უდამსახურებულესი ჰეისი

   ბობოლა "ექვსი ერის" ბოლოსწინა, მეოთხე რაუნდში მთავარი თამაში კვირასაა: პირველობის შანს-დაკარგული ინგლისი ჯერაც მოიმედე საფრანგეთს იღებს. მანამდე, შაბათს, უელსი იტალიაში ბარაქიანი სხვაობით მოგებას ეცდება, რათა ბოლო რაუნდის წინ ამ მაჩვენებლით მაინც წამოეწიოს ირლანდიას, ვინც ერთადერთია, ქულა რომ არ დაუკარგავს.

თვიქნემში გიგანტთა ბათქს ველით. ინგლისმა ისევ იხმო ვეება მეორე ხაზელი, აწ უკვე 35 წლის საიმონ შოუ, ვინც მე-13 სანაკრებო სეზონს შეუყვება, საფრანგეთმა კი ჟერომ ტიონი დაიბრუნა 15-ეულში. "ლე ბლეს" გურუმ, მარკ ლივრმონმა სებასტიან შაბალიც დახია მესამე ხაზში, სადაც "ტყის კაცი" ინგლისისვე კლუბ "სეილს" უყენია.

ფრანგებს გუნდში შვიდი 30 წელს გადაცილებული ვეტერანი ჰყავთ, 10-9 ღერძი კი ნორჩია და ზუსტად ისაა, ბრიტებს შარშან რომ ეთამაშა შინ წაგებულ მატჩში. გამოცდილებს მიენდო ირლანდიის მწურთნელი დეკლან ქიდნიც, ვის მიერ მარქაფიდან დაწინაურებულ ოთხეულს (დარსი სთრინგერი ბესთი ლიმი) ერთად 193 კეპი მოუხვეჭია.

სხვა ჯოუნზი უყოჩებთ

ამათზე ასით ნაკლები, ოღონდაც მარტოს მოუგროვებია ყველაზე ძნელ პოზიციაზე, მარჯვენა ბურჯად მოთამაშე ჯონ ჰეისს, ვინც 35 წლისაა, "ექვს ერზე" ზედიზედ 48-ე მატჩს ატარებს და ირლანდიის უდამსახურებულესი მორაგბე ხდება. ერთით მეტ, 94-ე კეპს მიითვლის სქოთი ბეკი კრის პატერსონი, ვინც ლიანგის აზრით, გამორჩეული მობურთალია, მაგრამ წინა სამ რაუნდში შემცვლელადღა შედიოდა.

შარშანდელმა ჩემპიონმა უელსმა საიტალიო რაზმი ვადაზე ერთი კვირით ადრე დაასახელა და საფრანგეთში წაგებულთაგან ხუთიღა დაიტოვა 15-ეულში, მაგრამ მერე კანჭის კუნთი რომ გაუწყდა ჰავბეკ დვეინ პილს, ნაკრების ღერძი კლუბ "ოსფრიზისას" დაემთხვა. წმენდა შეეხო თვით კაპიტან რაიან ჯოუნზს. ჰოდა, უელსს პირველად უყოჩებს სხვა ჯოუნზი, სახელად ალუნ ვინი.

>>>    ექვსი ერი. მეოთხე რაუნდი

საქართველოს დროით; წინა რაუნდის აქეთ * დაემატა რაზმს,
^ მარქაფიდან დააწინაურეს, # მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    იტალია - უელსი

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო, 14 ჯულიო რუბინი^ 13 გონსალო კანალე, 12 მირკო ბერგამასკო$ 11 მატეო პრატიკეტი; 10 ლუკ მაკლეინი, 9 პოლ გრიფენი /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 კარლოს ნიეტო^ 4 სანტიაგო დელაპე, 5 მარკო ბორტოლამი; 6 ალესანდრო ძანი, 7 მაურო ბერგამასკო, 8 სერჯო პარისე (კაპ)

