"ქროქერზე" შეიბმებიან

   ევროპული, საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ნახევარფინალის ერთ წყვილში ირლანდიის ორი კუთხე, ჩემპიონი მანსთერი და დედაქალაქის ლენსთერი შეიბმება დუბლინის "ქროქერზე", მეორეში კი კარდიფი "მილენიუმზე" მიიღებს ინგლისის ლესთერს, ვინც ბასი ფრანგი 9 ნომრის საზრიანობით ძლია.

მეოთხედფინალები აღდგომის შაბათ-კვირას მოეწყო. გაიჯეჯილა მხოლოდ მანსთერმა, სხვა თამაშებში კი ბრძოლა ბოლო წამამდე იყო. "ირლანდიის ქუთაისის", ლიმრიქის გუნდში თავი გამოიჩინეს მულღაზანზრელმა ცენტრმა ლიფეიმი მაფმა და ავსტრალიელმა ფულბეკმა პოლ ვორიქმა. ამან ლელოს ორი არეკნიც დაურთო, სტუმარმა ოსფრიზმა კი ფარ-ხმალი ქის ერლსის წყვილი ლელოს შემდეგ დაყარა.

ლენსთერმა თვიქნემის მეორე, მომცრო სტადიონზე ჯიგრითღა აჯობა ჰარლიქვინზს. ორი ჯარიმის შემგდები არგენტინელი, ფელიპე კონტეპომი მეტოქემ სიმულაციით გაასინბინებინა, მერე კი 5-წუთა შტურმს ლონდონელთა ლელო მოყვა. თამაშის ბოლოსკენ მასპინძლები ერთით რომ აგებდნენ, საეჭვოდ დასისხლიანებული თომ ვილიამსის ნაცვლად მოედანზე ზელანდიელი ნიკ ევანსი დააბრუნეს, მაგრამ სამართალმა პური ჭამა და ამის დარტყმული არეკნი კარს აცდა.

დიუპიუმ თავად შეუტია

შაბათს კარდიფი შანსს ელოდა, ტულუზი კი ხელდახელ ბურთაობას ცდილობდა. ტიერი დიუზოტუარი ერთხელ ლელოს ვერ მიწვდა, ხოლო მეორედ ტელი-რეფმა დამიწებისას წინ დავარდნა დაუდგინა. რაგბი ბოლო მეოთხედშიღა გახურდა. ნიკი რობინსონის არეკნი ძელს მოხვდა და ფრანგები იქვე დაჯარიმდნენ, დავიდ სკრელას გარღვევის შემდეგ კი მარტინ ვილიამსმა ბურთი რომ ჩამარხა, რეფმა ჯარიმა აკმარა და სამით წინ მყოფმა კარდიფმაც ბოლომდე გაძლო.

ლესთერს მოთელვაზე გამოაკლდა ნაკრების 10 ნომერი თობი ფლადი, მაგრამ გაუმართლა მარქაფამ, სემ ვესთმა, ვინც ხუთიდან ხუთი ჯარიმა შეაგდო. ბასი ისევ დააღალატა ბოკე ბუჩ ჯეიმზმა. კვაჭმა ლი მირსმა ვესთს 22-დან განახლებაზე რომ დაუფარა, სტუმრები მეორედაც დაწინაურდნენ, ბოლო წუთზე კი ირლანდიელი ჯორდან მერფი არეკნის დასარტყმელად გაემზადა, მაგრამ იაზრა შეცვლაზე შესულმა ჟიულიან დიუპიუმ და თავად შეუტია.

>>>    XIV "ჰაინეკენის თასი". მეოთხედფინალი

(* შემცვლელი)

>>    კარდიფ ბლუზი უელ (1) 9:6 ტულუზი სფრ (8)

3ჯ: 15 ბლერი -

2ჯ: 10 მიშალაკი, 10* სკრელა

რეფ ვაითი (ინგ) მილენიუმი

3:0(2) 3:3(6) 6:3(32) / 9:3(58) 9:6(64)

>>    ლესთერ თაიგერზი ინგ (4) 20:15 ბასი ინგ (5)

ლ: 9* დიუპიუი; 5ჯ: 10 ვესთი -

2ლ: 13* ბერნი, 14 მედოქი; გ ჯ: 10 ბჩ.ჯეიმზი

რეფ ლუისი (ირლ) ვოქერსი

3:0(20) 6:0(22) 6:7(37) /
6:10(45) 9:10(51) 12:10(56) 12:15(64) 15:15(67) 20:15(80)

>>    მანსთერი ირლ (2) 43:9 ოსფრიზი უელ (7)

4ლ: 15 ვორიქი, 5 ოკონელი, 13 ერლსი (3 4); 4გ 3ჯ: 10 ოგარა; 2ა: ვორიქი -

3ჯ: 10 ჰუქი სბ 8 ტიატია

რეფ ბარნსი (ინგ) ლიმრიქი, თომონდ პარკი

3:0(14) 3:3(16) 6:3(20) სბ(24ო) 6:6(29) 13:6(35) 16:6(39ა) /
16:9(45) 19:9(50) 26:9(56) 29:9(58ა) 36:9(64) 43:9(66)

>>    ჰარლიქვინზი ინგ (3) 5:6 ლენსთერ ლაიონზი ირლ (6)

ლ: 15 ბრაუნი სბ 8 ისთერი -

2ჯ სბ 10 კონტეპომი

რეფ ოუენსი (უელ) თვიქნემი, სთუფი

0:3(16) 0:6(40+სბ) / სბ(52ლ) 5:6(67)

<<    ნახევარფინალი (საქ დროით)

შაბ 2/05    მანსთერი 20.30 ლენსთერი (ქროუქ პარკი)
კვი 3/05    კარდიფი 18.00 ლესთერი (მილენიუმი)

<<    ფინალი

შაბ 23/05    20.00    ედინბურგი (მარიფილდი)

>>>    XIII "ჩელენჯ ქაფი"

<<    მეოთხედფინალი

ლონდონ აირიში ინგ (1) 30:32 ბურგუენი სფრ (8)
ვუსთერ ვორიორზი ინგ (4) 29:18 ბრივი სფრ (5)
ნორსჰემპტონ სეინთსი ინგ (2) 42:13 ქონოთი ირლ (7)
სარასენსი ინგ (3) 32:13 ნიუკასლ ფოლკონზი ინგ (6)

^ დავით ხინჩაგიშვილი (ბრვ 1) ჭრილობის მისახედად პირველ ტაიმში ხუთი წუთით შეცვალეს

<<    ნახევარფინალი (1-3/05)

ბურგუენი - ვუსთერი, ნორსჰემპტონი - სარასენსი

<<< >>>