მაჩანჩალამ ლიდერი მოსრა

   სამხრეთული რაგბის ზე 14-ის მეცხრე, სააღდგომო რაუნდში ლიდერი, აფრიკის შარქსი მოსრა მაჩანჩალა ჩიტაზმა; ზელანდიის ჰარიკენზმა სირენის შემდეგ დაალელოვა ავსტრალიის ფორსი; აფრიკის ბულზმა ფეხოსნობაში აჯობა ავსტრალიისვე ვორათაზს; ბრამბიზმა კი ავდარში გაასაღა სტორმერზი და მოგება თავის დაღუპულ წევრს უძღვნა.

ჩიტაზს ბოლო ერთ წელში 12-ვე ზე-მატჩი წაეგო, ამჯერად კი ყოველმხრივ აჯობა შარქსს, ვინც წარმატებით მოვლო ავსტრალაზია და დაიღალა. ლიდერს პირველი ლელო ზანგმა იონხი ნოკვემ მგეზავის, ჟაკ-ლუი პოტხიტერის გარღვევის შემდეგ დაუდო, ბოლო მეოთხედში კი ქერად თავ-შეღებილმა ზანგმა, კამამბა ფლურსმა გააფორმა პრემია.

ფორსმა მატჩის მეტი წილი დაჯაბნა აფრიკა-მოვლილი ჰარიკენზი, მაგრამ ხუთის ნაცვლად ორ პრემიალურ ქულას დაჯერდა. საგაისოდ ბრამბიზში მიმავალმა მგეზავმა მეტ გიტომ გარდასახვები აფუჭა და ოვალსაც რამდენჯერმე ვერ შეელია, მაგრამ მიუხედავად ამისა, პერთის კლუბმა კოხტად ბურთაობით მეორე ტაიმის დასაწყისშივე გაიტანა მეოთხე ლელო.

ჰარიკენზი ტრადიციულად გამოცოცხლდა ბოლო მეოთხედში და სირენამდე ორი წუთით ადრე ჩამორჩენა ოთხამდე შეამცირა, ოზები კი კიკოფის შემდეგ ორჯერ დააჯარიმა თვისტომმა რეფმა. ჰოდა, ბოლო გათამაშებაზე 15 ნომერი ქორი ჯეინი ახლოდან გაუსხლტა ორ-მეტრა ნეითან შარფს, კოლეგა დრუ მიჩელიც მოაღორა და ლელოს მიწვდა.

კლიპი დუმილის ნაცვლად

ბულზმა პინგ-პონგში აიყოლია ვორათაზი. მორნე სტეინმა მეორე წუთზევე დაახაია გასატანი ჯარიმა, მაგრამ ოზებმა თავის 22-თან დერეფანი რომ წააგეს, ბურების იერიში ფრთაზე დააბოლოვა ბრაიან ჰაბანამ. მეორე ტაიმში სტეინმა 40 მეტრიდან შეაგდო არეკნი და ოთხი წუთის შემდეგ ოციდან (!) ააცილა, ბოლო მეოთხედში კი კიდევ რომ გაემზადა დასარტყმელად, გუნდმა *აიღე და მიეძალე* წამოიწყო და გამარჯვების ლელო ძალით შეიტანა.

ბრამბიზს აფრიკაში სტუმრობისას ავარიაში დაეღუპა შვიდკაცის კაპიტანი შონ მაკქეი. კლუბმა წუთიერი დუმილის ნაცვლად ტაბლოზე გაუშვა ბიჭის თამაშის ამსახველი კლიპი, რაზეც მთელი სტადიონი ატირდა. მალე ქარი თავსხმა წვიმამ შეცვალა. შესვენებამდე მარკ ჯერარდმა შეაგდო სამიდან სამი ჯარიმა, მეორე ტაიმში კი ჟან დეფილიერსმა ოთხი მბოჭავი რომ მოაღორა, ამის პასუხად პატრიკ ფიბსმა ფაზური მიძალება დააგვირგვინა.

ოვალი ფრთაზე მიაწვდინა

რაუნდის საწყის მატჩში, ბლუზთან 35 ბოჭვა გაუცუდდა ლაიონზს, ვისაც სამ წელში ბევრი ვერაფერი ასწავლა მოძღვარმა იუჯინ ელოფმა. იოჰანესბერგის კლუბმა ექვსი ლელო გაუშვა და ზელანდიაშიც აგერ უკვე რვა წელია, ვერაფრით მოუგია. უარესად აქვს საქმე რედსს, ვინც ბოლო 11 სეზონში კივეთში გამართული 23 მატჩიდან, ერთის გარდა, ყველა წააგო.

ამჯერად ქვინზლენდმა 26-ე წამზევე დაალელოვა ჰაილენდერზი და ურიგოდ მერეც არ უთამაშია, მაგრამ ზელანდიის უკიდურესი სამხრეთის გუნდმა ტრადიციულ ყაიდაზე, ფორვარდთა სოლოებით ხომ შეიტანა წყვილი ლელო და ერთხელაც სასწაულად წაიბურთავა: ხაზი დანიელ ბაუდენმა გაჭრა, ჯეისონ შუმარქმა კი მოსხეპილი პასით ოვალი დაჭერილმაც მიაწვდინა ფრთაზე ქენი ლინს.

