ასე დაგვიფრთიანდნენ

   თქმულა, ყველანი ჩვენი ბავშვობიდან მოვდივართო. იმ ბორჯღალოსანთა უმეტესობა, ვინც ამ გაზაფხულზე აგრე გაგვახარა, ათი წლის წინ სწორედ რომ მოზარდი იყო. მათგან ბევრი უკვე თამაშობდა რაგბს. ჰოდა, წლევანდელ შედეგთა დაჯამების კვალად, ახლო წარსულსაც ჩავუღრმავდით და კვლევის შედეგი განიერ, მრავლის მთქმელ ცხრილად ჩამოვქენით.

ათი წელი წიაღსვლის ზომად, სიმრგვალის გარდა, იმიტომაც ავიღეთ, რომ მოგვეპოვება მაგ ხანის ბეჭდური წყარო - დავით კილასონიას თაოსნობით გამოცემული, 52-გვერდა ფერადი ალმანახი "საქართველოს რაგბეთი", რომელშიც წინა წელს გამართული უკლებლივ ყველა შეჯიბრია გაშუქებული და ქართული გუნდების ფოტოებიცაა მოტანილი მათზე აღბეჭდილთა ვინაობის მითითებით.

ბორჯღალოსანთა მიერ წელს გამართულ ხუთ მატჩში (4-0*1, 170:80) ავსტრალიელმა მწურთნელებმა 28 კაცი ათამაშეს. მათ დავუმატეთ ორი ჯეელი, რომლებიც ნაკრებში ნაღდად მოხვდებოდნენ, ტრავმასა და შვიდკაცას რომ არ შეეშალა ხელი. ასე შედგა 30-ეული. 1-დან 22-მდე ნომრები ისე ჩამოვარიგეთ, როგორც გუნდს რუსეთთან გადამწყვეტ რკენაში ეწერა, სხვები კი ამპლუის მიხედვით დავალაგეთ.

მუშაობის შედეგი

30 რჩეულიდან "რაგბეთში" ოცდა ერთის (!) სურათს მივაგენით. ოთხი ვეტერანი - გია ლაბაძე, მალხაზ ურჯუკაშვილი, აქვსენტ გიორგაძე და ილია ზედგინიძე ნაკრებში უკვე თამაშობდა და "გუმარის" გავლით საფრანგეთში გადაბარგდა. მათგან ჟურნალში წერია, მაგრამ არ ხატია მხოლოდ ღვაწლ-მოსილი კაპიტანი ილო, სხვა სამი კი ბორჯღალოსანთა შორი ხედიდან ძლივს "ამოვწიეთ", რისთვისაც მდაბალი ბოდიში მოგვითხოვია.

რვა ბორჯღალოსანი, კალათბურთიდან მოსული მამუკა გორგოძის ჩათვლით, ათი წლის წინ რაგბს ჯერაც არ თამაშობდა. სამაგიეროდ, ნაკრების ყველა ბეკი (ირაკლი ჩხიკვაძის გარდა) ბავშვობიდანაა მორაგბე, რაც ჩვენში მეოთხედი საუკუნის წინ დაწყებული მუშაობის შედეგია და ეგეც კანონზომიერია, რომ შვიდი რჩეული წარმოადგენს "ლელოს", ვისაც ამ საქმის პიონერი, ბათუ კევლიშვილი თავკაცობს.

წიგნები მზადდება

ქართული რაგბის თემი ფირზე გია ახალაძემ აღბეჭდა 1998 წლის მეორე ნახევარში და ამით მომავალ ბორჯღალოსანთა ბავშვური სახეები შემოგვინახა. "მეკო" კვირიკაშვილი და "ცოფი" ბარკალაია 15-წლამდელთა ლელოში აქეთ-იქეთ, ბურთებს დაბჯენიან; "ქოქოსა" ხმალაძე და "კოჭო" თოდუა ხელიხელ გადახვეული დაცუცქულან 11-წლამდელებში, "მალაღურა" და "კაჭი" კი გვერდიგვერდ სხედან "ლოკომოტივის" ძველი სტადიონის ტრიბუნაზე, 13 წლის ყოჩებში.

ჟურნალი იმ დღეს გამოიტანეს სტამბიდან, რეპეშაჟში ტონგა ძლივს რომ ვძლიეთ და მსოფლიო თასზე ვერ გავედით. მას აქეთ ორჯერ მოვიგეთ "ერთა თასი", ოთხჯერ ანთიმოზ ივერიელისა, ჩვენს ექვსეულში ხუთჯერ დავასრულეთ სეზონი პირველ ადგილზე, ორჯერ ვირაგბეთ მსოფლიოზე და სამჯერაც შვიდკაცაზე.

ამდენად საწყენია, რომ მსგავსი ლიტერატურა ჩვენში მეტად აღარ გამოცემულა. ერთი კია, შემოდგომაზე რომ უსრულდება ქართულ რაგბსა და "ყოჩებს" 50 წელი, ორი წიგნი - ცალკე ბორჯღალოსნებზე და ცალკეც მატიანის ტიპისა, მზადდება და იმედია, მათ წელსვე იხილავს ცნობარებს დანატრებული მკითხველი.

