მანსთერი მოისრა

   ევროპული, საკლუბო, ელიტარული "ჰაინეკენის თასის" ერთ, ირლანდიურ ნახევარფინალში დასწრების რეკორდი გაუმჯობესდა და ჩემპიონიც სამაგალითოდ მოისრა, მეორე, უელსურ - ინგლისურში კი პირველად დაინიშნა შუთაუთი და ფეხი მასპინძელს მოეცარა.

სამი წლის წინ, აწ უკვე დანგრეულ "ლენზდაუნ როუდზე", ირლანდიის ქუთაისის, ლიმრიქის "მანსთერმა" 30:6 დალახვრა დედაქალაქის "ლენსთერი". მანსთერმა შარშან მეორედ შემართა ჰაინეკენი და წლეულს, ირლანდიური რაგბის აღზევების სეზონშიც მძლავრობს, მაგრამ გადამწყვეტ ჯახში ვერაფერი მოუხერხა "დუბლინელ პიჟონებს", რომელთაგანაც ოზმა როკი ელსომმა იპარპაშა ბრეიქდაუნზე.

შინა ომის საცქერლად "ქროქერზე" 82 208 მოსეირე მივიდა, რაც საკლუბო რაგბის ახალი რეკორდია. მანსთერმა რიხით დაიწყო, მაგრამ არგენტინელმა ფელიპე კონტეპომმა იქეთ შეუგდო არეკნი. ელსომის მიძალებას ჯარიმა რომ მოყვა, კიკერად ჯონი სექსთონი შევიდა და წინ გაიყვანა ლენსთერი, მერე კი ბრაიან ოდრისკოლის შექცეული პასით კივმა ფიჯელმა ისა ნათევამ გორდონ დარსი ახეირა.

სადა შუთაუთი

მეორე ტაიმში "ღმერთკაცმა" ოდრისკოლმა ორჯერ წაიბურთავა შეტევაში, რომელიც ლუკ ფითსჯერალდმა დააგვირგინა, ბოლოს კი "ბოდმა" პასი ჩაუჭრა ნაკრებელ ძმობილ "როგს" - რონან ოგარას და 70 მეტრზე გაჭენდა. კარდიფში, სანახევროდ სავსე "მილენიუმზე", ინგლისის "ლესთერი" საწყისი 70 წუთი ისე ჯობდა მასპინძლებს, რომ ფრანგ ჟიულიან დიუპიუას სამი "ხაია" კამათლის მღერად უჩნდა, მაგრამ მერე ტაფიებმა წყვილი სინბინით იხეირეს და 80 წუთი გააფრევეს.

სტუმართაგან ორივე ლელო ტობი ფლადმა გამოაცხო. კარდიფიდან ნორჩმა ლი ჰაფ-პენიმ ძაან შორიდან შეაგდო ორი ჯარიმა, კივმა ბენ ბლერმა კი გარდასახვები კიდიდან გაიტანა. დამატებითი დროის ბოლოს ლესთერმა "სისხლზე შეცვლით" დაიბრუნა დიუპიუა. შუთაუთი, სამ-პოზიციიანი ირბ-ულისგან განსხვავებით, ფეხბურთულად სადა იყო: დარტყმა მიწიდან, 22 მეტრის ხაზზე, კარის წინიდან სრულდებოდა და თანაც ... უმეკარეოდ!

მეოთხე რაუნდში სტუმარმა ჯონი მერფიმ რომ ააცდინა, კარდიფს ერთი ზუსტი დარტყმაღა ჭირდებოდა, მაგრამ თომ ჯეიმზს ტექნიკამ უმტყუნა. დუელი თითო ცდით, ფრის დარღვევამდე გაგრძელდა. ჯერმა ფორვარდებს უწიათ, მაგრამ ბურჯებამდე ვერ მიატანა, რაღაი მღლეტელმა მარტინ ვილიამსმა რომ ააცილა, ყოფილმა ფეხბურთელმა ჯორდან ქრეინმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ლესთერი მარიფილდის ფინალში გაიყვანა.

