ბულზი და სამი კივური?

   სამხრეთული ზე 14-ის ბოლოს წინა, მე-13 რაუნდის შემდეგ პლეი-ოფში მონაწილეობა მხოლოდ ახალ ლიდერს, აფრიკის ბულზს გაუნაღდებია, დანარჩენი სამი ვაკანსიისთვის კი ექვსი გუნდი იბრძვის და თუ ფინიშზე სენსაცია არ მოხდა, ბურებს ზელანდიის სამი კოლექტივი უნდა შეუამხანაგდეს.

ბულზმა მაჩანჩალა ჩიტაზთან შინ შებმამდე იცოდა, რომ პრემიით მოგება პირველ ადგილზე აიყვანდა, მაგრამ ისეთ წინააღმდეგობას გადააწყდა, რომ მიზანს ბოლო წუთზეღა ეწია. სტუმრებმა სამი ლელო დადეს და მესამე მეოთხედში ათით დაწინაურდნენ, მაგრამ ბურთის ჩაკვლისა და ურჯუკად ბოჭვისთვის სამჯერ ათი წუთი რომ ირაგბეს კაც-ნაკლულებმა, ძაან დაიღალნენ. ჰოდა, ბრაიან ჰაბანამ პასი ჩაუჭრა მეირ ბოსმანს და სანუკვარი მეოთხე ლელო გაიტანა.

რაუნდის მთავარი რკენა ჩრდილოეთ კუნძულზე გამართული კივური შინაომი იყო, რომელშიც მასპინძელმა ჩიფსმა აჯობა ჰარიკენზს და ლიდერობა დააკარგვინა. გაჩაღდა სასწაული, სამხრეთული წესებით შეგულიანებული ბურთაობა. სტუმრებმა გასაქანი არ მისცეს ჩიფსის სამარქაფო ჰავბეკ თობი მორლენდს, სიონე ლაუაკის მიერ ვერ-აღებული აბრაგანის შემდეგ კი მა ნონუმ შორს მიაწოდა ქორი ჯეინსა და დევიდ სმითს.

ორი არ ჩაუთვალეს

ჩამორჩენილმა მასპინძლებმა ბურთის შერკინებისთვის გარიდება დაიწყეს და ოფლოუდების კორიანტელი დააყენეს. ერთმა ასეთმა იერიშმა ორ წუთს რომ გასტანა, სთივენ დონალდმა ჯარიმით წინ გაიყვანა ჩიფსი, მეორე ტაიმის დასაწყისში კი რიჩარდ კაჰუისა და სიტივენი სივივატუს ბურთაობა ვაიკატოელთა მგეზავმა კარში გატანილი ლელოთი დააგვირგვინა. მერე ჰარიკენზის კიკერ ვილი რიპიას ორი ჯარიმა გაუცუდდა, 72-ე წუთზე კი, ნონუს გარღვევის შემდეგ, დევიდ სმითმა მოგვარის, კონრადის პასი ვერ მიიღო.

აფრიკის შარქსი შინ კიდევ დამარცხდა და ოთხეულიდან გავარდა. თამაშის დროს წვიმამ მეტად დაუშვა. მასპინძლები 9:11 აგებდნენ, ორი ლელო რომ არ ჩაუთვალა თემიდამ: ჯერ ტელი-რეფმა დაადგინა, რომ ბისმარკ დიუპლესს დამიწებისას დაუვარდა ბურთი, მერე კი ჯეიპი პიტერსენს "ორმაგი მოძრაობა" გამოუჩხრიკა არბიტრმა. შარქსი რუან პინარის მეოთხე ჯარიმით მაინც დაწინაურდა, მაგრამ იქვე ბებერმა ფულბეკმა, სტეფან ტერბლანშემ ფეხი ააცილა ქერთლი ბილის შეცურებულს და "ვორათა" პიტერ პლეიფორდმა ძღვენი შეიშნო.

ათასს უმიზნებს

ავსტრალიის ბრამბიზმა ოკლენდის ბლუზთან პირველი ნახევარი წააგო, მაგრამ მეორეში გახელდა და სტუმარი მოარბია. გარდატეხა მაშინ მოხდა, სთერლინგ მორტლოქმა მოკლე ფრთაზე რომ შემოურბინა ჯო როკოთოკოს. ამით "ვოლაბთა" ბებერი კაპიტანი ზე-რაგბის სამარადჟამო სიაში გაუტოლდა "კრუსეიდერ" ენდრიუ მერთენსს, ორი გარდასახვის გატანით კი კიდეც გაუსწრო და თუ ბოლო რაუნდში ექვს ქულას მიითვლის, პირველი დაძლევს ათასიან მიჯნას!

გამსვლელ ადგილზე სეზონში პირველად აბრძანდა ზე-რაგბის 7-გზის ჩემპიონი კრუსეიდერზი - რიჩი მაკქოუს გუნდმა დაანგრია რედსი, ვისაც ტრავმების გამო ოთხი მოთამაშე ბრისბენის პირველობიდან აემატებინა. დასავლეთ ავსტრალიის ფორსს იმედი გადაეწურა კეიპტაუნში, მაგრამ კიდის მსაჯს დაემდურა, სტორმერზის გადამწყვეტ ლელოზე ჩვენიანი უბურთოდ დაიჭირეს და რად დუმდიო, ლაიონზს კი ჰაილენდერზთან გაამარჯვებინა ერლ როუზმა, ვინც მანამდე მეტოქეს ლელო აჩუქა და უხეშად კიდევ ხუთჯერ შეცდა.

