არეკნით გასრულებული სლემი

   ელიტარული "ექვსი ერი" 1985 წლის აქეთ პირველად მოიგო ირლანდიამ და თან სლემი მიითვალა, ანუ ყველა მეტოქე ძლია. ბოლო, მეხუთე რაუნდში "სამყურებმა" სტუმრად თრილერი მოუგეს შარშანდელ ჩემპიონ უელსს, ვინც მეოთხე საფეხურამდე დაეშვა, მეორე ადგილზე კი, შოტლანდიისთვის "კალკუტის თასის" წართმევით, ინგლისმა დააფინიშა.

ირლანდია ბობოლათაგან ყველაზე უიღბლო გუნდია. სლემი ზურმუხტოვან კუნძულს აქამდე ერთადერთხელ, 1948 წელს, დიადი ჯეიქ ქაილის ყოჩობით გაეხერხებინა, ამ საუკუნეში კი სამჯერ (2001 2006 2007) დაეკარგა ჩემპიონობა გატანილ-გაშვებულის უარესი სხვაობის გამო, თუმცკი სამჯერვე (2004 2006 2007) აეღო სამივე ბრიტი მეზობლის ჯობნისთვის სარგო "სამი გვირგვინი" (თრიფლ ქრაუნ)

უსლემო ნავსი 61 წლის თავზე, აწ უკვე 83 წლის ქაილის თვალწინ გატყდა. კელტური ჯახის პირველი ტაიმი ტაქტიკურ ჭიდილში გაილია, მეორეში კი ირლანდიას ბლიცი რომ გამოუვიდა და წინ გვარიანად გაიჭრა, 13 ქულით მოგების მდომმა უელსმა თავზე ხელი აიღო და ორჯერ ახლოსაც იყო სლემის ჩაფლავებასთან, მაგრამ ბოლოს ფორტუნამ მაინცა და დამსახურებულად, სტუმრებს გაუღიმა.

ხეირის ხაზამდე

უელსს მოთელვაზე გამოაკლდა 8 ნომერი ენდი პაუელი. პოლ ოქონელის წყალობით ირლანდიამ მეტოქეს დერეფანში 7-ჯერ აართვა ბურთი. სამაგიეროდ, "ურჩხულებს" ლამის სამჯერ მეტი (14/5) ჯარიმა ერგოთ. გამარჯვების გოლი არეკნით გაიტანა "ხუთი/ექვსი ერის" ყველა დროის საუკეთესო მექულემ, რონან ოგარამ, მაგრამ მანვე მე-2 წუთზე დაახაია ჯარიმა, რომელიც ფეხბურთული წაწოლით გამოსტყუა რეფს და რასაც მორკინალთა შეხლა-შემოხლა მოყვა.

უელსმა პირველ ტაიმში ბევრი და ამაოდ იპასავა ხეირის ხაზის გადაკვეთამდე, მაგრამ ოგარა მაინც დაადედლა და ორი ტაქტიკური დარტყმა გააცუდებინა. კარგი გარღვევა მოაწყო გორდონ დარსიმ და ერთხელაც შეინ ვილიამსი თავის ლელოში ალყაში მოექცა, მთავარი კი ის მოხდა შესვენებამდე, რომ ლი ბერნი დაშავდა, 15 ნომრად გევინ ჰენსონმა დაიხია და სთივენ ჯოუნზმა დასკვნით ათ წუთში, 23 და 48 მეტრიდან შეაგდო თითო ჯარიმა (6:0)

მბოჭავებს მოერია

მეორე ტაიმი თომი ბოუს გარღვევითა და ოგარას გადაკიდებით დაიწყო. კიდეზე გადასულ მარკ ჯოუნზს რეფმა ალალი არ უბოძა, დერეფნიდან კი ირლანდიამ მოთმინებით მართა რაქები კარის ხაზზე, რაც იმით დასრულდა, რომ ვარსკვლავმა ბეკმა (!) ბრაიან ოდრისკოლმა ზედახორაში ხაზს იქეთ გადადო და უკანვე გადმოდო ბურთი. თამაშის განახლების შემდეგ ოგარას გადაკიდებულს აცდა ჰენსონი, გაჭენებულ ბოუს კი შეინმა ოდენ გამოკრა (14:6)

ბოლო მეოთხედის წინ უელსმა დერეფანში მოპოვებული წყვილი ჯარიმით ორამდე შეამცირა ჩამორჩენა. 68-ე წუთზე ჰენსონმა 50 მეტრიდან ვერ უწია კარს, მაგრამ მარკის გარღვევა პიტერ სთრინგერმა ზედ ლელოსთან შეაჩერა კოჭში მიწვდომით. შემდეგი დერეფნიდან გაქანდა 9 ნომერი (!) მაიკ ფილიპსი და გზად ოთხ მბოჭავს მოერია, სთივენმა კი არეკნი დაკრა (15:14)

