წელსაც პირველ ადგილზე

   ჩინებულად წარმართული საათის შემდეგ ბორჯღალოსნებმა დასკვნით მეოთხედში შიში გვაჭამეს, მაგრამ ბოლო შეტევით მეხუთედაც დაალელოვეს რუსეთი, ძველი მეტოქე მე-13 შეყრაზე მეთეთრმეტედ ძლიეს, 2011 წლის მსოფლიო თასის შესარჩევის პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს და ათ სეზონში მეხუთედ მოიგეს ფირა აერ-ელ მახვშთა მცონარობის გამო მედიაშიღა არსებული, ყოველ-წლიური "უმცროსი ექვსი ერი".

დავიწყოთ კარგით. დარი იყო მზიანი, თუმც კი ქარიანი, ხოლო ქომაგობა გადასარევი. გუნდს ჩარტერით გაყოლილმა და მარიუპოლში უკრაინიდან შეკრებილმა ქართველობამ ბიჭებს თავი სტუმრად კი არა, შინ აგრძნობინა. ბურთაობაც ბარაქიანი გაჩაღდა. რუსები უწინდელთან შედარებით ცოტათი გაწაფულან, მაგრამ ისევ ვერაფერი მოუხერხეს ჩვენს დაცვასა და შერკინებას და ერთი ხანობა, ოთხი უპასუხო ლელოთიც ჩამოგვრჩნენ.

ქართველთაგან მაგრად ითამაშეს კვირიკაშვილმა, მალაღურაძემ, ჩხაიძემ და ლაბაძემ. პირველ ლელოზე რიტმისა და გეზის ცვლით წავიბურთავეთ; მეორეზე მეტოქის შეცდომა გამოვიყენეთ; მესამე თამამ გამოქცუნებას მოყვა; მეოთხე მოთმინებას, გარჯასა და კავკასიურ ღონიერებას, მეხუთე კი, კრიტიკულ ვითარებაში, გონის სისხარტესა და ცოტათი იღბალსაც.

22-კაცა ომი

ახლა გადავიდეთ ნაკლებ სასიამოზე. ზედიზედ მეორე მატჩია, გვარიანი სათამაშო უპირატესობა გვაქვს და მეტოქეს რაგბის უმეტეს კომპონენტშიც ვჯობნით, მაგრამ ანგარიში ისეთი ვერ გამოდის, რეალობას რომ სწორად ასახავდეს. აქედან ცალსახად შეიძლება დავასკვნათ, რომ ნაკრები წესივრად ვერ იმართება და თუ თამაშებს მაინც იგებს, ისევ და ისევ ბიჭების ნიჭითა და შემართებით, თორემ ოზ გურუთა შემყურე, ფორა თვალსა და ხელს შუა შემოგვადნა.

რაგბი დიდი ხანია 15-კაცა თამაში აღარაა. იგია 22-კაცა, არაქათ-გამცლელი, 80-წუთიანი ომი. ეგეც ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ბრძოლა ახალი ძალით საათის თავზე იფეთქებს ხოლმე, რის გამოც მაგ დროისთვის ხდება პერსონალის განახლება. სადაურობიდან გამომდინარე, შეუძლებელია ეგ არ უწყოდნენ ალაგ-ალაგ უცნაურ იდეათა (ჯარიმა კარში არ დავარტყათ!) მოქადაგე ჩვენმა მოძღვრებმა, მაგრამ აგერ, გორგოძე ბოლო მეოთხედში ფეხს იტკიებდა და მაინც არ შეცვალეს.

დროულად რომ შეეშვათ

არადა, მარქაფაში გვეჯდა ჯეელი ბასილაია, ვინც შარშან მთელი "ერთა თასი" ითამაშა და მომავალი გორგოძეა. იგი და ბევრიც სხვა დროულად რომ შეეშვათ მოედანზე, მეტოქე ბოლო მეოთხედში ვერ გაპარპაშდებოდა. სხვაფრივ, ადრეც დაგვიწერია და კიდევ ვიტყვით, რომ უსამართლობაა, ავსტრალიური ტრიო სახელმწიფო პროგრამიდან მსუყედ ფინანსდებოდეს, ხოლო რაგბის თემის 99 პროცენტი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდეს, მით უფრო, თუ ნაკრებს უკეთესობისა არაფერი ეტყობა - ვისაც ვუგებდით, იმას ისევ ისე ვუგებთ!

