გონშიც არ გაივლებენ

   ომი და პოლიტიკა იქეთ იყოს. ვისაუბროთ რაგბზე, რომელშიც საბჭოთა ხანის თბილ ურთიერთობებს ხელოვანებსავით არ მივტირით, ახალ დროებაში კი უფროს ძმად ყოფილთან ერთობ დადებითი ბალანსი გვაქვს და კვლავაც მის გასაუმჯობესებლად ვმეცადინეობთ, რათა დროულად და უმოკლესი გზით გავიდეთ 2011 წლის მსოფლიო თასზე.

ბორჯღალოსნები უკრაინას შაბათს, დილის თორმეტის ნახევარზე, ჩარტერით მიფრინავენ. თამაში კვირას, ჩვენებურად დღის ოთხზეა. ტელე-ბაზარზე ორ მხარეს უჭირს ხოლმე პირობებზე შეთანხმება და ამჯერად სამი ქვეყანა რომ ვაჭრობდა, პირდაპირი რეპორტაჟი პარასკევს საღამოსღა გაიჩარხა "პირველ არხზე", რომელიც რაგბის კავშირის გრძელ-ვადიანი პარტნიორია.

რუმინეთის ჯობნის შემდეგ ბიჭები შინ დარჩნენ და ქარისა და სიცივის მიუხედავად, მაინც ნაყოფიერად ივარჯიშეს. ნაკრები სულიერადაც გამხნევდა - წმინდა სამების ტაძარი მოიხილა, და ქველი საქმეც გააკეთა - ეწვია წმინდა გიორგის საერო სკოლას, სადაც რაგბი სასწავლო პროგრამაში შედის.

თამაშის დღეს აზოვის ზღვის პირად, მარიუპოლში, თოვლ-ჭყაპი და ქარია გამოცხადებული. შარშან რუსებმა შუაგულ ციმბირში მიგვიღეს, მაგრამ თოვლზეც ვაჯობეთ. მოსალოდნელი ავდარი თუ ვის უფრო აძლევს ხელს, მაგის აპრიორი თქმა ძნელია, მაგრამ ცხადია, რომ მეტი ფასი დაედება ფეხით თამაშს და რაგბის სანახაობრივი მხარე წააგებს.

ჭეშმარიტებას მივდიოთ

რუსეთს მაღალი ფსიქო ბარიერი აქვს გადასალახი - საქართველოსთვის აგერ უკვე 16 წელი და 11 თამაშია, ვერაფრით მოუგია. "დათვებმა" სტუმრად რომ ძლიეს კონკურენტები, პორტუგალია და რუმინეთი, ქულათა ისეთი მარაგი შექმნეს, რომ ლოგიკით მსოფლიო თასზე უნდა გავიდნენ, ჩვენთან წაგება კი მხოლოდ გულებს ატკენთ, თორემ მინიმუმ მეორე ადგილზე გასვლის შანსს არ გაუცუდებთ.

ბორჯღალოსნები ძველ მეტოქესთან მარცხის შესაძლებლობას გონშიც არ გაივლებენ. გუნდმა მატჩიდან მატჩამდე უმატა თამაშს. ახლა მთავარია, მივდიოთ მარადიულ სარაგბო ჭეშმარიტებებს - ბურთი და შესატევი სივრცე მორკინალებმა უნდა მოიპოვონ და ლელოს გატანით ბეკებმა გამოიყენონ, თუ არა და კიკერმა აქციოს ქულებად.

მარიუპოლი ფორმალურად ნეიტრალური ადგილი კია, მაგრამ იქაურთა ორიენტაცია აშკარად პრო-რუსულია. მაინც ძნელი წარმოსადგენია, რომ ავდარში ლიანგი მიაწყდეს მისთვის აბსოლუტურად უცხო სეირს. სხვაფრივ, გვაფიქრებს ფრანგი რეფი დიდიე მენე, ვინც 45 წლისა თავს რომ ანებებს მსაჯობას, შეიძლება ცდუნდეს და მასპინძელთა საამებლად გადადოს ეგ გოგრა.

