ტემპი ფრიადი, ბოჭვა უწყალო

   სამხრეთული ზე 14-ის მეოთხე რაუნდი კონტრასტული გამოვიდა: ერთი ბრწყინვალე და ორიც რიგიანი საერთაშორისო ჯახი გააუფერულა სამმა ბერწმა შინაომმა, რომლებშიც ხელით თამაში რომ შეუძლებელი იყო, მაყურებელს პინგ-პონგმა დაუღალა მზერა.

ოკლენდში, 2011 წლის მსოფლიო თასისთვის მშენებარე "იდენ პარკზე", 22 180 მოსეირე შეიკრიბა პირველ საშინაო მატჩზე ბლუზისა, ვისაც აფრიკიდან ჩასვლა აფრიკისვე შარქსმა დაასწრო. ტემპი იყო ფრიადი, ბოჭვა კი უწყალო. დაიდო შვიდი ლელო და პრემია ორივე გუნდს ერგო, მაგრამ მასპინძლები ემდურიან სტუმარ რეფს, მორის იონკერს, ვინც 21:30-ზე თვალი დახუჭა იმაზე, რომ იოჰან მულერმა ჯო როკოთოკო ზედ ლელოსთან ოფსაიდიდან გააჩერა.

ფათერაკმა ბლუზი გატეხა, მით უფრო, რომ იაპებმა თამაში უმალ გადაიტანეს მეტოქის ლელოსთან და რაქთა სერიით პრემია აიღეს. ბეკებით შეტევის შემდეგ, ოღონდაც ძალითვე მიითვალა მეოთხე ლელო ჰარიკენზმა, მისმა მეტოქემ, აფრიკის ჩიტაზმაც სასტარტო, 6-მატჩა (!) ტურნეზე მეოთხე მარცხი იგემა, რადგან ოთხჯერ წინ დაუვარდა ბურთი მაშინ, როცა მიზნამდე სულ ცოტა ეკლდა.

ქულა-მწირი დარბი

ღირსეულად წაგების ოსტატმა ჩიფსმა მოგერიება გამოუქცუნა მეტ გიტოს და ლელია მასანგამ ფორსი 44-ე წამზე (!) დაალელოვა. პირველ ტაიმშივე "ოლ ბლექებმა", სიტივენი სივივატუმ და რიჩარდ კაჰუიმ 75-მეტრიანი რეიდი განახორციელეს, მაგრამ მეორეში სტუმრებმა რომ გაათანაბრეს თამაში, ჩიფსი უპრემიოდ რჩებოდა. კივთა ბედად, დრუ მიჩელმა სირენის შემდეგ ალალზე დაჭერილი თავისი ლელოდან გაათამაშა (?!) და ჩიფსმა ძღვენი შეიშნო.

დარბებიდან ყველაზე ქულა-მწირი გამოვიდა ზელანდიური, რომელსაც ყველიერზე ბლომად მიაწყდა სამხრეთი კუნძულის სტუდენტობა. პირველი გარღვევა 55-ე წუთზეღა მოაწყო კრუსეიდერმა ადამ ვაითლოქმა; კარში პირველად 62-ეზეღა დაარტყა სტუმარმავე კოლინ სლეიდმა და 35 მეტრიდან ააცილა, ანგარიში კი 68-ე წუთზეღა გახსნა მასპინძელმა დენ ბაუდენმა.

მაკქოუს დააწვნენ

დამყარდა ორი ანტი-რეკორდი: ჯამური 6 ქულა ზე-რაგბის მატჩში და 7-გზის ჩემპიონ კრუსეიდერზის პირველი ნულოვანი წაგება. თითქოს ეს არ კმაროდა და წაქცეულს 31-ე წუთზე მარჯვენა მუხლზე რომ დააწვა მეტოქე, მწყობრიდან ხუთი კვირით გამოვიდა "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ვის გარეშეც ნაკრებიცა და კრუსეიდერზიც უძლეველები ვეღარ არიან.

ავსტრალიურ შინაომში ვორათაზის ყოჩმა ფილ ვომ თავიდანვე ლიგურად დასცა 13-კაცადან გადმოსული ფულბეკი მარკ მაკლინდენი, შემდეგ ეპიზოდში კი დერეფნის კუდიდან გაიქცა, რასაც ახლოდან, ზედახორაში შეტანილი ლელო მოყვა. რედსი წინ ზედ სირენაზე, შერკინებიდან გათამაშებული მოტივით გავიდა, მაგრამ მეორე ტაიმში პიტერ ჰაინსმა ვერ აიღო ქერთლი ბილის უწყინარი აბრაგანი და ტიმანა ტაჰუმ საჩუქარი შეიფერა.

ფანობამ უსტვინათ

აფრიკაში 50 ათასი ფანი დაესწრო ზეგნელი ბულზის მიერ ზღვისკიდელი სტორმერზის მასპინძლობას. შესვენებამდე ისეთი ფეხოსნობა გაჩაღდა, რომ მაყურებელმა სტვენა მორთო. რაგბი გახურდა მეორე ტაიმში, ბულზის კაპიტნის, ვიკტორ მეტფილდის მოედანზე შესვლის შემდეგ.

