ხარებმა იმძლავრეს

   საქართველოს პირველობის სტარტზე უმაღლეს ლიგაში ამოსულმა რუსთავმა დაამარცხა ჩემპიონი ლოკომოტივი, ყოჩებმა კი დასკვნით ათ წუთშიღა ძლიეს ქუთაისი.

თამაშები თბილისის ორ ბოლოში, ავჭალასა და ნავთლუღში გაიმართა და დააწვიმა. პირველგან ფრე (15:15) რომ იყო, გადამწყვეტი ჯარიმა აკადემიიდან ყოჩებში გადასულმა ლევან ხუხუნეიშვილმა გაიტანა.

მეორეგან რუსთავი თავიდან ჩამორჩა, მერე კი სულ წინ იყო. ხარებმა პირველი ტაიმი 12:10 მოიგეს. გამარჯვებულთაგან ყველამ მაგრად იბრძოლა, მაგრამ მაინც უპრიანია კაპიტნის, 15 ნომერი ლაშა შუბითიძის, მამუკა ცხადაძის, კახა კობერიძის, ბექა ბებიაშვილისა და მანუჩარ ჭაავას გამოყოფა.

მეორე რაუნდი და ისიც მხოლოდ ორი თამაში ნააღდგომევს, 25 აპრილს გაიმართება, შეჯიბრი კი გახურდება 16 მაისს, 21-წლამდელი ნაკრების ესპანეთიდან დაბრუნების შემდეგ.

>>>    უმაღლესი ლიგა
15/04 პირველი რაუნდი

<<    სინათლე

ლელო 59:19 ელიტი (ბათუმი)
ყოჩები 18:15 აია (ქუთაისი)

<<    შევარდენი

აკადემია 29:17 უნივერსიტეტი
ლოკომოტივი 13:18 ხარები (რუსთავი)

<<< >>>