ტულონის მიდამოში

   რომ მოახლოვდა არა-მართლმადიდებლური აღდგომა, რაგბის ჭაბუკთა ნაკრებმა ტრადიციულად მიაშურა საფრანგეთს, რათა იქვე, ტულონის მიდამოში, ევროპის პირველობაზე იასპარეზოს. საქართველო ძველებურად "ა" ჯგუფში გამოდის და ელიტაში დასარჩენად ერთი, მეორე მატჩის მოგებაც ყოფნის.

ჩვენი გუნდი ცხრა (!) კლუბის ნაკრებია. მასში ხუთი ჭაბუკითაა წარმოდგენილი ქუთაისი; ოთხ-ოთხით ლელო და ყოჩები; სამ-სამით აკადემია და არმაზი; ორ-ორით ფოთი, უნივერსიტეტი და ივერია; და ერთითაც ლოკომოტივი.

კვირას, სტარტზე ინგლისს რომ ვხვდებით, მაგის გადამკიდე მეხუთეზე უკეთეს ადგილზე ვერ გავალთ. მეორე რაუნდში, ოთხშაბათს, გველის რკენა რუსეთთან, ვისაც შარშან, იტალიაში, 25:6 მოვუგეთ, იქეთა შაბათს კი ალბათ შევებმებით რუმინეთს, ვინც 6:5 გვაჯობა.

ამ მატჩში მეხუთე ადგილი გათამაშდება და წარმატების შანსი ფრიადი გვაქვს, რაღაი შარშან, ამავე შემადგენლობით, ფოთში, "შავი ზღვის თასზე", 35:8 დავანგრიეთ კარპატელი "მუხები".

>>>    ევროპის (18 წლამდელ) ჭაბუკთა პირველობა

<<    ა ჯგუფი (საქართველოს დროით)

მეოთხედფინალი: კვი 5/04 (17.30)
1#საფრანგეთი - 8#ბელგია, 4#იტალია - 5#რუმინეთი /
2#ირლანდია - 7#რუსეთი, 3#ინგლისი - 6#საქართველო

ნახევარფინალი: ოთხ 8/04 (17.30)

ფინალი: შაბ 11/04
VII და V (13.30) III (15.30) I (17.45)

<<    ჯეელი ბორჯღალოსნები (^ 17 წლისა)

12 ბეკი: 15 უჩა მჭედლიშვილი (ლელო) ბახვა კობახიძე^ (ყოჩები); 14/11 ვანო გაბროშვილი (აკადემია) გიორგი ონიანი (ქუთაისი) ლევან გოგოლაშვილი^ (აკად); 13/12 გიორგი მარგიანი (აკად) დავით ლოსაბერიძე (ქუთაისი) აკა ხიპაშვილი (ლელო); 10 ლუკა კვარაცხელია (ყოჩ) ზვიად ოდიშარია (ქუთ); 9 ჯიმი ღამბაშიძე (ლელო) გიორგი მისრიაშვილი^ (არმაზი) /

14 ფორვარდი: 1/3 გიორგი ვეფხვაძე (ლოკომოტივი) ზურაბ ჟვანია (ფოთი) ლევან შენგელია (ყოჩ) ლევან ჩილაჩავა (უნივერსიტეტი); 2 შალვა ჯაჯაია (ქუთ) მერაბ მატკავა (ფოთი); 4/5 გიორგი ჟღენტი (უნივ) კოტე მიქაუტაძე (არმაზი) რევაზ ჟღენტი (არმაზი); 6/7/8 ბექა ბიწაძე (ივერია) გიორგი ტყეშელიაძე (ყოჩ) გიორგი ჭყოიძე (ლელო) ლევან თხელიძე (ქუთ) ხვიჩა ბუჯიაშვილი^ (ივერ)

უფროსობა: მენეჯერი დიმიტრი ობოლაძე; მწურთნელები პაატა ნარიმანაშვილი, დავით ჩავლეიშვილი; მრჩეველი თიმ ლეინი; ექიმი კოტე კილაძე; ფიზიო გიორგი სოზიაშვილი

<<    ქვედა დონეები

ბ: 1#ესპანეთი - 8#შვეიცარია, 4#პორტუგალია - 5#უკრაინა /
    2#პოლონეთი - 7#ლიტვა, 3#გერმანია - 6#ჰოლანდია

გ: 1#ჩეხეთი - 8#სერბეთი, 4#ბულგარეთი - 5#ლატვია /
    2#უნგრეთი - 7#დანია, 3#შვედეთი - 6#ავსტრია

დ: 1#ლაჟვარდეთი (სფრ) - 8#მონაკო, 4#ბოსნია - 5#მოლდოვა /
     2#ისრაელი - 7#სომხეთი, 3#ლუქსემბურგი - 6#ხორვატია

<<< >>>