მოუქმე ლიდერად დარჩა

   სამხრეთული ზე 14-ის მეხუთე რაუნდში პირველი მარცხები რომ იწვნიეს ავსტრალიის ვორათაზმა და აფრიკის შარქსმა, აფრიკისვე ბულზმა უთამაშებლად შეინარჩუნა ლიდერობა და დამდეგ ვიქენდზე 5-მატჩა ტურნეს შეუყვება.

სიდნეის ვორათაზს მოუგო კანბერის ბრამბიზმა, ვინც უფრო ტიტულოვანი გუნდია, მაგრამ ბოლო ოთხი წელია, ჩამორჩა მეზობელს. ვორათაზმა პირველი ტაიმი შეტევაში გაატარა, მაგრამ ქერთლი ბილმა მეოთხე ცდითღა შეაგდო პირველი გოლი, შესვენების შემდეგ კი ბრამბიზი გააქტიურდა, 14 ფაზა გადააბა და მეტოქეს ყურადღება რომ მოუდუნა, აფეთქდა - სთერლინგ მორტლოქი განდაგან გაქანდა და ადამ ეშლი-კუპერი ლელოში შეაფრინა.

გამარჯვებულთა მეორე ლელო შუამარბ ტაირონ სმითის გარღვევას მოყვა. წითელ ზოლში რომ გაგრძელდა ბრძოლა, ზედიზედ მოხდა თერნოვერი და ბურჯმა ბენ ელიგზანდერმა ხაზს იქეთ გადააღწია. თამაშის ბოლოსკენ ვორათაზის ფრთა, ლოტე ტუნქირი მგეზავად დადგა და მოზომილად გადაუკიდა კოლეგას, ლოქი თერნერს, მოგებით მოგვრილი სიხარული კი ბრამბიზს იმან გაუნელა, რომ კაპიტანი სთივენ ჰოილსი დაემტვრა და აფრიკაში ვეღარ გაყვება.

ჯვარზე შეფარვით უპასა

ბოკეებით გადაძეძგილმა შარქსმა ბრისბენში ტურნეს ბოლოსწინა მატჩი რიხიანად დაიწყო, მაგრამ რედსმა ივარგა და შუა ტაიმში ორი ლელო იქეთ გაუტანა: ჯერ ბენ ლუკასმა კალათბურთულად უპასა ადამ ბერნსს, მერე კი მისმა შემცვლელმა, ვილ გენიამ 8 ნომრის, ლიროი ჰიუსთონის რეიდი დაასრულა.

რედსს მეორე ტაიმში რომ გაუჭირდა, მხსნელად მოევლინა თვისტომი რეფი, ვინც ურჯუკად მბოჭავის ნომერი ვერ (!) დაადგინა და გენია აღარ გაასინბინა, ბოლო ათ წუთში კი ფრანსი სტეინი კიდევ რომ შეცდა, პიტერ ჰაინსმა გარღვევა მოაწყო და გენიამ შეფარვით, ჯვარზე უპასა დიგბი აიონს.

ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონი კრუსეიდერზი პირველ ტაიმში საფირმო ყაიდაზე აბურთავა სთივენ ბრეთმა და ფორსთან სამი კოხტა ლელოც დაადებინა. ოზები ერთხელ ფრთაზე სამით ნაკლებნი დარჩნენ და ერთხელაც ძელიდან ამსხლტარ შეგორებაზე წამოეგნენ, მაგრამ მეორე ტაიმში რომ გაათანაბრეს თამაში, გაიბრწყინა მეტ გიტომ: ორი სლალომი მოაწყო, სალელოე პასები აკეთა და არც კარს აცილა, ხოლო ბრეთმა ფრეზეც დაახაია გასატანი ჯარიმა.

ლელია ოთხს გაუსხლტა

ქვეყნიერების კიდეზე, ინვერქარგილში, ჰაილენდერზმა და ჩიფსმა ცოცხალ პირველ მეოთხედს უსახური 40 წუთი მოაყოლეს. ბოჭვაზე წესი ზედიზედ რომ ირღვეოდა, რეფმა გუნდებს თითო კაცი გაუსინბინა და თეფის ნაცვლად ჯარიმის დანიშვნაზე გადავიდა. ამით სამართალმა პური ჭამა, გამარჯვების ლელო კი ფრთაზე ოთხი (!) მბოჭავის გაბითურებით დადო სტუმარმა ლელია მასანგამ.

ბლუზი - ჩიტაზის შებმა სანიშანსვეტო, მე-1000 ზე-მატჩი იყო, მაგრამ ვერაფრად ივარგა, რაღაი ტურნეთი გათანგულ ბურებს მთელი პირველი ხაზი მეორე ტაიმის დასაწყისშივე დაემტვრათ და შერკინება ლიგურს დაემგვანა - უსაფრთხოების მოტივით, მიწოლა აიკრძალა.

უფრო მობურთალ სტორმერზს ერთი ტაიმი გაუძლო ლაიონზმა, ვისი დასაყრდენიც ღონიერი შერკინებაა, მაგრამ კეიპტაუნის გუნდი რომ გალაღდა მეორე ნახევარში, უპასუხო 33 ქულა მოკრიფა ინდოეთის ოკეანის გადაღმა, 5-მატჩა ტურნეზე წასვლის წინ.

