ჩემპიონს მისდგნენ

   სამხრეთული ზე 14-ის მესამე რაუნდში შვიდიდან ხუთი თამაში სტუმარმა მოიგო; კივურ დარბში ჰარიკენზმა 6-წაგებიანი ნავსი გატეხა 7-გზის ჩემპიონ კრუსეიდერზთან; ოზურში ფორსელმა კამერონ შეპარდმა სამჯერ დაალელოვა ბრამბიზი; იაპურში ხელი მოიტეხა ბულზელმა ბრაიან ჰაბანამ; თვისტომმა ტელი-რეფმა ჩიფსს ორი ლელო არ ჩაუთვალა; ავსტრალია კი პარტნიორებს 2011 წლიდან წრე-ნახევრიან ზე 15-სა და 6-გუნდა პლეი-ოფს სთავაზობს.

კრუსეიდერზს შინ აქამდე თამაშთა 82 პროცენტი მოეგო, მაგრამ რუხად შემოსილმა ჰარიკენზმა გადალახა ფსიქოლოგიური ბარიერი და გამოამჟღავნა პოტენციალი. ოზი რეფიც მაგრად მისდგა ჩემპიონებს და წესების წკიპზე თამაშის ოსტატი, რიჩი მაკქოუ გაუგდო. ჰოდა, დალალა მა ნონუ, კიკერი პირი ვიპუ, კაპიტანი როდნი სოიალო და კომპანია დასკვნითი მეოთხედის დადგომისას 30:12 რომ დაწინაურდა, კრუსეიდერზი ორ პრემიალურ ქულასღა დაჯერდა.

ფორსს, ვინც მეოთხე სეზონს შეუყვა, ავსტრალიის სხვა გუნდთან აქამდე გასვლა ვერაფრით მოეგო, ამჯერად კი, ნეითან შარფის წყალობით, ბრამბიზს მაგრად აჯობა დერეფანში, ხოლო ნაკრების მგეზავმა მეტ გიტომ გაკვეთილი ჩაუტარა ჯეელ კრისტიან ლეალიფანოს და ოთხი ლელო სულ ნაირ-ნაირი პასებით შეამზადა. გიტო გაისად გამზრდელ კლუბს უბრუნდება, ვორათაზიდან პერთში გადახვეწილმა შეპარდმა კი დაამტკიცა, რომ უკანა სამეულში უბადლოა.

არა-ნეიტრალური პროფები

ბურების ჯახი კოკისპირულ წვიმაში ჩატარდა, რის გამოც ლიდერი ბულზი უპრემიოდ დარჩა. მატჩის ერთადერთი ლელო პიერ სპისმა მეტოქის მიერ ვერ-აღებული აბრაგანიდან გაიტანა, ჰაბანას კი მტევნის ოპერაცია ელის და მაქსიმუმ თვე-ნახევარი გაუცდება. აფრიკაშივე ჭრელ ფანობას ძაან ატკინა გული სტორმერზმა, ვისაც ბლუზთან ბლომად მიეცა სალელოე შანსი, მაგრამ გადამწყვეტ პასზე ბურთი ხელიდან უვარდებოდა.

ზე 14-ში წლეულს შემოღებული პრინციპის თანახმად, მსაჯობდა პროფესიონალი, ოღონდაც არა-ნეიტრალური ჯონათან კაპლანი და სულ ბოლო შეტევაში თვისტომთა "წინ თამაშზე" თვალი არ დაუხუჭავს. მანამდე, მაგავე დღეს, ზელანდიურ წვიმაში, კივმა ბენ სქინმა 76-ე და 78-ე წუთებზე ლელოები არ დაუმტკიცა ჩიფსის კაპიტან ლაიემ მესამს და ბეკ მაიკ დელენს, ესაო და დამცველი ჩაგიწვა და დამიწების დროს მკლავი ლელოს კიდის ხაზს შეახეო.

ჟოანს გული წაუვიდა

ბრძოლა სირენის შემდეგ კიდევ ოთხ წუთს გაგრძელდა და მოასპარეზეები ისე გაითანგნენ, რომ შარქსს მოგება აღარც გახარებია. არადა, მეორე ტაიმში თეთრებმა, ჯერ ფრანსი სტეინმა, მერე კი რუან პინარმა, მეტოქის ზურგში ფეხით ისეთები დაუგორეს მულატ ჯეიპი პიტერსენს, რომ ამას ბურთის აღებისა და გემოზე დამიწების მეტი არა დარჩა რა.

