ცოტათი წაგებაც ეყოფათ

   ელიტარული "ექვსი ერის" მეოთხე რაუნდის შემდეგ აშკარა ფავორიტია ირლანდია, ვინც 1985 წლის აქეთ პირველად გაჩემპიონდება, თუ ფინიშზე უელსში 12 ქულაზე მეტით არ წააგებს. ბოლოსწინა მატჩებში "სამყურებმა" ერთი, კინკილა ლელოთი სტუმრად ძლიეს შოტლანდია; უელსმა ბოლოსღა მოიგო იტალიაში და პირველობის შანსი შეინარჩუნა, აქამდე უფერულად მოთამაშე ინგლისმა კი სენსაციურად გაანადგურა საფრანგეთი.

საფრანგეთში ძლეულმა უელსმა საიტალიოდ გუნდი რადიკალურად გადაიხალისა, მაგრამ მაინც ვერაფერი გააწყო მეტოქესთან, ვინც ლელო თუმც ისევ ვერ დადო, გასაქანი კი მოუსპო "ურჩხულებს" და ხუთი ჯარიმა გაუტანა. კელტებმა შიში ჭამეს: "აძური" მესამე მეოთხედში ხუთით დაწინაურდა და ბოლომდე ცხრა წუთით ადრე კიდევ გავიდა წინ, მაგრამ ბოლოს სტუმართა კლასმა გაჭრა.

იტალიას თამაშის მოსაგებად ოსტატობა ვერ ეყო. ლათინები ზედ შესვენების წინ სამ-ნახევარი წუთი აწყდებოდნენ უელსის ლელოს, მაგრამ ხაზს იქეთ ვერ გადააღწიეს და ბოლოს არეკნიც ააცილეს. მათგან განსხვავებით, უელსმა ორივე ლელო ოვალის ხანგრძლივი გათამაშებით გაიტანა, ოღონდაც გადამწყვეტ მომენტებში ჯერ გევინ ჰენსონმა შეუშვა ღრეჩოში შეინ ვილიამსი, მერე კი ჯეიმზ ჰუქმა შეცვლაზე შესული თომ შენკლინი ახეირა.

ოგარა დაწინაურდა

შოტლანდია ირლანდიას მაგრად დაუდგა. პირველი ტაიმის თავსა და ბოლოში ლელომდე ცოტა დააკლდათ სქოთ გარემარბებს, საიმონ დენიელსა და თომ ევანსს, მაგრამ "ნარშავებმა" ერთი ჯარიმით მეტი მაინც შეაგდეს. მეორე ნახევარში გადამწყვეტი გამოდგა სტუმართა გამოცდილება: ბებერმა 9 ნომერმა, პიტერ სთრინგერმა დერეფნიდან შეუტია და ჯეიმზ ჰიზლიფი გაათარხნა, რონან ოგარამ კი ქულათა მარაგი არეკნით გაზარდა.

ირლანდიის კიკერმა ბოლო გოლით "ხუთი/ექვსი ერის" საუკეთესო მექულის ტიტული ჩამოართვა ინგლისელ ჯონი ვილკინსონს (479) რონანის ანგარიშზე ახლა 481 ქულაა, ირლანდია კი, ერთი მოგების გარდა, 25 "ბურთითაც" უსწრებს უელსს. რაღაი ბოლო რაუნდში ეს ორი გუნდი ერთმანეთს ხვდება და ერთის გატანილი მეორეს დააკლდება, სხვაობა ორზე უნდა გავყოთ და მეტობით დავამრგვალოთ (46-21/2) რითაც მივიღებთ უელსის სამიზნეს, 13 ქულას.

იშვიათი დისციპლინა

ირლანდია უელსში ცოტათი წასაგებლად როდი ჩავა, რადგან აქამდე ერთადერთი სლემი აწ უკვე ძაან შორეულ, 1948 წელს გაუხერხებია და მიზნის მისაღწევად წლეულს ჩინებული შანსი აქვს. კიდევ უფრო დიდი ხნის წინ, 1911 წელს, 3-ქულიანი ლელოს ხანაში, ინგლისს 37:0 მოუსრავს იმხანად ჯერაც არიფი საფრანგეთი. ჰოდა, "ვარდებს" ამჯერად, 5-ქულიანი ლელოს ეპოქაში, ცოტა დააკლდათ იმ რეკორდის მოხსნამდე.