(მრქ) 22 რობერტო კარტაროლი* 21 ლუჩანო ორკერა* 20 პაბლო კანავოზიო / 16 ფრანკო სპარალინი, 17 მარტინ კასტროჯოვანი# 18 კარლო ანტონიო დელფავა, 19 ჯოშ სოული (მწ) ნიკ მალითი (აფრ)

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 14 მარკ ჯოუნზი* 13 ჯემი რობერთსი$ 12 გევინ ჰენსონი^ 11 შეინ ვილიამსი; 10 ჯეიმზ ჰუქი^ 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 ჯონ იეპი^ 2 ჰიუ ბენეთი^ 3 რის თომასი* 4 ლუკ ჩარტერისი^ 5 ალუნ ვინ ჯოუნზი (კაპ) 6 ჯონათან თომასი* 7 დაფიდ ჯოუნზი^ 8 ენდი პაუელი

(მრქ) 22 თომ შენკლინი# 21 სთივენ ჯოუნზი# 20 ვორენ ფიური* / 16 მეთიუ რისი# 17 გეთინ ჯენქინსი# 18 ბრედლი დევისი* 19 რაიან ჯოუნზი# (მწ) ვორენ გეთლენდი (ზელ)

რეფ ალან ლუისი (ირლ) კიდ: დევიდ პირსონი (ინგ) დევიდ ჩენგლენგი (შტლ) ვიდ ჯეფ ვორენი (ინგ)

შაბ 14/03 რომი, ფლამინიო 19.00 $ 1996 წლიდან 15: 2-12*1 (6ე) 9: 2-6*1

<<    შოტლანდია - ირლანდია

შტლ (ბეკ) 15 კრის პატერსონი^ 14 საიმონ დენიელი, 13 მაქს ევანსი, 12 გრემ მორისონი, 11 თომ ევანსი; 10 ფილ გოდმენი, 9 მაიკ ბლერი (კაპ) /

(ფორ) 1 ალესდერ დიკინსონი^ 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი; 4 ჯეისონ ვაითი, 5 ჯიმ ჰემილტონი* 6 ალესდერ სთროქოში, 7 ჯონ ბარქლეი, 8 საიმონ თეილორი

(მრქ) 22 ჰუგო საუსველი# 21 ნიკ დელუკა, 20 კრის კაზიტერი / 16 დაგი ჰოლი, 17 მორეი ლოუ* 18 ნეითან ჰაინსი* 19 სქოთ გრეი (მწ) ფრენკ ჰედენი

ირლ (ბეკ) 15 რობ ქარნი, 14 თომი ბოუ, 13 ბრაიან ოდრისკოლი (კაპ) 12 გორდონ დარსი^ 11 ლუკ ფითსჯერალდი; 10 რონან ოგარა, 9 პიტერ სთრინგერი^ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 რორი ბესთი^ 3 ჯონ ჰეისი; 4 დონაქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 დენის ლიმი^

(მრქ) 22 ჯორდან მერფი, 21 პედი ვოლესი# 20 თომას ოლირი# / 16 ჯერი ფლენერი# 17 თომ ქორთი; 18 მიკ ოდრისკოლი, 19 ჯეიმზ ჰიზლიფი# (მწ) დეკლან ქიდნი

რეფ ჯონათან კაპლანი (აფრ) კიდ: ვეინ ბარნსი (ინგ) კარლო დამასკო (იტა) ვიდ ჰიუ ვოთქინსი (უელ)

შაბ 14/03 ედინბურგი, მარიფილდი 21.00 $ 1877 წლიდან 122: 62-54*6 (6ე) 9: 1-8

<<    ინგლისი - საფრანგეთი

ინგ (ბეკ) 15 დელონ არმითიჯი, 14 უგო მონიე* 13 მაიკ თინდოლი, 12 რიკი ფლუთი, 11 მარკ კვეიტო; 10 ტობი ფლადი, 9 ჰარი ელისი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი; 4 სთივ ბორსვიქი (კაპ) 5 საიმონ შოუ* 6 ტომ კროფთი^ 7 ჯო ვორსლი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 ენდი გუდი, 20 დენი ქეა / 16 დილან ჰართლი, 17 ჯულიან ვაითი; 18 ჯეიმზ ჰესქელი# 19 ნიკ ქენედი# (მწ) მარტინ ჯონსონი

