სამის გაბითურებით

   სამხრეთული ზე 14-ის მეათე რაუნდში 7-გზის ჩემპიონმა, ზელანდიის კრუსეიდერზმა სტუმრად რომ ძლია ლიდერი, აფრიკის შარქსი, წინ კივეთისვე ჩიფსი გაიჭრა; ფორსმა ავსტრალიურ შინაომში აჯობა ვორათაზს და პლეი-ოფში გასვლის შანსი შეინარჩუნა, ოზეთისვე ბრამბიზმა კი თრილერი მოუგო აფრიკის ბულზს.

შარქსი ზედიზედ ათ ვიქენდზე შეუსვენებლივ რაგბობამ გამოფიტა. გუნდს ვერც ფრანსი სტეინი ადგება 10 ნომრად, რუან პინარი კი დამტვრეულია. სამაგიეროდ, კრუსეიდერზს ხუთი კვირის შემდეგ დაუბრუნდა "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ და უმალ მატჩის გმირი შეიქნა, გადამწყვეტი კი გამოდგა ჰავბეკ ჰარი ელისის მიერ პირდაპირ რაქიდან, ხეირზე გატანილი არეკნი.

ჩიფსს მეორე ბინაზე, ალმასების ქალაქ ქიმბერლში მაგრად დაუდგა ჩიტაზი, ვინც წინა რაუნდში თვით შარქსი გაანადგურა. კივთაგან სამივე ლელო სათადარიგოებმა გაიტანეს. კვაჭმა ჰიკავერა ელიოტმა ფინტზე წამოაგო ცენტრი მეირ ბოსმანი, გადამწყვეტ ლელოზე კი თემიდამ იმაზე დახუჭა თვალი, რომ ტანერაუ ლატიმერმა პასის დროს კიდეზე დააბიჯა.

ხაზზე დააბიჯეო

დასავლეთი ავსტრალიის ფორსმა შინაური სლემი შეასრულა, ანუ აღმოსავლეთის სამივე გუნდს მოუგო. ვორათაზმა კვლავაც უღიმღამოდ ირაგბა და მეოთხე მარცხი იგემა, რის შემდეგაც ოზეთი შეიძლება პლეი-ოფს მიღმა დარჩეს. სიდნეელებმა თავიდან სამი ჯარიმა შეაგდეს, სქოთ სთენიფორსს კი კიდის მსაჯმა გადაკიდების დროს ხაზზე დაბიჯება მოუგონა და დრუ მიჩელს ლელო გაუუქმა.

სთენიფორსმა ბოლო მეოთხედში მარჯვენა კუთხეში მაინც დადო გამარჯვების ლელო. ბრამბიზმა აფრიკაში დაღუპული შონ მაკქეი დაკრძალა და ბულზს ტემპიანი ბურთაობა გაუმართა. ამით ოზებმა შესვენებამდე სამი ლელო დადეს, მაგრამ ორიც იქეთ მიიღეს - ერთზე ბრაიან ჰაბანამ პასი ჩაჭრა - და მეორე ტაიმში ფეხოსნობაზე გადავიდნენ.

სტუმრებსაც ეგ უნდოდათ: ერთხელ ბურთაობით, მეორედ კი მიძალებით რომ შეიტანეს ლელოები, დასკვნითი ათი წუთის წინ 9 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ აქ ბრამბიზი კიდევ გადაირია და ჯარიმით სხვაობა ექვსამდე დაიყვანა, მეტოქის მეოთხედში დანიშნული შერკინებიდან კი მგეზავმა კრისტიან ლეალიფანომ რისკიანად შეუტია და სამი მბოჭავის გაბითურებით ლელოს მიწვდა.

