აბრაგანები ვერ აიღეს

   სამხრეთული ზე 14-ის მერვე რაუნდში ლიდერმა, აფრიკის შარქსმა საზრიანობითა და აბრაგანებით ძლია ზელანდიის ჰარიკენზი, ავსტრალიის ვორათაზმა კი ძლივს რომ აჯობა აფრიკისვე სტორმერზს, მეორე ადგილი გადაულოცა ზელანდიის ჩიფსს, ვინც მაჩანჩალა ლაიონზს თრილერი მოუგო.

ჰარიკენზმა შესვენებამდე გასაქანი მოუსპო შარქსს, ერთადერთი ლელო კი მარბიელმა ფაიფილი ლევავემ ბოკეს კაპიტნის, ბურჯ ჯონ სმიტის გაბითურებით გაიტანა. მეორე მეოთხედში კივებს დაემტვრათ 15 ნომერი ქორი ჯეინი, მისმა შემცვლელმა ტამატი ელისონმა კი ორჯერ ვერ აიღო აბრაგანი.

ასე გავიდა მასპინძელთა მეორე და მესამე ლელოები, პირველზე კი სტუმრები დროზე რომ არ ჩადგნენ დერეფანში, ბისმარკ დიუპლესმა ზანგ ლუზუკო ვულინდლუს მიაწოდა და ამანაც გარეკა. ბოლო მეოთხედში კივები ტრადიციულად ჯანზე მოვიდნენ, მაგრამ შარქსმა ბარემ ათი წუთი გაძლო საკუთარ წითელ ზოლში.

ვორათაზს კინაღამ ძვირად დაუჯდა დენ ჰალანგაჰუს მიერ აცილებული სამი ჯარიმა. ოზთა ბედად, ფილ ვო კოჭში მიწვდა ლელოსკენ გაჭრილ ჟან დეფილიერსს, ანგარიში კი სხარტმა ლოქი თერნერმა გახსნა და თავადვე გაიტანა გამარჯვების ლელოც.

ეშხიანი ბურთაობით

ჯეელმა გარემარბმა პირველ ჯერზე გადაკიდებული გამოაქცუნა, სამ მბოჭავს გაექცა, დაიგორა და აიღო, მეორედ კი, შეცვლაზე 15 ნომრად შეყვანილი ქერთლი ბილის რეიდისა და შეცურების შემდეგ, ბურთს ფეხი მიკრა და დაახტა. ვორათაზს თამაშის ბოლოს მესამე ლელოს გატანაც შეეძლო, მაგრამ სათადარიგო კვაჭმა ბურჯს რომ ზრდილობისთვის მიაწოდა კარის წინ, ამას ოვალი დაუვარდა.

ჩიფსმა სტარტზე სამი წაგების შემდეგ ზედიზედ მეხუთედ გაიმარჯვა და იმდენი პრემიაც მოკრიფა, რომ თუმც ვორათაზზე ნაკლები მოგება აქვს, სხვაობით მაინც წინაა. ვაიკატოელები ლაიონზთან მეორე ტაიმის დასაწყისში 10:29 აგებდნენ, მაგრამ მეტოქეს რომ სიქა გაძვრა, კივებმა 26 უპასუხო ქულა დახვეტეს.

ბურთა პირველ ლელოზე ანდრე პრეტორიუსი ორ მბოჭავს გაუსხლტა, მესამეზე კი სიონე ლაუაკს დაუვარდა აბრაგანი. მეოთხეზე ერლ როუზმა ჩაუჭრა სთივენ დონალდს პასი, მაგრამ ეგ იყო და ეგ: ჩიფსის ეშხიან ბურთაობას ოთხი ლელო მოყვა! კივები ლაიემ მესამის გარღვევის შემდეგ დაწინაურდნენ, დვეინ სვინმა კი ჰეთ-თრიქი ქელემ ბრუსის შეგორებულის დაწევით გაასრულა.

ლაულალა დაიმტვრა

ზელანდიაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა აფრიკის ბულზი, მაგრამ მოწინავე ოთხეულში კი დარჩა. ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონმა, კრუსეიდერზმა ბურებს პირველი ლელო იმად დაუდო, რომ სტუმრები აბრაგანს აცდნენ. პირველ ტაიმში ხელი რომ მოიტეხა კივთა ცენტრმა ქეისი ლაულალამ, ტურნირის ბოლომდე იუქმებს, მეორეში კი ვეინანდ ულიფიეს პასებით ალამთან ორი ლელო გაიტანა აკონა ნდუნხანემ.

კივმა სთივენ ბრეთმა გადამწყვეტი გოლი შეაგდო ჯარიმიდან, რომელიც პედრი ვანენბერგის მიერ თიმ ბეითმენის ურჯუკად ბოჭვას მოყვა. ავსტრალიურ დარბში ფორსმა ულაპარაკოდ ძლია რედსი, რომლის ფრთამ, ბლერ ქონორმა მესამე ცდითღა გაიტანა პრესტიჟის ლელო, მიმწოლი სქოთ ჰიგინბოუსამი კი მოედანზე შესვლის თანავე გაასინბინეს მუშტი-კრივისთვის.

ბრამბიზი აფრიკიდან შინ თავზარდაცემული დაბრუნდა. სტუმრებმა მესამე მეოთხედში სამჯერ დაალელოვეს აუტსაიდერი ჩიტაზი და პრემიით მოიგეს, მაგრამ ოტელში ხომ გაიქურდნენ და მეორე ხაზელი, შონ მექიც დაეღუპათ. ნაქეიფარი ოზები დურბანის სასტუმროში დილით რომ ბრუნდებოდნენ, ბიჭს მანქანა დაეჯახა. ექიმებმა პაციენტი კომაში განგებ ამყოფეს და ხერხემლის ოპერაციაც გაუკეთეს, მაგრამ დაშავებულს სისხლი მოეწამლა და დალია სული.

