მწყობრადა და მწვავედ

   არაბეთში, შვიდკაცის მსოფლიო თასის პირველ დღეს უკლებლივ ყველა მატჩი ფავორიტმა მოიგო, ძლეულთაგან კი გული სხვებზე მეტად დაწყდებოდა "ქართულ შვიდკაცას", ვინც ჩემპიონ ფიჯს შავი დღე აყარა, მაგრამ "სახალისო რაგბის" ულოგიკო ბუნების გამო მაინც წააგო.

ჩვენებს იგივე დაემართათ, რაც ორი წლის წინ, დიდი რაგბის მსოფლიო თასზე, როცა ირლანდიას ვერ მოუყომარეს მოსაგები თამაში. ფიჯმა ამჯერად თავიდან სიმარდითა და ღონით დაგვჯაბნა და ორი ლელოთი გაგვისწრო, მაგრამ 14-წუთა ბრძოლის ბოლო ათ წუთში ოვალი სულ ქართველებს გვქონდა და ისე ვბურთაობდით, რომ ფიჯელთა აურით მონუსხული პუბლიკა ჩვენსკენ გადმოვიდა.

კახა ალანიას შეგირდთაგან ორივე ლელო სოლოთი გაიტანა მეკო კვირიკაშვილმა. მეორე ტაიმში იგი შეცვალა ლაშა ხმალაძემ, სანდრო თოდუამ კი შერკინებიდან უკანა ხაზში დაიხია. ჩვენი შვიდკაცა დიდი რაგბის სქემებით, ერთობ მწყობრად, მწვავედ უტევდა, რამაც საბოლოოდ მოგვითავა ხელი, რაღაი დაბნეულმა და ნირ-წამხდარმა ბობოლა მეტოქემ თერნოვერზე ორჯერ დაგვიჭირა და გაიჯეჯილა.

>>>    შვიდკაცის V მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)

<<    დღე პირველი: ხუთშაბათი

   ტონგა   19:0   არაბეთი
   ზელანდია   42:0   იტალია

  

საფრანგეთი  

26:17  

შტატები

   საქართველო 10:26   ფიჯი

  

კანადა  

33:14  

შოტლანდია

   აფრიკა   26:5   იაპონია

  

ავსტრალია  

24:12  

პორტუგალია

   სამოა   35:5   ირლანდია

  

კენია  

29:7  

ტუნისი

   ინგლისი   42:5   ჰონკონგი

  

უელსი  

31:5  

ზიმბაბვე

   არგენტინა   19:7   ურუგვაი

<<    დღე მეორე: პარასკევი

15.00    საქართველო - საფრანგეთი
17.15    საქართველო - შტატები

<<    დღე მესამე: შაბათი

მეოთხედფინალი: 10.30 ფიალა, 12.00 სინი, 13.30 თასი
ნახევარფინალი: 14.55 ფიალა, 15.40 სინი, 17.05 თასი
ფინალი:   18.30 ფიალა, 19.30 სინი, 20.35 თასი

>>    საქართველო 10:26 ფიჯი

საქ: კოლელიშვილი თოდუა ჩხაიძე / სამხარაძე კვირიკაშვილი (ხმალაძე) გ.კაჭარავა (ბრეგვაძე) შკინინი კაპ! (ნიჟარაძე) - 2ლ: კვირიკაშვილი

ფიჯ - 4ლ: ნანუკუ ნალანგა ნდელასაუ როკონდივა; 3გ

0:7 0:12 5:12 10:12 / 10:19 10:26

<<< >>>