56 გუნდი!

   ამ კვირაში კაფე "დისქავერში" სარაგბო ფოტოთა გამოფენა- კონკურსი გაიხსნა; იქეთაში უმაღლესი ლიგა და დუბლიორები გააჩაღებენ ბურთაობას, ხოლო თვის ბოლომდე ხუთ სხვა დონეზეც დაიწყება შეჯიბრი. ასე რომ, კავშირის ოფისს ჯაფა დაადგება, რათა უმაგალითოდ ბევრი, 56 გუნდი გვიან შემოდგომამდე არაგბოს.

ფოტო-რეპორტიორთა კონკურსში ათი ოსტატი მონაწილეობს. გამარჯვებულებს გადაეცემათ პრიზები, 12 საუკეთესო სურათი კი 2010 წლის სარაგბო კალენდარში მოთავსდება. ბორჯღალოსანთა წარმატების კვალად, რაგბი ქვეყანაში უწინდელზე პოპულარული გახდა, რაც გუნდების მატებაში აისახა.

კაცთა თანრიგში ჩაეწერნენ დავაჟკაცებული ფოთი და ახალბედა ოზურგეთი. შეიქმნა ოთხ-გუნდა და ოთხ-წრიანი დუბლიორთა (თანამედროვე მოფრანგულო ჟარგონზე "ესპუართა") ჯგუფიც. ჭაბუკებში აღდგა თელავი, ახლები კი არიან რაინდები, ლანჩხუთი და ახალციხე. გარდა ამისა, ორ უმცროს ასაკში (14 და 12 წლისანი) რამდენიმე გუნდ-მრავალი ფესტივალი მოეწყობა.

>>>    შინაური რაგბი 2009

<<    უმაღლესი ლიგა (8 გუნდი)

15/04   ლოკომოტივი - ხარები (რუსთავი)
   ლელო - ელიტი (ბათუმი)
   ყოჩები - აია (ქუთაისი)
   აკადემია - უნივერსიტეტი

<<    პირველი ლიგა (8)

26/04   არმაზი - არწივები (ოზურგეთი)
   დინამო - აიეტი (ფოთი)
   ხულიგანა - დევები
   ბაგრატი (ქუთაისი) - თიბისი ბანკი

<<    თასის მერვედფინალი

  2/05   ოზურგეთი - ლოკომოტივი
   ფოთი - ლელო
   დევები - ყოჩები
   თიბისი - აკადემია
   ბაგრატი - უნივერსიტეტი
   აია - ხულიგანა
   ბათუმი - დინამო
   არმაზი - რუსთავი

<<    დუბლები (4)

15/04   ლელო - ბათუმი
   ლოკომოტივი - ყოჩები

<<    18 წლ^აღმოსავლეთი (10)

23/04   ლელო - მუტრუკები (თელავი)
   ყოჩები - თორთი (ბორჯომი)
   შევარდენი - ხარები (რუსთავი)
   ჯიქები - ივერია
   აკადემია - არმაზი

<<    18 წ^დასავლეთი (6)

24/04   ჩიბათი (ლანჩხუთი) - ქუთაისი
   იმერეთი (ჭიათურა) - ქუთაისი$2
   არგო (ვანი) - ბათუმი

<<    16წლ^აღმოსავლეთი (12)

21/04   ლელო - მუტრუკები (თელავი)
   ყოჩები - რაინდები
   შევარდენი - ივერია
   აკადემია - ხულიგანა
   არმაზი - უნივერსიტეტი
   ჯიქები - ხარები (რუსთავი)

<<    16წლ^დასავლეთი (8)

22/04   ელიტი (ბათუმი) - ქუთაისი
   აიეტი (ფოთი) - ჩიბათი (ლანჩხუთი)
   იმერეთი (ჭიათურა) - ქუთაისი$2
   არგო (ვანი) - ახალციხე

<<< >>>