სრული სერიოზულობით

   ძველი მეტოქეები, საქართველო და რუმინეთი შაბათს მეთორმეტედ შევიბმებით. თუ ბოლო ოთხ ბრძოლას გავიხსენებთ, ჯერ იმათ შინ მოგვიგეს ორი და მერე ჩვენ იქაცა და აქაც გავიმარჯვეთ. "ერთა თასისა" და "ანთიმოზის" მფლობელებიც კავკასიელი ბორჯღალოსნები ვართ და არა კარპატელი მუხები, მაგრამ სიფრთხილეს თავი არასდროს სტკივა. ასე რომ, რუსეთთან მარცხით გაგულისებულ სტუმრებს სრული სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ.

რუმინეთთან შედარებით, არა გვიჭირს რა და ცოტა უხერხულიც კია იმაზე ჩივილი, რომ ილია ზედგინიძე და ირაკლი გიორგაძე გვაკლიან. თუ ჩვენები საფრანგეთის ჩემპიონატში ასპარეზობენ და რიგიან ფორმაში არიან, თოვლიან კარპატეთში ზამთრის არდადეგები ახლახანს დასრულდა. არადა, სტეჟარის 22-კაცა რაზმში ლეგიონერი სულ ორია, ხოლო სხვები შინ მორაგბენი არიან, რაღაი ფედერაციამ ბოლო მსოფლიო თასის აქეთ წუწკ ვარსკვლავებზე ხელი აიღო.

მუხების ბირთვი ჩვენთვის სანატრელ "ჩელენჯ ქაფზე" თამაშობს, მაგრამ ამ ტურნირის ექვსი მატჩი გუნდის დასაოსტატებლად ვერ კმარა. ალბათ ეგეცაა, რომ სახელოვანი ტრადიციის მქონე ვლახებს უწინდლებზე ნაკლებად ნიჭიერი თაობა ეზრდებათ, ფრანგ მოძღვართა წყების კვალად კი ვერც ზელანდიელმა დამრიგებელმა არგოთ. ჰოდა, შინ რომ უშანსოდ წააგეს რუსეთთან, ნაკრებში წმენდა მოაწყვეს და შინაური კაცი, კრისტიან ხილდანი მრჩევლად მიუჩინეს კივ ელის მიჩენს.

რამეში გვჯობიან?

სტუმრებს ჟინი არ აკლდებათ, სხვაფრივ კი მათგან რას უნდა ველოდოთ, ძნელი სათქმელია. სტეჟარის 15-ეულში რვა დინამოელია და კიდევ სამი მარქაფაში ზის. თბილისში აღარ გვეწვივნენ ბებრები, 9 ნომერი პეტრე მიტუ და მარბიელი ფლორინ კოროდეანუ, რომელთა შემორიგებაც წლეულს მოახერხეს მამებმა. დაშავდა ჯეელი ფრთა კეტელინ ფერკუ, შერკინებას დაემატა სამი დინამოელი და 10-9 ღერძიც მათგან შედგა.

ჩვენს გუნდში გიორგაძეს თედო ზიბზიბაძე ცვლის, ზედგინიძეს კი რატი ურუშაძე. 15 ნომრად დაბრუნდა ნაშვიდკაცალი მეკო კვირიკაშვილი, ხოლო გარემარბად შარშან, ესპანეთთან შებმის შემდეგ პირველად, ვიხილავთ მახო ურჯუკაშვილს. ძნელია მოვძებნოთ რაგბის კომპონენტი, რომლითაც მეტოქე გვჯობნის. ასე რომ, ეროვნულზე მუქთად შეშვებული საზოგადოება ალბათ გაიხარებს ერის საყვარელი მობურთალთა გუნდის შინაარსიანი თამაშით.

