ოთხეული გამოიკვეთა

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლოს წინის წინა, მე-12 რაუნდის შემდეგ ზელანდიის ორი, გემოზე მობურთალი გუნდი რომ უსწრებს მდევარ აფრიკელ წყვილს, საქმეს ეგეთი პირი უჩანს, რომ პლეი-ოფში სწორედ ეგ ოთხეული გავა.

ლიდერი ჰარიკენზი პირველობის ღირსია. ველინგტონელებმა, სტუმარ ოკლენდელთა და მსაჯ კრის პოლოქის შემწეობით, ეშხიანი შოუ დადგეს. რეფმა პირველი თეფი 23-ე წუთზეღა, ხუთი ლელოს გატანის შემდეგ დანიშნა. მასპინძლებს პრემია მაგ დროს უკვე დაბევებული ჰქონდათ, ბლუზმა კი ბოლო შეტევიღთა აიღო და იმასაც იდარდებს, რომ "ოლ ბლექ" ალი ვილიამსს ისევ გაუმიზეზდა აქილევსი.

ჩიფსმა გრილ კეიპტაუნში მეხუთე ქულა ბოლოსღა, რიჩარდ კაჰუის ლელოთი მიითვალა, წაგებულ სტორმერზს კი, აფრიკაში ბრიტანეთის "ლომების" ჩასვლამდე ოთხი კვირით ადრე, დაემტვრნენ "ბოკეები", 15 ნომერი კონრად იანჩისი და ვირგლა მღლეტელი სხალკ ბერგერი. აფრიკისვე შარქსმა წინა რაუნდში შეისვენა, მაგრამ პრემიამდე ბევრი დააკლდა და 9 ნომრის გარეშეც დარჩა, რაღაი რორი ქოქოთმა კიდის მსაჯის თვალწინ ნოკდაუნი აგემა ჰაილენდერ ადამ თომსონს.

რამდენიმე გოჯი

ბულზი - ფორსის რკენა ჰარიკენზი - ბლუზის შებმასავით შნოიანი ხომ გამოვიდა და რაგბის გურმანს ეგებ მეტადაც მოწონებოდა, რადგან ძალური საწყისი სისხარტის ტოლად ვიხილეთ. ოზები დროის მეტი წილი ჩამორჩებოდნენ იაპებს, მაგრამ გამარჯვებული მეტოქე ბოლოს უპრემიოდ დატოვეს და თავად აიღეს ორი. ბურებმა მაგარი დადეს მესამე ლელო, მეოთხემდე კი მულატ ბურჯ ხიურთრო სტენკამპს რამდენიმე გოჯი დააკლდა.

ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონ კრუსეიდერზს ლაიონზთან ვერ ჰყავდა "ოლ ბლექსის" კაპიტანი რიჩი მაკქოუ, ვისაც უფალმა თუ უწყის, მერამდენედ შეერყა ტვინი. ავსტრალიურ დარბში ბრამბიზმა მე-15 შეყრაზე მეთოთხმეტედ, დიდი სხვაობით დაამარცხა რედსი, ვისაც მოთელვაზე გამოაკლდა პლეიმეიქერი ბერიქ ბარნსი, ვორათაზს კი, ჩიტაზთან ცოდვილობაში, დაემტვრა ბეკი ლოტე ტუნქირი.

>>>    ზე 14. მე-12 რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ჰარიკენზი$ 45:27 ბლუზი$

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 6ლ: 13 კ.სმითი, 7 ს.ვოლდრომი, 15 ტ.ელისონი (3 5) ნონუ (4 6) 6გ ჯ: 10 რიპია სბ 7* ნაიკატინი -

ბლუ (ოკლენდი ზელ) 4ლ: 11 როკოთოკო, 13 ტუიტავაკე, 14 რეინჯერი, 7* ბადი; 2გ ჯ: 10 გოპერთი

რეფ პოლოქი (ზელ)

0:3(2) 7:3(4) 14:3(13) 21:3(18) 21:8(20) 28:8(22პ) 35:8(28) 35:13(37) /
35:20(42) 42:20(58) 45:20(73) სბ(76ჰ) 45:27(80პ)

<<    ლაიონზი 20:32 კრუსეიდერზი$

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 3ლ: 9 ფერმაკი, 6 დეფენტერი, 5 ფანსეილი; გ ჯ: 10 ა.პრეტორიუსი -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 4ლ: 5 როსი, 10 ბრეთი, 4 ბ.სორნი, 2* პერინი; 3გ 2ჯ: 15 ლ.მაკდონალდი

რეფ კაპლანი (აფრ)

0:7(8) 7:7(14) 12:7(21) 12:14(27) 12:17(33) 15:17(36) /
15:24(62) 20:24(64) 20:29(66პ) 20:32(78)

