გადავადებულ ფინიშზე

   ინტერნეთული "თბილისის ფორუმის" რაგბის განყოფილება გახსნიდან ერთი წლის თავს "ველიამინოვის" სახინკლეში, თელავური ღვინითა და არყით რომ აღნიშნავდა, მაგ დროს რუსეთი ჰანოვერში გერმანიას სრავდა "ერთა თასის" მატჩში, რომელიც მარიუპოლის რკენიდან თვე-ნახევრის შემდეგ რომ გაიმართა, ყველას მიავიწყდა.

რაგბის ნაკვეთი ზემოთ ხსენებული საფიხვნოს ყველაზე ზრდილი, დინჯი, სხვისი აზრის შემწყნარებელი და საქმეზე შეყვარებული ნაწილია. მეტოქეთა ვიდეო ჩანაწერებით ნაკრების სისტემატური მომარაგების გარდა, ქვე-ფორუმის წიაღში ბევრი საგულისხმო იდეაც იშვა. ჰოდა, კავშირმა ყურად იღო "ხმა ერისა" და აპრილის ბოლოს ქმედითი ნაბიჯები გადადგა საიმისოდ, რომ გაისად რუსეთს "ჩვენებურ მარიუპოლში", თრაბზონში ან რიზეში ვუმასპინძლოთ.

რუსეთმა გადავადებულ ფინიშზე კუდი მოიქნია და გერმანია 7-ჯერ დაალელოვა. ამით "დათვები" 2011 წლის, ახალი ზელანდიის მსოფლიო თასზე პირდაპირ გამსვლელ, მეორე ადგილზე დაბრუნდნენ. ფორუმზევე თავის დროზე გაირჩა საკითხი, თუ რად მალა ბითურმა ფირა აერ-მა დებულების შეცვლა და მერე უცებ რად გამოგვაცხადა ჩემპიონად.

სიმბოლურადღა გადმოგვეცემა

ჭკუასთან ძაან ახლო ვარაუდით, მესიე ბაკეს პარიზულ კანტორას ხის ფარი ჩვენი მეზობლისთვის ჰქონდა გადანახული, რათა თავის დროზე, 2 მაისს, ჰანოვერში მიერთმია, მაგრამ მარიუპოლში ეს დიადი გეგმა რომ ჩავუშალეთ, სხვა რაღა დარჩენოდა და სიურპრიზად მოგვანიჭა ჩემპიონობა.

ფირა აერ-ს რომ არაფერი შემოუთვლია და ჩვენც ვერაფერი ვიგუმანეთ, ვაკის ოფისში დავანებული ჯილდო უკრაინაში არ წაგვიღია და იქ ვეღარც პირველობის ნიშნად შევმართეთ. ასე რომ, ფარი ივნისში, ფირა აერ-ის წლიურ ყრილობაზე სიმბოლურადღა გადმოეცემა ჩვენს დელეგაციას, რათა ისევ კავკასიაში გამოვაზამთროთ.

<<    გერმანია 0:53 რუსეთი

გერ: დ.დევისი ბრირლი ფონგრუმბკო ქ.დევისი ზიმი (10-9) გრჟანა გიუნგორი / ვიდიკერი ქოული ფაბერი; ვილჰელმი ზიბერი; კაშტენი ბრენერი თექალი * შოლე ვიდემანი ეკერტი / კრაუზე ელოვეი პროსნერი პიპა

რუს: კლიუჩნიკოვი არწემიევი ბაბაევი ტრიშინი (კუზინი 67) გვაზდოვსკი (10-9) ი.კუშნარიოვი (იანიუშკინი 77) შაკიროვი (მოტორინი 59) / ხროკინი კორშუნოვი კაპ! (მარჩენკო 67) პრიშჩეპენკო; ვოიტოვი ოსტრიკოვი (ფათახოვი 53) კ.კუშნარიოვი მატვევი გრესევი * გარბუზოვი - 7ლ: ი.კუშნარიოვი კლიუჩნიკოვი გრესევი ტრიშინი გვაზდოვსკი გარბუზოვი მატვევი; 6გ: ი.კუშნარიოვი 2, მოტორინი 4; 2ჯ: ი.კუშნარიოვი

რეფ დოილი (ინგ) 2/05 ჰანოვერი, კალვაიტი

0:3(15) 10(20) 17(34) 0:22(40) / 0:25(43) 32(64) 39(76) 46(79) 0:53(80)

<<    ერთა თასი 2008/09          სარჩევი 

საბოლოო

მ-წ*ფ

გატ:გაშ

საქართველო

9 4-0*1 170:  80

რუსეთი

8 4-1 162:  77

პორტუგალია

7 3-1*1 124:  84

რუმინეთი

4 2-3 104:  88

ესპანეთი

2 1-4   77:151

გერმანია

0 0-5   22:179

ორი მოწინავე პირდაპირ გადის 2011 წლის მსოფლიო თასზე,
მესამე კი სამ მეტოქესთან მაქსიმუმ 5-მატჩა პლეი-ოფში ებმება

<<    ბორჯღალოსანთა 2010 წლის სავარაუდო განრიგი

[ელიტარული ექვსი ერის ვიქენდებზე, დათქმული განთესვით]

შაბ   6/02   გერმანია   შინ
შაბ 13/02   პორტუგალია   გარეთ
შაბ 27/02   ესპანეთი   შინ
შაბ 13/03   რუმინეთი   გარეთ
შაბ 20/03   რუსეთი   ნეიტრალ

<<    ოფიციალური "ერთა თასის" ჩემპიონები

რუმინეთი   3   (2000 2002 2005/6)
საქართველო   3   (2001 2007/8 2009)
პორტუგალია   1   (2003/4)

<<    არა-ოფიციალური "უმცროსი 6 ერის" ჯილები (^ სლემი)

საქართველო   5   (2001^ 2005 2007 2008^ 2009)
რუმინეთი   4   (2000 2002^ 2004 2006)
პორტუგალია   1   (2003^)

<<    ათი სეზონის (2000-2009) ჯამი

ქვეყანა  

ქ%  

  

  

მ-წ*ფ  

ჩმ  

6ე  

სლ

საქართველო  

77   10   50   37-10*3 3   5   2

რუმინეთი  

74   10   50   37-13   3   4   1

მაროკო  

60   1   5     3- 2   -   -   -

რუსეთი  

59   9   44   25-17*2 -   -   -

პორტუგალია  

54   10   50   26-22*2 1   1   1

ესპანეთი  

26   8   40   10-29*1 -   -   -

ჩეხეთი  

21   6   29     6-23   -   -   -

ჰოლანდია  

7   3   15     1-14   -   -   -

გერმანია  

0   1   5     0-5   -   -   -

უკრაინა  

0   2   10     0-10   -   -   -

ს სეზონი, ჩმ ჩემპიონობა, 6ე "უმცროსი 6 ერი", სლ სლემი

<<< >>>