პირველობაცა და სლემიც?

   ელიტარული "ექვსი ერის" ბოლო, მეხუთე რაუნდში საწყისი ორი მატჩი ოდენ ზრდილობისთვისაა, რაღაი ტრადიციულ თასთა მფლობელების ვინაობასღა გამოავლენს, ზე-შაბათის ბოლო რკენაში კი პირველობის ბედი წყდება: თუ შარშანდელი ჩემპიონი, უელსში შინ 13 ან მეტი ქულით ძლევს ირლანდიას, ტიტულს შეინარჩუნებს, თუ არა და 1985 წლის აქეთ პირველად, პირველ ადგილს "სამყურები" დაიჭერენ.

ირლანდია არა მარტო ჩემპიონობას, არამედ სლემსაც უმიზნებს. ზურმუხტოვან კუნძულს ეს სიმბოლური ჯილდო აქამდე ერთადერთხელ, 1948 წელს ღირსებია. მაშინ ორად გახლეჩილი ქვეყნის გუნდს ჯეელი ექიმები, ალსთერელი (ბელფასტი) 10 ნომერი ჯეიქ ქაილი და ლენსთერელი (დუბლინი) კვაჭი, კარლ მულენი ყოჩობდნენ. ჰოდა, იმ ქულა-მწირ ხანაში, ირლანდიამ ჯერ სტუმრად ძლია საფრანგეთი 13:6 და ინგლისი 11:10, მერე კი შინ, შოტლანდია 6:0 და უელსი 6:3.

ქაილი, ვინც ირლანდიის ყველა დროის საუკეთესო მორაგბედ ითვლება, აქამდე ცოცხალია და შაბათს, 83 წლისა, კარდიფში იქნება, რათა ბრაიან ოდრისკოლის თაობის მიერ ნავსის გატეხვას დაესწროს. "სამყურათა" ამ პლეადამ თუმც სამჯერ აიღო "სამი გვირგვინი" (დაამარცხა სამივე ბრიტი მეზობელი) გადამწყვეტი თამაში აქამდე ვერცერთხელ ვერ მოიგო, რაც სრულიად რაგბეთს დროულად შეახსენა უელსის ზელანდიელმა გადიამ, ვორენ გეთლენდმა.

ჰენსონი და შენკლინი

მაგრამ წლევანდელი ირლანდია სხვაა! მას თავკაცობს მათემატიკის მასწავლებლად ნამუშევარი დეკლან ქიდნი, ვის ხელქვეითაც მანსთერმა ორჯერ (2006 2008) გაიმარჯვა ევროპულ "ჰაინეკენის თასზე". გურუ შეგირდებზე დაწოლილ ფსიქოლოგიურ წნეხს არ უფრთხის, მით უფრო, თუ "სამყურებს" უელსში 1983 წლის აქეთ ერთადერთხელ, 2005 წელს წაუგიათ, და მათ 11 კაცს ხუთივე მატჩი 15-ეულში დაუწყია.

ქიდნიმ ორ-ორი მორაგბე სულ ოთხ პოზიციაზე (2 8 9 12) ათამაშა. ახლაც, გადამწყვეტი რკენისთვის, კვაჭად აღადგინა ჯერი ფლენერი, შემკვრელად ჯემი ჰიზლიფი და ჰავბეკად თომას ოლირი, მაგრამ შუამარბად დაიტოვა გორდონ დარსი. ამავე რგოლში გეთლენდმა წლეულს პირველად შეაამხანაგა კოლორიტული გევინ ჰენსონი და სტაბილური თომ შენკლინი, რომლებმაც ათივე მატჩი დაიწყეს 2005 და 2008 წლებში, როცა უელსმა კამპანიები სლემებით დაასრულა.

კალკუტა და გარიბალდი

გელთენდი სწრაფად დაწინაურებას გეგმავს, მერე კი ხმაურიანი მილენიუმის იმედადაა. ირბ-ის პირვანდელი განრიგით, მატჩი ზელანდიელ სთივ ვოლშს უნდა ემსაჯა, მაგრამ კვირის დასაწყისშივე გამოცხადდა, რომ სასტვენს ჩაიბარებს 2007 წლის მსოფლიო თასის ანტი-გმირი, ზელანდიის კარდიფშივე დამღუპველი, ინგლისელი ვეინ ბარნსი, ვინც "მომავლის რეფად" ითვლება.

პრესტიჟის მატჩებისთვის ინგლისმა და იტალიამ უცვლელი რაზმები დაასახელეს. შოტლანდიაში ერთადერთი სიახლე 7 ნომერზეა, ინგლისში შერცხვენილმა საფრანგეთმა კი ორ-ორი კაცი აიმატა, დააწინაურა და დაძრა. რაც შეეხება გარდამავალ ჯილოდებს, ინგლისი შოტლანდიისთვის 1878 წელს დაწესებული "კალკუტის თასის" წართმევას ეცდება, იტალია კი საფრანგეთს შარშანწინღა შემოღებულ "გარიბალდის ალაფას" შეეცილება.