ბრიტებმა გალები დათრგუნეს გაუვალი დაცვით, რაქში მორკინალთა აგრესიით, იშვიათი დისციპლინითა და ბეკთა სისხარტით. მასპინძლებმა პირველი ლელო 70-ე წამზე დადეს: რიკი ფლუთი გაუსხლტა სებასტიან შაბათს და მარკ კვეიტო გააქცუნა. ტაიმის შუაწელში ინგლისმა დერეფნიდან დამუღამებული კომბინაცია გაათამაშა: ნიკ ისთერის მიძალების შემდეგ ტობი ფლადმა შექცეული პასით ჩართო იერიშში კვეიტო, ამან კი ფლუთს მიაწოდა.

ინტრიგის შესანარჩუნებლად

ორ წუთში სხვა, ოღონდაც მსგავსი მოტივით ბრიტებმა კიდევ გაილაღეს, მაგრამ ავსტრალიელმა რეფმა ციმციმ წინ პასი მოიგონა, რათა ინტრიგა შეენარჩუნებინა. ფრანგებს ამანაც ვერ უშველა. მათ შესვენების წინ კიდევ ორი ლელო გაუშვეს მოშიშვლებულ ზურგში ბურთის გადაკიდების შემდეგ: პირველად ხაზზე გამართული რაქებით რომ არაფერი გამოვიდა, ინგლისმა ბეკებს მისცა ბურთი და დელონ არმითიჯი ლელოში შეფრინდა, მეორედ კი, თუმც ფლადი ხაზთან დაეცა და შესაცვლელი შეიქნა, ჯო ვორსლიმ იქეთ მაინც გამოიყენა მეტობა.

ინგლისმა პირველი ტაიმი არნახულად, 29:0 მოიგო. მეორის დასაწყისშივე ჰარი ელისმა ბოჭვით გააგდებინა ბურთი იანიკ ჟოზიონს და არმითიჯმა და ფლუთმა გაინავარდეს. აქედან მოყოლებული მასპინძლებს ბურთაობა მოყირჭდათ და სერიული ჯარიმების გამო მსაჯისგან გაფრთხილებაც მიიღეს, სინბინში მიგაბრძანებთო, ფრანგებმა კი პრესტიჟის ორი ლელო გაიტანეს და სირენის შემდეგ დაცვაში სამ-წუთ-ნახევარიც გაძლეს.

>>>     ექვსი ერი. მეოთხე რაუნდი

<<    იტალია 15:20 უელსი

იტა: მარკატო (ორკერა 76) რუბინი კანალე მკ.ბერგამასკო (კარტაროლი 76) პრატიკეტი (10-9) მაკლეინი გრიფენი (კანავოზიო 67) / პერუჯინი გირალდინი ნიეტო (კასტროჯოვანი 51) დელაპე (დელფავა 51) ბორტოლამი (სოული 66) ძანი მა.ბერგამასკო პარისე კაპ! - 5ჯ: მარკატო

უელ: ბერნი (შენკლინი 69) მ.ჯოუნზი რობერთსი ჰენსონი შ.ვილიამსი (10-9) ჰუქი (სთ.ჯოუნზი 76) ფილიპსი / იეპი ბენეთი (რისი 58) რ.თომასი (ჯენქინსი 58) ჩარტერისი (დევისი 67) ავ.ჯოუნზი კაპ! ჯ.თომასი (რ.ჯოუნზი 58) დფ.ჯოუნზი პაუელი - 2ლ: შ.ვილიამსი შენკლინი; 2გ 2ჯ: ჰუქი

რეფ ლუისი (ირლ) რომი, ფლამინიო (28 400)

3:0(6) 3:7(27) 6:7(32) 9:7(36) ნახ (40+2) /
12:7(57) 12:10(60) 12:13(65) 15:13(71) 15:20(73) ბოლო (80+2)