თუ სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს უვარგის უცხოელთა გაფეტიშებამ, რუმინეთის მაგალითზე ჩანს. "ერთა თასის" დაწესების აქეთ სტეჟარმა ფრანგ შარლატანთა მთელი წყება გამოიცვალა მოძღვრად, ბოლო მარჩენალი კი ზელანდიელი მიჩენი უნდა ყოფილიყო.

ფედერაციამ მიტუ თბილისში ჩამოყვანის ნაცვლად ფრანგულ კლუბში სათამაოდ გაუშვა, წაგებას კი კივი გურუ გადააყოლა. ნაკრები გადაიბარა 5-კაცა კომიტეტმა. ამათ დააბრუნეს მიტუ და ურჯუკი მანტაც, მაგრამ სტეჟარმა ბოლო მეოთხედში ჩამოყარა ყურები, კიკერებმაც ორი ჯარიმა დაახაიეს, ჯიუტმა პორტუგალიამ კი ბოლო შეტევაში ლელო შეიტანა და სტუმრად ძლია გრანდ-ყოფილი, ვინც გაისად ყველა მატჩიც რომ მოიგოს, შეიძლება რეპეშაჟში მაინც ვერ მოხვდეს.

>>>    ერთა თასი. მეხუთე რაუნდი

საქართველო 29:21 რუსეთი

<<    ბორჯღალოსნები

ბეკ: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 11 მალხაზ ურჯუკაშვილი, 13 დავით კაჭარავა, 12 ირაკლი გიორგაძე, 14 ირაკლი მაჩხანელი; 10 ლაშა მალაღურაძე სბ 63, 9 ირაკლი აბუსერიძე კაპ! /

ფორ: 1 დავით ხინჩაგიშვილი, 2 ირაკლი ნატრიაშვილი, 3 გოდერძი შველიძე (17 დუდუ ქუბრიაშვილი 71) 4 ილია ზედგინიძე, 5 ლევან დათუნაშვილი (18 რატი ურუშაძე 71) 6 გია ლაბაძე, 7 გიორგი ჩხაიძე, 8 მამუკა გორგოძე

მრქ: 22 ოთარ ბარკალაია, 21 სანდრო თოდუა, 20 ბიძინა სამხარაძე / 16 ანტონ ფეიქრიშვილი, 19 დიმიტრი ბასილაია -

5ლ: მალაღურაძე ლაბაძე ურჯუკაშვილი ხინჩაგიშვილი მაჩხანელი; 2გ: კვირიკაშვილი

<<    მიდვეძი (დათვები)

ბეკ: 15 იგორ კლიუჩნიკოვი (22 ვასილი არწემიევი 71) 14 ანდრეი კუზინი, 13 მიხაილ ბაბაევი, 12 სერგეი ტრიშინი, 11 ალეკსანდრ გვაზდოვსკი; 10 იური კუშნარიოვი, 9 ალეკსანდრ შაკიროვი /

ფორ: 1 ალეკსანდრ ხროკინი, 2 ვლადიმირ კორშუნოვი კაპ! 3 ივან პრიშჩეპენკო (18 ალეკსეი ტრავკინი 56) 4 ალეკსანდრ ვოიტოვი (19 არწიომ ფათახოვი 56) 5 კირილ კულიომინი; 6 ვიკტორ გრესევი, 7 ანდრეი ოსტრიკოვი, 8 ანდრეი გარბუზოვი (21 ევგენი მატვევი 56)

