50 მეტრიდან შეაგდო

   ოთხშაბათს, მადრიდის უნივერსიტეტში, ევროპის ახალგაზრდული (21 წლამდე) პირველობის ნახევარფინალში, საქართველომ ჩხუბიან მატჩში 21 ქულითა და ორი ლელოთი აჯობა რუსეთს და შაბათს, 9 მაისს, ჩვენებურად საღამოს რვაზე, ფინალში მორიგ მარად მეტოქეს, რუმინეთს ეთამაშება.

ჯეელი ბორჯღალოსნები მთელი მატჩი წინ იყვნენ. ვითარება დაიძაბა საათის თავზე, როცა 15 ქულით ვიგებდით, გუნდური ჩხუბის შემდეგ კი ჩვენ ორი კაცი გაგვიგდეს წითლით და იმათ მხოლოდ ერთი.

რუსებმა უმალ დაგვალელოვეს, მაგრამ ცოტა ხანში ლელოელმა ლაშა ხმალაძემ 50 მეტრიდან შეაგდო ჯარიმა, მერე კიდევ დაკრა ზუსტად და ქუთაისელმა გიორგი როხვაძემაც დადო ბოლო ლელო.

რუმინეთმა ამავე სტადიაზე 31:15 ძლია პორტუგალია.

<<    საქართველო 33:12 რუსეთი

საქ (15-ეული; * შემცვლელი) ჯოგლიძე კალმახელიძე კორკელია ნუცუბიძე ტუჩაშვილი (10-9) ხმალაძე როხვაძე / გუნიავა მამუკაშვილი კაკოვინი; ნიკოლაიშვილი სურგულაძე; კობაური ჩიჩუა კოლელიშვილი - 4ლ: კაკოვინი როხვაძე (2 4) იორდანიშვილი*; 2გ 3ჯ: ხმალაძე წბ ჯაშიტაშვილი* იორდანიშვილი

რუს - 2ლ: ბაბკინი ლიუბიმკინი; გ: პეტრუშკა სბ კორნევეცი; წბ მაჟარიხი

7:0(6) 12:0(14) სბ(30რ) 12:7(39) 15:7(40) / 22:7(51) წბ*წბ-წბ(60) 22:12(64) 25:12(71) 28:12(75) 33:12(78)

<<< >>>