ძალისმიერ ყაიდაზე

   სამხრეთული ზე 14-ის მეშვიდე რაუნდში პირველი მარცხი რომ იგემა ლიდერმა ბულზმა, აფრიკისვე შარქსი გადავიდა პირველ ადგილზე; ზედიზედ მეოთხედ გაიმარჯვა გემოზე მობურთავე ჩიფსმა, ვორათაზმა კი ოკლენდში, მეშვიდე სტუმრობაზეღა ძლია ბლუზი.

ტურნეზე მყოფი ბულზი მისსავე, ძალისმიერ სტილში დააშამათა ჰაილენდერზმა, ვინც დანიდინის კლუბია და ხანდახან ინვერქარგილშიც თამაშობს, მაგრამ ჰარიკენზმა თავისი რეგიონის მომცრო ქალაქს, პამერსთონს წლეულს რომ ცხვირი აუბზუა, იქაურებმა სანაცვლოდ სამხრეთი კუნძულის, უღიმღამოდ მორაგბე გუნდი დაპატიჟეს და მისი სივარგით ძაანაც გაიხარეს.

ჰაილენდერზმა გადაყრაზე იშვიათი აგრესია გამოიჩინა და შერკინებაშიც, ჯემი მაკინტოშის ყოჩობით, არაფერი დაუთმო ხვადაგ ბურებს. კივებმა შესვენებამდე, ზურგქარში, ფორვარდთა და ბეკთა შეწყობილი ბურთაობით ახლოდან სამი ლელო შეიტანეს, მეორე ტაიმში კი მგეზავმა მეთიუ ბერქვისთმა პრემიაც გააფორმა.

ტურნედან შინ ბარაქიანი ნადავლით მიბრუნებულმა შარქსმა ხუთი ლელო გაუტანა ბრამბიზს. ოზები პირველ წუთებში ფრთებზე ორჯერ გადარჩნენ, მერე კი პირქარში წყვილი ლელო თერნოვერიდან გაუშვეს: პირველი რორი ქოქოთის ბოჭვასა და პასს მოყვა, მეორე კი ადი იაკობსის რეიდს. მესამე მეოთხედში ჯერ მატჩის საუკეთესომ, ქოქოთმა ახლოდან დაასრულა გაჭიანურებული მიძალება, პრემიის მომტან ლელოზე კი ჰავბეკმა თავისუფალი გაათამაშა უცებ.

ჰალანგაჰუმ არგოთ

ჩიფსმა სეზონი სამი, ღირსეული (ქულიანი) წაგებით დაიწყო, მაგრამ მერე გალაღდა და ლელო ბლომად გააქვს. წლეულს ალაგ-ალაგ ასევე რაგბობს რედსი, მაგრამ კივებთან ჯიქურ მიძალებაზე გადავიდა და განადგურდა. ვაიკატოელმა სტუმრებმა შესვენებამდე გაიტანეს ხუთი (!) ლელო, მასპინძლებმა კი ისღა შეძლეს, რომ ბოლო მეოთხედში საკომპენსაციო ქულა აიღეს.

ჩიფსის ყველა ლელო ბეკთა ანგარიშზეა. პირველზე ტანერაუ ლატიმერმა წაღლიტა ქვინზლენდელებს ბურთი და სთივენ დონალდი გააქცუნა; მერე შორს მდგარმა კიდის მსაჯმა სიტივენი სივივატუს მოუგონა, დამიწებისას ბურთი დაგივარდაო, და რეფს ლელო გააუქმებინა, მაგრამ "ოლ ბლექმა" ნორმა მაინც შეასრულა და იმ, სადაო ეპიზოდში ნატკენი მაჯის დასაზოგად მოედნიდან გავიდა.

რაც პროფესიული ზე-რაგბი დაწესდა, ბობოლა სიდნეი აწ უკვე დაკნინებული ოკლენდის მოედანზე სულ აგებდა, ამჯერად კი თავიდანვე რომ აკინძა 10 და 12 ფაზა, ლელოში ახლოდან შეიჭრა 10 ნომერი დენ ჰალანგაჰუ, ვინც უფროსობამ აბორიგენი ქერთლი ბილის მაგივრად დააწინაურა. ცვლილებამ ოზებს არგოთ, რადგან ახალმა მგეზავმა, წინამორბედისგან განსხვავებით, კარშიც რიგიანად ურტყა, გამარჯვების ლელო კი საათის თავზე, მოლით გავიდა!

