3   1-1*1   78:44

ესპანეთი  

2   1-3   58:127

გერმანია  

0   0-4   22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი ბოლო საგზურის მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

109 თამაში (39 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
65 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2520:2069 (+451) ლელო 310-227 (+83)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 145, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

<<    ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 57 პალიკო ჯიმშელაძე, ირაკლი აბუსერიძე; 56 მახო ურჯუკაშვილი; 54 აქვსენტ გიორგაძე; 53 ბესიკ ხამაშურიძე; 52 ილია ზედგინიძე; 50 გია ლაბაძე

ვერცხლის კეპი: 49 გოდერძი შველიძე; 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე; 40 თედო ზიბზიბაძე

ბრინჯაოს ნიშანი: 39 ბიძინა სამხარაძე; 36 ოთარ ბარკალაია; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ბესო უდესიანი, ირაკლი გიორგაძე, რატი ურუშაძე; 33 ლევან ცაბაძე; 32 გიორგი შკინინი, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე; 31 მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი; 30 მევლუდ მთიულიშვილი

<<    ლელო

18 გორგოძე (1 საჯ); 15 ურჯუკაშვილი ზედგინიძე (2 საჯ); 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე, ირაკლი მაჩხანელი; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე, ლაბაძე; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი, დავით კაჭარავა; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე, აბუსერიძე

<<    ჰეთ-თრიკი

გორგოძე (2005 ჩეხეთი 75:10, 2008 ესპანეთი 22:20, 2009 ესპანეთი 55:11)
ქავთარაშვილი და ჯიმშელაძე (1995 ბულგარეთი 70:8)
ურჯუკაშვილი და დადუნაშვილი (2007 ჩეხეთი 98:3)

<<    ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა) ჯიმშელაძე
274 (15ლ 41გ 38ჯ ა) ურჯუკაშვილი
115 (2ლ 27გ 16ჯ ა) კვირიკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა) ნუგზარ ძაგნიძე
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა) კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ) შოთა მოდებაძე
  54 (2ლ 10გ 6ჯ 2ა) ლაშა მალაღურაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა) იურინი
  49 (8გ 10ჯ ა) ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ) ბობა კვინიხიძე

<<    19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 13 ირაკლი აბუსერიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<< >>>