ბოლო მეოთხედში

   კვირას, მადრიდის უნივერსიტეტში, ევროპის ახალგაზრდული (21 წლამდე) პირველობის სტარტზე, საქართველომ ბოლო მეოთხედშიღა გატეხა მასპინძელი ესპანეთი და ოთხშაბათს, ჩვენებურად საღამოს შვიდზე, ფინალში გასასვლელად შეხვდება მარად მეტოქეს, რუსეთს.

ნაკრებს ყოჩები - ნიკო ჭავჭავაძე და სპირიდონ ლიპარტელიანი წურთნიან. ესპანეთი გვიგებდა თავიდან და მეორე ტაიმის დასაწყისშიც, მაგრამ მერე ვიქტორ კოლელიშვილმა გაიტანა ლელო, გოდერძი ჯოგლიძემ კი გარდასახვას ორი ჯარიმა დაურთო.

ამას უმალ მოყვა რატი ნუცუბიძის ლელო და სინბინიც, რითაც მასპინძლები ბოლოში ცოტათი წამოგვეწივნენ. რუსეთმა 40:23 ძლია უკრაინა; სხვა ჯილამ, რუმინეთმა ახალბედა შვედეთი 86:10 დაანგრია და შემდეგს გერმანიის 33:3 გამბითურებელ პორტუგალიას ხვდება, ფინალები კი შაბათს, 9 მაისსაა.

<<    საქართველო 35:26 ესპანეთი

საქ: ჯოგლიძე ხუციშვილი (კალმახელიძე 45) კორკელია (გრძელიშვილი 73) ნუცუბიძე სბ 73, ტუჩაშვილი (10-9) გაბუნია (ხმალაძე 45) როხვაძე (მახარაშვილი 64) / გუნიავა (მირცხულავა 67) მამუკაშვილი კაკოვინი (ჯაშიტაშვილი 73) ნიკოლაიშვილი სურგულაძე სბ 59; კობაური ჩიჩუა კოლელიშვილი (კიკვიძე 74) - 4ლ: სურგულაძე ტუჩაშვილი კოლელიშვილი ნუცუბიძე; 3გ 3ჯ: ჯოგლიძე

ესპ - 2ლ: კამაჩო პარდო; 2გ 2ჯ 2ა: ერბრანდი სბ ფერნანდესი

0:3(2) 0:6(10ა) 3:6(13) 10:6(24) სბ(33ე) 10:9(36ა) /

10:16(44) 15:16(47) 15:19(51) 22:19(55) სბ(59ს) 25:19(66) 28:19(70) 35:19(71) სბ(73ს) 35:26(80)

<<< >>>