მეათე ირლანდიელი

   მაისის ბოლოდან სრულიად ბრიტანეთის "ლომებს" სამხრეთ აფრიკულ ტურნეზე უყოჩებს "ექვსი ერის" ჩემპიონის, ირლანდიის მეორე ხაზელი პოლ ოქონელი, ვინც სქოთმა გურუმ, იენ მაკგიქანმა ბეკ ბრაიან ოდრისკოლს იმად ამჯობინა, რომ ბოკე აგრესიული გუნდია და ამდენად, ზორბა ფორვარდი უკეთ უსარდლებს ბიჭებს.

2008 >>    ბებერი გიქი ლომების გადიად!
2007 >>    ლომებს დევისი გაუძღვება

ლომები ოთხი ქვეყნის ნაკრებია და XIX საუკუნიდან მოყოლებული, აფრიკაში მეცამეტედ ჩადის. ტურნეს პროგრამაშია ათი მატჩი. მათგან სამი ტესტია, ანუ ბრიტებს ერაგბება თვით ბოკე, ვინც ბოლო, 2007 წლის მსოფლიო თასის მფლობელია.

62 წლის მაკგიქანი მოძღვრად შარშან, მაისში დაინიშნა. გურუ ძირძველი ლომია: მორაგბედ ორ ლაშქრობაში ყოფილა, მწურთნელად კი ოთხში! სწორედ მის ხელქვეით ძლიეს "ლომებმა" 12 წლის წინ იმხანადაც მსოფლიოს ჩემპიონი აფრიკა, 35 წლის წინ კი "გიქი" შუამარბად თამაშობდა გამარჯვებულ ნაკრებთა ნაკრებში.

ორი მგეზავის ამარა

ორივე მაგ ტურნეზე ბრიტებს მეორე ხაზელი კაპიტნობდა. ეგენი იყვნენ ირლანდიელი ვილი-ჯონ მაკბრაიდი (1974) და ინგლისელი მარტინ ჯონსონი (1997) ალბათ ამანაც განაპირობა მაკგიქანის მიერ არჩევა 29 წლის ოქონელისა, ვინც ბრიტთა მეათე (!) ირლანდიელი სკიპერი იქნება.

ბებერი "გიქი" მთავარი სელექტორიცაა. მან 37-კაცა რაზმში შეიყვანა არნახულად ბევრი, 14 ირლანდიელი და ოდენ ორი სქოთი, რაღაი ობიექტურობა ხომ მართებდა და როგორც თავად ბრძანებს, შედეგს გუნდის შეთამაშებულობა განაპირობებს და არა მორაგბეთა სადაურობა.

ნაკრებთა ნაკრები "ექვსი ერისა" და საკლუბო ტურნირთა მიხედვით შეირჩა. ოთხი ქვეყნის ყოჩთაგან ლომებში მხოლოდ ირლანდიელი ოდრისკოლი მოხვდა, მგეზავი (10 ნომერი) კი სულ ორია, რაც მთლად შორს მჭვრეტელური ნაბიჯი ვერ უნდა იყოს.

>>>    ბრიტანეთის "ლომები" 2009

<<    37-კაცა რაზმი
14 ირლ, 13 უელ, 8 ინგ, 2 შტლ

<<    17 ბეკი

ფულბეკი (15)

ასაკი

კლუბი

ლი ბერნი   28   უელ   ოსფრიზი
რობ ქარნი   23   ირლ   ლენსთერი

გარემარბი (14 11)

შეინ ვილიამსი   32 უელ ოსფრიზი
უგო მონიე   26   ინგ   ჰარლიქვინზი
თომი ბოუ   25   ირლ   ოსფრიზი (უელ)
ლუკ ფითსჯერალდი   21   ირლ   ლენსთერი
ლი ჰაფ-პენი   20   უელ   კარდიფი

შუამარბი (13 12)

ბრაიან ოდრისკოლი   30   ირლ   ლენსთერი
თომ შენკლინი   29   უელ   კარდიფი
რიკი ფლუთი   29   ინგ   ვოსფსი
ჯემი რობერთსი   22   უელ   კარდიფი
ქის ერლსი   21   ირლ   მანსთერი

მგეზავი (10)

რონან ოგარა   32   ირლ   მანსთერი
სთივენ ჯოუნზი   31   უელ   ჰლანეჰლი

ჰავბეკი (9)

