ნაშუაღამევს, კოლორადოში

   *ჩერჩილის თასი*, რომელშიც საქართველო პირველად მონაწილეობს, ეკონომიკური კრიზისის გადამკიდე გაიმართება მხოლოდ ამერიკაში და ისიც ერთ, შორეულ, შუა-დასავლეთის შტატში - კოლორადოში, რის გამოც ბორჯღალოსანთა თამაშები ჩვენთვის ერთობ მოუხერხებელ დროს, ნაშუაღამევს დაიწყება.

 ორი თვის წინდელი  ვითარებით, 6-გუნდა საერთაშორისო შეჯიბრი აღმოსავლეთში ტარდებოდა. საქართველო, ვისაც აქამდე არასოდეს ერაგბა ჩრდილო ამერიკაში, დედაქალაქ ოტავაში ჩვენებურად 23 საათზე ხვდებოდა კანადას, კოლამბუსში (ოჰაიო) 21 საათზე ირლანდიას, ფინალის გამართვა კი ჰართფორდში (მასაჩუსეთსი) 19 ან 21 საათზე უწევდა.

მას აქეთ კანადამ უარი თქვა 2003 წელს დაწესებული ტურნირის თანა-მასპინძლობაზე. თუ შეჯიბრების საითი არ ტყუის, ახალი განრიგი გაგანია *ექვს ერში*, 25 თებერვალს გამოქვეყნებულა, მაგრამ *პრეს ესოსიეიშენმა* (პა) ახლაღა რომ შენიშნა, ბობოლებმა, *პლანეტმა* და *სქრამმა* დაგვიანებით გადმოამღერეს.

გარეუბნიდან ქალაქში

*ჩერჩილის თასის* დასიცა და ფორმულაც უცვლელი დარჩა. პულური სტადია მოეწყობა დენვერის გარეუბან გლენდეილში, შარშანწინ გახსნილ, 3-ათასიან *ინფინითი პარკზე*, რომელიც მთელ შტატებში ერთადერთი (!) სარაგბო სტადიონი ყოფილა, მუნიციპალიტეტს რომ ეკუთვნის და არა კლუბს.

ფინალები შიგ დენვერში, ევროპული (მრგვალ-ბურთა) ფეხბურთის ლიგის (მლს) კლუბის, *კოლორადო რეპიდსის* 18-ათასა სტადიონზეა. ბილეთები იაფია - 15 დოლარი ღირს, დროის სხვაობა კი ჩვენსა და კოლორადოს შორის სრული ათი (!) საათი რომაა, ბორჯღალოსანთა მატჩები ღამის სამის, ორისა და პირველის ნახევარზე იწყება.

>>>    ჩერჩილის თასი 2009

<<    პულები

კანადა საქართველო ირლანდია*ა
შტატები არგენტინა*ა ინგლისი*ა

<<    განრიგი (საქ დროით)

შაბ    6/06  გლენდეილი

24.15   არგენტინა - ინგლისი
02.30   კანადა - საქართველო

ოთხ 10/06   გლენდეილი

02.30   კანადა - ირლანდია
05.00   შტატები - არგენტინა

კვი   14/06   გლენდეილი

23.00   შტატები - ინგლისი
01.30   ირლანდია - საქართველო

კვი   21/06   დენვერი

22.05   V ადგილი
24.30   III ადგილი
02.45   I ადგილი

<<    აქამდელი ჩემპიონები

ინგლისი   2003 2005 2007 2008
მაორი (ზელ) 2004 2006

<<< >>>