>>>    ზე 14. მეხუთე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<     ბლუზი$ 46:12 ჩიტაზი

ბლუ (ოკლენდი ზელ) 6ლ: 13 ტუიტავაკე, 6 ლაური, 15 ტოიავა, 9 მოა, 12* ჰელერი, 9* სმაილი; 5გ 2ჯ: 10 გოპერთი სბ 4 ჰაიუ -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 2ლ: 13 უეისი, * ფლურსი; გ: 10 პოტხიტერი სბ 7 ფანჰირდენი

რეფ ბრაუნი (ზელ) ოლბანი 7:0(5) 10:0(8სბ) 17:0(16) 17:7(39) 20:7(40+) / 27:7(43) 32:7(44პ) სბ(51ბ) 39:7(71) 46:7(76) 46:12(80+)

<<     ბრამბიზი 21:11 ვორათაზი

ბრმ (კანბერა ავს) 2ლ: 14 ეშლი კუპერი, 1* ელიგზანდერი; გ 3ჯ: 15 ჯერარდი -

ვრთ (სიდნეი ავს) ლ: 14 თერნერი; 2ჯ: 10 ბილი სბ 8 პალუ

რეფ მ.ლორენსი (აფრ) 3:0(10) 6:0(33სბ) 6:3(40+) / 11:3(45) 11:6(50) 18:6(65) 21:6(75) 21:11(77)

<<     კრუსეიდერზი 23:23 ფორსი

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 3ლ: 12 ქროთი, 13 ბეითმენი, 5 როსი; გ 2ჯ: 10 ბრეთი სბ 15 ლ.მაკდონალდი -

ფორ (პერთი ავს) 2ლ: 11* სეარი, 12 ოქონორი; 2გ 3ჯ: 10 გიტო

რეფ იონკერი (აფრ) 3:0(8) 3:3(11) 8:3(13) 15:3(16) 15:6(25) 20:6(28) / 20:9(48) 23:9(53) 23:16(59) სბ(66კ) 23:23(68)

<<     ჰაილენდერზი$ 10:14 ჩიფსი

ჰლნ (დანიდინი ზელ) ლ: 11 ვაინიკოლო; გ ჯ: 10 ბაუდენი სბ 2 ჰოლი -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 2ლ: 6 ლატიმერი, 14 მასანგა; 2გ: 10 დონალდი სბ 15 მულიაინა

რეფ გოდარდი (ავს) ინვერქარგილი 7:0(16) 7:7(27) სბ(31ჰ) სბ(36ჩ) / 10:7(62) 10:14(67)

<<     რედსი 25:13 შარქსი

რედ (ბრისბენი ავს) 3ლ: 4 ბერნსი, 9* გენია, 13 აიონი; 2გ: 12 ბარნსი; 2ჯ: 9 ლუკასი, ბარნსი სბ 15 მაკლინდენი -

შრქ (დურბანი აფრ) ლ: 8 კანკოვსკი; გ 2ჯ: 9 ქოქოთი

რეფ ლექი (ავს) 5:0(12) 8:0(23) 15:0(28) 15:3(31) 15:6(33) 18:6(40) / სბ(46რ) 18:13(65) 25:13(73)

<<     სტორმერზი$ 56:18 ლაიონზი

სტო (კეიპტაუნი აფრ) 8ლ: 6 ბერგერი, 7 ლოუ, 5 ბეკერი (3 6) 13 ბობო, 11 ნანქელევუკი, 12 დეფილიერსი, 9* დიუფენჰახე; 5გ: 10 დევალი, * გრანტი 4; 2ჯ: დევალი -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 2ლ: 15 ლიუდიკი, 11 მენცი; გ 2ჯ: 10 ა.პრეტორიუსი სბ 9 ფერმაკი

რეფ იუბერი (აფრ) 3:0(13) 3:5(14) 3:12(21) 10:12(23) 10:15(25) 15:15(28) 18:15(30სბ) 18:18(36) 23:18(37) / 30:18(43პ) 37:18(48) 44:18(56) 51:18(72) 56:18(75)

<<     უქმობდნენ

ბულზი (პრეტორია აფრ) ჰარიკენზი (ველინგტონი ზელ)

ადგ

გუნდი ^იუქმა (წინაზე)

ქ  

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1   ^ბულზი აფრ (1)   18   +57 122:  65   4-0   13   2
2   ვორათაზი ავს (2)   18   +20   97:  77   4-1   12   2
3   შარქსი აფრ (3)   17   +19 115:  96   4-1   13   1
4   ბლუზი ზელ (5)   16     +9 142:133   3-2   18   4
5   ^ჰარიკენზი ზელ (4)   14   +24 103:  79   3-1   13   2
6   ^ბრამბიზი ავს (7)   13     +5   88:  83   3-1   9   1
7   სტორმერზი აფრ (11)   12   +26 116:  90   2-3   15   4
8   ჩიფსი ზელ (8)   12     +5   80:  75   2-3   11   4
9   ფორსი ავს (6)   12     -9   96:105   2-2*1   11   2
10   რედსი ავს (10)   11   +11 102:  91   2-3   13   3
11   კრუსეიდერზი ზელ (9)   10     -8   82:  90   1-3*1   12   4
12   ჰაილენდერზი ზელ (12) 8   -23   80:103   1-4   9   4
13   ^ლაიონზი აფრ (13)   6   -54   71:125   1-3   7   2
14   ჩიტაზი აფრ (14)   2   -82   65:147   0-5   8   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეექვსე რაუნდი [საქ დროით]

პარ 20/03   ჰრკ 10.35 ბულ

 შაბ 21/03  

ჰლნ 08.30 ჩტზ, ჩიფ 10.35 ბლუ

   ვრთ 12.40 კრს, ფორ 14.45 შრქ, ლნზ 19.00 ბრმ

[უქმობენ]

სტო რედ

<<< >>>