წესი თანდათან აუგეს

   უხეირო დაწყების შემდეგ ბორჯღალოსნებმა სტეჟარს თავს მოახვიეს თავიანთი თამაში, ბეკებით სამი ლელო გაუტანეს, უსიტყვოდ, თუმცკი ოდენ ხუთი ქულით მოუგეს და ზედიზედ მესამედაც დაუძვირეს სამეზობლო "ანთიმოზ ივერიელის თასი". ამით საქართველო "ერთა თასის" ცხრილს კენწეროში მოექცა, რუმინეთი კი, პორტუგალიის მიერ ესპანეთის ჯობნის კვალად, თავისთვის შეუფერებელ მეოთხე ადგილამდე დაეშვა.

რაგბის კავშირმა ბილეთი გააუქმა და ხალხი სტადიონზე უფასოდ მიიწვია, მაგრამ ბედი არ გინდა? თამაშამდე საათით ადრე მაგრად გაწვიმდა, რამაც ლიანგის ნაწილი ნაღდად შინ დატოვა. ასე იყო თუ ისე, ეროვნულზე ბარემ 20 ათასი ქომაგი მაინც შეგროვდა და თუმც თავიდან დაიზაფრა, შესვენებაზე უკვე გულმიცემული მოედო არე-მარეს.

რუსეთთან შინ წაგების შემდეგ რუმინეთს უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა და შეცვლილი რაზმით თავიდანვე შემოგვიტია. სტეჟარმა დაგვალელოვა იმავე ხერხით, რითაც სამეზობლო რკენების გარიჟრაჟზე ხშირად გვაბითურებდა. ეგაა ბეკებით კონტრ-შეტევა, ბურთის ფეხით შეცურება და მიყოლა, რაც ნაწვიმარზე დაცვისთვის კიდევ უფრო ძნელი მოსაგერიებელი ხდება.

ჩვენი ბიჭების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ დაიბნენ და ათი ქულით ჩამორჩენილებმა, უმალ გაიტანეს საპასუხო ლელო. მერე გაჩაღდა ფორვარდებით ჭიდილი და პოზიციური პინგ-პონგი. პირველ კომპონენტში მეტოქეს ვაჯობეთ და მეორემაც უფრო ჩვენ გვარგო, რადგან სტეჟარს დერეფანს ხანდახან ვუგებდით და მაგით შეტევის რიგ-გარეშე შანსები გვეძლეოდა.

უფროსობა მიმხვდარა

ბურთის სისველის გამო მრავლად გვქონდა ტექნიკური წუნი. ახალ წესთა მიუხედავად, მაინც ავამოქმედეთ მოლი და სოლო მიძალებათა სერიებიც გამოგვდიოდა. მეტოქემ ხიფათი რომ იგრძნო და დაიღალა, მუშტი-კრივი გაგვიმართა, მაგრამ ზედ შესვენების წინ მოხდა ის, რამაც სამართალი გააჩინა: სტანკა უხეშად შეცდა, მალაღურაძემ დაგეზა მაჩხანელი და პირველად დავწინაურდით.

მეორე ტაიმში სხვაობა მეთოდურად გავზარდეთ. მესამე ლელო უფრო გაჭიანურებულ შეტევას მოყვა, მაგრამ პირველს ეშხით როდი ჩამოუვარდებოდა. მოგვიხდა კიკერობის გადაბარებაც, ანუ კარში დამრტყმელის შეცვლა. შევაგდეთ ყველაფერი, რაც გასატანი იყო (35 მეტრის ფარგლიდან) რის გამოც მეტოქემ საათის თავზევე იგრძნო, რომ წააგებდა, მაგრამ ბოლოს მაინც შეგვიმცირა სხვაობა.

საქართველოს შემდეგი თამაში კვირას, აღმოსავლეთ უკრაინაში, რუსეთთანა აქვს. ახლა მთავარია, ბიჭებმა დაისვენონ და მცირ-მცირე ტრავმები მოიშუშონ. რუმინეთის ძლევამ გვიჩვენა, რომ ბორჯღალოსანთა ავსტრალიელი უფროსობა მიმხვდარა, თუ როგორ უნდა აბურთაოს გუნდი, მაგრამ მარქაფა ცოტა ადრე რომ ჩაება ბრძოლაში, ეგებ უფრო მეტითაც მოგვეგო.

