ყველაფერი გამოუვიდათ

   სამხრეთული ზე 14-ის მე-11, ანზაკის რაუნდში, ზელანდიის ჰარიკენზმა გააბურთავა ავსტრალიის ბრამბიზი და გალიდერდა, კივეთის სხვა ოთხმა გუნდმა კი წააგო. ოლბანში ორი პროჟექტორი ჩაქრა და თამაში 50 წუთით შეფერხდა; აფრიკის ბულზი მოერია მაქამდელ ლიდერს, ჩიფსს, მაგრამ უპრემიოდ დარჩა; 7-გზის ჩემპიონი კრუსეიდერზი კი მაჩანჩალა ჩიტაზმა დაამუხრუჭა.

აპრილის ბოლო, "ანზაკის ვიქენდზე" კივები და ოზები პირველ მსოფლიო ომში, ოსმალეთში დაღუპულ თვისტომებს მიაგებენ პატივს. წუთიერ დუმილს ყველგან მოყვება საყვირზე დაკრული მოსაგონარი, დედაქალაქ ველინგტონში კი ბურთი შვეულმფრენმა ჩამოაგდო მოედანზე და ზარბაზანმაც ორჯერ დაიქუხა.

ეგ იყო და მაგარი ბურთაობა გაჩაღდა. თავიდან ბრამბიზმა შეიტანა ლელო ძალით, მერე კი ჰარიკენზი გალაღდა. ყვითლად შემოსილ გუნდს მაგ საღამოს ყველაფერი გამოუვიდა, რვაჯერ დაალელოვა მეტოქე და ავსტრალიელებთან პირველად დაძლია 50-ქულიანი მიჯნა. სტუმრები გატეხა მესამე ლელომ, რომელზეც მა ნონუმ სთერლინგ მორტლოქი დაიფრინა, მეორე ტაიმში კი საქმე მარქაფამ გააგრძელა.

ჰაიფელდტის ზეგანზე ასული ჩიფსი ბოლო მეოთხედში უჰაერობას არ დაუცდია. კივებმა ბურებს მთელი პირველი ტაიმი ლელოზე ლელოთი და გოლზე გოლით უპასუხეს, მაგრამ ბრაიან ჰაბანას სიონე ლაუაკი კისერში რომ წაეტანა, სინბინში წაბრძანდა და სირენის შემდეგ ვეინანდ ულიფიე ახლოდან ეწია მიზანს.

შუქი რომ მოვიდა

მეორე ტაიმში ზე 14-ის საუკეთესო მექულემ, მორნე სტეინმა (116) ორი ჯარიმა შეაგდო, მაგრამ წყვილი არეკნიც დაახაია. ცამეტით ჩამორჩენილი ჩიფსი ექვსამდე წამოეწია ბულზს. იაპებმა დასკვნით სამ წუთში მეოთხე, პრემიის მომტანი ლელოს გატანა დაიჟინეს და ჯარიმა კარში არ დაარტყეს, მაგრამ მიზანს რომ ვერ ეწივნენ, დაღლილებმა თეფი კიდეს დაუმიზნეს და ბედს შეურიგდნენ.

ოლბანში უწინ ხანძარი გაჩენილა ზე-რაგბის დროს, ამჯერად კი ქარსა და თავსხმაში ხეები წაიქცა და დენის ხაზები დაწყვიტა. რომ ჩაბნელდა მოედნის ნახევარი, გუნდები გასახდელში წავიდნენ. თუ თამაში ვერ განახლდებოდა, დებულებით ფრე გამოცხადდებოდა და მეტოქენი ორ-ორ ქულას მიითვლიდნენ. ბლუზს ეს ხელს არ აძლევდა, მაგრამ შუქი რომ მოვიდა, შოუ სტუმარმა ბერიქ ბარნსმა გამართა და ოკლენდმა სირენის შემდეგღა აიღო დაწუნებული ორი ქულა.

ბოლო სამი რაუნდის წინ ყველამ უკვე თითოჯერ იუქმა. პლეი-ოფში გასვლის შანსს ცხრა გუნდი ინარჩუნებს. მათში ბოლოს წინაა კრუსეიდერზი, ვისაც პირველი ლელო ზანგმა იონხი ნოკვემ მეირ ბოსმანის მიერ გადაკიდებულის გამოქცუნებით დაუდო, დასასრულ კი, 13:10-ზე, ჩიტაზმა მოთმინებით კინძა ფაზები, წელა დაცვა და ჰენი დანილერი ლელოში შებრძანდა.

