აფრიკა დაწინაურდა

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეხუთე, გამორჩეული, სერიაში ერთადერთი 24-გუნდა, ჰონკონგის ეტაპი მოიგეს ფიჯელმა ჯადოქრებმა, რომლებსაც სახალისო რაგბის მექაში 2005 წელს კი აეღოთ მსოფლიო თასი, მაგრამ მსოფლიო სერიის ფარგალში ჩინეთში აქამდე ვერაფრით ეპირველათ.

თვის დამდეგს, დუბაიში გამართული მსოფლიო თასი სენსაციურად დასრულდა - გაიმარჯვა უელსმა, ვისაც სერიის 80 ეტაპიდან ერთიც ვერ მოეგო. ტაფიებმა ამჯერად პულში მეორე ადგილი დაიჭირეს და სინზეღა მოხვდნენ, იქ კი ნახევარფინალი წააგეს და ამდენად, 24 გუნდში მე-11 ადგილი გაიყვეს.

მსოფლიო სერიას ჰონკონგამდე ორი თანა-ლიდერი, აფრიკა და ინგლისი ჰყავდა. თავ-თავის პულში ორივემ პირველი ადგილი დაიჭირა, მეოთხედფინალში კი პომებმა ბოლო წუთზე, საკუთარ ლელოსთან დაკარგეს ბურთი და ფიჯთან დამარცხდნენ.

კიდიდან ვერ გარდასახა

აფრიკას სამოამ ნახევარფინალში თავიდან არეკნი შეუგდო, მაგრამ მერე ძაან ჭრელმა ბოკემ მეტოქეს შვიდკაცის ლექცია ჩაუტარა, მანამდე კი კენიამ ზელანდია შეიწირა ინოსენთ სიმიუს წყვილი ლელოთი.

ფინალში ფიჯი და აფრიკა გავიდნენ. მეტოქეებმა ოთხ-ოთხი ლელო დადეს, მაგრამ ბოკეს ყოჩმა, მზვანდილე სთიქმა ბოლო წამებზე გარდასახვა ვერ შეაგდო კიდიდან და ფიჯმა ორი წლის თავზე ისევ მოიგო სერიის ეტაპი. ერთი კია, აფრიკა შედეგით მაინც კმაყოფილი უნდა იყვეს, რადგან მდევარ ინგლისს სერიაში 16 ქულით უსწრებს.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი

V ეტაპი. 27-29/03 ჰონკონგი (ჩინ)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) აფრიკა 26:12 საფრანგეთი
(ბ) ინგლისი 26:19 უელსი
(გ) ზელანდია 17:5 ავსტრალია
(დ) არგენტინა 22:14 პორტუგალია
(ე) ფიჯი 12:12 სამოა
(ვ) კენია 19:12 შტატები

<<    მოულოდნელობანი

(ბ) უელსი 19:17 ჩინეთი
(დ) პორტუგალია 7:24 ჰონკონგი
(დ) ტონგა 12:14 ჰონკონგი

<<    თასის მეოთხედფინალი (წაგ 8ქ)

აფრიკა (ა1) 24:10 ავსტრალია (გ2)
სამოა (ე1) 15:12 არგენტინა (დ1)
კენია (ვ1) 10:7 ზელანდია (გ1)
ფიჯი (ე2) 12:10 ინგლისი (ბ1)

<<    ნახევარფინალი

სინი (წაგ 2ქ)
ტონგა (დ3) 19:10 საფრანგეთი (ა2)
კანადა (ე3) 19:10 უელსი (ბ2)

თასი (წაგ 18ქ)
აფრიკა 29:3 სამოა
ფიჯი 24:7 კენია

<<    ფინალი

ფიალა (XVII) პორტუგალია (დ4*1ქ) 14:12 ურუგვაი (ა4)
სინი (IX) ტონგა (4ქ) 14:12 კანადა (3ქ)
თასი (I) ფიჯი (30ქ) 26:24 აფრიკა (24ქ)

<<    ქულა

84  აფრიკა (2თ: დუბაი ჯორჯი)
68  ინგლისი (1თ: ველინგტონი)
62  ფიჯი (1თ: ჰონკონგი)
60  ზელანდია
56  არგენტინა (1თ: სან დიეგო)
42  კენია
34  სამოა
20  შტატები
14  ავსტრალია
  9  პორტუგალია
  8  უელსი
  4  ტონგა საფრანგეთი
  3  კანადა
  2  ქუქეთი

<<   გასამართია

04-05/04  ადელაიდა (ავს)
23-24/05  ლონდონი (ინგ)
30-31/05  ედინბურგი (შტლ)

<<   თასი (1999-2009, 81 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 14, ინგლისი 12, აფრიკა 10, ავსტრალია 4, სამოა 3, არგენტინა 2, საფრანგეთი 1

<<< >>>