>>>    ზე 14. მერვე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<   კრუსეიდერზი 16:13 ბულზი$

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) ლ: 5 როსი; გ 2ჯ ა: 10 ბრეთი -

ბულ (პრეტორია აფრ) 2ლ: 14 ა.ნდუნხანე; ჯ: 10 მ.სტეინი

რეფ იუბერი (აფრ)

7:0(6) 10:0(16) 10:5(33) /
13:5(45ა) 13:10(56) 13:13(60) 16:13(66)

<<   ფორსი$ 39:7 რედსი

ფორ (პერთი ავს) 5ლ: 12 ოქონორი, 15 მიჩელი, 8* ჰორუა, 13 კროსი, 11* სეარი; 4გ: 10 გიტო 3, ოქონორი; 2ჯ: გიტო -

რედ (ბრისბენი ავს) ლ: 14 ქონორი; გ: 9* მაკქიბონი სბ 4* ჰიგინბოუსამი

რეფ დიკინსონი (ავს)

3:0(18) 10:0(21) 17:0(33) /
20:0(44) სბ(54რ) 27:0(62) 32:0(72პ) 32:7(75) 39:7(80+)

<<   ჩიფსი$ 36:29 ლაიონზი$$

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 5ლ: 11 სვინი (1 2 5) 14* ვილისონი, 2* ჰ.ელიოტი; 4გ ჯ: 10 დონალდი -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 4ლ: 9 ფერმაკი, 13 ფური (2 3) * როუზი; 3გ ა: 10 ა.პრეტორიუსი სბ 8 ე.იუბერი

რეფ მარკსი (ავს)

0:7(8) 3:7(17) 10:7(21) 10:12(25) 10:15(32ა) 10:22(40) /
სბ(51ლ) 10:29(52პ) 17:29(61) 24:29(67) 31:29(71პ) 36:29(74)

<<   ვორათაზი 12:6 სტორმერზი$

ვრთ (სიდნეი ავს) 2ლ: 14 თერნერი; გ: 10 ჰალანგაჰუ -

სტო (კეიპტაუნი აფრ) 2ჯ: გრანტი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

7:0(7) 7:3(25) / 7:6(65) 12:6(76)

<<   ჩიტაზი 27:40 ბრამბიზი$

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 3ლ: 11 ნოკვე, 14 დემასი, 7 ფანჰირდენი; 3გ 2ჯ: 10 პოტხიტერი -

ბრმ (კანბერა ავს) 4ლ: 10 ლეალიფანო, 15 ჯერარდი, 5* ქიმლინი, 9 ჰოლმსი; 4გ 2ჯ: 13 მორტლოქი; 2ა: ლეალიფანო ჯერარდი სბ 7 ჯ.სმითი

რეფ გოდარდი (ავს)

0:3(5ა) 0:10(11) 3:10(25) 3:13(29) 6:13(31) 13:13(35) /
13:20(49) 13:27(51) 13:34(58პ) 20:34(60) სბ(62ბ) 20:37(73ა) 20:40(80) 27:40(80+)

<<   შარქსი 33:17 ჰარიკენზი

შრქ (დურბანი აფრ) 3ლ: 11 ვულინდლუ, 10 ფ.სტეინი, 11* იორდანი; 3გ 3ჯ: 9 ქოქოთი; ა: სტეინი -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 2ლ: 6 ლევავე, 14 გილდფორდი; 2გ ჯ: 10 ვიპუ

რეფ იონკერი (აფრ)

0:3(6) 3:3(9) 3:10(15) 6:10(21) 9:10(24) /
16:10(45) 23:10(49) 23:17(67) 26:17(70ა) 33:17(79)

<<   უქმობდნენ

ჰაილენდერზი (დანიდინი ზელ) ბლუზი (ოკლენდი ზელ)

ადგ

#იუქმებს (წინაზე)  

ქ  

სხვ  

გატ:გაშ  

მ-წ*ფ

ლ  

პრ

1   #შარქსი აფრ (1)   30   +68   205:137   7-1   24   2
2   #ჩიფსი ზელ (3)   27   +65   229:164   5-3   31   7
3   #ვორათაზი ავს (2)   27   +27   149:122   6-2   18   3
4   ბულზი აფრ (4)   23   +35   166:131   5-2   18   3

5   #კრუსეიდერზი ზელ (7) 22   +3   126:123   4-3*1 16   4
6   ჰარიკენზი ზელ (5)   20   +9   172:163   4-3   22   4
7   ჰაილენდერზი ზელ (6) 18   +25   148:123   3-4   19   6
8   ბრამბიზი ავს (10)   18   -11   159:170   4-3   17   2
9   ბლუზი ზელ (8)   18   -25   198:223   3-4   26   6
10   ფორსი ავს (12)   17   +11   145:134   3-3*1 17   3
11   სტორმერზი აფრ (9)   14   +16   129:113   2-5   16   6
12   ლაიონზი აფრ (13)   14   -59   157:216   2-5   18   6
13   რედსი ავს (11)   12   -45   135:180   2-5   18   4
14   ჩიტაზი აფრ (14)   2   -119   100:219   0-7   12   2

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეცხრე, სააღდგომო რაუნდი
[
საქ დროით ! გლობალზე ყველა ცოცხლად]

პარ 10/04   ბლუ 11.35 ლნზ, ფორ 13.40 ჰრკ

 შაბ 11/04  

ჰლნ 09.30 რედ, ბრმ 11.35 სტო

   ვრთ 13.40 ბულ, ჩტზ 17.00 შრქ

[უქმობენ]

ჩიფ კრს

<<< >>>