>>>     ერთა თასი. მეოთხე რაუნდი

საქართველო 28:23 რუმინეთი

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14#მრც ირაკლი მაჩხანელი (22 ოთარ ბარკალაია 75) 13 დავით კაჭარავა, 12 თედო ზიბზიბაძე (21 სანდრო თოდუა 71) 11#მრჯ მალხაზ ურჯუკაშვილი; 10 ლაშა მალაღურაძე, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! (20 ბიძინა სამხარაძე 74) /

ფორ: 1 დავით ხინჩაგიშვილი (16 ანტონ ფეიქრიშვილი 78) 2 ირაკლი ნატრიაშვილი სბ 38-44, 3 გოდერძი შველიძე (17 დუდუ ქუბრიაშვილი 66) 4 ლევან დათუნაშვილი (18 კახა უჩავა 74) 5 რატი ურუშაძე; 6 გია ლაბაძე, 7 გიორგი ჩხაიძე (ქუბრიაშვილი 40+3-44) 8 მამუკა გორგოძე (19 დიმიტრი ბასილაია 78) -

3ლ: მაჩხანელი (1 2) ურჯუკაშვილი;
2გ: კვირიკაშვილი მალაღურაძე;
3ჯ: კვირიკაშვილი, მალაღურაძე (2 3)

<<    სტეჟარი (მუხები)

ბეკ: 15 ფლორინ ვლაიკუ (21 კეტელინ დესკელუ 75) 14#მრც კეტელინ ნიკოლაე (22 სტეფან ჩუნტუ 51) 13 ადრიან ბარბულიჩანუ, 12 იონუც დიმოფტე, 11#მრჯ იონუც ბოტეზატუ; 10 რეზვან სტანკა, 9 ვალი კალაფეტეანუ /

ფორ: 1 ნიკოლაე ნერე (17 მიხაიტა ლაზარი 58) 2 ფლორინ ტაშკა სბ 38 (16 კეტელინ ბეკა 45) 3 პაულიკე იონი; 4 ალინ კოსტე (18 ვალი პოპირლანი 41, 19 მიხაი მაკოვეი 58) 5 კოსმინ რაციუ (20 დანიელ კარპო 67) 6 სტელიან ბურჩა კაპ! 7 ალეკსანდრუ ტუდორი, 8 კოსტიკე მერშოი (ბეკა 40+3-44) -

2ლ: ბარბულიჩანუ;
2გ 3ჯ: კალაფეტეანუ

<<    მსაჯები

რეფერი ენდრიუ მაკმენემი; კიდეებზე: იენ ჰერდი / რონი დიუმა (შოტლანდია) შეცვლები და ოქმი: მიხეილ ჩაჩუა; კომისარი გჟეგოჟ ბორკოვსკი (პოლონეთი)

შაბ 14/03 თბილისი, ეროვნული (20 ათასი) ნაწვიმარი

0:3(2) 0:10(5) 7:10(7) 7:13(8) 10:13(31) სბ-სბ(38) 15:13(40+5) /
22:13(50) 25:13(60) 25:16(63) 28:16(77) 28:23(80+4)

<<    რჩეული

პირველი ტაიმი

2. რუმ: 15-მეტრა დერეფანში აგორებულ მოლსა და კარის წინ დარტყმას მოყვა ჯარიმა, რომელიც კალაფეტეანუმ შეაგდო * 0:3

5. რუმ: კვირიკაშვილის აბრაგანის გამოქცუნების შემდეგ ნიკოლაემ ფრთაზე გაქუსლა და ფეხით დაიგორა; ბურთი ვერ აიღეს მალაღურაძემ და კვირიკაშვილმა, ბარბულიჩანუ კი ლელოს უკანა ხაზამდე დაახტა; კალაფეტეანუს დარტყმული გარდასახვა ძელს მოხვდა, მაგრამ მაინც გავიდა * 0:10

7. საქ: კიკოფი აიღო ჩხაიძემ; შეუტია აბუსერიძემ, მოკლე ფრთაზე კი მალაღურაძემ და კაჭარავამ მაჩხანელი გააქანეს; კვირიკაშვილმა მარცხენა კიდიდან გარდასახა * 7:10