>>>    ზე 14. მეცხრე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ბლუზი$ 36:12 ლაიონზი

ბლუ (ოკლენდი ზელ) 6ლ: 9 სმაილი, 13 ტუიტავაკე, 11 ვულფი (3 5) 14 როკოთოკო, 8* საიალი; 3გ: 12 ტოაივა -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 2ლ: 11 მენცი, 9* ფერმაკი; გ: 10 ა.პრეტორიუსი

რეფ ლექი (ავს)

7:0(15) 14:0(29) /
19:0(42) 24:0(47პ) 24:5(68) 31:5(72) 36:5(74) 36:12(80+)

<<    ფორსი$$ 27:28 ჰარიკენზი

ფორ (პერთი ავს) 4ლ: 11 ქამინსი (1 3) 14 სთენიფორსი, 13 კროსი; 2გ ჯ: 10 გიტო -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 3ლ: 14 გილდფორდი, 11 დ.სმითი, 15 ჯეინი; 2გ 3ჯ: 10 რიპია სბ 3 ტიალატა

რეფ დიკინსონი (ავს)

0:3(5) 7:3(22) 7:6(29) 12:6(32) 17:6(36) 17:13(39) 20:13(40+სბ) /
27:13(44პ) 27:16(65) 27:23(78) 27:28(80+)

<<    ჰაილენდერზი 24:19 რედსი$

ჰლნ (დანიდინი ზელ) 3ლ: 4 ბექუსი, 11 ლინი, 8 ნაოუპუ; 3გ ჯ: 10 ბერქვისთი -

რედ (ბრისბენი ავს) 3ლ: 10 კუპერი, 4 მაკმენიმანი, 13 აიონი; 2გ: 9 მაკქიბონი

რეფ იუბერი (აფრ) ინვერქარგილი

0:5(1) 3:5(4) 10:5(20) 10:12(32) /
17:12(51) 24:12(68) 24:19(72)

<<    ბრამბიზი 17:10 სტორმერზი$

ბრმ (კანბერა ავს) ლ: 9* ფიბსი; 4ჯ: 15 ჯერარდი -

სტო (კეიპტაუნი აფრ) ლ: 12 დეფილიერსი; გ ჯ: 10 გრანტი

რეფ მარკსი (ავს)

3:0(6) 6:0(16) 9:0(40+) /
9:7(44) 12:7(50) 17:7(59) 17:10(68)

<<    ვორათაზი 6:20 ბულზი

ვრთ (სიდნეი ავს) 2ჯ: 10 ჰალანგაჰუ, 10* ბილი -

ბულ (პრეტორია აფრ) 2ლ: 11 ჰაბანა, 3 კრიერი; 2გ ჯ ა: 10 მ.სტეინი

რეფ კაპლანი (აფრ)

0:7(18) 3:7(40+3) /
3:10(46ა) 3:13(53) 6:13(57) 6:20(71)

<<    ჩიტაზი$ 31:6 შარქსი

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 4ლ: 11 ნოკვე (1 2) 14 ბასონი, 8* ფლურსი; 4გ: 10 პოტხიტერი 3, 12 ბოსმანი; ჯ: პოტხიტერი -

შრქ (დურბანი აფრ) 2ჯ: 9 ქოქოთი

რეფ პირსი (ავს

0:3(17) 7:3(24) 10:3(37) /
10:6(47) 17:6(56) 24:6(64) 31:6(71პ)

<<    უქმობდნენ

ჩიფსი (ჰემილტონი ზელ) კრუსეიდერზი (ქრაისთჩერჩი ზელ)

ადგ

  # იუქმებს  (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1 # შარქსი აფრ (1) 30 +43 211:168 7-2 24 2
2 ჩიფსი ზელ (2) 27 +65 229:164 5-3 31 7
3 ბულზი აფრ (4) 27 +49 186:137 6-2 20 3
4 # ვორათაზი ავს (3) 27 +13 155:142 6-3 18 3
5 ჰარიკენზი ზელ (6) 24 +10 200:190 5-3 25 4
6 ბლუზი ზელ (9) 23   -1 234:235 4-4 32 7
7 ჰაილენდერზი ზელ (7) 22 +30 172:142 4-4 22 6
8 კრუსეიდერზი ზელ (5) 22   +3 126:123 4-3*1 16 4
9 ბრამბიზი ავს (8) 22   -4 176:180 5-3 18 2
10 ფორსი ავს (10) 19 +10 172:162 3-4*1 21 5
11 სტორმერზი აფრ (11) 15   +9 139:130 2-6 17 7
12 ლაიონზი აფრ (12) 14 -83 169:252 2-6 20 6
13 რედსი ავს (13) 13 -50 154:204 2-6 21 5
14 ჩიტაზი აფრ (14) 7 -94 131:225 1-7 16 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მეათე რაუნდი [გლობალზე საქ დროით]

პარ 17/04   ბლუ 11.35 ჰლნ, ბრმ 13.40 ბულ

 შაბ 18/04  

ჰრკ 09.30 სტო, რედ 11.35 ლნზ, ვრთ 13.40 ფორ

   ჩტზ 17.00 ჩიფ, შრქ 19.05 კრს

<<< >>>