ამერიკულად გადააფრინდა

მოწინავე ხუთეულში სამი გუნდი ზელანდიისაა. მათგან ჰარიკენზმა თამაშ-თამაშ, პრემიით მოუგო აფრიკის სტორმერზს, რომელსაც ბარაქიანი რაზმი კი ჰყავს, მაგრამ სეზონი ისევ ჩააფლავა. გადამწყვეტ ლელოზე ქორი ჯეინმა გამოაქცუნა პიტერ გრანტის გადაკიდებული და მა ნონუს მიართვა, ბურთა კაპიტან ჟან დეფილიერსს კი საზარდული გაეჭიმა და აფრიკაში ბრიტანელი "ლომების" ჩასვლამდე უქმობა მოუწევს.

ბლუზმა ისე იბურთავა ჰაილენდერზთან, რომ ლიანგი სამხრეთული წესების სიკეთეში დარწმუნდა. ოკლენდელთა მეორე ლელოზე, 9-ფაზიანი შტურმის შემდეგ, 10 ნომერი ჯიმი გოპერთი წაქცეულებს ამერიკული ბურთაობის ყაიდაზე გადააფრინდა, "ოლ ბლექსის" 9 ნომერი ჯიმი ქოუანი კი თავიდანვე კრიჭაში რომ ჩაუდგა ოზ რეფს, ამან ჯავრი ბოლოსკენ იყარა და ურჯუკი ბოჭვისთვის წითლით გააგდო.

მაჩანჩალათა რკენაც საამოდ საცქერი გამოვიდა. ჰეთ-თრიკი შეასრულა ლაიონზის ფრთამ, ჰენო მენცმა. მასპინძელ რედსს ძაან მოუხდა სასჯელ-მოხდილი ჰავბეკის, ვილ გენიას დაბრუნება, მაგრამ აურიეს მგეზავებმა, ნაკრების წევრებმა ბერიქ ბარნსმა და ქეიდ კუპერმა. ლაიონზმა ბოლო ლელო შეტევაში ამათი შეუთანხმებლობით დადო. არადა, მაგ დროს ბურებს ორი კაცი სინბინში ეჯდათ.

>>>    ზე 14. მეათე რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ბლუზი$ 26:6 ჰაილენდერზი

ბლუ (ოკლენდი ზელ) 4ლ: 12 ტოიავა, 10 გოპერთი, 9 მოა, 14 როკოთოკო; 3გ: გოპერთი -

ჰლნ (დანიდინი ზელ) 2ჯ: 10 ბერქვისთი სბ 2 ჰოლი; წბ 9 ქოუანი

რეფ დიკინსონი (ავს)

7:0(2) 7:3(5) 14:3(12) სბ(28ჰ) /
14:6(45) 21:6(52)
წბ(61ჰ) 26:6(78პ)

<<    ბრამბიზი$ 32:31 ბულზი$$

ბრმ (კანბერა ავს) 4ლ: 6 ჩეპმენი, 5 ქიმლინი, 8 ჰოილსი, 10 ლეალიფანო; 3გ 2ჯ: 14 მორტლოქი სბ 3 შეპარდსონი -

ბულ (პრეტორია აფრ) 4ლ: 11 ჰაბანა, 15 კირხნერი, 12 ულიფიე, 8 სპისი; 4გ ჯ: 10 მ.სტეინი

რეფ პოლოქი (ზელ)

7:0(6) 10:0(9) 10:7(11) 17:7(18) 17:14(28სბ) 17:17(33) 22:17(40) /
22:24(62) 22:31(69პ) 25:31(72) 32:31(77პ)

<<    ჰარიკენზი$ 34:11 სტორმერზი

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 4ლ: 4 სრაში, 14 ტ.ელისონი, 12 ნონუ (3 4) 4გ 2ჯ: 10 რიპია -

სტო (კეიპტაუნი აფრ) ლ: 14* დეზფონტენი; 2ჯ: 10 გრანტი

რეფ კაპლანი (აფრ)

0:5(7) 3:5(15) 10:5(19) 17:5(34) 17:8(38) /
20:8(44) 20:11(50) 27:11(54) 34:11(64პ)

