საცდელ წესებს ბრალდება

   ელიტარული "ექვსი ერის" მესამე რაუნდის შემდეგ სლემით პირველობის შანსი შერჩა მხოლოდ ირლანდიას, ვინც უღიმღამო თამაშში წკიპზე ძლია უდისციპლინო ინგლისი; საფრანგეთმა მახეში გააბა შარშანდელი ჩემპიონი უელსი და შეჯიბრის საუკუნოვან ისტორიაში პირველი "პარასკევი ღამის მატჩი" მოუგო, მაჩანჩალა იტალიამ კი შოტლანდიასთანაც უსიტყვოდ წააგო.

ინგლისი დუბლინში 18-ჯერ დაჯარიმდა და ორი ყვითელი ბარათიც მიიღო, რითაც ბოლო ოთხ ტესტში ათი (!) გაძევება დაუგროვდა. ირლანდია ჩემპიონი ვერაფრით გამხდარა 1985 წლის აქეთ და ერთადერთი სლემიც 1948 წელს გაუსრულებია, ამჯერად კი ფორვარდებით რომ მოერია მეტოქეს და კაპიტანმა ბრაიან ოდრისკოლმა მესამე მატჩშიც გაიტანა ლელო, რონან ოგარას აცდენების მიუხედავად, სამყურებმა 100 პროცენტიანი შედეგით უწიეს ბოლო ორ ტურს.

პირველ ტაიმში გაიმართა უბერწესი პინგ-პონგი, რაც მოგებულთა მწურთნელმა დეკლან ქიდნიმ ირბ-ის მიერ გამოსაცდელად შემოტანილ "მოლის წაქცევის წესს" დააბრალა. გურუს აზრით, პირდაპირი შეტევის შეფერხების შემდეგ ბურთის შენარჩუნებას ბრძოლაში მეტი მოთამაშის ჩაბმა ჭირდება, რის გამოც რაქს გარეთ დამცველი შემტევზე მეტი რჩება და მოიერიშეს საბურთაო სივრცე ერთმევა.

ბრიყვულად უმხარა

ოგარამ 0:0-ზე ორი უიოლესი ჯარიმა დაახაია, ოდრისკოლმა კი მეორე ტაიმში ჯერ არეკნი შეაგდო, ხოლო ფილ ვიქერის გასინბინების კვალად, ახლოდან, სოლო მიძალებათა წყება დააგვირგვინა. ინგლისს თამაშის შემობრუნების შანსი ბოლო მეოთხედშიც ჰქონდა, მაგრამ სათადარიგო ჰავბეკმა დენი ქეამ რაქში ბრიყვულად უმხარა მეტოქის ბურჯს (!) და ოგარამ 8-ქულიანი სხვაობა აღადგინა.

"პლანეტ რაგბის" დაკვირვებით, საფრანგეთი რაქებში თავიდან არ ებრძოდა უელსს, მაგრამ 3:13 რომ ჩამორჩა, უეცრად მოუჭირა მარწუხი, ღონითა და შემართებით დაადედლა მეტოქე და კელტთა ხაზოვან დაცვას სიღრმიდან გამოქანება დაუპირისპირა. ამას დაერთო სანიმუშო დისციპლინაც - "ლე ბლე" მთელი 50 წუთი ერთხელაც არ დაჯარიმებულა, მაშინ როცა უელსი 9-ჯერ დასაჯა აფრიკელმა რეფმა.

ბურთს ვერ შეელია

ფრანკო-ფილები ტყუილად შიშობდნენ - 9 ნომერმა მორგან პარამ კარში რიგიანად ურტყა. უელსის ლელოზე სთივენ ჯოუნზმა ხაზში დროულად ჩართო ლი ბერნი, მანამდე კი ირლანდიელმა ტელი-რეფმა ემანოლ არენორდოკს არ ჩაუთვალა ზედახორაში შეტანილი ლელო, ესაო და რაქში ხელით ითამაშეო! ბასკმა 8 ნომერმა ზედ შესვენების წინ შერკინებიდან კიდევ აიტაცა ბურთი და ტიერი დიუზოტუარმა ხაზს იქეთ გადადო, მესამე მეოთხედში კი ბეკმა სედრიკ ემონსმაც იძალა.

უელსი ბოლო ხუთ წუთშიღა გაცოცხლდა. მარტინ ვილიამსს ლელომდე ცოტა დააკლდა, გევინ ჰენსონი ბურთს ვერ შეელია, ჯეიმზ ჰუქს კი ბოლო შეტევაში დაუვარდა. იტალიის კაპიტანმა, 8 ნომერმა სერჯო პარისემ სქოთებს არეკნი გაუტანა; მასპინძელთა ორივე ლელოში დაიდო წილი გარემარბმა საიმონ დენიელმა; მანვე პასის ჩამჭრელ ალესანდრო ძანს სდია და დაეწია; მეოთხე წუთზე კი ოდითგან აქამდე მოღწეული დაუწერელი წესი არად ჩააგდო რეფმა და ჯარიმა კარში უსიტყვოდ დაარტყმევინა შეცვლაზე შესულ კრის პატერსონს.