მრქ: 20 ალეკსანდრ იანიუშკინი / 16 ვლადიმირ მარჩენკო, 17 ვლადიმირ ბოტვინიკოვი -

2ლ: გვაზდოვსკი; გ 3ჯ: კუშნარიოვი

<<    მსაჯები

რეფერი დიდიე მენე; კიდეებზე: სედრიკ მარშა / ლორან კარდონა (საფრანგეთი)

კვი 22/03 მარიუპოლი (უკრაინა) ილიჩოვეცი

0:3(8) 5:3(13) 12:3(20) 12:6(25) 19:6(38) /
24:6(51) სბ(63ს) 24:13(66) 24:16(76) 24:21(80) 29:21(80+2)

<<    რჩეული

პირველი ტაიმი

8. რუს: ბაბაევის გარღვევა შეაჩერა მალაღურაძემ, მაგრამ ზედახორაში დავჯარიმდით და კუშნარიოვმა 22 მეტრიდან დაკრა ^ 0:3

11. საქ: მაჩხანელის მიერ კუთხეში დარტყმული ვერ აიღო კლიუჩნიკოვმა

13. საქ: მარჯვნივ მეტოქის ჩათრევის შემდეგ კვირიკაშვილი მარცხნივ ჩაერთო ხაზში, გორგოძემ კი წითელ ზოლს უწია და აუგდო მალაღურაძეს, ვინც ბაბაევთან და კუშნარიოვთან ჭიდილში შეიტანა ლელო, მაგრამ კიდიდან ვეღარ გარდასახა ^ 5:3

15. რუს: ბაბაევმა მეორედაც გაგვიჭრა ხაზი, მაგრამ რუსებმა ბურთი დაკარგეს

16. საქ: გიორგაძემ ხაზში ჩართო კვირიკაშვილი, ვისაც ბურთი ლელოდან 15 მეტრში გააგდებინეს

20. საქ: მალაღურაძემ მარჯვნივ გაარტყა მიწას; რუსთა დერეფანში ბურთი იხელთა ჩხაიძემ, ვინც დაჭერილმაც მიაწოდა ლაბაძეს; კვირიკაშვილმა მარჯვენა 15-მეტრა შტრიხიდან გარდასახა ^ 12:3

25. რუს: დერეფნიდან მოგვეძალა ხროკინი, გამწელი ფაზების შემდეგ კი ზედახორაში კარის წინ დავჯარიმდით და კუშნარიოვმა 25 მეტრიდან გაგვიტანა ^ 12:6

29. რუს: კვირიკაშვილმა ზურგქარში ლელოს გადააცილა გადაკიდებული და ლაბაძე შერკინებას ადრე მოეხსნა, მაგრამ კუშნარიოვმა 40 მეტრიდან კარს ვერ უწია ჯარიმა

38. საქ: რუსეთმა ლელოდან მოედანში მოიგერია, კვირიკაშვილმა კი ბურთი გამოაქცუნა, ტრიშინს გაუსხლტა და ურჯუკაშვილი კარზე დაგეზა ^ 19:6

მეორე ტაიმი

43. რუს: ურჯუკაშვილმა თავის ლელოში შეიტანა გადაკიდებული, 5-მეტრა შერკინებიდან გამართულ ზედახორაში კი მეტოქეს ბურთი წავღლიტეთ

48. საქ: ურჯუკაშვილის, ზედგინიძის, გორგოძის სოლოთა შემდეგ მალაღურაძემ არეკნი ძელს მოარტყა, ამსხლტარი ბურთი კი კარის წინ, ზედახორაში ჩაიმარხა

51. საქ: 5-მეტრა შერკინებიდან მარჯვნივ თანდათან, სოლოებით მივეძალეთ და ხინჩაგიშვილმა ლელო ალამთან შეიტანა ^ 24:6

60. რუს: მატვევის გარღვევის შემდეგ 30 მეტრზე დავჯარიმდით, მაგრამ იმათ კიდეზე დაარტყეს

