უცუდესი შედეგით, ფიალაზეღა

   არაბეთში, შვიდკაცის მსოფლიო თასის მეორე დღეს, ვეღარაფრით გაგვახარეს ჩვენმა ბიჭებმა - ჩემპიონ ფიჯთან ბრძოლით დაღლილებმა პულის ბოლო ორი მატჩი უშანსოდ წააგეს უშუალო კონკურენტებთან, საფრანგეთთან და შტატებთან, 24 გუნდში უცუდესი "შედეგი აჩვენეს" და შაბათ დილიდან ფიალის ასაღებადთა იჩაუქებენ.

გალებმაც და იანკებმაც ხუთ-ხუთი ლელო დაგვიდეს. ფრანგებთან პირველი წუთის შემდეგ ბურთი თითქმის აღარ გვქონია, ამერიკასთან კი დავით ჩიტიძის გარღვევისა და გიორგი შკინინის გვიანი, "პრესტიჟის ლელოს" მეტი ვერაფერი გვაქვს თავ-მოსაწონებელი.

შეჯიბრი თავიდან ბოლომდე, ცოცხლად გადმოიცემა "გლობალის" 54-ე არხით (შოუ-სპორტ 3). ფრანგებთან თამაშის შესვენებაზე მწურთნელებმა შეგირდებს აუხსნეს, სულ უკან იხევთ, სიღრმიდან არ უტევთ და წინაც ვერ მიდიხართო, მაგრამ თავს ზემოთ რომ ძალა არაა, გუნდმა მითითება ვერ შეასრულა.

ფიალა სინზე კიდევ უფრო იაფი სანუგეშო ჯილდოა. იგი მე-17 ადგილზე გასულს ეძლევა. შეჯიბრი ოლიმპიური სისტემით (წააგე, წადი სახლში) იმართება. ჩვენი პირველი მეტოქეა ზიმბაბვე. თუ მოვიგეთ, ურუგვაი - იაპონიის გამარჯვებულს შევხვდებით და თუ მასაც ვაჯობეთ, საღამოს, ფინალში, ირლანდია - არაბეთი - იტალია - ჰონკონგის უკეთესს ვეთამაშებით.

ფინალამდე არ ხვდებიან

ჩვენს ზემოთ, თასსა და სინზე, მშვიდობაა. ექვსიდან ხუთ პულში გუნდები კიბეზე კლასიკურად ჩამოწიკწიკდნენ და მხოლოდ ერთგან მოუგო სამმა მაჩანჩალამ ერთურთს წრეზე, რის გამოც გატანილ-გაშვებულის სხვაობის შედარება გახდა საჭირო.

დუბაიში ექვსი 4-გუნდა პული სამ იერარქიულ რვეულად ჰონკონგური სისტემით გადანაწილდა. სხვადასხვა პულთა გუნდების გასამწკრივებლად შეჯერდა ჯერ მოგებათა რიცხვი (ანუ საცხრილო ქულები), მერე ზემოთ ხსენებული სხვაობა, მერე ლელოთა სხვაობა და ბოლოს გატანილ ქულათა რაოდენობა.

თასის რვეულში კენიამ უელსს ამ კრიტერიუმითღა (79-58) გაასწრო, პირველ ადგილოსნებს კი, ცოტა ულოგიკოდ, პულთა ინდექსებითვე (ტურნირის წინა განთესვით) მიენიჭათ ნომრები. ამის წყალობით თასის ორგზის მფლობელი ფიჯი ფინალამდე ვერ გადაეყრება მსოფლიო სერიის 8-გზის ჩემპიონ ზელანდიას, და მაქამდე ვერც ინგლისი შეხვდება აფრიკას, რაც ძალზე უპრიანია.

>>>    შვიდკაცის V მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)

<<    დღე მეორე: პარასკევი

  

ზელანდია  

41:5  

არაბეთი

  

ტონგა  

31:10  

იტალია

  

იტალია  

19:17  

არაბეთი

  

ზელანდია  

24:7  

ტონგა

თ1  

ზელანდია  

3-0  

+95

ს1  

ტონგა  

2-1  

+23

ფ2  

იტალია  

1-2  

-61

ფ6  

არაბეთი  

0-3  

-57

  

ფიჯი  

26:12  

შტატები

  

საქართველო  

0:33  

საფრანგეთი

  

საქართველო  

5:33  

შტატები

  

ფიჯი  

38:5  

საფრანგეთი

თ2  

ფიჯი  

3-0  

+63

ს3  

საფრანგეთი  

2-1  

  +9

ს5  

შტატები  

1-2  

  +5

ფ8  

საქართველო  

0-3  

-77

  

