ქველი ჟესტი

   შაბათს, ოთხ-საათიანი "მოამბის" დასრულებისთანავე, ეროვნულზე წლის მთავარი რაგბი დაიწყება: საქართველოს "ბორჯღალოსნები" "ერთა თასზე" მასპინძლობენ რუმინეთის "სტეჟარს", რათა ბოლო ორ წელს ნაქონი "ანთიმოზ ივერიელის თასი" დაიცვან და 2011 წლის მსოფლიო თასისკენ მორიგი ნაბიჯი გადადგან.

გაითვალისწინა რა მოვლენის მასშტაბი და ალბათ, ლიანგის ეკონომიკური შეჭირვებაც, კავშირმა ქველი ჟესტი გააკეთა და 2 და 5-ლარიან ბილეთთა გაყიდვის მაგივრად, მატჩი მუქთ სეირად გამოაცხადა. ერთი ეგაა მხოლოდ, რომ ხალხი ვერ დაჯდება დასავლეთი ტრიბუნის რჩეულ ადგილებზე, სადაც, დაუწერელი წესით, მოსაწვევებიანი ძლიერნი ამა ქვეყნისანი (ვიაიპიები) უნდა განთავსდნენ.

მეტოქენი კვირის დამდეგიდან ემზადებიან. გაფართოებულ რაზმებში რამდენიმე სიახლეა. რუმინეთს გამოაკლდნენ თავნავქვამა ვარსკვლავი პეტრე მიტუ, ვისაც ჩვენს წინააღმდეგ ბალანსი 5-0 აქვს, და კეტელინ ფერკუ, ხოლო ჩვენ დაგვემატა მახო ურჯუკაშვილი.

ხუთი დამატებითი

სტეჟარი (მუხები) ხუთშაბათს მოფრინავს და უკან დასახევი გზაც მოჭრილი აქვს, რადგან შინ რუსეთთან წააგო და მესამე ადგილზეა, რაც იმას მოასწავებს, რომ ზელანდიაში მოსახვედრად სამ მეტოქესთან ხუთი დამატებითი მატჩის გამართვა მოუწევს.

ანთიმოზ ივერიელის თასი, ვისი სახელდების იდეაც ლევან კელაურაძეს ეკუთვნის, ორ მართლმადიდებელ ქვეყანას შორის 2002 წლიდან, ბიძინა გეგიძის პრეზიდენტობიდან თამაშდება. ჯილდო "რაგბის მეოხთა ლიგის" (თამაზ მგელაძე, ნიაზ მამრიკიშვილი) შუამდგომლობით ბრინჯაოში ჩამოქნა გია ჯაფარიძემ, ვინც 1960-70-იან წლებში ლოკომოტივის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

ღია კარის მტვრევაა?

თასის არა-ფორმალურ დებულებაში თავის დროზე ჩაიწერა, რომ ჯილდო არ გათამაშდებოდა მსოფლიო თასის ფინალურ სტადიაზე და (საგანგებოდ დანიშნულ) შესარჩევებში, რადგან ირბ-ს სათანადო აკრძალვა ჰქონდა დაწესებული. მას აქეთ დუბლინის კანტორამ პოზიცია შეარბილა და სახსრების დაზოგვის მიზნით, ერთა თასიც შესარჩევად გამოაცხადა, ანუ ზეპური სტატუსი გაუზიარა.

თუ ძველ კანონს ბრმად მივყვებით, 2009 და 2010 წლებში ანთიმოზის თასი არ უნდა გავითამაშოთ და სამეზობლო რკენებს ეშხი მოვაკლოთ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მონაწილეებს თავიანთ მიერვე დადგენილი წესის შეცვლა და ახალი რეალობისადმი მისადაგება შეუძლიათ, ხოლო ირბ, ვინც თამაშის ძირეულ წესებზეც კი სათუო ექსპერიმენტებს ატარებს, არა გვგონია გაჯიქდეს, თუკი ორივე მონაწილე ქვეყნის დასტური იქნა.

ოთხშაბათის მდგომარეობით, ჩვენი კავშირი ივერიელის თასის გათამაშების მომხრეა. რუმინეთს, როგორც მოცილეს, საქართველოს პოზიცია უნდა ახარებდეს. მივა თუ არა საკითხი შორებელი ირბ-ის ყურამდე, ეგ კიდევ საკითხავია, ისე კი, მეტისმეტი კანონ-მორჩილობა და მით უფრო რაგბში, ღია კარის მტვრევასა ჰგავს, რის გამოც, ძაან დიდი ალბათობით, პრობლემა გადაჭრილად შეიძლება ჩაითვალოს.

>>>    ერთა თასი. მეოთხე რაუნდი

საქართველო - რუმინეთი

<<    ბორჯღალოსნები (კეპი-ქულა)

ბეკები: 15 მერაბ კვირიკაშვილი 31-115, ოთარ ბარკალაია 36-49; 14/11 მალხაზ ურჯუკაშვილი 56-274, ირაკლი მაჩხანელი 31-55, სანდრო თოდუა 8; 13/12 დავით კაჭარავა 24-35, თედო ზიბზიბაძე 40-55, ირაკლი გიორგაძე 34-16; 10 ლაშა მალაღურაძე 13-54; 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! 57-25, ბიძინა სამხარაძე 39-5

ფორვარდები: 1/2/3 დავით ხინჩაგიშვილი 21-5, ირაკლი ნატრიაშვილი 15-5, გოდერძი შველიძე 49-35, ანტონ ფეიქრიშვილი 2, დუდუ ქუბრიაშვილი 7; 4/5 ილია ზედგინიძე 52-75, ლევან დათუნაშვილი 25-10, რატი ურუშაძე 34-25, კახა უჩავა 13-2; 6/7/8 გიორგი ჩხაიძე 32-20, გია ლაბაძე 50-50, მამუკა გორგოძე 32-90, დიმიტრი ბასილაია 9-5

<<    სტეჟარი (მუხები)

ბეკ: 15 ვლაიკუ ბოტეზატუ; 14/11 ჩუნტუ ლემნარუ ნიკოლაე; 13/12 ბარბულიჩანუ დესკალუ; 10 დიმოფტე ფილიპი სტანკა; 9 კალაფეტეანუ სურუჯუ

ფორ: 1/3 ნერე პაულიკე ლაზარი; 2 ტაშკა ბეკა; 4/5 პოპირლანი კოსტე რაციუ; 6/7/8 კოროდეანუ ბურჩა კაპ! კარპო ტუდორი მაკოვეი მერშოი იანუსი

<<    მსაჯები

რეფ მაკმენემი; კიდ: ჰერდი / დუმა (შტლ)

შაბ 14/03 თბილისი, ეროვნული 16.15 ^ ცოცხლად პირველ არხზე

10/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

რუსეთი  

6   3-0   88:48

საქართველო  

5  

2-0*1  

113:36

რუმინეთი  

4   2-1   60:38

პორტუგალია  

3   1-1*1   78:44

ესპანეთი  

2   1-3   58:127

გერმანია  

0   0-4   22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი ბოლო საგზურის მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

109 თამაში (39 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
65 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2520:2069 (+451) ლელო 310-227 (+83)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 145, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

<<    რუმინეთთან: 11თ (5შ 5გ 1ნ) 4-7, 201:237, ლ 18-24

ანთიმოზ ივერიელის თასი:
საქ 3 (2005 2007 2008) - რუმ 4 (2002 2003 2004 2006)

<<< >>>