გაწაფული ჰარიკენზი

ბლუზს შუა პირველ ტაიმში დაემტვრა "ოლ ბლექი" ალი ვილიამსი, ბოლო ათ წუთში კი აფრიკელმა რეფმა შეტევაში ორჯერ ჩამოართვა ბურთი. ზელანდიაშივე, 7-გზის ჩემპიონმა კრუსეიდერზმა მესამედაც მოიგო და ცხრილის შუაში მოიკიდა ფეხი, მაგრამ ძალზედ უფერულად კი ებურთავა სტუმარ სტორმერზს, ვინც მეტოქეს არ ჩამორჩა ტექნიკური წუნის სიმრავლით, ხოლო ფეხოსნობაში ვერ აყვა.

სტორმერზის 8 ნომერმა, ლუკ ვოთსონმა ლელო მარტომ, ოთხი მბოჭავის მოღორებით გაიტანა, კივებმა კი შერკინებიდან ხაზით შეუტიეს და პირველივე რაქიდან, მომსხეპი პასით მიაწვდინეს ოვალი გარემარბ ადამ ვაითლოქს. მეორე ტაიმში მეტოქე კიკერებმა თითო დაახაიეს, დასკვნით ხუთ წუთში კი კრუსეიდერზმა ჯარიმით ოთხამდე გაზარდა სხვაობა.

აფრიკაში მაჩანჩალა, ოღონდაც პერსპექტიულ ლაიონზთან გაწაფულად ირაგბა ჰარიკენზმა: მეტოქის 22-ში სულ 7-ჯერ შეაღწია და მაინც ხუთი ლელო გაიტანა. კივები პირველ მეოთხედში 17:0 დაწინაურდნენ, ბოლომდე 11 წუთით ადრე კი უკვე 24:25 აგებდნენ. ფორის ლიკვიდაციამ იაპები დაღალა. ჰოდა, მა ნონუმ დაასრულა ფაზური შეტევა, მერე კი მისივე გადაკიდებული მეტოქისგან უშნოდ ასხლტა და ვილი რიპიას კერძი შეიქნა.

>>>    ზე 14. მეშვიდე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<   ბლუზი$ 22:27 ვორათაზი

ბლუ (ოკლენდი ზელ) 3ლ: 14 ტუიტავაკე, 7 ტოლოლიმა-აუვაკა, 12* ჰობსი; 2გ ჯ: 10 გოპერთი -

ვრთ (სიდნეი ავს) 3ლ: 10 ჰალანგაჰუ, 9 ბერჯესი, 2 პოლოტა-ნაუ; 3გ 2ჯ: ჰალანგაჰუ სბ 8 პალუ

რეფ იუბერი (აფრ)

0:7(8) 0:10(14) 5:10(18) 5:17(29) 8:17(33სბ) /
15:17(51) 15:24(58) 15:27(63) 22:27(69)

<<   ჰაილენდერზი$ 36:12 ბულზი

ჰლნ (დანიდინი ზელ) 5ლ: 13 შუმარკი, 12 ბაუდენი, 9 ქოუანი, 10 ბერქვისთი, 15 დეგი; 4გ ჯ: ბერქვისთი -

ბულ (პრეტორია აფრ) 2ლ: 11 ფანდერჰიფერი, 10 მ.სტეინი; გ: სტეინი

რეფ მანრო (ზელ) პამერსთონი

7:0(16) 7:5(18) 14:5(24) 21:5(33) /
28:5(49პ) 31:5(53) 31:12(58) 36:12(78)

<<   კრუსეიდერზი 11:7 სტორმერზი$

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) ლ: 14 ა.ვაითლოქი; 2ჯ: 10 ბრეთი -

სტო (კეიპტაუნი აფრ) ლ: 8 ვოთსონი; გ: 10 დევალი

რეფ ბრაუნი (ზელ)

