სამი სვლაგეზი 2011 წლისთვის

   ისევ გაგვაოცეს მსოფლიო რაგბის მამებმა: ხუთშაბათს, გრინვიჩულად ნაშუაღამევს რომ გამოაქვეყნეს 2011 წელს, ახალ ზელანდიაში გასამართი VII მსოფლიო თასის განრიგი, ცაიტნოტში ჩააგდეს სპორტული მედია, ვისაც ჩვენს "ერთა თასზე" რომ არაფერი ვთქვათ, ზეპურ ტურნირთა - ჩრდილოური "ექვსი ერისა" და სამხრეთული ზე 14-ის მორიგ რაუნდთა პრევიუები ჰქონდა დასაწერი.

კივებს ილფი და პეტროვი არ წაუკითხავთ, თორემ ეცოდინებოდათ, როგორ უნდა ყურადღების ცენტრში მოხვედრა. როგორა და ბენიტო მუსოლინის მეთოდით: დუჩე აბისინიაში მაშინ შეიჭრა, ამერიკაში ეროვნული ბურთაობის ტური რომ არ იყო, და მაგის წყალობით იანკურ გაზეთებში პირველ გვერდებზე გამოიჯგიმა.

ზეპურ რაგბში ორშაბათიდან ოთხშაბათის ჩათვლით ახალი ამბავი ცოტა ხდება. ამიტომ კივთა მიერ ოკლენდში, დღის ორის ნახევარზე მოწყობილი წარდგენა პატივცემულმა "როიტერმა" ორი საათის დაგვიანებითღა შენიშნა და კვირა დღეს პირველად დანიშნული ფინალი ძილ-ბურანში შაბათის მატჩად მოეჩვენა, ყველაზე გამართულ რაგბულ საითს, "სქრამ კომს" კი გამოცხადება საერთოდ გამორჩა.

სამაგიეროდ, იაქტიურა ავსტრალია-ზელანდიის მედიამ და ბარაქიან - თარიღით, პულით, ქალაქითა და გუნდით დალაგებულ ვრცელ განრიგს "გუგლის" ინტერაქტიური რუკაც დაურთო, ოღონდაც ნიშნაკის დასმა დაავიწყდა პამერსთონ ნორსზე, სადაც ორჯერ მოგვიწევს რაგბობა, თუ "ერთა თასზე" პირველ ადგილს დავიჭერთ.

დღის თორმეტზე

ბორჯღალოსნებს შეუძლიათ, სვლაგეზის სამი ვარიანტი ახლავე მოინიშნონ. მათგან ორი სამ-ქალაქაა და ერთიც ოთხ-ადგილიანი. თუ ვიგებთ "ერთა თასს", პამერსთონის გარდა ორჯერ ვთამაშობთ სამხრეთ კუნძულზე - თითოჯერ დანიდინსა და ქრაისთჩერჩში.

თუ გავდივართ მეორეზე, ორივე კუნძულზე თითოჯერ ვაჭაშნიკებთ ორ-ორ ქალაქს - ნიუ პლიმუთს, ნელსონს, როტორუასა და იმავე ქრაისთჩერჩს, ხოლო თუ მესამე ადგილზე ვრჩებით, მაგრამ მერე სამ მეტოქეს გავასაღებთ ხუთ (!) დამატებით მატჩში, მივდივართ მიუსავლეთში - ორჯერ ქვეყნის სამხრეთ კიდეზე, ინვერქარგილში და თითოჯერაც ზემოთ ხსენებულ დანიდინსა და პამერსთონში.

მსოფლიო თასის პერიოდში ზელანდიაში გაზაფხულია და ქვეყანა გაგანია მეოთხე პულურ რაუნდში გადავა ზაფხულის დროზე, ანუ მანამდე თუ ჩვენზე რვა საათით წინ იქნება, პლეი-ოფში ცხრით გაგვისწრებს.

ბედად, ირბ-ის მოთხოვნითა და მასპინძელთა დასტურით, ფინალები დაიწყება 21 საათზე (ჩვენებურად დღის თორმეტზე) რათა ევროპელებმა თამაშებს დილით უყურონ, მაგრამ ეგეც გადაწყვეტილია, რომ ჩვენებრ არა-ბობოლა ქვეყნების ათი თამაში დღის პირველიდან სამამდე დაიწყოს, მაგ დროს კი კავკასიაში ღამის ოთხი - დილის შვიდი იქნება.

>>>     2011 წლის მსოფლიო თასი

<<    პულები

  

  

  

ზელანდია  

არგენტინა  

ავსტრალია

სმხ.აფრიკა

საფრანგეთი

ინგლისი  

ირლანდია  

უელსი

ტონგა  

შოტლანდია

იტალია  

ფიჯი

ამერიკა 1  

ევროპა 1  

ევროპა 2  

ზღვისრეთ

აზია 1  

რეპეშაჟელი  

ამერიკა 2  

აფრიკა 1

<<    40 პულური მატჩი 13 სტადიონზე

5  ოკლენდი ველინგტონი ქრაისთჩერჩი
3  ოლბანი ჰემილტონი ნიუ-პლიმუთი როტორუა დანიდინი
2  ფონგარეი ნელსონი პამერსთონი ნეიპირი ინვერქარგილი

<<    გახსნა და ბობოლათა ჯახები

პარ     9/09 ზელანდია - ტონგა   ოკლენდი
შაბ   10/09   არგენტინა - ინგლისი   ქრაისთჩერჩი
კვი   11/09   ავსტრალია - იტალია   ქრაისთჩერჩი
    აფრიკა - უელსი   ველინგტონი
შაბ   17/09   ავსტრალია - ირლანდია   ოკლენდი
შაბ   24/09   ზელანდია - საფრანგეთი   ოკლენდი

კვი  

25/09  

არგენტინა - შოტლანდია  

ქრაისთჩერჩი

შაბ     1/10 ინგლისი - შოტლანდია   ოკლენდი
კვი     2/10 ირლანდია - იტალია   დანიდინი

<<    ევროპა 1'ის სვლაგეზი

ოთხ 14/09   შოტლანდია   დანიდინი
კვი   18/09   ინგლისი   ქრაისთჩერჩი
ოთხ 28/09   რეპეშაჟელი   პამერსთონი
კვი     2/10 არგენტინა   პამერსთონი

<<    ევროპა 2'ის სვლაგეზი

ხუთ   15/09   ამერიკა 2   ნიუ პლიმუთი
სამ   20/09   იტალია   ნელსონი
კვი   25/09   ირლანდია   როტორუა
შაბ     1/10 ავსტრალია   ქრაისთჩერჩი

<<    რეპეშაჟელის (ევროპა 3) სვლაგეზი

შაბ   10/09   შოტლანდია   ინვერქარგილი
შაბ   17/09   არგენტინა   ინვერქარგილი
შაბ   24/09   ინგლისი   დანიდინი
ოთხ 28/09   ევროპა 1   პამერსთონი

<<    პლეი ოფი

შაბ     8/10 გ1 - დ2   ველინგტონი
      ბ1 - ა2   ქრაისთჩერჩი
კვი     9/10 დ1 - გ1   ველინგტონი
      ა1 - ბ2   ქრაისთჩერჩი

შაბ  

15/10  

8/10 მოგ  

ოკლენდი

კვი   16/10   9/10 მოგ   ოკლენდი

პარ  

21/10  

ბრინჯაო  

ოკლენდი

კვი  

23/10  

ოქრო  

ოკლენდი

<<< >>>