სფრ (ბეკ) 15 მაგზიმ მედარი, 14 ჟიულიან მალზიო, 13 მატიო ბასტარო, 12 იანიკ ჟოზიონი, 11 სედრიკ ემონსი; 10 ფრანსუა ტრენ დიუკი^ 9 მორგან პარა /

(ფორ) 1 ლიონელ ფორე* 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 სილვენ მარკონე; 4 ლიონელ ნალე (კაპ) 5 ჟერომ ტიონი* 6 ტიერი დიუზოტუარი, 7 სებასტიან შაბალი$ 8 ემანოლ არენორდოკი

(მრქ) 22 დამიან ტრაი* 21 ფლორიან ფრიცი* 20 სებასტიან ტიუ ბორდი / 16 ბენჟამენ კეიზერი, 17 ტომა დომინგო; 18 ლუი პიკამოლი, 19 ჟიულიან ბონერი* (მწ) მარკ ლივრმონი

რეფ სთუართ დიკინსონი (ავს) კიდ: ნაიჯელ ოუენსი, თიმ ჰეისი; ვიდ ნაიჯელ ვაითჰაუსი (უელ)

კვი 15/03 ლონდონი, თვიქნემი 19.00 $ 1906 წლიდან 91: 49-35*7 (6ე) 9: 5-4

3 რაუნდი  

  

მ-წ  

სხვ  

გატ:გაშ

ირლანდია   6   3-0   +39   82:43
უელსი   4   2-1   +16   65:49
საფრანგეთი 4   2-1   +5   64:59
ინგლისი   2   1-2   +16   64:48
შოტლანდია 2   1-2   -2   52:54
იტალია   0   0-3   -74   26:100

<<    ბოლო, მეხუთე რაუნდი (ზე შაბათი)

შაბ 21/03   იტალია - საფრანგეთი   17.15
   ინგლისი - შოტლანდია   19.30
   უელსი - ირლანდია   21.30

>>>    რაგბი გლობალზე (^ ცოცხალი)

ირბ! ტოტალ რაგბი
    * პარ 08.00 10.00 23.00
    * შაბ 02.30 08.00 12.30 18.30

ზე!რ5
    * ბლუზი (ზელ) - ჩიტაზი (აფრ) პარ 10.30^ 18.30, შაბ 01.00
    * ბრამბიზი (ავს) - ვორათაზი (ავს) პარ 12.30^ 20.30

ლიგა!რ6
    * ლიდსი - ვიგანი: პარ 24.00^ შაბ 03.00 05.30 08.30 14.00, ორ 20.00

ზე!რ5
    * კრუსეიდერზი (ზელ) - ფორსი (ავს) შაბ 08.30^ 16.30, კვი 05.30
    * ჰაილენდერზი (ზელ) - ჩიფსი (ზელ) შაბ 10.30^
    * რედსი (ავს) - შარქსი (აფრ) შაბ 13.00^ ორ 16.00

ეთ!რ4
    * საქართველო - რუმინეთი: შაბ 16.15^ (I არხი)

6ე!რ4
    * იტალია - უელსი: შაბ 19.00^ 23.30, კვი 08.00 12.30, ორ 22.30
    * შოტლანდია - ირლანდია: შაბ 21.00^ კვი 01.30 10.00 14.30, ორ 24.30

ლიგა!რ6
    * კასელფორდი - ჰადერსფილდი: შაბ 22.00^
    კვი 03.30 08.00 14.30 24.30, ორ 02.00 18.00

გინესი
    * სარასენსი - ბასი: კვი 17.00 24.00, ორ 05.00 10.00

6ე!რ4
    * ინგლისი - საფრანგეთი: კვი 19.00^ 22.00, ორ 03.00 08.00 14.00 19.30

<<< >>>