>>>     ექვსი ერი. მეხუთე რაუნდი

საქართველოს დროით; წინა რაუნდის აქეთ * დაემატა რაზმს,
^ მარქაფიდან დააწინაურეს, # მარქაფაში ჩამოსვეს, $ დაძრეს

<<    იტალია - საფრანგეთი

იტა (ბეკ) 15 ანდრეა მარკატო, 14 ჯულიო რუბინი, 13 გონსალო კანალე, 12 მირკო ბერგამასკო, 11 მატეო პრატიკეტი; 10 ლუკ მაკლეინი, 9 პოლ გრიფენი /

(ფორ) 1 სალვატორე პერუჯინი, 2 ლეონარდო გირალდინი, 3 კარლოს ნიეტო; 4 სანტიაგო დელაპე, 5 მარკო ბორტოლამი; 6 ალესანდრო ძანი, 7 მაურო ბერგამასკო, 8 სერჯო პარისე (კაპ)

(მრქ) 22 რობერტო კარტაროლი, 21 ლუჩანო ორკერა, 20 პაბლო კანავოზიო / 16 ფრანკო სპარალინი, 17 მარტინ კასტროჯოვანი; 18 კარლო ანტონიო დელფავა, 19 ჯოშ სოული (მწ) ნიკ მალითი (აფრ)

სფრ (ბეკ) 15 დამიან ტრაი^ 14 მაგზიმ მედარი$ 13 ფლორიან ფრიცი^ 12 იანიკ ჟოზიონი, 11 სედრიკ ემონსი; 10 ფრანსუა ტრენ დიუკი, 9 მორგან პარა /

(ფორ) 1 ფაბიან ბარსელია* 2 დიმიტრი შარჟევსკი, 3 სილვენ მარკონე; 4 ლიონელ ნალე (კაპ) 5 სებასტიან შაბალი$ 6 ტიერი დიუზოტუარი, 7 ჟიულიან ბონერი^ 8 ემანოლ არენორდოკი

(მრქ) 22 ჟიულიან მალზიო# 21 მატიო ბასტარო# 20 ფრედერიკ მიშალაკი* / 16 ვილიამ სერვა* 17 ტომა დომინგო; 18 ჟერომ ტიონი# 19 ლუი პიკამოლი (მწ) მარკ ლივრმონი

რეფ ალენ როლანი (ირლ) კიდ: სთუართ დიკინსონი (ავს) პიტერ ფითსგიბონი (ირლ) * ვიდ გრემ ჰიუზი (ინგ)

შაბ 21/03    რომი, ფლამინიო    17.15

1937, 1952-67, 1995-2008 წლებში 29: 1-28 (6ე) 9: 0-9

<<    ინგლისი - შოტლანდია

ინგ (ბეკ) 15 დელონ არმითიჯი, 14 მარკ კვეიტო, 13 მაიკ თინდოლი, 12 რიკი ფლუთი, 11 უგო მონიე; 10 ტობი ფლადი, 9 ჰარი ელისი /

(ფორ) 1 ენდრიუ შერიდანი, 2 ლი მირსი, 3 ფილ ვიქერი; 4 სთივ ბორსვიქი (კაპ) 5 საიმონ შოუ; 6 თომ კროფთი, 7 ჯო ვორსლი, 8 ნიკ ისთერი

(მრქ) 22 მეთიუ თეითი, 21 ენდი გუდი, 20 დენი ქეა / 16 დილან ჰართლი, 17 ჯულიან ვაითი; 18 ჯეიმზ ჰესქელი, 19 ნიკ ქენედი (მწ) მარტინ ჯონსონი

შტლ (ბეკ) 15 კრის პატერსონი, 14 საიმონ დენიელი, 13 მაქს ევანსი, 12 გრემ მორისონი, 11 თომ ევანსი; 10 ფილ გოდმენი, 9 მაიკ ბლერი (კაპ) /

(ფორ) 1 ალესდერ დიკინსონი, 2 როს ფორდი, 3 იუენ მარი; 4 ჯეისონ ვაითი, 5 ჯიმ ჰემილტონი; 6 ალესდერ სთროქოში, 7 სქოთ გრეი^ 8 საიმონ თეილორი

(მრქ) 22 ჰუგო საუსველი, 21 ნიკ დელუკა, 20 კრის კაზიტერი / 16 დაგი ჰოლი, 17 მორეი ლოუ; 18 ნეითან ჰაინსი, 19 ქელი ბრაუნი* (მწ) ფრენკ ჰედენი

