აფრიკელთა შინაური საქმე

   "ირბ-ის შვიდკაცის" საიუბილეო, მეათე სეზონის მეექვსე, ავსტრალიის ეტაპზე მესამე გამარჯვება მიითვალა სამხრეთმა აფრიკამ და ჯამში 28 ქულით დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბოკეს ჩემპიონობისთვის ბოლო ორ, ევროპულ ტურნირში ერთგან თასის ნახევარფინალში გასვლაც ეყოფა.

ოზური ეტაპი "სამხრეთი ავსტრალიის" დედაქალაქ ადელაიდაში, კრიკეტის ძველ ოვალზე იმართება. ბოკემ იქ შარშანაც იპირველა, ამჯერად კი პულის ბოლო მატჩი კენიასთან წააგო. იგივე გუნდები შეიყარნენ თასის ფინალშიც, ანუ სერიის ისტორიაში პირველად, კენიამ გადამწყვეტ მატჩამდე მიატანა და ასევე პირველად, თასის გათამაშება აფრიკელთა შინაურ საქმედ იქცა.

"ადელაიდა ოვალზე" აღმშენებლობაა გაჩაღებული. ფხიანმა ორგანიზატორებმა სარფის გასაზრდელად კლასიკური, 16-გუნდა ტურნირი სამ (!) დღედ გაწელეს და ჯამში 28 ათასი მოსეირე მიიზიდეს. ივარგა მასპინძელთა გუნდმაც და პულში შეიწირა ინგლისი და სამოა, მაგრამ სინის ფინალი იმავე ბრიტებთან "ოქროს ლელოთი" წააგო.

აფრიკამ პლეი-ოფში წლეულს ჯერაც უთასოდ დამაშვრალი ზელანდია და ჰონკონგში გამარჯვებული ფიჯი ძლია. ფინალში რობერტ ებერზონმა 28-ე წამზე გაიტანა პირველი ლელო, კენია კი ბოლომდე ორი წუთით ადრეღა გატყდა, როცა რეინო ბენჯამინმა ორ მბოჭავს გარედან შემოურბინა.

>>>    ირბ-ის შვიდკაცის X სეზონი

VI ეტაპი. 3-5/04 ადელაიდა (ავს)

<<    ბოლო პულური რაუნდი

(ა) ინგლისი 24:24 სამოა
(ბ) ფიჯი 26:21 არგენტინა
(გ) ზელანდია 27:5 შტატები
(დ) კენია 15:14 აფრიკა

<<    მოულოდნელობანი

(ა) ინგლისი 17:21 ავსტრალია
     სამოა 19:26 ავსტრალია

<<    მეოთხედფინალი

არგენტინა (ბ2) 12:5 ავსტრალია (ა1)
კენია (დ1) 33:14 უელსი (გ2)
აფრიკა (დ2) 17:0 ზელანდია (გ1)
ფიჯი (ბ1) 40:0 ინგლისი (ა2)

<<    ნახევარფინალი (ქულა)

(სინი) ავსტრალია 38:7 უელსი (4)
    ინგლისი 21:14 ზელანდია (4)

(თასი) კენია 17:5 არგენტინა (12)
    აფრიკა 21:10 ფიჯი (12)

<<    ფინალი (ადგილი)

ფარი (XIII) შტატები 24:21 შოტლანდია
ფიალა (IX) სამოა (2) 40:0 საფრანგეთი
სინი (V) ინგლისი (8) 24:19*დდ ავსტრალია (6)
თასი (I) აფრიკა (20) 26:7 კენია (16)

<<    ქულა

104    აფრიკა (3თ: დუბაი ჯორჯი ადელაიდა)
  76    ინგლისი (1თ: ველინგტონი)
  74    ფიჯი (1თ: ჰონკონგი)
  68    არგენტინა (1თ: სან დიეგო)
  64    ზელანდია
  58    კენია
  36    სამოა
  20    შტატები ავსტრალია
  12    უელსი
   9    პორტუგალია
   4    ტონგა საფრანგეთი
   3    კანადა
   2    ქუქეთი

<<    გასამართია

23-24/05 ლონდონი (ინგ)
30-31/05 ედინბურგი (შტლ)

<<    თასი (1999-2009, 82 ეტაპი)

ზელანდია 35, ფიჯი 14, ინგლისი 12, აფრიკა 11,
ავსტრალია 4, სამოა 3, არგენტინა 2, საფრანგეთი 1

<<< >>>