მაიკ ფილიპსი   26   უელ   ოსფრიზი
ჰარი ელისი   26   ინგ   ლესთერი
თომას ოლირი (ტრავ)   25   ირლ   მანსთერი

<<    20 ფორვარდი

ბურჯი (1 3)

ფილ ვიქერი   33   ინგ   ვოსფსი
ენდრიუ შერიდანი   29   ინგ   სეილი
გეთინ ჯენქინსი   28   უელ   კარდიფი
ადამ ჯოუნზი   28   უელ   ოსფრიზი
იუენ მარი   28   შტლ   ნორსჰემ (ინგ)

კვაჭი (2)

ჯერი ფლენერი   30   ირლ   მანსთერი
ლი მირსი   30   ინგ   ბასი
მეთიუ რისი   28   უელ   ჰლანეჰლი

მიმწოლი (4 5)

საიმონ შოუ   35   ინგ   ვოსფსი
ნეითან ჰაინსი   32   შტლ   პერპინ (სფრ)
დონაქა ოკალაჰენი   30   ირლ   მანსთერი
პოლ ოქონელი კაპ!   29   ირლ   მანსთერი
ალუნ-ვინ ჯოუნზი   23   უელ   ოსფრიზი

მარბიელი (6 7 8)

ალან ქვინლენი   34   ირლ   მანსთერი
მარტინ ვილიამსი   33   უელ   კარდიფი
დევიდ ვოლესი   32   ირლ   მანსთერი
ჯო ვორსლი   31   ინგ   ვოსფსი
ენდი პაუელი   27   უელ   კარდიფი
ჯემი ჰიზლიფი   25   ირლ   ლენსთერი
სთივენ ფერისი   23   ირლ   ალსთერი

<<    აფრიკული სვლაგეზი (საქ დროით)

შაბ 30/05 17.00 რიუსტენბერგი ზეგანი
ოთხ   3/06 21.10 იოჰანესბერგი ლაიონზი
შაბ   6/06 17.00 ბლუმფონტეინი ჩიტაზი
ოთხ 10/06 21.10 დურბანი შარქსი
შაბ 13/06 17.00 კეიპტაუნი სტორმერზი
სამ 16/06 17.00 პორტ ელიზაბეთი სანაპირო
შაბ 20/06 17.00 დურბანი         * 1ტ ბოკე ლორენსი (ზელ)
სამ 23/06 21.10 კეიპტაუნი მზარდი ბოკე
შაბ 27/06 17.00 პრეტორია       * 2ტ ბოკე ბერდოზი (სფრ)
შაბ   4/07 17.00 იოჰანესბერგი * 3ტ ბოკე დიკინსონი (ავს)

<<    უწინ აფრიკაში (ქმ ქიმბერლი)

წელი

სერ

1 ტესტი

2 ტესტი

3 ტესტი

4 ტესტი

1997 2-1 25:16 კპ 18:15 დრ 16:35 იჰ  
1980 1-3 22:26 კპ 19:26 ბფ 10:12 პე 17:13 პრ
1974 3-0 12:3 კპ 28:9 პრ 26:9 პე 13:13 იჰ
1968 0-3 20:25 პრ 6:6 პე 6:11 კპ 6:19 იჰ
1962 0-3 3:3 იჰ 0:3 დრ 3:8 კპ 14:34 ბფ
1955 2-2 23:22 იჰ 9:25 კპ 9:6 პრ 8:22 პე
1938 1-2 12:26 იჰ 3:19 პე 21:16 კპ
1924 0-3 3:7 დრ 0:17 იჰ 3:3 პე 9:16 კპ
1910 1-2 10:14 იჰ 8:3 პე 5:21 კპ
1903 0-1 10:10 იჰ 0:0 ქმ 0:8 კპ
1896 3-1 8:0 პე 17:8 იჰ 9:3 ქმ 0:5 კპ
1891 3-0 4:0 პე 3:0 ქმ 4:0 კპ

სულ    12 ტურნე: 4-7*1    43 ტესტი: 16-21*6

<<    აქამდელი ირლანდიელი კაპიტნები

2005 (ზელ) ბრაიან ოდრისკოლი, 1983 (ზელ) ქიარან ფითსჯერალდი, 1974 ვილი-ჯონ მაკბრაიდი, 1968 თომ ქირნანი, 1959 (ზელ ავს) რონი დოუსონი, 1955 რობინ თომფსონი, 1950 (ავს ზელ) კარლ მულინი, 1938 სემ ვოქერი, 1910 თომი სმითი

<<< >>>