>>>    ექვსი ერი. მესამე რაუნდი

<<    საფრანგეთი 21:16 უელსი

სფრ: მედარი მალზიო ბასტარო ჟოზიონი ემონსი <10-9> ბაბი (ტრენ-დიუკი 37) პარა (ტიუ-ბორდი 71) / ბარსელია შარჟევსკი (კეიზერი 65) მარკონე (დომინგო 56-75) ნალე კაპ! შაბალი (მიო-შლუსკი 56) დიუზოტუარი უედრაოგო არენორდოკი - 2ლ: დიუზოტუარი ემონსი; გ 3ჯ: პარა

უელ: ბერნი ჰაფ-პენი შენკლინი რობერთსი (ჰენსონი 54) შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი (ჰუქი 68) ფილიპსი (პილი 54) / ჯენქინსი რისი (ბენეთი 54) ად.ჯოუნზი; გოფი (ჩარტერისი 71) ავ.ჯოუნზი; რ.ჯოუნზი კაპ! მ.ვილიამსი პაუელი (დფ.ჯოუნზი 68) - ლ: ბერნი; გ: სთ.ჯოუნზი; 3ჯ: სთ.ჯოუნზი 2, ჰუქი

რეფ მ.ლორენსი (აფრ) სან დენი, სტად დე ფრანსი (80 ათასი)

0:3(3) 3:3(6) 3:6(9) 3:13(25) 6:13(35) 13:13(40) / 18:13(53) 21:13(70) 21:16(73)

<<    შოტლანდია 26:6 იტალია

შტლ: საუსველი (პატერსონი 48) დენიელი მ.ევანსი მორისონი (დელუკა 69) თ.ევანსი <10-9> გოდმენი (პატერსონი 4-13) ბლერი კაპ! (კაზიტერი 56) / ჯეკობსენი (ბრაუნი 70) ფორდი (ჰოლი 53) მარი (დიკინსონი 69) ვაითი ქელოქი; სთორქოში ბარქლეი (გრეი 57) თეილორი - 2ლ: დენიელი გრეი; 2გ: გოდმენი პატერსონი; 4ჯ: პატერსონი (1 2 4) გოდმენი

იტა: მარკატო (რუბინი 48) მკ.ბერგამასკო კანალე გარსია (ბაკეტი 4) პრატიკეტი <10-9> მაკლეინი გრიფენი (კანავოზიო 57) / პერუჯინი გირალდინი (სპარალინი 59) კასტროჯოვანი (ნიეტო 59) დელაპე (დელფავა 58) ბორტოლამი (სოული 77) ძანი მა.ბერგამასკო პარისე კაპ! - ჯ: მაკლეინი; ა: პარისე

რეფ ოუენსი (უელ) ედინბურგი, მარიფილდი (65 ათასი)

3:0(5) 6:0(13) 6:3(22ა) 9:3(31) 16:3(37) / 16:6(55) 23:6(64) 26:6(68)

<<    ირლანდია 14:13 ინგლისი

ირლ: ქარნი ბოუ ოდრისკოლი კაპ! პ.ვოლესი ფითსჯერალდი <10-9> ოგარა ოლირი (სთრინგერი 66) / ჰორანი ფლენერი (რ.ბესთი 69) ჰეისი; ოკალაჰენი ოკონელი; ფერისი დ.ვოლესი ჰიზლიფი (ლიმი 69) - ლ ა: ოდრისკოლი; 2ჯ: ოგარა

ინგ: არმითიჯი საქი (თეითი 59) თინდოლი ფლუთი კვეიტო <10-9> ფლადი (გუდი 66) ელისი (ქეა 58 * სბ 71) / შერიდანი (ვაითი 78) მირსი (ჰართლი 66) ვიქერი სბ 55; ბორსვიქი კაპ! ქენედი (კროფთი 70) ჰესქელი (ვაითი 56-65) ვორსლი ისთერი (ნერევეი 78) - ლ: არმითიჯი; გ: გუდი; 2ჯ: ფლადი არმითიჯი

რეფ იუბერი (აფრ) დუბლინი, ქროუქ პარკი (82 ათასი)

3:0(29) 3:3(39) / 6:3(46ა) სბ(55) 11:3(57) 11:6(65) 14:6(71სბ) 14:13(80)

3 რაუნდი  

  

მ-წ  

სხვ  

გატ:გაშ

ირლანდია   6   3-0   +39   82:43
უელსი   4   2-1   +16   65:49
საფრანგეთი 4   2-1   +5   64:59
ინგლისი   2   1-2   +16   64:48
შოტლანდია 2   1-2   -2   52:54
იტალია   0   0-3   -74   26:100

<<    მეოთხე რაუნდი (საქ დროით)

შაბ 14/03 იტალია - უელსი   19.00
   შოტლანდია - ირლანდია 21.00
კვი 15/03 ინგლისი - საფრანგეთი   19.00

<<    ბოლო, მეხუთე რაუნდი (ზე შაბათი)

შაბ 21/03   იტალია - საფრანგეთი   17.15
   ინგლისი - შოტლანდია   19.30
   უელსი - ირლანდია   21.30

>>>    ირბ-ის რეიტინგი

(2/03) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 არგენტინა 8156, 5 უელსი 8147, 6 ირლანდია 8118, 7 საფრანგეთი 8014, 8 ინგლისი 7968, 9 შოტლანდია 7619, 10 ფიჯი 7524, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7256, 13 ტონგა 7005

14 საქართველო 6923, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6691, 18 რუმინეთი 6658, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 ესპანეთი 5973, 22 პორტუგალია 5956, 23 კორეა 5902, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5574

პლუს-მინუსი: სფრ 104 უელ, შტლ 72 იტა, ირლ 69 ინგ

რუს 159 რუმ (28:19გ) საქ 75 ესპ (55:11გ) პორ 68 გერ (44:6შ)

<<< >>>