აფრიკა  

15:7  

კანადა

  

შოტლანდია  

31:10  

იაპონია

  

კანადა  

22:12  

იაპონია

  

აფრიკა  

19:14  

შოტლანდია

თ3  

აფრიკა  

3-0  

+34

ს2  

კანადა  

2-1  

+21

ს6  

შოტლანდია  

1-2  

  -3

ფ5  

იაპონია  

0-3  

-52

  

სამოა  

20:7  

პორტუგალია

  

ირლანდია  

24:21  

ავსტრალია

  

პორტუგალია  

17:5  

ირლანდია

  

სამოა  

19:0  

ავსტრალია

თ4  

სამოა  

3-0  

+62

ს4  

ავსტრალია  

1-2  

-10

ს7  

პორტუგალია  

1-2  

-13

ფ3  

ირლანდია  

1-2  

-39

  

ინგლისი  

26:24  

ტუნისი

  

კენია  

43:7  

ჰონკონგი

  

ტუნისი  

17:14  

ჰონკონგი

  

ინგლისი  

26:7  

კენია

თ5  

ინგლისი  

3-0  

+58

თ7  

კენია  

2-1  

+39

ს8  

ტუნისი  

1-2  

-21

ფ7  

ჰონკონგი  

0-3  

-76

  

არგენტინა  

40:5  

ზიმბაბვე

  

უელსი  

27:0  

ურუგვაი

  

ზიმბაბვე  

28:24  

ურუგვაი

  

არგენტინა  

14:0  

უელსი

თ6  

არგენტინა  

3-0  

+61

თ8  

უელსი  

2-1  

+39

ფ1  

ზიმბაბვე  

1-2  

-57

ფ4  

ურუგვაი  

0-3  

-43

<<    საქართველო 0:33 საფრანგეთი

საქ: კოლელიშვილი (ჩიტიძე) თოდუა ჩხაიძე (ბრეგვაძე) / სამხარაძე (გუგავა) კვირიკაშვილი ხმალაძე შკინინი კაპ!

სფრ - 5ლ: ფერერი (1 2 5) დალინია მალზიო; 4გ სბ ფერერი

0:5 0:12 / 0:19 სბ 0:26 0:33

<<    საქართველო 5:33 შტატები

საქ: ჩიტიძე თოდუა ჩხაიძე (კოლელიშვილი) / კაჭარავა (სამხარაძე) კვირიკაშვილი ნიჟარაძე (გუგავა) შკინინი კაპ! - ლ: შკინინი

აშშ - 5ლ: სვირინი ნგვენია ვაილზი ბოიდი ჰოქინსი; 4გ

0:5 0:12 0:19 / 0:26 0:33 5:33

<<    დღე მესამე: შაბათი

ფიალის (XVII) მეოთხედფინალები

10.30  1#ზიმბაბვე - 8#საქართველო
10.52  4#ურუგვაი - 5#იაპონია
11.14  3#ირლანდია - 6#არაბეთი
11.36  2#იტალია - 7#ჰონკონგი

სინის (IX) მეოთხედფინალები

11.58  1#ტონგა - 8#ტუნისი
12.20  4#ავსტრალია - 5#შტატები
12.42  3#საფრანგეთი - 6#შოტლანდია
13.06  2#კანადა - 7#პორტუგალია

თასის (I) მეოთხედფინალები

13.28  1#ზელანდია - 8#უელსი
13.50  4#სამოა - 5#ინგლისი
14.12  3#აფრიკა - 6#არგენტინა
14.34  2#ფიჯი - 7#კენია

14.56  15.18 ფიალის ნახევარფინალები
15.40  16.02 სინის ნახევარფინალები
17.08  17.30 თასის ნახევარფინალები

18.30  ფიალის ფინალი
19.30  სინის ფინალი
20.35  თასის ფინალი

>>>    შვიდქალის I მსოფლიო თასი

ფიალის (IX) მეოთხედფინალები

11.00  ჩინეთი - იაპონია
11.22  იტალია - თაილანდი
11.44  ბრაზილია - უგანდა
12.06  რუსეთი - ჰოლანდია

თასის (I) მეოთხედფინალები

12.28  საფრანგეთი - შტატები
12.50  ზელანდია - კანადა
13.12  ესპანეთი - აფრიკა
13.34  ინგლისი - ავსტრალია

14.30 14.52  ფიალის ნახევარფინალები
15.14 15.36  სინის (V) ნახევარფინალები
16.24 16.46  თასის ნახევარფინალები

17.52  ფიალის ფინალი
19.00  სინის ფინალი
20.00  თასის ფინალი

<<< >>>