მანსთერულად გარდაისახნენ

   ელიტარულმა "ექვსმა ერმა" პირველი ათწლეული ოთხი ჩემპიონით გაასრულა: თასი ოთხჯერ შემართა საფრანგეთმა, სამჯერ ინგლისმა, ორჯერ უელსმა და ერთხელაც ირლანდიამ, ვინც წლეულს 1985 წლის აქეთ პირველად იფალავნა და ოდენ მეორედ შეასრულა სლემი, ანუ 100-პროცენტიანი შედეგი გაახერხა.

ოდინდელი "ხუთი ერის" ბოლო ჩემპიონი შოტლანდია იყო. საუკუნეთა შესაყარზე დასს იტალია დაემატა და ტურნირი "ექვს ერად" იქცა. ლათინებმა 50 მატჩიდან სულ ექვსი მოიგეს (შოტლანდია-უელსთან) და სეზონი ოთხჯერ დაასრულეს ნული ქულით, მაგრამ თანამედროვე ზეპური რაგბის მოწყობა ისე უსამართლოა, რომ მაჩანჩალას ელიტიდან არავინ დაითხოვს და არც სხვას მიეცემა აძურის ჩანაცვლების შანსი.

ირლანდია წლევანდლამდე ქულათა ჯამით მეორე ადგილზე იყო, მაგრამ პირველ ადგილს კი ვერასგზით შეწვდენოდა. ბოლო, 2007 წლის მსოფლიო თასზე სამყურებმა ისე უფერულად ირაგბეს, რომ 2011 წლისთვის კინაღამ შესარჩევებში ამოყვეს თავი, მაგრამ დაინიშნა მწურთნელად "ჰაინეკენის თასის" ორგზის მფლობელის, მანსთერის გურუ დექლან ქიდნი და ნაკრებიც გარდაისახა: გულ-გატეხილი ვეტერანები ხალისით ათამაშდნენ და მათ ჯეელებმაც აუბეს მხარი.

ლელოს გაუშვებლად

ერთმა ბებერმა, ბრაიან ოდრისკოლმა ხუთიდან ოთხ მატჩში გაიტანა ლელო და ინგლისთან არეკნიც შეაგდო. მეორეს, რონან ოგარას ალაგ-ალაგ კი მოეშალა სამიზნე, მაგრამ ტაქტიკურად გამართულად მიყავდა თამაში და უელსთან სლემის მომტანი არეკნიც დაკრა. მესამე, პოლ ოქონელი დერეფნის მეუფე და შერკინების ყოჩი იყო, კიდევ ერთმა, ბურჯმა ჯონ ჰეისმა კი შავი სამუშაო ასრულა.

ირლანდიას კენტ წლებში ხელსაყრელი კალენდარი აქვს: გრანდებს, ინგლისსა და საფრანგეთს მასპინძლობს, მაგრამ შანსი ახლაღა გამოიყენა. ჩემპიონმა ზე-პრაგმატული, ირბ-ის მიერ საცდელად შემოღებული 13 წესით ნაკარნახევი რაგბი ითამაშა და მიზანს მტკიცე დაცვით ეწია: სამ გასვლაზე ლელო ეგრეც არ გაუშვია!

მოხსნიან ჰედენს?

ირლანდიისგან განსხვავებით, ფრანგებს ლელო ყველამ დაუდო და უელსსაც, იტალიის გარდა, ასევე ყველამ. სულ 15 მატჩში 56 ლელო მოგროვდა, რაც შარშანდელ 50-ზე მეტია, მაგრამ მაშინ აძური ვერავინ დაარბია. ლათინები თავად აღიარებენ, რომ მათი დაძაბუნება მთავარი შესატევი იარაღის, მოლის როლის დაკნინებას მოყვა, მაგრამ სრულიად რაგბეთი მაგასაც აღიარებს, რომ იტალიის 8 ნომერი სერჯო პარისე ძაან კლასიანი მოთამაშეა.

მეორე ადგილი დამსახურებულად დაიკავა ინგლისმა, ვისაც მსაჯები თავიდან კრიჭაში ედგნენ და სინბინებით წამლობდნენ. ამაზე პომებმა ერთი ამბავი ატეხეს და თუმც ირბ-დან საყვედური მიიღეს, დამოკიდებულება რეფებმაც შეცვალეს. მარტინ ჯონსონის ხელქვეით ბოჭვით შეახსენა ფანობას თავი ჯო ვორსლიმ, ხაზში კი არა-თეთრებმა, რიკი ფლუთიმ და დელონ არმითიჯმა მოიკიდეს ფეხი.

საფრანგეთი წელსაც გამოცანა იყო, ოღონდაც უწინდელზე უფრო უღიმღამო და არა-სტაბილური, რაც უთუოდ მწურთნელის, მარკ ლივრმონის ბრალია. ეტყობა, ზელანდიელი ვორენ გეთლენდის ხელშიც ამოიწურა შარშანდელი სლემოსნის, უელსის რესურსი, რაღაი ძნელად, რომ ჩვენს დროში ბურთის ჩათამაშ-ჩამოთამაშებით ხაზი გაჭრა, შოტლანდიის მოძღვარ ფრენკ ჰედენს კი აპრილში ალბათ მოხსნიან.