განქიქებას გაუძლეს

უელსი სთივენმავე დაღუპა - კიკოფის მიღებისას 22-ის გარედან შიგნით ნაპასევი კიდეზე პირდაპირ დაარტყა. ირლანდიამ ისევ აგორა მოლები, განზე სვლით კარის პირდაპირ გადაინაცვლა და ოგარამ 77.45-ზე საჩემპიონო არეკნი შეაგდო. უელსმა ბოლოჯერაც შეუტია და ჯეელმა ოღრაშმა ბარნსმა 79.25-ზე რაქში ხელის თამაშისთვის დააჯარიმა ორი სტუმარი, მაგრამ სთივენის მიერ 48 მეტრიდან დარტყმულს ხარიხამდე ერთი მეტრი დააკლდა.

უელსმა მარცხი იქვე დაიტირა, ტიტულების მოგებას უჩვევი ირლანდია კი ისე მოინუსხა, რომ მედლების, "სამი გვირგვინის" სინისა და საჩემპიონო თასის მისაღებად ძლივს გამოერკვა. სამადლობელ სიტყვაში დიდ გამარჯვებას დანატრებულმა ოდრისკოლმა ფანობას შეახსენა, თუ გუნდმა ბოლო წელიწად-ნახევარში რარიგ განქიქებას გაუძლო, ოქონელი კი გამოტყდა, მეგონა, ბოლო ჯარიმა გავიდოდა და კიდევ წავაგებდითო.

მეოთხე ვაითვოში

"კალკუტის თასისთვის" ინგლისი და შოტლანდია 1878 წლიდან რაგბობენ. სქოთებს თვიქნემში 1983 წლის შემდეგ ვერ მოეგოთ. მათ ორივე ტაიმი ყოჩაღად დაიწყეს და ბოლო მეოთხედში ჩამორჩენა ექვსამდეც დაიყვანეს, მაგრამ სულ ეგ იყო: ინგლისმა ათი ფაზა აკინძა და დენი ქეამ 35 მეტრიდან გაიტანა არეკნი, შერკინებაში მიწოლის აკრძალვის შემდეგ კი დელონ არმითიჯმა მეთიუ თეითი გააქცუნა. მანამდე, 18:9-ზე, ტობი ფლადმა 22 მეტრიდან დაახაია ჯარიმა, მაგრამ პირველ ლელოზე, რიკი ფლუთთან წაბურთავებით, ფრთაზე კი დაგეზა უგო მონიე.

წინა რაუნდში ინგლისის მიერ განადგურებულმა საფრანგეთმა მზიან რომაულ დარში გააბურთავა იტალია, ვისაც ათ წელში მეოთხედ და პირველად 2005 წლის აქეთ, შეემთხვა "ვაითვოში", ანუ ყველა თამაში წააგო. ფრანგთა პირველ ლელოზე იანიკ ჟოზიონმა იხელთა აბრაგანი და დალალა სებასტიან შაბალმა გადათელა ანდრეა მარკატო; მეორეზე ფრანსუა ტრენ-დიუკმა დერეფნიდან ფინტების კორიანტელი დააყენა, მეოთხეზე კი მაურო ბერგამასკომ შეცდომით უპასა სედრიკ ემონსს.

>>>    ექვსი ერი. მეხუთე რაუნდი

<<    იტალია 8:50 საფრანგეთი

იტა: მარკატო რუბინი კანალე მკ.ბერგამასკო პრატიკეტი (კარტაროლი 49) <10-9> მაკლეინი (ორკერა 73, სპარალინი 80+) გრიფენი (კანავოზიო 67) / პერუჯინი გირალდინი ნიეტო (კასტროჯოვანი 59) დელაპე (დელფავა 56) ბორტოლამი (სოული 69) ძანი მა.ბერგამასკო პარისე კაპ! - ლ: პარისე; ჯ: მარკატო

სფრ: ტრაი მედარი ფრიცი (ბასტარო 61) ჟოზიონი ემონსი (მალზიო 72) <10-9> ტრენ-დიუკი პარა (მიშალაკი 53) / ბარსელია შარჟევსკი (სერვა 53) მარკონე (დომინგო 51) ნალე კაპ! (ტიონი 72) შაბალი; დიუზოტუარი ბონერი არენორდოკი (პიკამოლი 64) - 7ლ: შაბალი ტრენ-დიუკი მედარი (3 6) ემონსი დომინგო მალზიო; 3გ 3ჯ: პარა