63. რუს: ზედახორაში ბურთის შეფერხებისთვის გაგვისინბინეს მალაღურაძე

66. რუს: გორგოძემ ჩვენი ლელოდან 5 მეტრზე, შერკინებაში აიტაცა ბურთი და ოთხ მეტოქესთან ჭიდილში წინ დაუვარდა, შემდეგ ეპიზოდში კი გვაზდოვსკი მარჯვნივ გაგვიძვრა და კუშნარიოვმა გარდასახა ^ 24:13

68-70. საქ: კუშნარიოვმა ორჯერ ააცილა მოედანში დამიზნებული, კაჭარავა და გიორგაძე კი შეტევისას ბლოკისთვის დაჯარიმდნენ

73. რუს: ურჯუკაშვილმა არ გადაუშვა კიდეზე დამიზნებული ჯარიმა, მაგრამ განდაგან წასულს ბურთი დაუვარდა და ჩვენს 22-ში ძლივს გავაჩერეთ მეტოქის შემოტევა

76. რუს: მარჯვნივ ჩათამაშებულზე მაჩხანელმა გვიხსნა, კუშნარიოვმა კი კარის წინ, ზედახორაში მოპოვებული ჯარიმა 25 მეტრიდან შეაგდო ^ 24:16

80. რუს: სოლოთა წყების შემდეგ დავჯარიმდით; იმათ 22-ის ხაზთან დაგვირტყეს, მარჯვნივ ჩათამაშების შემდეგ კი მაჩხანელმა უხეიროდ ჩაჭრა პასი და გვაზდოვსკი ორ ჩვენიანს გაუძვრა, მაგრამ კუშნარივომა კიდიდან ააცილა გარდასახვა ^ 24:21

80+2. საქ: კიკოფი ჩხაიძემ რუსებს ცხვირწინ ააცალა და ლაბაძეს მისცა, ამან კი მაჩხანელს გაატანა; გარდასახვაზე მალაღურაძის დარტყმული მიწას ძლივს აცდა ^ 29:21

რუმინეთი 21:22 პორტუგალია

რუმ: ნიკოლაე ფერკუ ბარბულიჩანუ დიმოფტე ჩუნტუ (ვლაიკუ) (10-9) სტანკა (გალი) მიტუ (კალაფეტეანუ) / ნერე ბეკა (ტაშკა) პაულიკე (ადასკალიცეი) კოსტე პეტრე (რაციუ) კოროდეანუ ბურჩა კაპ! მანტა (კარპო) - 2ლ: ფერკუ მანტა; გ 3ჯ: მიტუ

პორ: ეგილარი (ლეალი) დვ.მეტეუში (ეშტევეში) სილვა დგ.მეტეუში ფორუ (10-9) კებრალი ჟ.პინტუ / მურე (ჟუნიორი) კორეია კაპ! სპეშუკი; პელანვე ეკუშტა (სევერინუ) ვ.უვე ჟ.უვე (პელია) ჟირეუ (ბარდი) - ლ: სევერინუ; გ 5ჯ: კებრალი

რეფ ბონური (სფრ) 21/03 ბუქარესტი, არკული

7:0(4) 7:3(12) 7:6(28) 10:6(36) 15:6(40+) /
18:6(44) 18:9(46) 21:9(50) 21:12(62) 21:15(78) 21:22(80+)

14/15 თ  

ქ  

მ-წ*ფ  

გატ:გაშ

საქართველო

9   4-0*1   170:80

პორტუგალია

7   3-1*1   124:84

რუსეთი  

6   3-1   109:77

რუმინეთი  

4   2-3   104:88

ესპანეთი  

2   1-4   77:151

გერმანია  

0   0-4   22:126

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

>>>     არა-ოფიციალური
"უმცროსი 6 ერის" ჯილები (^ სლემი)

საქართველო   5   2001^ 2005 2007 2008^ 2009
რუმინეთი   4   2000 2002^ 2004 2006
პორტუგალია   1   2003^

>>>     ბორჯღალოსანთა მონაგარი

21 წელში (1989-2009)
111 თამაში (40 შინ, 51 გარეთ, 20 ნეიტრალურზე)
67 მოგება - 39 წაგება * 5 ფრე
ქულა 2577:2113 (+464) ლელო 318-231 (+87)