>>>    XIV "ჰაინეკენის თასი"

ნახევარფინალი

<<    მანსთერი 6:25 ლენსთერი

მანსთერი (ლიმრიქი ქორქი, ირლ 2) ვორიქი (ბ.მერფი 67) ჰაულიტი ერლსი (ჰერლი 79) მაფი დაულინგი (10-9) ოგარა სთრინგერი (პრენდეგასთი 75) / ჰორანი ფლენერი (დ.ფოგართი 72) ჰეისი (ბაქლი 69) ოკალაჰენი (მ.ოდრისკოლი 75) ოქონელი კაპ! ქვინლენი დ.ვოლესი ლიმი (რონანი 67) - 2ჯ: ოგარა

ლენსთერ ლაიონზი (დუბლინი, ირლ 6) ნათევა შ.ჰორგანი ბ.ოდრისკოლი (დემფსი 38-39) დარსი ფითსჯერალდი (დემფსი 60) (10-9) ფ.კონტეპომი (სექსთონი 26) ვითექერი / ჰილი სბ 18, ჯექმენი (ჯ.ფოგართი 63) რაითი; ქალენი კაპ! (თონერი 80+) ოქელი; ელსომი ჯენინგსი (მაკქორმაქი 19-27, ობრაიენი 75) ჰიზლიფი - 3ლ: დარსი ფითსჯერალდი ოდრისკოლი; 2გ ჯ: სექსთონი; ა: კონტეპომი

რეფ ოუენსი (უელ) დუბლინი, ქროუქ პარკი (82 208)

0:3(16ა) 3:3(18სბ) 3:6(26) 3:11(32) 6:11(37) /
6:18(44) 6:25(62)

<<    კარდიფი 26:26 ლესთერი (შთ)

კარდიფ ბლუზი (უელ 1) ბლერი ჰაფ-პენი შენკლინი რობერთსი (სვინი 100) ჯეიმზი (10-9) ნ.რობინსონი რისი / ჯენქინსი გ.ვილიამსი ფილისე (იეპი 81) ბ.დევისი ტიტო კაპ! (დლ.ჯოუნზი 10) მოლიტიკა მ.ვილიამსი რაში (პაუელი 61) - 2ლ: რობერთსი ჯეიმზი; 2გ: ბლერი; 4ჯ: ბლერი (1 3) ჰაფ-პენი (2 4) * შთ: 1 ბლერი, 2 რობინსონი, 3 ჰაფ-პენი, 4 სვინი / 6 შენკლინი, 7 რისი

ლესთერ თაიგერზი (ინგ 4) ჯდ.მერფი კაპ! სბ 68, ჰემილტონი ჰიპკისი (მეიჯერი 46-48, დიუპიუა 99) ვესთი ჯნ.მერფი (მ.სმითი 64-79) (10-9) ფლადი (მეიჯერი 61) დიუპიუა (ელისი 74) / აიერსა (კასტროჯოვანი 91) შუთერი (კეიზერი 60) კასტროჯოვანი (ვაითი 51) კროფთი ქეი (ვენცელი 93) ნიუბი სბ 62, ვუდსი (მუდი 74) ქრეინი - 2ლ: ჰემილტონი ჯდ.მერფი; 2გ 4ჯ: დიუპიუა * შთ: 1 დიუპიუა, 2 ვესთი, 3 ჯდ.მერფი, 5 ჰემილტონი / 6 მეიჯერი, 7 ნიუბი, 8 ქრეინი

რეფ როლანი (ირლ) კარდიფი, მილენიუმი (44 212)

3:0(14) 3:7(22) 3:10(26) 6:10(29) 9:10(34) 12:10(36) 12:13(38) /
12:20(45) 12:23(55) 12:26(59) სბ(61ლ) სბ(68ლ) 19:26(75) 26:26(77)
დდ(100+) *
შთ 4-4 / 2-3

<<    ფინალი

ლესთერი (ინგ) - ლენსთერი (ირლ)

შაბ 23/05 ედინბურგი (შტლ) მარიფილდი 20.00 საქ

>>>    XIII "ჩელენჯ ქაფი"

ნახევარფინალი

<<    ბურგუენი (სფრ) 22:11 ვუსთერი (ინგ)

ლ: 4 ბასონი; გ 4ჯ: 9 პარა; ა: 10 ბუაიე -

ლ: 11 ბენჯემინი; 2ჯ: 10 კარლაილი

რეფ ფითსგიბონი (ირლ)

3:0(10) 3:3(28) 3:6(35) /
6:6(43) 9:6(51) 12:6(57) 15:6(60ა) 22:6(63) 22:11(79)

<<    ნორსჰემპტონი (ინგ) 16:13 სარასენსი (ინგ)

ლ: 11 რეიჰანა; გ 2ჯ ა: 10 მაილერი სბ 2 ჰართლი -

ლ: 11 პენი; გ 2ჯ: 10 ჯეკსონი სბ 2 ონგარო

რეფ პუატე (სფრ)

0:3(5) 3:3(8) 6:3(14) სბ=სბ(21) 13:3(30) /
13:6(52) 13:13(73) 16:13(76ა)

<<    ფინალი

ნორსჰემპტონი - ბურგუენი

პარ 22/05 გლოსთერი (ინგ) კინგსჰოლმი

<<< >>>