ამათ თეფი, იმათ ჯარიმა!

   სამხრეთული ზე 14-ის მეექვსე რაუნდში ზელანდია - ავსტრალიაში მოიგეს აფრიკელმა ლიდერებმა, ბულზმა და შარქსმა; შარშანდელი ფინალის რე-მატჩში წლეულს წარუმატებლად მოასპარეზე კრუსეიდერზმა მაინც აჯობა ამბიციურ ვორათაზს; ფორმაში შესულმა ჩიფსმა კი გააბურთავა დაბნეული ბლუზი.

ბულზმა მასპინძელ ჰარიკენზზე უკეთ აუღო ალღო მეტ გოდარდის მსაჯობის სტილს. ავსტრალიელმა რეფმა ხუთჯერ შემართა ყვითელი და ერთხელაც წითელი ბარათი; გაუთავებელი სტვენით გუნდებს რაქში ჩაბმის ხალისი მოუსპო და გარკვეულ-წილად მიკერძოებაც გამოიჩინა - საცდელ წესთა სამხრეთული ვერსიის ფარგალში, კივებს მეტწილად აჯარიმებდა, იაპებს კი მსგავსი დარღვევებისთვის თეფითღა (გასათამაშებელი თავისუფალი) სჯიდა.

ბურთისთვის მიწაზე ბრძოლას აზრი რომ დაეკარგა, გუნდები ლამის სრული შემადგენლობით ხაზად გამწკრივდნენ. ჰარიკენზმა ბულზის ამგვარ დაცვას გასაღები ვერ მოარგო, ბურებმა კი ფეხით დარტყმაში აჯობეს მასპინძლებს და ლელოც გაიტანეს სხარტი, სამ-ფაზიანი შეტევით. ხუთი სინბინიდან სამით კივები დაისაჯნენ, იაპებს კი მღლეტელი დეონ სტეხმანი გაუძევეს თამაშის ბოლომდე კონრად სმითზე ჩატარებული "შუბური ბოჭვისთვის".

ავტორიტეტთა კრძალვა

შარქსს ავსტრალიის დასავლეთ კიდეზე ფორსი ვარდისფრად შემოსილი დახვდა. კიბოს პროფილაქტიკის ფონდის მხარდასაჭერად, მოედანიც მაგავე შეფერილობის ხაზებით მოინიშნა. შესვენებამდე ოზებმა ვერაფერი იხეირეს მცირედი უპირატესობით, მეორე ტაიმში კი დურბანელებმა ორივე ფრთაზე თითოჯერ გამოიჭირეს მეტოქე თერნოვერზე, რაც მულატთა - ჯეიპი პიტერსენისა და ოდვა ნდუნხანეს განავარდებით დასრულდა.

ვორათაზი სეზონში თითო გამორჩეულ მატჩს სიდნეის მთავარ ასპარეზზე, ოლიმპიურ სტადიონზე მართავს. ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონის, კრუსეიდერზის სტუმრობაზე ბლომად ხალხი მივიდა, მაგრამ იმედი გაუცრუვდა: იხილა კივთა პრაგმატული რაგბი, თავისი გუნდისა კი, შეცდომათა კასკადი და ავტორიტეტთა ჯობნის უუნარობა - რობ ჰორნს ლელოსთან გაუვარდა ბურთი, ხოლო ლოტე ტუნქირს კოჭში მიწვდა ქოლინ სლეიდი.

კრუსეიდერზმა ცოტათი, მაგრამ უსიტყვოდ მოიგო. პირველ ლელოზე სლეიდის გადაკიდებულთან ფულბეკ სემ ნორტონ-ნაითს 9 ნომერმა ენდი ელისმა მიასწრო და მერე შორს უპასა კაპიტან ქიარან რიდს, მეორეზე კი, თერნოვერიდან, სთივენ ბრეთმა საკუთარი მეოთხედიდან შეუტია, ზორბა აიზაკ როსმა 30 მეტრი ირბინა, შეტევა 8 ნომერმა თომას ვოლდრომმა და ელისმა გააგრძელეს და კარში დამიწებით დაასრულა მრავალგზის ტვინ-შერყეულმა ლიონ მაკდონალდმა.