ოვალის გადაკიდებით წყვილი ლელო შეამზადა თანა-ლიდერ ვორათაზის აბორიგენმა პივოტმა ქერთლი ბილმაც, გუნდმა კი პრემია ბოლოსღა, ბურთის იღბლიანი რიკოშეტით აიღო. კვირას, დღის ოთხ საათზე, 32 გრადუს სიცხეში რომ დაიწყო თამაში თიმ ლეინის მშობლიურ, მზიურ ქვინზლენდში, ნამატჩევს სტუმარი ჩიტაზის კაპიტანს, ბოკე ჟოან სმითს გასახდელში გული წაუვიდა, ჰოსპიტალში წვეთოვანი დაუყენეს და ტურნედან შინაც ვადამდე გააფრენენ.

ნამეტი მუქთი არხებით

ზე 14-ის მონაწილე სამივე ქვეყნის მახვშები ოთხშაბათს, დუბაიში იკრიბებიან შვიდკაცის მსოფლიო თასის წინ. სამხრეთულ ალიანსს 2010 წლის ბოლოს უთავდება კონტრაქტი რუპერტ მერდოქის "ნიუ კორპთან" და კარგა ხანია მსჯელობს, თუ 2011 წლიდან რამდენმა გუნდმა და რა ფორმატით ითამაშოს ზე რაგბი.

ავსტრალიის წინადადება ეგაა, რომ აქამდე წილ-დაკლებულს, ებოძოს მეხუთე გუნდის ყოლის უფლება; მთელი დასი დაიყოს სამ, ეროვნულ კონფერენციად, რომელშიც მეორე წრეც გაიმართება და ამრიგად, ყოველ გუნდს 18 რეგულარული თამაში მოუგროვდება; პლეი-ოფში კი გავიდეს ექვსი მოწინავე და ჩვენთვის ცნობილი, "ავსტრალიური სისტემით" გამოავლინოს ჩემპიონი.

ამ ყველაფერს 26-მდე კვირა და 140-ზე მეტი თამაში მოუნდება. ოზური რაგბის მამის, ჯონ ონილის თანახმად, გაჩნდება მატჩთა ის ნამეტიც, რომელიც მუქთი და არა მხოლოდ ფასიანი ტელე-არხებით გადაიცემა. რაც შეეხება ზელანდიისა და აფრიკის დარდს, შინაური პირველობები დაგვეჩაგრებაო, ონილის თქმით, პროფ-რაგბი ორ დონეს ვერ შეინახავს. ასე რომ, უნდა დარჩეს ზე 15 და "სამი ერი".

>>>   ზე 14. მესამე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    კრუსეიდერზი$$ 24:30 ჰარიკენზი

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 4ლ: 13 ლაულალა, 4 სორნი, 14 პეინი, 8 თ.ვოლდრომი; 2გ: 10 სლეიდი, 15 ბრეთი სბ 7 მაკქოუ -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 3ლ: 14 გილდფორდი, 9 მეთიუსონი, 12 ნონუ; 3გ 3ჯ: 10 ვიპუ სბ 8 სოიალო

რეფ დიკინსონი (ავს) 0:3(5) 0:6(11) 7:6(24) 7:13(29) სბ(30კ) 7:16(32) / 12:16(45) 12:23(49) 12:30(61) 19:30(71) სბ(78ჰ) 24:30(79პ)

<<    ვორათაზი$ 34:16 ჰაილენდერზი

ვრთ (სიდნეი ავს) 4ლ: 11 ტუნქირი, 6 მოუენი, 8 პალუ, 9* შიანი; 4გ: 10 ბილი 3, 10* ჰალანგაჰუ; 2ჯ: ბილი -

ჰლნ (დანიდინი ზელ) ლ: 13 შუმარქი; გ 3ჯ: 10 ბაუდენი

რეფ ლექი (ავს) 0:3(8) 0:6(15) 7:6(25) 7:9(29) 10:9(32) 17:9(40+) / 24:9(43) 24:16(51) 27:16(55) 34:16(79პ)