>>>    ერთა თასი. მეოთხე რაუნდი

საქართველო - რუმინეთი * შაბ 14/03 16.15 თბილისი
პორტუგალია - ესპანეთი * კვი 15/03 19.35 ლისაბონი

10/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

რუსეთი  

6   3-0   88:48

საქართველო  

5  

2-0*1  

113:36

რუმინეთი  

4   2-1   60:38

პორტუგალია  

3   1-1*1   78:44

ესპანეთი  

2   1-3   58:127

გერმანია  

0   0-4   22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

  <<  საქართველოს ბორჯღალოსნები

 #   სახელი * გვარი  

კლუბი * ლიგა

ასაკი

კეპი

ბეკები

15  მერაბ კვირიკაშვილი  

მასი სფრ  

26  

31  

115

14  ირაკლი მაჩხანელი  

აჟნი სფრ  

28

31

  55

13  დავით კაჭარავა  

ენისეი რუს  

24

24

  35

12  თედო ზიბზიბაძე  

პერიგო სფრ  

29

40

  55

11  მალხაზ ურჯუკაშვილი

ორიაკი სფრ

29

56

274

10  ლაშა მალაღურაძე  

ბეზიე სფრ  

23

13

  54

  9  ირაკლი აბუსერიძე [კაპ]

ორლეანი სფრ

32

57

  25

ფორვარდები

  1  დავით ხინჩაგიშვილი

ბრივი სფრ  

27

21

    5

  2  ირაკლი ნატრიაშვილი

კონსტანცა რუმ  

25

15

    5

  3  გოდერძი შველიძე  

მონტობანი სფრ  

31

49

  35

  4  ლევან დათუნაშვილი

ორიაკი სფრ  

26

25

  10

  5  რატი ურუშაძე  

ენისეი რუს  

34

34

  25

  6  გია ლაბაძე  

ტულონი სფრ  

36

50

  50

  7  გიორგი ჩხაიძე  

რასინგი სფრ  

28

32

  20

  8  მამუკა გორგოძე  

მონპელიე სფრ  

25

32

  90

მარქაფა

22  ოთარ ბარკალაია  

ანდორა სფრ  

25

36

  49

21  სანდრო თოდუა

ლელო საქ

22

  8

    0

20  ბიძინა სამხარაძე  

კონსტანცა რუმ  

26

39

    5

16  ანტონ ფეიქრიშვილი

აჟანი სფრ

22

  2

    0

17  დუდუ ქუბრიაშვილი

ტულონი სფრ

23

  7

    0

18  კახა უჩავა  

კონსტანცა რუმ  

32

13

    2

19  დიმიტრი ბასილაია

მორლაზი სფრ

24

  9

    5

<<  რუმინეთის მუხები (სტეჟარი)

ბეკები (^ დააწინაურეს, * დაემატა)

15  

ფლორინ ვლაიკუ  

სტეაუა

14  

კეტელინ ნიკოლაე*  

კონსტანცა

13  

ადრიან ბარბულიჩანუ

დინამო

12  

იონუც დიმოფტე  

სტეაუა

11  

იონუც ბოტეზატუ^  

ბაია მარე

10  

რეზვან სტანკა*  

დინამო

  9

ვალი კალაფეტეანუ^  

დინამო

ფორვარდები

  1

ნიკოლაე ნერე  

სტეაუა

  2

ფლორინ ტაშკა  

დინამო

  3

იონ პაულიკე  

ბასი (ინგ)

  4

ალინ კოსტე  

ნარბონი (სფრ)

  5

კოსმინ რაციუ*  

დინამო

  6

სტელიან ბურჩა [კაპ]  

დინამო

  7

ალეკსანდრუ ტუდორი*

დინამო

  8

კოსტიკე მერშოი*  

დინამო

მარქაფა (# დაამცრეს)

22  

სტეფან ჩუნტუ  

დინამო

21  

კეტელინ დესკელუ#  

სტეაუა

16  

კეტელინ ბეკა  

დინამო

17  

მიხაიტა ლაზარი  

იაში

18  

ვალი პოპირლანი#  

დინამო

19  

მიხაი მაკოვეი  

ბაია მარე

20  

დანიელ კარპო#  

კონსტანცა

<<  მსაჯები

რეფერი ენდრიუ მაკმენემი
კიდეებზე: იენ ჰერდი / რონი დიუმა (შტლ)

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

109 თამაში (39 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
65 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2520:2069 (+451) ლელო 310-227 (+83)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 145, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

  საქართველო - რუმინეთის ყველა ტესტი 

ანთიმოზ ივერიელის თასი:
საქ 3 (2005 2007 2008) - რუმ 4 (2002 2003 2004 2006)

<<< >>>