>>>    ზე 14. მე-11 რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ჰაილენდერზი$ 11:18 სტორმერზი

ჰლნ (დანიდინი ზელ) ლ: 14 ბ.სმითი; 2ჯ: 10 ბერქვისთი -

სტო (კეიპტაუნი აფრ) 2ლ: 11 ნანქელევუკი, 12 გრანტი; გ 2ჯ: 10 დევალი

რეფ გოდარდი (ავს)

3:0(26) 6:0(33) /
6:5(44) 6:8(51) 11:8(53) 11:11(63) 11:18(71)

<<    ფორსი$ 55:14 ლაიონზი

ფორ (პერთი ავს) 8ლ: 15 მიჩელი, 10 გიტო, 14 სთენიფორსი (საჯ) 11 შეპარდი (4 5) 12 ოქონორი (6, 8 საჯ) 3* ვოლი; 6გ ჯ: გიტო -

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 2ლ: 14 ბოსჰოფი, 15 როუზი; 2გ: 10 ა.პრეტორიუსი სბ 7 ე.იუბერი, 11* ფროლიკი

რეფ მარკსი (ავს)

7:0(2) 14:0(20) 21:0(26სბ) 24:0(28) 24:7(36) 29:7(40პ) /
სბ(47ლ) 34:7(50) 41:7(64) 48:7(68) 48:14(70) 55:14(72)

<<    ბლუზი$$ 24:31 რედსი$

ბლუ (ოკლენდი ზელ) 4ლ: 12 ტოიავა, 6* საილი, 4 ჰაიუ, 10* გოპერთი; 2გ: გოპერთი -

რედ (ბრისბენი ავს) 4ლ: 12 ბარნსი, 5 ჰორვილი, 13 აიონი, 11* ე.ფაინგა; 4გ ჯ: ბარნსი

რეფ მანრო (ზელ) ოლბანი

0:3(2) 0:10(30) 0:17(38) 5:17(40+) /
5:24(48) 5:31(51პ) 12:31(65) 17:31(70) 24:31(80+პ)

<<    ჰარიკენზი$ 56:7 ბრამბიზი

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 8ლ: 15 ჯეინი, 13 კ.სმითი, 14 ტ.ელისონი, 11 დ.სმითი, 8* ლევავე, 12* გილდფორდი (6 8) 6 ვიტო; 5გ 2ჯ: 10 რიპია -

ბრმ (კანბერა ავს) ლ: 1 ელიგზანდერი; გ: 13 მორტლოქი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

0:7(4) 3:7(9) 8:7(12) 13:7(24) 20:7(28) 25:7(31პ) /
28:7(55) 35:7(62) 42:7(68) 49:7(73) 56:7(78)

<<    ჩიტაზი 20:13 კრუსეიდერზი$

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 2ლ: 11 ნოკვე, 15 დანილერი; 2გ 2ჯ: 10 ნ.ულიფიე -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) ლ: 9 ფოტუალიკი; გ: 10 ბრეთი; 2ჯ: ბრეთი, 11* მაკდონალდი

რეფ ლექი (ავს)

0:7(10) 3:7(27) 10:7(35) /
10:10(51) 13:10(56) 20:10(76) 20:13(80+)

<<    ბულზი 33:27 ჩიფსი$

ბულ (პრეტორია აფრ) 3ლ: 2 კუნი (1 2) 12 ვ.ულიფიე; 3გ 3ჯ ა: 10 მ.სტეინი -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 3ლ: 8 ლაუაკი, 12 ბრუსი, 13 კაჰუი; 3გ 2ჯ: 10 დონალდი სბ ლაუაკი

რეფ კ.იუბერი (აფრ)

0:3(9) 7:3(11) 7:10(16) 10:10(18ა) 17:10(22) 17:13(26) 20:13(31სბ) 20:20(37) 27:20(40+) / 30:20(42) 33:20(49) 33:27(61)

<<    უქმობდნენ

შარქსი (დურბანი აფრ) ვორათაზი (სიდნეი ავს)

ადგ

ყველამ იუქმა   (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1 ჰარიკენზი ზელ (4) 34 +82 290:208 7-3 37 6
2 ბულზი აფრ (3) 33 +54 250:196 7-3 27 5
3 ჩიფსი ზელ (1) 32 +77 284:207 6-4 37 8
4 შარქსი აფრ (2) 31 +40 221:181 7-3 25 3
5 ბლუზი ზელ (5) 30 +12 284:272 5-5 40 10
6 ფორსი ავს (9) 28 +52 242:190 5-4*1 31 6
7 ვორათაზი ავს (6) 28 +12 169:157 6-4 19 4
8 კრუსეიდერზი ზელ (8) 27 -1 152:153 5-4*1 18 5
9 ბრამბიზი ავს (7) 27 -52 215:267 6-4 23 3
10 ჰაილენდერზი ზელ (10) 23 +3 189:186 4-6 23 7
11 სტორმერზი აფრ (12) 19 -7 168:175 3-7 20 7
12 ლაიონზი აფრ (11) 19 -113 214:327 3-7 26 7
13 რედსი ავს (13) 18 -54 205:259 3-7 28 6
14 ჩიტაზი აფრ (14) 11 -105 161:266 2-8 19 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მე-12 რაუნდი [გლობალზე, საქ დროით]

პარ 1/05 ჰრკ 11.35 ბლუ
   ლნზ 17.00 კრს, ჩტზ 19.05 ვრთ

 შაბ 2/05  

რედ 13.40 ბრმ

  შრქ 17.00 ჰლნ, ბულ 19.05 ფორ, სტო 21.10 ჩიფ

<<< >>>