<<    ჩიფსი$ 15:22 შარქსი

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 2ლ: 2 დემელმანჩი, 9 ლეონარდი; გ ჯ: 10 დონალდი -

შრქ (დურბანი აფრ) 3ლ: 12 ფ.სტეინი, 11 პიტერსენი (2 3) 2გ ჯ: 9 ქოქოთი სბ ქოქოთი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) 3:0(15) სბ(22შ) 3:7(39) / 8:7(49) 8:10(53) 8:15(55) 8:22(68) 15:22(70) ბოლო (80+4)

<<    ბრამბიზი 16:25 ფორსი$

ბრმ (კანბერა ავს) ლ: საჯ (შერკ) გ: 12 მორტლოქი; 3ჯ: 15 ჯერარდი -

ფორ (პერთი ავს) 4ლ: 14 შეპარდი (1 2 4) 8 ბრაუნი; გ ჯ: 10 გიტო

რეფ გოდარდი (ავს) 3:0(3) 6:0(26) 6:5(28) 9:5(32) 9:8(40) / 9:13(46) 9:20(51) 16:20(66) 16:25(68პ)

<<    ლაიონზი$ 9:16 ბულზი

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 3ჯ: 10 ა.პრეტორიუსი 2, 10* როუზი სბ როუზი -

ბულ (პრეტორია აფრ) ლ: 8 სპისი; გ 3ჯ: 10 მ.სტეინი სბ 12 ულიფიე

რეფ ბოსხი (აფრ) 0:7(15) 0:10(18) 0:13(27) 0:16(36) / 3:16(51) სბ(54ბ) 6:16(61) 9:16(71) სბ(74ლ)

<<    სტორმერზი$ 8:14 ბლუზი

სტო (კეიპტაუნი აფრ) ლ: 9 იანარი; ჯ: 10 გრანტი -

ბლუ (ოკლენდი ზელ) ლ 3ჯ: 14 პ.ვილიამსი

რეფ კაპლანი (აფრ) 3:0(11) 3:5(22) 8:5(32) 8:8(37) / 8:11(53) 8:14(79)

<<    რედსი 22:3 ჩიტაზი

რედ (ბრისბენი ავს) 3ლ: 15 მაკლინდენი, 13 აიონი, 11 ჰაინსი; 2გ: 9 ლუკასი, 12 ბარნსი; ჯ: ლუკასი -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) ჯ: 12 პოტხიტერი

რეფ სმითი (ავს) 0:3(15) 7:3(27) / 10:3(44) 15:3(48) 22:3(77)

ად

 გუნდი (წინაზე)  

ქ  

სხვ  

გატ:გაშ  

მ-წ  

ლ  

პრ

1    ბულზი აფრ (1)   14   +53   108:55   3-0   12   2
2    ვორათაზი ავს (2)   14   +26   71:45   3-0   9   2
3    შარქსი აფრ (4)   12   +27   67:40   3-0   8   0
4    ფორსი ავს (8)   10   +9   60:51   2-1   8   2
5    ბლუზი ზელ (5)   10   -21   65:86   2-1   9   2
6    ჰარიკენზი ზელ (7)   9   +7   74:67   2-1   9   1
7    ბრამბიზი ავს (3)   9   -5   67:72   2-1   7   1
8    კრუსეიდერზი ზელ (6)   7   -2   59:61   1-2   9   3
9    რედსი ავს (14)   6   +3   66:63   1-2   9   2
10    სტორმერზი აფრ (9)   6   -8   50:58   1-2   6   2
11    ლაიონზი აფრ (10)   6   -16   53:69   1-2   5   2
12    ჩიფსი ზელ (12)   3   -17   35:52   0-3   5   3
13    ჰაილენდერზი ზელ (11)   3   -25   64:89   0-3   8   3
14    ჩიტაზი აფრ (13)   2   -31   41:72   0-3   4   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეოთხე რაუნდი [საქ დროით]

პარ 6/03   ჩიფ 10.35 ფორ, ვრთ 12.40 რედ
 შაბ 7/03   ჰრკ 05.30 ჩტზ, ბლუ 08.30 შრქ, ჰლნ 10.35 კრს
   ბულ 19.00 სტო
[უქმობენ]   ბრმ ლნზ

<<< >>>