0:7(11) 3:7(26) 8:7(33) / 11:7(76)

<<   რედსი$ 26:50 ჩიფსი$

რედ (ბრისბენი ავს) 4ლ: 2 ჰარდმანი, 12 ბარნსი, 15 მაკლინდენი, 7 ბრეიდი; 3გ: ბარნსი, 9* მაკქიბონი 2 -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 6ლ: 10 დონალდი, 11 სივივატუ (2 3) 15 მულიაინა (4 6) 11* სვინი; 4გ: დონალდი 3, 10* დელენი; 4ჯ: დონალდი სბ სვინი

რეფ სმითი (ავს)

0:5(7) 0:12(12) 0:19(15) სბ(17ჩ) 7:19(19) 7:22(25) 12:22(27) 12:25(31) 12:30(36პ) 12:37(40) /
12:40(50) 19:40(55) 19:43(58) 19:50(72) 26:50(77პ)

<<   შარქსი$ 35:14 ბრამბიზი

შრქ (დურბანი აფრ) 5ლ: 11 პიტერსენი, 15 ტერბლანშე, 9 ქოქოთი, 6 ბოთესი, 8 კანკოვსკი; 5გ: ქოქოთი სბ 2 ბ.დიუპლესი -

ბრმ (კანბერა ავს) 2ლ: 10 ლეალიფანო, 3* მაკაფუ; 2გ: 15 ჯერარდი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

7:0(15) 7:7(19) 14:7(33) /
21:7(45) 28:7(56პ) 35:7(73) 35:14(78) სბ(80შ)

<<   ლაიონზი$$ 32:38 ჰარიკენზი$

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 4ლ: 13 ფური (1 2) 7 ქლევერი, 15* ფროლიკი; 3გ 2ჯ: 10 ა.პრეტორიუსი -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 5ლ: 13 კ.სმითი (1 2) 9 მეთიუსონი, 12 ნონუ, 9* რიპია; 5გ ჯ: 10 ვიპუ

რეფ კაპლანი (აფრ)

0:7(7) 0:14(9) 0:17(15) 5:17(23) 8:17(33) 11:17(35) 11:24(40+) /
18:24(44) 25:24(50) 25:31(70პ) 25:38(77) 32:38(80პ)

<<   უქმობდნენ

ფორსი (პერთი ავს) ჩიტაზი (ბლუმფონტეინი აფრ)

ადგ

გუნდი ^იუქმა (წინაზე)

ქ  

სხვ  

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1   შარქსი აფრ (2)   26   +52   172:120   6-1   21   2
2   ვორათაზი ავს (3)   23   +21   137:116   5-2   16   3
3   ჩიფსი ზელ (4)   22   +58   193:135   4-3   26   6
4   ^ბულზი აფრ (1)   22   +38   153:115   5-1   16   2

5   ^ჰარიკენზი ზელ (6)   20   +25   155:130   4-2   20   4
6   ჰაილენდერზი ზელ (8) 18   +25   148:123   3-4   19   6
7   კრუსეიდერზი ზელ (7) 18   =0   110:110   3-3*1   15   4
8   ბლუზი ზელ (5)   18   -25   198:223   3-4   26   6
9   ^სტორმერზი აფრ (10)   13   +22   123:101   2-4   16   5
10   ^ბრამბიზი ავს (9)   13   -24   119:143   3-3   13   1
11   ^რედსი ავს (12)   12   -13   128:141   2-4   17   4
12   ^ფორსი ავს (11)   12   -21   106:127   2-3*1   12   2
13   ^ლაიონზი აფრ (13)   12   -52   128:180   2-4   14   4
14   ^ჩიტაზი აფრ (14)   2   -106     73:179   0-6   9   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მერვე რაუნდი [გლობალზე საქ დროით]

პარ 3/04   კრს 10.35 ბულ, ფორ 15.05 რედ

 შაბ 4/04  

ჩიფ 10.35 ლნზ, ვრთ 12.40 სტო

   ჩტზ 17.00 ბრმ, შრქ 19.05 ჰრკ

[უქმობენ]

ბლუ ჰლნ

<<< >>>