<<    ჩიტაზი 10:18 ვორათაზი

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) ლ: 13* ი.იონკერი; გ ჯ: 10 ნ.ულიფიე -

ვრთ (სიდნეი ავს) 2ლ: 15 თერნერი, 9* ბერჯესი; გ 2ჯ: 10 ჰალანგაჰუ

რეფ მ.იონკერი (აფრ)

0:5(24) 0:8(40) /
3:8(46) 3:15(58) 3:18(74) 10:18(78)

<<    რედსი 13:52 ბრამბიზი$

რედ (ბრისბენი ავს) 2ლ: 9 გენია; ჯ: 10 ქ.კუპერი -

ბრმ (კანბერა ავს) 7ლ: 12 ფერბენკსი, 8 ჰოილსი (2 6) 5 ქიმლინი, 1 ელიგზანდერი, 11 ეშლი კუპერი, 10* ფაინიფო; 7გ ჯ: 14 მორტლოქი

რეფ ი.სმითი (ავს)

3:0(4) 3:3(13) 3:10(23) 3:17(33) 3:24(38) 8:24(40) /
13:24(45) 13:31(48პ) 13:38(63) 13:45(75) 13:52(78)

<<    შარქსი 23:15 ჰაილენდერზი

შრქ (დურბანი აფრ) 2ლ: 4 საიკსი, 6 ბოტესი; 2გ 3ჯ: 9 ქოქოთი სბ 7* დანიელი; წბ ქოქოთი -

ჰლნ (დანიდინი ზელ) 2ლ: 2* რათლიჯი, 9 ქოუანი; გ ჯ: 10 ბერქვისთი სბ 12 ბაუდენი

რეფ ბოსხი (აფრ)

3:0(10) 3:7(13) 10:7(17) 17:7(26) 17:10(36) 17:15(40) /
20:15(52) 23:15(58) სბ(76ჰ)
წბ(77შ) სბ(80+შ)

<<    ბულზი 32:29 ფორსი$$

ბულ (პრეტორია აფრ) 3ლ: 11 ჰაბანა, 3 კრიერი, 15 კირხნერი; გ: 10 მ.სტეინი; 5ჯ: სტეინი 4, 10* ფრენსისი სბ სტეინი -

ფორ (პერთი ავს) 4ლ: 15 მიჩელი, 11 შეპარდი, 12* ტატუპუ, 13 კროსი; 3გ ჯ: 10 გიტო

რეფ დიკინსონი (ავს)

3:0(3) 3:7(5) 8:7(9) 8:10(35) 15:10(37) /
20:10(42) 23:10(51) 26:10(54) 26:15(56) 29:15(60) სბ(69ბ) 29:22(72) 32:22(76) 32:29(79პ)

<<    სტორმერზი 14:28 ჩიფსი$

სტო (კეიპტაუნი აფრ) 2ლ: 10 დევალი, 11 ნანქელევუკი; 2გ: დევალი, 12 გრანტი -

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) 4ლ: 6 მესამი, 9 მორლენდი (2 3) 13 კაჰუი; 4გ: 10 დონალდი 3, 10* დელენი

რეფ ლექი (ავს)

7:0(16) 7:7(24) 7:14(40) /
7:21(67) 7:28(78პ) 14:28(80)

ადგ

ყველამ იუქმა   (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1 ჰარიკენზი ზელ (1) 39 +100 335:235 8-3 43 7
2 ჩიფსი ზელ (3) 37 +91 312:221 7-4 41 9
3 ბულზი აფრ (2) 37 +57 282:225 8-3 30 5
4 შარქსი აფრ (4) 35 +48 244:196 8-3 27 3
5 ვორათაზი ავს (7) 32 +20 187:167 7-4 21 4
6 კრუსეიდერზი ზელ (8) 32 +11 184:173 6-4*1 22 6
7 ბრამბიზი ავს (9) 32 -13 267:280 7-4 30 4
8 ბლუზი ზელ (5) 31 -6 311:317 5-6 44 11
9 ფორსი ავს (6) 30 +49 271:222 5-5*1 35 8
10 ჰაილენდერზი ზელ (10) 23 -5 204:209 4-7 25 7
11 სტორმერზი აფრ (11) 19 -21 182:203 3-8 22 7
12 ლაიონზი აფრ (12) 19 -125 234:359 3-8 29 7
13 რედსი ავს (13) 18 -93 218:311 3-8 30 6
14 ჩიტაზი აფრ (14) 11 -113 171:284 2-9 20 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    მე-13 რაუნდი [საქ დროით]

პარ 8/05 კრს 11.35 რედ,
   ლნზ 21.10 ჰლნ

 შაბ 9/05  

ჩიფ 11.35 ჰრკ, ბრმ 13.40 ბლუ

  შრქ 17.00 ვრთ, ბულ 19.05 ჩტზ, სტო 21.10 ფორ

<<< >>>