მეშვიდე ადგილისთვისღა

   ოთხშაბათს, ტულონის (საფრანგეთი) მიდამოში მიმდინარე ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე, საქართველომ სტარტზე ხელმოცარულთა ნახევარფინალი ერთი ქულით წააგო რუსეთთან და ახლა, შაბათს, 8-გუნდა პირველ ჯგუფში დარჩენაზე ეთამაშება იტალიას.

რუსეთი შარშან, იტალიაში, ამავე სტადიაზე 25:6 დავამარცხეთ. ამჯერად ანგარიში ასე იცვლებოდა - 0:3 7:3 12:3 ... 17:8 / 17:15 17:18. დავდეთ სამი ლელო და გავუშვით ორი, მაგრამ მეტოქემ კარში უკეთ ურტყა. აი ყველაფერი, რაც ფირა აერ-ის საითზე წარმართული დეტალ-მწირი ლაივიდან დავასკვენით.

ჩვენი ბოლო მეტოქე, იტალია წლეულს საოცრად სუსტია. აძურმა რუმინეთთან წაგების შემდეგ ვერც ქვემოდან ამოსულ ბელგიასთან ივარგა.

ქართველი ბიჭების ამოცანაა, ლათინთა ჯობნით მაინც დაიკაონ ბოლოსწინა ადგილი, რაც დარჩენის გარანტია მთლად ვერაა, რადგან თუ გაისად ბობოლებმა, უელსმა ანდა შოტლანდიამ ისევ ინებეს შეჯიბრში მონაწილეობა, უარეს ადგილოსანთა დაქვეითების ხარჯზე მათ პირდაპირ ელიტაში დასვამენ მახვშები.

>>>    ევროპის 18 წლამდელთა პირველობა

<<    ნახევარფინალი (ოთხ 8/04)

5-8 იტალია 9:28 ბელგია
  საქართველო 17:18 რუსეთი
1-4 საფრანგეთი 78:3 რუმინეთი
  ირლანდია 0:7 ინგლისი

<<    ფინალი (შაბ 11/04 საქ)

7-8 იტალია 13.30 საქართველო
5-6 რუსეთი 13.30 ბელგია
3-4 ირლანდია 15.30 რუმინეთი
1-2 საფრანგეთი 17.45 ინგლისი

<<< >>>