>>>    ექვსი ერი 2009

  7/02 ინგლისი - იტალია   36:11   5-1
   ირლანდია - საფრანგეთი   30:21   3-2
  8/02 შოტლანდია - უელსი   13:26   1-4

14/02  

საფრანგეთი - შოტლანდია

22:13  

1-1

   უელსი - ინგლისი   23:15   1-2
15/02   იტალია - ირლანდია   09:38   0-5

27/02  

საფრანგეთი - უელსი  

21:16  

2-1

28/02   შოტლანდია - იტალია   26:06   2-0
   ირლანდია - ინგლისი   14:13   1-1

14/03  

იტალია - უელსი  

15:20  

0-2

   შოტლანდია - ირლანდია   15:22   0-1
15/03   ინგლისი - საფრანგეთი   34:10   5-2

21/03  

იტალია - საფრანგეთი  

08:50  

1-7

   ინგლისი - შოტლანდია   26:12   3-0
   უელსი - ირლანდია   15:17   0-2

<<  კიბე  

  

სხვ  

გატ:გაშ  

მ-წ  

  

რეიტინგი

ირლანდია   10   +48   121:73   5-0   12- 3   4(8)   +482
ინგლისი   6   +54   124:70   3-2   16- 5   6(6)   +10
საფრანგეთი 6   +23   124:101   3-2   14-11   8(7)   +45
უელსი   6   +19   100:81   3-2    8- 7   7(5)   -44
შოტლანდია 2   -23   79:102   1-4    4- 9   10(9)   -153
იტალია   0   -121   49:170   0-5    2-21   12(11) -341

<<    ლელო

4  ბრაიან ოდრისკოლი (ირლ) რიკი ფლუთი (ინგ)

3  დელონ არმითიჯი (ინგ) მაგზიმ მედარი (სფრ)

2  ლუკ ფითსჯერალდი, ჯემი ჰიზლიფი, თომი ბოუ (ირლ)
    ჰარი ელისი, მარკ კვეიტო (ინგ)
    სედრიკ ემონსი, ჟიულიან მალზიო (სფრ)
    ლი ჰაფ-პენი, შეინ ვილიამსი, თომ შენკლინი (უელ)

<<    ქულა  

ჯამი

  

  

  

რონან ოგარა (ირლ)   56   0   10   10   2
კრის პატერსონი (შტლ)   45   0   3   13   0
სთივენ ჯოუნზი (უელ)   44   0   1   13   1
ლიონელ ბოგზისი (სფრ)   28   0   2   6   2
მორგან პარა (სფრ)   26   0   4   6   0
ბრაიან ოდრისკოლი (ირლ) 23   4   0   0   1
თობი ფლადი (ინგ)   22   0   5   4   0
ენდი გუდი (ინგ)   21   1   5   1   1
რიკი ფლუთი (ინგ)   20   4   0   0   0
დელონ არმითიჯი (ინგ)   18   3   0   1   0
ლუკ მაკლეინი (იტა)   18   0   0   6   0
ანდრეა მარკატო (იტა)   18   0   0   6   0
მაგზიმ მედარი (სფრ)   15   3   0   0   0
ფილ გოდმენი (შტლ)   14   0   1   4   0
ლი ჰაფ-პენი (უელ)   13   2   0   1   0
ჯეიმზ ჰუქი (უელ)   13   0   2   3   0

<<    სინბინი

რონან ოგარა (ირლ)
შეინ გერათი, ჯეიმზ ჰესქელი, მაიკ თინდოლი, ენდი გუდი, დენი ქეა, ფილ ვიქერი (ინგ)
მარტინ ვილიამსი (უელ)
ჯეფ ქროსი (შტლ)
ანდრეა მაზი, სალვატორე პერუჯინი (იტა)

<<    "პლანეტ რაგბის" მკითხველთა რჩეული
(სადაურობის მიუთითებლად: ირლ)

15 ლი ბერნი (უელ) 14 თომი ბოუ, 13 ბრაიან ოდრისკოლი, 12 რიკი ფლუთი (ინგ) 11 ლუკ ფითსჯერალდი; 10 სთივენ ჯოუნზი (უელ) 9 მაიკ ფილიპსი (უელ) / 1 გეთინ ჯენქინსი (უელ) 2 დიმიტრი შარჟევსკი (სფრ) 3 ჯონ ჰეისი; 4 ალუნ-ვინ ჯოუნზი (უელ) 5 პოლ ოქონელი; 6 სთივენ ფერისი, 7 დევიდ ვოლესი, 8 სერჯო პარისე (იტა)

<<    "პლანეტ რაგბის" მენცართა რჩეული

15 ბერნი, 14 ბოუ, 13 ოდრისკოლი, 12 ფლუთი, 11 თომ ევანსი (შტლ) 10 რონან ოგარა (ირლ) 9 ფილიპსი / 1 ჯენქინსი, 2 შარჟევსკი, 3 ადამ ჯოუნზი (უელ) 4 ავ.ჯოუნზი, 5 ოქონელი; 6 ემანოლ არენორდოკი (სფრ) 7 ვოლესი, 8 პარისე

<<    ათი წლის ჯამი

2000-2009  

მ-წ*ფ  

  

  

ს-ვ

საფრანგეთი   36-14   72   4   2-0
ირლანდია   36-14   72   1   1-0
ინგლისი   33-17   66   3   1-0
უელსი   23-25*2   48   2   2-1
შოტლანდია   14-35*1   29   0   0-1
იტალია     6-43*1   13   0   0-4

ჩ ჩემპიონი; ს სლემი (10ქ); ვ ვაითვოში (0ქ)

<<< >>>