<<    შოტლანდია 15:22 ირლანდია

შტლ: პატერსონი დენიელი მ.ევანსი მორისონი (დელუკა 71) თ.ევანსი (10-9) გოდმენი ბლერი კაპ! (კაზიტერი 53) / დიკინსონი ფორდი (ჰოლი 58) მარი; ვაითი (ჰაინსი 51) ჰემილტონი; სთროქოში ბარქლეი (გრეი 68) თეილორი - 5ჯ: პატერსონი

ირლ: ქარნი (მერფი 76) ბოუ ოდრისკოლი კაპ! დარსი ფითსჯერალდი (10-9) ოგარა სთრინგერი (ოლირი 66) / ჰორანი რ.ბესთი (ფლენერი 62) ჰეისი; ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი დ.ვოლესი ლიმი (ჰიზლიფი 31) - ლ: ჰიზლიფი; გ 4ჯ ა: ოგარა

რეფ კაპლანი (აფრ) ედინბურგი, მარიფილდი (55 ათასი)

3:0(7) 3:3(11) 6:3(14) 9:3(21) 9:6(27) 12:6(33) 12:9(34) /
12:16(52) 12:19(57ა) 15:19(61) 15:22(72)

<<    ინგლისი 34:10 საფრანგეთი

ინგ: არმითიჯი კვეიტო თინდოლი ფლუთი მონიე (თეითი 73) (10-9) ფლადი (გუდი 40+1) ელისი (ქეა 55) / შერიდანი (ვაითი 66) მირსი (ჰართლი 58) ვიქერი (ვაითი 44-? 52-59) ბორსვიქი კაპ! შოუ (ჰესქელი 59) კროფთი ვორსლი (ქენედი 68) ისთერი - 5ლ: კვეიტო ფლუთი (2 5) არმითიჯი ვორსლი; 3გ ჯ: ფლადი

სფრ: მედარი მალზიო ბასტარო (ფრიცი 48) ჟოზიონი ემონსი (10-9) ტრენდიუკი (ტრაი 48) პარა (ტიუბორდი 59) / ფორე (დომინგო 51) შარჟევსკი (კეიზერი 60) მარკონე (ფორე 73) ნალე კაპ! ტიონი (ბონერი 48) დიუზოტუარი შაბალი არენორდოკი (პიკამოლი 68) - 2ლ: შარჟევსკი მალზიო

რეფ დიკინსონი (ავს) ლონდონი, თვიქნემი (82 ათასი)

7:0(2) 10:0(18) 17:0(24) 24:0(39) 29:0(40) /
34:0(42) 34:5(56) 34:10(64) ბოლო (80+4)

4 რაუნდი  

ქ  

მ-წ  

სხვ  

გატ:გაშ

ირლანდია   8   4-0   +46   104:58
უელსი   6   3-1   +21   85:64
ინგლისი   4   2-2   +40   98:58
საფრანგეთი   4   2-2   -19   74:93
შოტლანდია   2   1-3   -9   67:76
იტალია   0   0-4   -79   41:120

<<    ბოლო, მეხუთე რაუნდი (ზე შაბათი)

შაბ 21/03   იტალია - საფრანგეთი   17.15
   ინგლისი - შოტლანდია   19.30
   უელსი - ირლანდია   21.30

<<    ირბ-ის რეიტინგი

(16/03) 1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8198, 5 უელსი 8188, 6 არგენტინა 8156, 7 ინგლისი 8080, 8 საფრანგეთი 7902, 9 შოტლანდია 7539, 10 ფიჯი 7524, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7215, 13 ტონგა 7005

14 საქართველო 6966, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6691, 18 რუმინეთი 6615, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 პორტუგალია 6027, 22 კორეა 5902, 23 ესპანეთი 5901, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5574

პლუს-მინუსი: ინგ 112 სფრ, ირლ 80 შტლ, უელ 41 იტა /
პორ 71 ესპ (24:19 შ)
საქ 43 რუმ (28:23 შ)

<<< >>>