სულ 194 ბორჯღალოსანი:
78 ბეკი, 109 ფორვარდი და 7 უნივერსალი;
ბეკებმა გაიტანეს 151, ხოლო ფორვარდებმა 167 ლელო

რუსეთთან: 13თ (7შ 4გ 2ნ) 11-1*1 / 287:188, ლ 29-11

<<    ბორჯღალი

ღვინისფერი კეპი: 59 ირაკლი აბუსერიძე; 58 მახო ურჯუკაშვილი; 57 პალიკო ჯიმშელაძე; 54 აქვსენტ გიორგაძე; 53 ბესიკ ხამაშურიძე, ილია ზედგინიძე; 52 გია ლაბაძე; 51 გოდერძი შველიძე

ვერცხლის კეპი: 45 ზურაბ მჭედლიშვილი, ვიქტორ დიდებულიძე; 41 თედო ზიბზიბაძე; 40 ბიძინა სამხარაძე

ბრინჯაოს ნიშანი: 37 ოთარ ბარკალაია; 36 რატი ურუშაძე; 35 ირაკლი გიორგაძე; 34 ვანო ნადირაძე, ვასილ კაცაძე, ბესო უდესიანი, გიორგი ჩხაიძე, მამუკა გორგოძე; 33 ლევან ცაბაძე, მერაბ კვირიკაშვილი, ირაკლი მაჩხანელი; 32 გიორგი შკინინი; 30 მევლუდ მთიულიშვილი

<<    ლელო

18 გორგოძე (1 საჯ); 17 ურჯუკაშვილი; 15 ზედგინიძე (2 საჯ); 14 მაჩხანელი; 12 ხამაშურიძე; 11 ზიბზიბაძე, ა.გიორგაძე, ლაბაძე; 10 არჩილ ქავთარაშვილი, ცაბაძე; 9 ჯიმშელაძე; 8 კაცაძე, უდესიანი (2 საჯ); 7 შველიძე, დავით დადუნაშვილი, დავით კაჭარავა; 6 ნიკო იურინი, ბადრი ხეხელაშვილი; 5 დავით ბოლღაშვილი, დიდებულიძე, შკინინი, ზვიად მაისურაძე, ურუშაძე, აბუსერიძე

<<    ქულა (მარტო დამრტყმელები)

320 (9ლ 61გ 48ჯ 3ა)   ჯიმშელაძე
284 (17ლ 41გ 38ჯ ა)   ურჯუკაშვილი
124 (2ლ 30გ 17ჯ ა)    კვირიკაშვილი
105 (3ლ 9გ 22ჯ 3ა)    ნუგზარ ძაგნიძე
  67 (3ლ 11გ 8ჯ 2ა)    ლაშა მალაღურაძე
  63 (2ლ 10გ 7ჯ 4ა)    კახა მაჩიტიძე
  62 (3ლ 4გ 13ჯ)         შოთა მოდებაძე
  53 (6ლ 4გ 3ჯ 2ა)      იურინი
  49 (      8გ 10ჯ ა)      ბარკალაია
  43 (ლ 7გ 8ჯ)            ბობა კვინიხიძე

<<    19 კაპიტანი

32 ილია ზედგინიძე; 15 ირაკლი აბუსერიძე; 12 ზურაბ მჭედლიშვილი, ლევან ცაბაძე; 11 დიმა ობოლაძე; 7 ნუგზარ ძაგნიძე; 3 ოლეგ ლიპარტელიანი (პირველი!) პალიკო ჯიმშელაძე, ბესო უდესიანი; 2 გია ლაბაძე, ვასილ კაცაძე, დავით ბოლღაშვილი; 1 ალეკო ხვედელიძე, თამაზ ფხაკაძე, გია რაფავა, ვანო ნადირაძე, ბესიკ ხამაშურიძე, ვიქტორ დიდებულიძე, გოდერძი შველიძე

<<< >>>