რეფ მორის იონკერი (აფრ) კიდ: კრისტოფ ბერდოზი (სფრ) საიმონ მაკდაუელი (ირლ) * ვიდ კარლო დამასკო (იტა)

შაბ 21/03    ლონდონი, თვიქნემი    19.30

1872 წლიდან 125: 66-42*17 (6ე) 9: 6-3

<<    უელსი - ირლანდია

უელ (ბეკ) 15 ლი ბერნი, 14 მარკ ჯოუნზი, 13 თომ შენკლინი^ 12 გევინ ჰენსონი, 11 შეინ ვილიამსი; 10 სთივენ ჯოუნზი^ 9 მაიკ ფილიპსი /

(ფორ) 1 გეთინ ჯენქინსი^ 2 მეთიუ რისი^ 3 ადამ ჯოუნზი* 4 იენ გოფი* 5 ალუნ ვინ ჯოუნზი; 6 რაიან ჯოუნზი^ (კაპ) 7 მარტინ ვილიამსი* 8 ენდი პაუელი

(მრქ) 22 ჯემი რობერთსი# 21 ჯეიმზ ჰუქი# 20 ვორენ ფიური / 16 ჰიუ ბენეთი# 17 ჯონ იეპი# 18 ლუკ ჩარტერისი# 19 დაფიდ ჯოუნზი# (მწ) ვორენ გეთლენდი (ზელ)

ირლ (ბეკ) 15 რობ ქარნი, 14 თომი ბოუ, 13 ბრაიან ოდრისკოლი (კაპ) 12 გორდონ დარსი, 11 ლუკ ფითსჯერალდი; 10 რონან ოგარა, 9 თომას ოლირი^ /

(ფორ) 1 მარკუს ჰორანი, 2 ჯერი ფლენერი^ 3 ჯონ ჰეისი; 4 დონაქა ოკალაჰენი, 5 პოლ ოკონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 ჯემი ჰიზლიფი^

(მრქ) 22 ჯორდან მერფი, 21 პედი ვოლესი, 20 პიტერ სთრინგერი# / 16 რორი ბესთი# 17 თომ ქორთი; 18 მიკ ოდრისკოლი, 19 დენის ლიმი# (მწ) დეკლან ქიდნი

რეფ ვეინ ბარნსი; კიდ: დევიდ პირსონი, სთუართ თერჰიგი (ინგ) * ვიდ რომენ პუატე (სფრ)

შაბ 21/03    კარდიფი, მილენიუმი    21.30

1882 წლიდან 113: 62-45*6 (6ე) 9: 3-6

4 რაუნდი  

ქ  

მ-წ  

სხვ  

გატ:გაშ

ირლანდია   8   4-0   +46   104:58
უელსი   6   3-1   +21   85:64
ინგლისი   4   2-2   +40   98:58
საფრანგეთი   4   2-2   -19   74:93
შოტლანდია   2   1-3   -9   67:76
იტალია   0   0-4   -79   41:120

>>>    რაგბი გლობალზე (^ ცოცხალი)

ირბ! ტოტალ რაგბი
    * პარ 10.00 15.30 20.00 22.30
    * შაბ 02.30 08.00 16.45

6ე!რ4
    * ინგლისი - საფრანგეთი: პარ 12.30

ზე!რ6
    * ჰარიკენზი (ზელ) - ბულზი (აფრ) პარ 10.30
^ 16.00 20.30

ლიგა!რ7
    * სენთ ჰელენსი - ლიდსი: პარ 24.00^ შაბ 03.00 05.30 09.00 13.30,
    კვი 04.00, ორ 05.30 18.00

ზე!რ6
    * ჰაილენდერზი (ზელ) - ჩიტაზი (აფრ) შაბ 08.30^ ორ 03.00
    * ჩიფსი (ზელ) - ბლუზი (ზელ) შაბ 10.30^
    * ვორათაზი (ავს) - კრუსეიდერზი (ზელ) შაბ 12.30^ კვი 06.00
    * ფორსი (ავს) - შარქსი (აფრ) შაბ 14.30^

6ე!რ5
    * იტალია - საფრანგეთი: შაბ 17.15^ 24.00, კვი 08.00 16.00, ორ 10.30
    * ინგლისი - შოტლანდია: შაბ 19.30^ კვი 02.00 10.00 21.00, ორ 22.30
    * უელსი - ირლანდია: შაბ 21.30^ კვი 04.00 12.00 23.00, ორ 24.30

გინესი
    * ლონდონ აირიში - ნორსჰემპთონი: კვი 18.30^ ორ 01.00 05.30 08.00 18.30

ლიგა!რ7
    * კელთიქი - ვეიქფილდი: კვი 23.00^ ორ 03.00 10.00 20.30

<<< >>>