რეფ როლანი (ირლ) რომი, ფლამინიო (27 650)

0:3(7) 0:6(15) 3:6(23) 3:13(26) 3:18(29) 3:25(33) /
3:32(43) 3:35(48) 3:40(55) 8:40(58) 8:45(70) 8:50(76)

<<    ინგლისი 26:12 შოტლანდია

ინგ: არმითიჯი კვეიტო თინდოლი ფლუთი მონიე (თეითი 48) <10-9> ფლადი (გუდი 74) ელისი (ქეა 17) / შერიდანი მირსი (ჰართლი 74) ვიქერი (ჯლნ.ვაითი 14, ვეღარავინ! 76) ბორსვიქი კაპ! შოუ (ქენედი 58) კროფთი (ჰესქელი 74) ვორსლი ისთერი - 3ლ: მონიე ფლუთი თეითი; გ 2ჯ: ფლადი; ა: ქეა

შტლ: პატერსონი დენიელი (საუსველი 76) მ.ევანსი მორისონი თ.ევანსი (დელუკა 44) <10-9> გოდმენი ბლერი კაპ! (კაზიტერი 68) / დიკინსონი (ლოუ 76) ფორდი (ჰოლი 57) მარი; ჯსნ.ვაითი (ჰაინსი 57) ჰემილტონი; სთროქოში გრეი თეილორი (ბრაუნი 41) - 4ჯ: პატერსონი (1 2 4) გოდმენი (3)

რეფ იონკერი (აფრ) ლონდონი, თვიქნემი (80 688)

0:3(9) 5:3(23) 12:3(31) 15:3(40+2) /
18:3(42) 18:6(46) 18:9(51) 18:12(67) 21:12(73ა) 26:12(78)

<<    უელსი 15:17 ირლანდია

უელ: ბერნი (რობერთსი 31) მ.ჯოუნზი შენკლინი ჰენსონი შ.ვილიამსი <10-9> სთ.ჯოუნზი ფილიპსი / ჯენქინსი რისი (ბენეთი 57) ად.ჯოუნზი; გოფი (ჩარტერისი 57) ავ.ჯოუნზი; დფ.დოუნზი მ.ვილიამსი რ.ჯოუნზი კაპ! - 4ჯ ა: სთ.ჯოუნზი

ირლ: ქარნი (მერფი 67) ბოუ ბ.ოდრისკოლი კაპ! დარსი ფითსჯერალდი (პ.ვოლესი 77) <10-9> ოგარა ოლირი (სთრინგერი 70) / ჰორანი ფლენერი (რ.ბესთი 67) ჰეისი (ქორთი 24-27) ოკალაჰენი ოქონელი; ფერისი (ლიმი 7) დ.ვოლესი ჰიზლიფი - 2ლ: ოდრისკოლი ბოუ; 2გ ა: ოგარა

რეფ ბარნსი (ინგ) კარდიფი, მილენიუმი (74 645)

3:0(33) 6:0(39) /
6:7(44) 6:14(47) 9:14(51) 12:14(56) 15:14(75ა) 15:17(78ა) ბოლო (80+1)

საბოლოო  

ქ  

მ-წ  

სხვ  

გატ:გაშ

ირლანდია   10   5-0   +48   121:  73
ინგლისი   6   3-2   +54   124:  70
საფრანგეთი 6   3-2   +23   124:101
უელსი   6   3-2   +19   100:  81
შოტლანდია 2   1-4   -23     79:102
იტალია   0   0-5   -121     49:170

>>>    ირბ-ის რეიტინგი

(23/03)  1 ახალი ზელანდია 9268, 2 სამხრეთი აფრიკა 8945, 3 ავსტრალია 8586, 4 ირლანდია 8327, 5 არგენტინა 8156, 6 ინგლისი 8096, 7 უელსი 8059, 8 საფრანგეთი 7994, 9 ფიჯი 7524, 10 შოტლანდია 7523, 11 სამოა 7257, 12 იტალია 7123, 13 საქართველო 7039

14 ტონგა 7005, 15 კანადა 6912, 16 იაპონია 6805, 17 რუსეთი 6618, 18 რუმინეთი 6426, 19 შტატები 6355, 20 ურუგვაი 6278, 21 პორტუგალია 6216, 22 კორეა 5902, 23 ესპანეთი 5901, 24 ჩილე 5684, 25 ნამიბია 5682, 26 გერმანია 5574

პლუს-მინუსი: ირლ 129 უელ, სფრ 92 იტა, ინგ 16 შტლ
პორ 189 რუმ (22:21 გ)
საქ 73 რუს (29:21 ნ)

<<< >>>