8. რუმ: კიკოფის მიღებისას დავჯარიმდით და კალაფეტეანუმ 25 მეტრიდან დაკრა * 7:13

16. საქ: მაჩხანელმა სტუმრებს დაგდებულ ბურთზე მიუკრა ფეხი, მაგრამ რეფმა დაგვიანებით დაუსტვინა და წვრილმანი ოფსაიდისთვის დაგვაჯარიმა

22. საქ: მეტოქის დერეფნის მოგების კვალად გაქანდა ხინჩაგიშვილი; ჩამოთამაშების შემდეგ შეუტიეს კვირიკაშვილმა და კაჭარავამ; ბარბულიჩანუ უბურთო კაცის დაჭერისთვის დაჯარიმდა, მაგრამ კვირიკაშვილმა 45 მეტრიდან ააცილა

29. საქ: 25-მეტრა დერეფანში გამართულ მოლს მოვაყოლეთ სოლოები, ჯვარი და კვლავ *აიღე და მიეძალე* სოლოები კარის პირდაპირ (გორგოძე ურჯუკაშვილი ნატრიაშვილი მალაღურაძე გორგოძე) მაგრამ წითელ ზოლში ბურთი წინ დაგვივარდა

32. საქ: მეტოქეს წამოვუშალეთ 5-მეტრა შერკინება და კარის წინ დავიმსახურეთ ჯარიმა, რომელიც კვირიკაშვილმა შეაგდო * 10:13

38. საქ: 40-მეტრა დერეფანში ავაგორეთ მოლი, რომლის დაშლის შემდეგაც მუშტი-კრივი ატყდა; მსაჯებმა ითათბირეს, კვაჭები (ჰუქერები) გაასინბინეს და ჩვენ დაგვაჯარიმეს

40+1. რუმ: ვლაიკუს აბრაგანის აღებისას კვირიკაშვილი კიდეზე გადავიდა, მაგრამ დერეფნის შემდეგ ლელოდან მოიგერია

40+5. საქ: სტანკამ მოკლე ფრთაზე სცადა გადაკიდება, მაგრამ მალაღურაძემ დაუფარა და ბურთი გაატანა მაჩხანელს, ვინაც ორი მბოჭავი მოიშორა * 15:13

მეორე ტაიმი

42. საქ: კვირიკაშვილმა 43 მეტრიდან ააცილა ჯარიმა

44. რუმ: 25-მეტრა დერეფანში აგორებული მოლის შემდეგ კარის წინ ბლოკისთვის დაჯარიმდა

47. საქ: 22-მეტრა შერკინებიდან მესამე ხაზით შევუტიეთ, მაგრამ ხინჩაგიშვილი ბურთის შეფერხებისთვის დაჯარიმდა

50. საქ: მეტოქის დერეფნის მოგების შემდეგ გავმართეთ გრძელი მოლი და ათ მეტრზე ვათრიეთ, ნატრიაშვილის მიძალებიდან კი ზიბზიბაძემ მოკლე ფრთაზე მიუშვა ურჯუკაშვილი, ვინც ორი მბოჭავი გააბითურა; მალაღურაძემ კიკერობა გადაიბარა და ლელო მარჯვენა კიდიდან გარდასახა * 22:13

57. რუმ: თერნოვერიდან ხაზით შემოგვიტია, მაგრამ ურჯუკაშვილმა რისკიანი ჩაჭრით გვიხსნა

60. საქ: ბურჯთა სოლოების კვალად მალაღურაძემ შორს მიაწოდა მაჩხანელს; დავჯარიმდით, მაგრამ იმათ უცებ გაათამაშეს და მიწაზევე დაჯარიმდნენ; მალაღურაძემ 22 მეტრიდან შეაგდო * 25:13

63. რუმ: კვირიკაშვილმა 22-ის გარედან ნაპასევი დაარტყა აუტში; სტუმრებმა დერეფნიდან სიღრმისკენ გადაიტანეს თამაში და კალაფეტეანუმ კარის წინიდან შეაგდო ჯარიმა * 25:16

68. საქ: მალაღურაძემ 48 მეტრიდან ააცილა დერეფანში ამხტარი ლაბაძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა

70. რუმ: სტანკას მიერ ხაზს უკან გადაკიდებული აიღო ბარბულიჩანუმ და გაატანა ბურჯ იონს, მაგრამ შემდეგ ფაზაში ბარბულიჩანუსივე შეგორებული კიდეზე გადავიდა

