შარშან ვაკეში, წლეულს დუბაიში

   შაბათს, არაბეთში, სენსაციურად დასრულდა შვიდკაცის მსოფლიო თასი: მეოთხედფინალში პანტა-პუნტით რომ გავარდა ოთხი ფავორიტი, ჩემპიონი გახდა უელსი, ვისაც ბოლო ათ სეზონში მსოფლიო სერიის 80 ეტაპიდან ერთიც ვერ მოუგია. ფიალაზე პირველივე მატჩი წააგო საქართველომ, ასპარეზობა დილის 11 საათზე დაამთავრა და სამ გუნდთან (იაპონია არაბეთი იტალია) 21-ე ადგილი გაიყო, ანუ ოთხი წლის წინდელთან შედარებით, ათით დაქვეითდა.

მას აქეთ, რაც ჰანოვერში, ევროპულ ფინალში მესამე ადგილის დაჭერით მსოფლიო საგზური მოიპოვა, "ქართულმა შვიდკაცამ" მსოფლიო რანგის სამ ტურნირში ითამაშა და ყველა, 14 მატჩი წააგო. ბოლო თამაშში, მერე და მერე ფიალის ამღებ ზიმბაბვესთან, ჩვენებმა საკუთარი გარჯით (და არა მეტოქის შეცდომით) ფრთაზე ორი ლელო დადეს, მაგრამ ოთხიც იქეთ გაუშვეს, შესვენებაზე კი ჰკვირობდნენ, "რატო უნდა წავაგოთ ამათთანო".

იგივე განცდა დაეუფლებოდათ ფავორიტებს. ზელანდია უგებდა უელსს, გაქცეულ ვილიამე ვანქასენდუნდუას ბურთი ხელიდან რომ გაუვარდა, თომ აიზაკსმა კი თამაშის ბოლოს ფეხი მიჰკრა ოვალს და კივებს დაუმიწა. ვირგლა და ზანტი ფიჯელები კოხტად გააბითურეს სხარტმა კენიელებმა; აფრიკა დაითხოვა მსოფლიო სერიის ბოლო ეტაპის მომგებმა არგენტინამ, სამოამ კი, მსაჯის შეცდომებით სავსე მატჩში, დამატებით დროში მეორედ ძლია ჯიუტი ინგლისი.

ფინალში ბოლოსკენ ფრე იყო, ალედ თომასმა მოკლე ფრთაზე რომ მოაწყო გარღვევა და ჩემპიონი გახადა გუნდი, ვის პირველობაზეც "კუში" 80/1 იყო და ვისმა ხუთმა წევრმაც ცხრა თვის წინ, ვაკეში, ევროპულ ეტაპზე იშვიდკაცა. ქალთა შეჯიბრში თანდათან გამოჩნდა, თუ ვის რისი შნო ჰქონდა. ჰოდა, გაიმარჯვა ავსტრალიამ, ვისი წევრებიც თურმე თაჩში (საოჯახო რაგბი ხელის დადებით) არიან გაწაფულნი.

>>>    შვიდკაცის V მსოფლიო თასი
5-7/03 დუბაი (არაბეთი)

დღე მესამე: შაბათი

<<    ფიალა (XVII ადგილი)

მეოთხედფინალი

საქართველო   10:28   ზიმბაბვე
ურუგვაი   19:12   იაპონია
ირლანდია   24:5   არაბეთი
ჰონკონგი   14:7   იტალია

საქართველო 10:28 ზიმბაბვე

საქ: კოლელიშვილი (ბრეგვაძე) თოდუა ჩხაიძე (ჩიტიძე) / სამხარაძე ხმალაძე (კაჭარავა) კვირიკაშვილი შკინინი კაპ! - 2ლ: შკინინი თოდუა

ზმბ - 4ლ: ნემადირე (1 2) მბანჯე ლეიტაო; 4გ * 0:7 5:7 5:14 / 5:21 10:21 10:28

ნახევარფინალი

ზიმბაბვე   24:7   ურუგვაი
ირლანდია   22:15   ჰონკონგი

ფინალი

ზიმბაბვე   17:14   ირლანდია

<<    სინი (IX ადგილი)

მეოთხედფინალი

ტონგა   24:7   ტუნისი
ავსტრალია   24:14   შტატები
შოტლანდია   21:19   საფრანგეთი
პორტუგალია   12:5   კანადა

ნახევარფინალი

ავსტრალია   22:19   ტონგა
შოტლანდია   29:7   პორტუგალია

ფინალი

შოტლანდია   21:17   ავსტრალია

<<    თასი (I ადგილი)

მეოთხედფინალი

უელსი   15:14   ზელანდია
სამოა   31:26*დდ ინგლისი
არგენტინა 14:12   აფრიკა
კენია   26:7   ფიჯი

ნახევარფინალი

უელსი   19:12   სამოა
არგენტინა 12:0   კენია

ფინალი

უელსი   19:12   არგენტინა

უელსი (^ იყო ვაკეში 9 თვის წინ) როდრი მაკათი^ ლი ვილიამსი^ თომ აიზაკსი, ქრეგ ჰილი, ჯეიმზ მერიმენი^ ტალ სელი^ ალედ ბრუ, ალედ თომასი, რის ვები, რიჩი პიუ, დაფიდ ჰიუითი! ლი ბიჩი

<<    აქამდელი ჩემპიონები

ფიჯი 1997 2005; ინგლისი 1993, ზელანდია 2001

<<    შვიდქალის I მსოფლიო თასი

მეოთხედფინალი

შტატები   19:0   საფრანგეთი
ზელანდია   33:12   კანადა
აფრიკა   15:7   ესპანეთი
ავსტრალია   17:10   ინგლისი

ნახევარფინალი

ზელანდია   14:12   შტატები
ავსტრალია   19:10   აფრიკა

ფინალი

ავსტრალია   15:10*დდ   ზელანდია
(V) ინგლისი   12:0   კანადა
(IX) ჩინეთი   10:7   ბრაზილია

<<< >>>