რეფი რაქში ჩაითრიეს

ჩიფსმა ბლუზთან რისკიანად ირაგბა და ყველაფერი გამოუვიდა: ფიჯელმა "ოლ ბლექმა" სიტივენი სივივატუმ ჰეთ-თრიკი რომ შეასრულა, გუნდმა პრემია 26-ე წუთზე დაიბევა. ოკლენდელებს რაღა რჩებოდათ და თავზე ხელი მათაც აიღეს, მაგრამ მაგით რბევას ვერ გადაურჩნენ. მაყურებელმა ჯამში თოთხმეტი (14) ლელო იხილა, აფრიკელი რეფი მარკ ლორენსი კი რაქში ხომ ჩაითრიეს და თავადაც სხვა ეპიზოდში, თეფის დანიშვნისას, ცხვირში უცაბედი კვრით გაუსწორდა სტუმარ ალი ვილიამსს.

ჰაილენდერზმა ახალ წესთა მიერ წერა-გამოყვანილი "მგორავი მოლით" შეიტანა პირველი ლელო, ჩიტაზმა კი ტურნეზე ყველა, ექვსივე მატჩი წააგო, რის შემდეგაც თუ აფრიკა სამომავლოდ, 2011 წლიდან, ზე 15-ში მაინც მოითხოვს პარტნიორებზე მეტ, მეექვსე (!) გუნდს, ესენი მიუგებენ, ეგ უმწეო, ბურული კლუბი დაშალეთ და ზანგთა ბუდეში, პორტ-ელიზაბეთში შესაქმნელი გუნდი მის ნაცვლად შემოგვაძლიეთო.

ადრე რად გამოიქეცითო

რაუნდი შაბათ საღამოს, იოჰანესბერგში დასრულდა. იქაური ლაიონზი ჩიტაზზე ბევრად ძლიერი ჩანს და აგერ, ავსტრალიის ბრამბიზიც შეიწირა. ოზებმა პირველი ლელო მიამიტობით ყლაპეს: იერიშში ჩართულ ჟაკ ფურს ოვალი ხელზე რომ აუთამაშდა, მეტოქენი მონუსხულებივით დადგნენ, ლტოლვილმა კი ბურთი დაიმორჩილა და მიზანს უწია.

ბოლოსწინა წუთამდე ლაიონზი ერთით იგებდა. ბრამბიზმა თავისი 22-დან დაიწყო შეტევა და ბურთი დაკარგა, გარდასახვა კი ანდრე პრეტორიუსმა ძელს რომ მოარტყა, აფრიკელმავე რეფმა ჯონათან კაპლანმა ოზებს მიუთითა, დასაფარებლად ადრე გამოიქეცითო. ჰოდა, გამეორებითი, დაფარება-აკრძალული დარტყმით გოლი გავიდა და უპრემიოდ დარჩა ბრამბიზი, ვისაც ვეტერანი ცენტრი, სთერლინგ მორტლოქიც დაემტვრა.

>>>    ზე 14. მეექვსე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<   ჰარიკენზი$ 14:19 ბულზი

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 2ლ: 15 ტ.ელისონი, 5 ითონი; 2გ: 10 ვიპუ სბ 12 ნონუ, 7 ვოლდრომი, ითონი -

ბულ (პრეტორია აფრ) ლ: 13 ნელი; გ 4ჯ: 10 მ.სტეინი სბ 7 ვანენბერგი, 6 სტეხმანი; წბ სტეხმანი

რეფ გოდარდი (ავს)

0:3(3) 0:6(12) 7:6(17) სბ(20ბ) 7:9(29სბ) სბ(36ბ) /
7:12(42სბ) წბ(50ბ) სბ(51ჰ) 7:19(59) 14:19(80+)

<<   ჰაილენდერზი$ 32:8 ჩიტაზი

ჰლნ (დანიდინი ზელ) 5ლ: 6 თომსონი (1 4) 15 დეგი (2 5) 7* სეთეფანო; 2გ ჯ: 10 ბერქვისთი -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) ლ: 7 უეისი; ჯ: 10 პოტხიტერი

რეფ მარკსი (ავს)

0:3(10) 5:3(20) 5:8(31) /
10:8(43) 13:8(50) 20:8(59) 27:8(67პ) 32:8(78)

<<   ჩიფსი$ 63:34 ბლუზი$

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 9ლ: 11 სივივატუ (1 2 4 9) 13 კაჰუი, 9 ლეონარდი, 14 მასანგა, 6 მესამი, 12 ბრუსი; 9გ: 10 დონალდი 8, 10* დელენი -