>>>    წლევანდელი ბორჯღალოსნები ათი წლის წინ, "საქართველოს რაგბეთის" მიხედვით

თითოეულ მოთამაშეს უწერია, თუ რომელ მეტოქესთან რამდენი წუთი ითამაშა;
რამდენი ქულა მოკრიფა და რამდენჯერ იჯდა სინბინში

#

სახელი და გვარი       ასაკი

გერ  

პორ  

ესპ  

რუმ  

რუს  

სულ  

`სბ  

   კერა  

მოძღვარი

3  

გოდერძი შველიძე  

31  

80  

60  

54  

70  

70  

334  

0  

ასკ  

ლევან მგელაძე,
დათო კაკაბაძე

5   ლევან დათუნაშვილი  

26  

-   -   82   78   70   230   0   მგლები   გია ჯავახიშვილი
 
6   გია ლაბაძე  

36  

13   94   82   89   82   360   5   გუმარი   გურამ მოდებაძე,
დიმა ობოლაძე
7   გიორგი ჩხაიძე  

28  

67   94   53   83   82   379   0   ლელო   გიზო ურუშაძე,
ბათუ კევლიშვილი
9   ირაკლი აბუსერიძე

32  

69   94   57   78   82   380   5   ასკ   ლევან მგელაძე,
დათო კაკაბაძე
10   ლაშა მალაღურაძე  

23  

69   94   76   89   72   400   33`2   ყოჩები   ნუგზარ მალაღურაძე
 
11   მალხაზ ურჯუკაშვილი

29  

-   -   -   89   82   171   10   გუმარი   გურამ მოდებაძე,
დიმა ობოლაძე
12   ირაკლი გიორგაძე  

27  

62   34   57   -   82   235   0   აია   დიმა ფულარია
 
13   დავით კაჭარავა  

24  

80   94   82   89   82   427   15   ყოჩები   ნუგზარ მალაღურაძე
 
14   ირაკლი მაჩხანელი  

28  

80   94   82   79   82   417   20   აკადემია   გია ღლონტი,
პაატა ნარიმანაშვილი
15   მერაბ კვირიკაშვილი  

26  

80   94   -   89   82   345   25   ლელო   ლევან მაისაშვილი,
ბათუ კევლიშვილი
18   რატი ურუშაძე  

34  

55   15   29   89   12   200   0   ყოჩები   მალხაზ ჭეიშვილი,
არჩილ ლაგოშვილი
20   ბიძინა სამხარაძე  

26  

11   0   25   11   0   47   0   მგლები   გია ჯავახიშვილი
 
21   სანდრო თოდუა  

22  

-   -   16   14   0   30   0   ლელო   ბათუ კევლიშვილი
 
22   ოთარ ბარკალაია  

25  

11   0   82   10   0   103   2   ლელო   ლევან მაისაშვილი,
ბათუ კევლიშვილი
23   აქვსენტ გიორგაძე  

33  

35   71   61   -   -   173   0   გუმარი   გურამ მოდებაძე,
დიმა ობოლაძე
25   კახაბერ უჩავა  

32  

80   79   -   11   -   170   0   ასკ   ლევან მგელაძე,
დათო კაკაბაძე
26   თედო ზიბზიბაძე  

29  

18   60   25   75   -   178   0   აია   ბათლომე ხამაშურიძე,
დიმა ფულარია
28   გიორგი შკინინი  

26  

-   94   -   -   -   94   0   ხულიგანა მამუკა ტყეშელაშვილი
 
29   სიმონ მაისურაძე  

23  

-   -   -   -   -   -   -   ხულიგანა ირაკლი კეკელიძე
 
30   ლაშა ხმალაძე  

21  

-   -   -   -   -   -   -   ლელო   ბათუ კევლიშვილი
 

 ალმანახის ფოტოებზე არ არიან აღბეჭდილი [* უკვე თამაშობდა]

1  

დავით ხინჩაგიშვილი  

27  

48  

94  

82  

82  

82  

388  

5  

ლოკომოტ

თემურ ბენდიაშვილი,
დათო ჩავლეიშვილი

2   ირაკლი ნატრიაშვილი  

25  

45   23   21   78   82   249   5`1   რუსთავი   დათო კაკაბაძე,
ზაზა ხუციშვილი
4   ილია ზედგინიძე  

33  

80   94   72   -   82   328   5   *გუმარი   გურამ მოდებაძე,
დიმა ობოლაძე
8   მამუკა გორგოძე  

25  

80   94   63   82   82   401   25   ლელო   ლევან მაისაშვილი,
ბათუ კევლიშვილი
16   ანტონ ფეიქრიშვილი  

22  

-   -   -   7   0   7   0   ხულიგანა ზურაბ დუგლაძე,
მამუკა ტყეშელაშვილი
17   დუდუ ქუბრიაშვილი  

23  

-   24   28   25   12   89   0`1   ლელო   ლევან მაისაშვილი,
ბათუ კევლიშვილი
19   დიმიტრი ბასილაია  

24  

25   0   29   7   0   61   0   ფოთი/
არმაზი  
ამირან შავგულიძე /
ირაკლი იმნაძე
24   დავით ზირაქაშვილი  

26  

32   -   -   -   -   32   5   რუსთავი   დათო კაკაბაძე,
ზაზა ხუციშვილი
27   ირაკლი ჩხიკვაძე  

22  

80   -   76   -   -   156   10   აია/
რუს13კ
მალხაზ ჩხეტიანი /
ევგენი კლებანოვი

<<< >>>