>>>    ერთა თასი. მეხუთე რაუნდი

რუმინეთი - პორტუგალია * შაბ 21/03 17.00  ბუქარესტი, არკული
რუსეთი -
საქართველო *     კვი 22/03 16.00  მარიუპოლი, ილიჩოვეცი

12/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

საქართველო  

7  

3-0*1  

141:  59

რუსეთი  

6  

3-0  

  88:  48

პორტუგალია  

5  

2-1*1  

102:  63

რუმინეთი  

4  

2-2  

  83:  66

ესპანეთი  

2  

1-4  

  77:151

გერმანია  

0  

0-4  

  22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

 <<  საქართველოს ბორჯღალოსნები

 #   სახელი * გვარი  

კლუბი * ლიგა

ასაკი

კეპი

ბეკები

15  მერაბ კვირიკაშვილი  

მასი სფრ  

26  

32  

120

11  მალხაზ ურჯუკაშვილი

ორიაკი სფრ

29

57

279

13  დავით კაჭარავა  

ენისეი რუს  

24

25

  35

12  ირაკლი გიორგაძე  

დაკსი სფრ  

27

34

  16

14  ირაკლი მაჩხანელი  

აჟანი სფრ  

28

32

  65

10  ლაშა მალაღურაძე  

ბეზიე სფრ  

23

14

  62

  9  ირაკლი აბუსერიძე [კაპ]

ორლეანი სფრ  

32

58

  25

ფორვარდები

  1  დავით ხინჩაგიშვილი

ბრივი სფრ  

27

22

    5

  2  ირაკლი ნატრიაშვილი

კონსტანცა რუმ  

25

16

    5

  3  გოდერძი შველიძე  

მონტობანი სფრ  

31

50

  35

  4  ილია ზედგინიძე  

ეგზი სფრ  

33

52

  75

  5  ლევან დათუნაშვილი

ორიაკი სფრ  

26

26

  10

  6  გია ლაბაძე  

ტულონი სფრ  

36

51

  50

  7  გიორგი ჩხაიძე  

რასინგი სფრ  

28

33

  20

  8  მამუკა გორგოძე  

მონპელიე სფრ  

25

33

  90

მარქაფა

22  ოთარ ბარკალაია  

ანდორა სფრ  

25

37

  49

21  სანდრო თოდუა

ლელო საქ

22

  9

    0

20  ბიძინა სამხარაძე  

კონსტანცა რუმ  

26

40

    5

16  ანტონ ფეიქრიშვილი

აჟანი სფრ

22

  3

    0

17  დუდუ ქუბრიაშვილი

ტულონი სფრ

23

  8

    0

18  რატი ურუშაძე  

ენისეი რუს  

34

35

  25

19  დიმიტრი ბასილაია

მორლაზი სფრ

24

10

    5

მწურთნელები თიმ ლეინი, ჯონი ნგაუამო, დემიენ ქამინსი (ავს)
მენეჯერი ვასილ აბაშიძე

<<  რუსეთის მიდვეძი (დათვები)

კლუბის მიუთითებლად - ვევეა მონინო

ბეკები

15 იგორ კლიუჩნიკოვი; 14/11 ანდრეი კუზინი, ალეკსანდრ გვაზდოვსკი (კრასნი იარი) ვასილი არწემიევი (დუბლინის უნივ ირლ)

13/12 მიხაილ ბაბაევი, სერგეი ტრიშინი, დმიტრი გერასიმოვი (ენისეი)

10 იური კუშნარიოვი; 9 ვიკტორ მოტორინი, ალეკსანდრ შაკიროვი, ალეკსანდრ იანიუშკინი (სლავა)

ფორვარდები

1/3 ალეკსანდრ ხროკინი, ალეკსეი ტრავკინი, ვლადიმირ ბოტვინიკოვი (ენის) ივან პრიშჩეპენკო (ენის)

2 ვლადიმირ კორშუნოვი, ვლადიმირ მარჩენკო

4/5 ალეკსანდრ ვოიტოვი, კირილ კულიომინი (კასტრი სფრ) ანდრეი ოსტრიკოვი (აჟანი სფრ)

6/7/8 ვიკტორ გრესევი, ევგენი მატვევი, არწიომ ფათახოვი (ენის) ანდრეი გარბუზოვი (კრ იარი) ნიკიტა მედკოვი (სლვ)

მწურთნელები ნიკოლაი ნერუში, სთივ დაიამონდი (ინგ)
მენეჯერი ზორიკ მასანდილოვი

<<  მსაჯები

რეფერი დიდიე მენე
კიდეებზე: სედრიკ მარშა / ლორან კარდონა (სფრ)

>>>    ბორჯღალოსანთა მონაგარი
21 წელში (1989-2009)

110 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 19 ნეიტრალურზე)
66 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2548:2092 (+456) ლელო 313-229 (+84)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 148, ხოლო ფორვარდებმა 165 ლელო

  საქართველო - რუსეთის ყველა ტესტი 

<<< >>>