ბლუ (ოკლენდი ზელ) 5ლ: 15 ტოიავა, 11 როკოთოკო (2 5) 13 ტუიტავაკე, 12* ჰელერი; 3გ ჯ: 10 გოპერთი

რეფ მ.ლორენსი (აფრ)

7:0(3) 7:5(5) 7:8(11) 14:8(14) 21:8(17) 28:8(26პ) 35:8(32) 35:15(40+) /
42:15(49) 42:20(51) 49:20(55) 56:20(57) 56:27(70პ) 63:27(76) 63:34(80+)

<<   ვორათაზი$ 13:17 კრუსეიდერზი

ვრთ (სიდნეი ავს) ლ: 1 რობინსონი; გ: 10 ბილი; 2ჯ: ბილი, 10* ჰალანგაჰუ -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 2ლ: 6 რიდი, 15 ლ.მაკდონალდი; 2გ: 10 ბრეთი, 11 სლეიდი; ჯ: სლეიდი სბ 5 როსი

რეფ პოლოქი (ზელ)

0:7(24) /
სბ(45კ) 7:7(48) 7:10(52) 7:17(57) 10:17(61) 13:17(65)

<<   ფორსი 10:22 შარქსი

ფორ (პერთი ავს) ლ: 14 სტენიფორსი; გ ჯ: 10 გიტო -

შრქ (დურბანი აფრ) 3ლ: 11 პიტერსენი, 14 ო.ნდუნხანე, 9 ქოქოთი; 2გ: ქოქოთი; ა: 10 ფ.სტეინი სბ 1 კარსტენსი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

3:0(10) 3:3(30ა) სბ(34შ) /
3:8(43) 3:15(58) 3:22(65) 10:22(73)

<<   ლაიონზი 25:17 ბრამბიზი

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 3ლ: 13 ფური, 9 ფერმაკი, 15 ლიუდიკი; 2გ ჯ ა: 10 ა.პრეტორიუსი სბ 6 ხრობლარი -

ბრმ (კანბერა ავს) 2ლ: 13 მორტლოქი, 5 ჩიზომი; 2გ: 15 ჯერარდი, მორტლოქი; ჯ: ჯერარდი

რეფ კაპლანი (აფრ)

0:3(2) 7:3(15) 12:3(17) სბ(33ლ) 12:10(36) 15:10(40ა) /
15:17(45) 18:17(50) 25:17(80)

<<   უქმობდნენ

სტორმერზი (კეიპტაუნი აფრ) რედსი (ბრისბენი ავს)

ადგ

 გუნდი ^იუქმა (წინაზე)

ქ  

  სხვ

  გატ:გაშ

მ-წ*ფ

 

პრ

1

^ბულზი აფრ (1)  

22   +62   141:  79   5-0   14   2
2

შარქსი აფრ (3)  

21   +31   137:106   5-1   16   1
3

ვორათაზი ავს (2)  

19   +16   110:  94   4-2   13   3
4

ჩიფსი ზელ (8)  

17   +34   143:109   3-3   20   5

5

ბლუზი ზელ (4)  

17   -20   176:196   3-3   23   5
6

^ჰარიკენზი ზელ (5)  

15   +19   117:  98   3-2   15   3
7

კრუსეიდერზი ზელ (11)

14   -4     99:103   2-3*1   14   4
8

ჰაილენდერზი ზელ (12)

13   +1   112:111   2-4   14   5
9

^ბრამბიზი ავს (6)  

13   -3   105:108   3-2   11   1
10

^სტორმერზი აფრ (7)  

12   +26   116:  90   2-3   15   4
11

ფორსი ავს (9)  

12   -21   106:127   2-3*1   12   2
12

^რედსი ავს (10)  

11   +11   102:  91   2-3   13   3
13

^ლაიონზი აფრ (13)  

10   -46     96:142   2-3   10   2
14

ჩიტაზი აფრ (14)  

2   -106     73:179   0-6   9   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეშვიდე რაუნდი [საქ დროით ^ გლობალზე ყველა ცოცხლად]

პარ 27/03   ბლუ 10.35 ვრთ

 შაბ 28/03  

ჰლნ 08.30 ბულ, კრს 10.35 სტო, რედ 13.05 ჩიფ

   შრქ 19.00 ბრმ, ლნზ 21.10 ჰრკ

[უქმობენ]

ფორ ჩტზ

<<< >>>