სინბინის დროს ვეინანდ ულიფიემ ხელის კვრით რომ მოიშორა მბოჭავი, ხოლო მორნე სტეინმა მალე არეკნიც დაკრა, მასპინძლები 11 ქულით იგებდნენ, მაგრამ აქ სტუმრებმა ბრძოლაში ჩააბეს სირელი ნანქელევუკი, პიტერ გრანტი და თვით ზორბა მღლეტელი სხალკ ბერგერი. ამით ბოლო 15 წუთში ჩინებული თამაში გაჩაღდა, მაგრამ სტორმერზი კომპენსაციასღა დაჯერდა.

>>>    ზე 14. მეოთხე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ჩიფსი$ 31:13 ფორსი

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 4ლ: 14 მასანგა, 9 ლეონარდი, 13 კაჰუი, 7* ბერქი; 4გ ჯ: 10 დონალდი -

ფორ (პერთი ავს) ლ: 6 ჰორუა; გ: 10 გიტო; 2ჯ: გიტო, 11 შეპარდი

რეფ გოდარდი (ავს) 7:0(2) 7:3(8) 7:6(12) 14:6(33) 21:6(38) / 21:13(56) 24:13(59) 31:13(80+პ)

<<    ვორათაზი 15:11 რედსი$

ვრთ (სიდნეი ავს) 2ლ: 1 რობინსონი, 12* ტაჰუ; გ ჯ: 10 ბილი -

რედ (ბრისბენი ავს) ლ: 11 ჰაინსი; 2ჯ: 9 ლუკასი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ) 7:0(6) 7:3(18) 7:6(21) 10:6(33) 10:11(40) / 15:11(64)

<<    ჰარიკენზი$ 29:12 ჩიტაზი

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 4ლ: 11 ჰ.გიარი (1 3) 15 ელისონი, 1* შვოლგერი; 3გ: გიარი, 10 ვიპუ, 10* რიპია; ჯ: ვიპუ -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 2ლ: 9 ს.პრეტორიუსი, 7 ფანჰირდენი; გ: 10 პოტხიტერი

რეფ მარკსი (ავს) ნიუ პლიმუთი 3:0(18) 10:0(26) 10:5(31) 17:5(40+) / 17:12(44) 22:12(50) 27:12(67პ)

<<    ბლუზი$ 31:35 შარქსი$

ბლუ (ოკლენდი ზელ) 3ლ: 15 ტოიავა, 10 გოპერთი, 11 როკოთოკო; 2გ 4ჯ: გოპერთი -

შრქ (დურბანი აფრ) 4ლ: 11 პიტერსენი, 6 ბოტესი, 4 საიკსი, 3* სმიტი; 3გ 2ჯ ა: 9 ქოქოთი სბ 1 მთავარირა

რეფ იონკერი (აფრ) 3:0(2) 3:7(10) 6:7(14) 6:10(17) 13:10(28) 13:13(32ა) 13:20(39) 16:20(40+3) / 16:23(44) 16:30(49) 21:30(65) 21:35(70პ) 24:35(74სბ) 31:35(80+)

<<    ჰაილენდერზი 6:0 კრუსეიდერზი$

ჰლნ (დანიდინი ზელ) 2ჯ: 10 ბაუდენი -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) სბ 7* ჯ.ვაითლოქი

რეფ სმითი (ავს) 0:0 / 3:0(68) 6:0(72სბ)

<<    ბულზი 14:10 სტორმერზი$

ბულ (პრეტორია აფრ) ლ: 12 ულიფიე; 2ჯ ა: 10 მ.სტეინი -

სტო (კეიპტაუნი აფრ) ლ: 2* დ.ფური; გ: 10* გრანტი; ა: 10 დევალი სბ 2 ბრიცი

რეფ იუბერი (აფრ) 3:0(24) 3:3(32ა) 6:3(38სბ) / 11:3(48) 14:3(54ა) 14:10(66)

<<    უქმობდნენ

ბრამბიზი (კანბერა ავს) ლაინზი (იოჰანესბერგი აფრ)

ადგ

  გუნდი ^იუქმა (წინაზე)

ქ  

სხვ  

გატ:გაშ  

მ-წ  

ლ  

პრ

1   ბულზი აფრ (1)   18   +57   122:65   4-0   13   2
2   ვორათაზი ავს (2)   18   +30   86:56   4-0   11   2
3   შარქსი აფრ (3)   17   +31   102:71   4-0   12   1
4   ჰარიკენზი ზელ (6)   14   +24   103:79   3-1   13   2
5   ბლუზი ზელ (5)   11   -25   96:121   2-2   12   3
6   ფორსი ავს (4)   10   -9   73:82   2-2   9   2
7   ^ბრამბიზი ავს (7)   9   -5   67:72   2-1   7   1
8   ჩიფსი ზელ (12)   8   +1   66:65   1-3   9   4
9   კრუსეიდერზი ზელ (8) 8   -8   59:67   1-3   9   4
10   რედსი ავს (9)   7   -1   77:78   1-3   10   3
11   სტორმერზი აფრ (10)   7   -12   60:72   1-3   7   3
12   ჰაილენდერზი ზელ (13) 7   -19   70:89   1-3   8   3
13   ^ლაიონზი აფრ (11)   6   -16   53:69   1-2   5   2
14   ჩიტაზი აფრ (14)   2   -48   53:101   0-4   6   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეხუთე რაუნდი [საქ დროით]

პარ 13/03   ბლუ 10.35 ჩტზ, ბრმ 12.40 ვრთ

 შაბ 14/03  

კრს 08.30 ფორ, ჰლნ 10.35 ჩიფ

   რედ 13.05 შრქ, სტო 19.00 ლნზ

[უქმობენ]

ბულ ჰრკ

<<< >>>