77. საქ: 25-მეტრა დერეფანში აგორებულ მოლს მოყვა ჯარიმა, რომელიც მალაღურაძემ შეაგდო * 28:16

79. რუმ: 10-მეტრა დერეფანში ბეკამ სწორად ვერ ააგდო ბურთი

80+. რუმ: სამჯერ გაათამაშეს ჯარიმა (80 50 20 მეტრიდან) და თუმც მეტწილად იდგნენ ან განდაგან დარბოდნენ, ბარბულიჩანუ მაინც გაუძვრა ლაბაძესა და სამხარაძეს; კალაფეტეანუმ კარის წინიდან გარდასახა * 28:23

<<    პორტუგალია 24:19 ესპანეთი

პორ: ლეალი დვ.მეტეუში სილვა დგ.მეტეუში სბ 35 (ეშტევეში 51) ფორუ <10-9> კებრალი (კ.პინტუ 71) ჟ.პინტუ / მურე (ჟუნიორი 71) კორეია კაპ! სპეშუკი; პენალვა (სევერინუ 76) გ.უვე; ვ.უვე პელია (ჟ.უვე 41) ჟირეუ - 2ლ: მურე ჟირეუ; გ: კებრალი; 4ჯ: კებრალი 2, ლეალი კ.პინტუ

ესპ: სემპერე კანო კანოსა კაპ! ნავა სბ 35 (გრატონი 56) მარტინი <10-9> პალუმბო ლოპესი / ინსაუსტი ბორკესი (სარსოსა 56) სალასარი; არამბურუ (ბარსენა 56) ბერნასკონი (გერერო 74) გონსალესი სბ 29, ტურტულუ ელგოიენი - ლ: სემპერე; გ: გრატონი; 3ჯ: პალუმბო 2, გრატონი; ა: პალუმბო

რეფ დესანტისი (იტალია) 15/03 ლისაბონი, უნივერსიტეტი

5:0(6) 5:3(8) 8:3(23) 15:3(25) 15:6(26) 18:6(29სბ) სბ-სბ(35) /
18:9(44ა) 18:12(69) 21:12(72) 21:19(79) 24:19 (80+1)

12/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

საქართველო  

7  

3-0*1  

141:59

რუსეთი  

6  

3-0  

88:48

პორტუგალია  

5  

2-1*1  

102:63

რუმინეთი  

4  

2-2  

83:66

ესპანეთი  

2  

1-4  

77:151

გერმანია  

0  

0-4  

22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

110 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
66 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2548:2092 (+456) ლელო 313-229 (+84)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 148, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

რუმინეთთან: 12თ (6შ 5გ 1ნ) 5-7 / 229:260, ლ 21-26

ანთიმოზ ივერიელის თასი:
საქ  4 (2005 2007 2008 2009)
რუმ 4 (2002 2003 2004 2006)

<<    ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 58 ირაკლი აბუსერიძე; 57 პალიკო ჯიმშელაძე, მახო ურჯუკაშვილი; 54 აქვსენტ გიორგაძე; 53 ბესიკ ხამაშურიძე; 52 ილია ზედგინიძე; 51 გია ლაბაძე; 50 გოდერძი შველიძე

ვერცხლის კეპი: 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე; 41 თედო ზიბზიბაძე; 40 ბიძინა სამხარაძე

ბრინჯაოს ნიშანი: 37 ოთარ ბარკალაია; 35 რატი ურუშაძე; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ბესო უდესიანი, ირაკლი გიორგაძე; 33 ლევან ცაბაძე, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე; 32 გიორგი შკინინი, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი; 30 მევლუდ მთიულიშვილი

<<    ლელო

18 გორგოძე (1 საჯ); 16 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე (2 საჯ); 13 მაჩხანელი; 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე, ლაბაძე; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი, დავით კაჭარავა; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე, აბუსერიძე

<<    ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა)  ჯიმშელაძე
279 (16ლ 41გ 38ჯ ა)  ურჯუკაშვილი
120 (2ლ 28გ 17ჯ ა)   კვირიკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა)   ნუგზარ ძაგნიძე
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა)   კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ)       შოთა მოდებაძე
  62 (2ლ 11გ 8ჯ 2ა)  ლაშა მალაღურაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა)    იურინი
  49 (8გ 10ჯ ა)          ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ)          ბობა კვინიხიძე

<<    19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 14 ირაკლი აბუსერიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<< >>>