<<    რედსი 20:31 ლაიონზი$

რედ (ბრისბენი ავს) 3ლ: 9 გენია, 7* ჰიგინბოუსამი, 10 კუპერი; გ ჯ: 12 ბარნსი -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 4ლ: 11 მენცი (1 3 4) 7 იუბერი; 4გ ჯ: 10 ა.პრეტორიუსი სბ 6* კრიერი, 5 ფანსეილი

რეფ ბრაუნი (ზელ)

0:3(20) 0:10(25) 5:10(30) 5:17(34) 10:17(36) /
13:17(44) 13:24(47) სბ(57ლ) 20:24(59სბ) 20:31(65პ)

<<    ვორათაზი$ 14:15 ფორსი

ვრთ (სიდნეი ავს) ლ: 5 ქოლდველი; 3ჯ: 10 ჰალანგაჰუ სბ ქოლდველი -

ფორ (პერთი ავს) 2ლ: 11 შეპარდი, 14 სთენიფორსი; გ ჯ: 10 გიტო

რეფ ლექი (ავს)

3:0(17) 6:0(22) 9:0(30) 9:3(35) სბ(39ვ) /
9:10(51) 14:10(53) 14:15(66)

<<    ჩიტაზი 10:28 ჩიფსი

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) ლ: 11 ნოკვე; გ ჯ: 10 პოტხიტერი სბ 6 ბრიუსო -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 3ლ: 2* ელიოთი, 8* ლილო, 10* დელენი; 2გ: 10 დონალდი, დელენი; 3ჯ: დონალდი

რეფ პირსი (ავს) ქიმბერლი

0:3(9) 7:3(35) 7:6(40) /
7:13(43) 10:13(68) 10:18(70) 10:21(72სბ) 10:28(75)

<<    შარქსი$ 10:13 კრუსეიდერზი

შრქ (დურბანი აფრ) ლ: 4 საიკსი; გ ჯ: 9 ქოქოთი -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) ლ: 7 მაკქოუ; გ ჯ: 10 ბრეთი; ა: 9 ელისი

რეფ მ.ლორენსი (აფრ)

7:0(12) 7:3(25) 7:10(30) / 7:13(47ა) 10:13(70)

ადგ

     # იუქმებს    (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1 ჩიფსი ზელ (2) 31 +83 257:174 6-3 34 7
2 # შარქსი აფრ (1) 31 +40 221:181 7-3 25 3
3 ბულზი აფრ (3) 29 +48 217:169 6-3 24 5
4 ჰარიკენზი ზელ (5) 29 +33 234:201 6-3 29 5
5 ბლუზი ზელ (6) 28 +19 260:241 5-4 36 8
6 # ვორათაზი ავს (4) 28 +12 169:157 6-4 19 4
7 ბრამბიზი ავს (9) 27 -3 208:211 6-3 22 3
8 კრუსეიდერზი ზელ (8) 26 +6 139:133 5-3*1 17 4
9 ფორსი ავს (10) 23 +11 187:176 4-4*1 23 5
10 ჰაილენდერზი ზელ (7) 22 +10 178:168 4-5 22 6
11 ლაიონზი აფრ (12) 19 -72 200:272 3-6 24 7
12 სტორმერზი აფრ (11) 15 -14 150:164 2-7 18 7
13 რედსი ავს (13) 13 -61 174:235 2-7 24 5
14 ჩიტაზი აფრ (14) 7 -112 141:253 1-8 17 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მე-11 რაუნდი [გლობალზე ცოცხლად, საქ დროით]

პარ 24/04   ჰლნ 11.35 სტო, ფორ 15.05 ლნზ

 შაბ 25/04  

ბლუ 09.30 რედ, ჰრკ 11.35 ბრმ

  ჩტზ 17.00 კრს, ბულ 19.05 ჩიფ
უქმობენ შრქ ვრთ

<<< >>>