>>>    ზე 14. მე-13 რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    კრუსეიდერზი$ 32:12 რედსი

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 5ლ: 8 თ.ვოლდრომი, 3 ფრენკსი, 13 ბეითმენი, 15 ლ.მაკდონალდი, 14* მეითლენდი; 2გ ჯ: მაკდონალდი -

რედ (ბრისბენი ავს) 2ლ: 12* ტაპუაი, 3* ჰოლმსი; გ: 10 ქ.კუპერი სბ კუპერი

რეფ პოლოქი (ზელ)

3:0(4) 10:0(16) 15:0(28) სბ(33რ) 20:0(37) /
27:0(48პ) 32:0(62) 32:7(68) 32:12(73)

<<    ლაიონზი$ 27:22 ჰაილენდერზი$

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 4ლ: 11 ქილიანი, 8 ალბერცი, 9 ფერმაკი, 15 როუზი; 2გ ა: 10 ა.პრეტორიუსი -

ჰლნ (დანიდინი ზელ) 3ლ: 7 სოაკაი, 14 ბ.სმითი, 9 ქოუანი; 2გ ჯ: 15 დეგი

რეფ პეიპერი (აფრ)

5:0(6) 5:5(22) 5:12(30) 5:19(40) /
5:22(44) 10:22(51) 17:22(58) 24:22(72პ) 27:22(75ა)

<<    ჩიფსი 16:8 ჰარიკენზი

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) ლ გ 3ჯ: 10 დონალდი -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) ლ: 11 დ.სმითი; ჯ: 10 რიპია

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

3:0(4) 3:3(7) 3:8(10) 6:8(14) 9:8(36) / 16:8(43)

<<    ბრამბიზი$ 37:15 ბლუზი

ბრმ (კანბერა ავს) 5ლ: 14 მორტლოქი, 11 ფაინიფო, 9 ფიბსი, 2 ედმონდსი, 6* ტიმანი; 3გ: მორტლოქი 2, 10 ტომუა; ჯ: მორტლოქი; ა: ტომუა -

ბლუ (ოკლენდი ზელ) 2ლ: 10 გოპერთი, 11 როკოთოკო; გ ჯ: გოპერთი

რეფ გოდარდი (ავს)

0:3(3) 3:3(16ა) 6:3(22) 6:10(29) /
13:10(45) 20:10(52) 25:10(55) 32:10(61პ) 32:15(62) 37:15(76)

<<    შარქსი$ 12:16 ვორათაზი

შრქ (დურბანი აფრ) 4ჯ: 10 პინარი -

ვრთ (სიდნეი ავს) 2ლ: 13 ტაჰუ, 14 პლეიფორდი; 2ჯ: 10 ჰალანგაჰუ

რეფ მ.ლორენსი (აფრ)

0:3(18) 3:3(23) 3:8(30) 6:8(38) /
9:8(45) 9:11(49) 12:11(62) 12:16(64)

<<    ბულზი$ 29:20 ჩიტაზი

ბულ (პრეტორია აფრ) 4ლ: ა.ნდუნხანე (1 3) 2* რალეპელი, 11 ჰაბანა; 3გ ჯ: 10 მ.სტეინი -

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 3ლ: 9 დებრეინი, 8 სხოლცი, 11 ნოკვე; გ ჯ: 10 ნ.ულიფიე სბ სხოლცი, 1 ვ.დიუპრე, დებრეინი

რეფ დიკინსონი (ავს)

0:7(6) 7:7(13) 7:12(16) 7:15(23) სბ(30ჩ) 10:15(40+3სბ) /
10:20(47) 17:20(54) სბ(66ჩ) 22:20(68) 29:20(80პ)

<<    სტორმერზი 25:24 ფორსი$

სტო (კეიპტაუნი აფრ) 3ლ: 15 ჯ.პიტერსენი (1 3) 10 დევალი; 2გ: დევალი, 12 გრანტი; 2ჯ: დევალი სბ 2 ლიბენბერხი -

ფორ (პერთი ავს) 3ლ: 12 ოქონორი, 10 გიტო (2 3); 3გ ჯ: გიტო

რეფ იონკერი (აფრ)

5:0(2) 12:0(18) 12:7(28) სბ(37ს) 15:7(38) /
15:10(46) 15:17(63) 18:17(67) 25:17(73) 25:24(76)

ადგ

გუნდი   (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

მ-წ*ფ

პრ

1 ბულზი აფრ (3) 42 +66 311:245 9-3 34 6
2 ჩიფსი ზელ (2) 41 +99 328:229 8-4 42 9
3 ჰარიკენზი ზელ (1) 39 +92 343:251 8-4 44 7
4 კრუსეიდერზი ზელ (6) 37 +31 216:185 7-4*1 27 7
5 ბრამბიზი ავს (7) 37 +9 304:295 8-4 35 5
6 შარქსი აფრ (4) 36 +44 256:212 8-4 27 4
7 ვორათაზი ავს (5) 36 +24 203:179 8-4 23 4
8 ფორსი ავს (9) 31 +48 295:247 5-6*1 38 9
9 ბლუზი ზელ (8) 31 -28 326:354 5-7 46 11
10 ჰაილენდერზი ზელ (10) 24 -10 226:236 4-8 28 8
11 ლაიონზი აფრ (12) 24 -120 261:381 4-8 33 8
12 სტორმერზი აფრ (11) 23 -20 207:227 4-8 25 7
13 რედსი ავს (13) 18 -113 230:343 3-9 32 6
14 ჩიტაზი აფრ (14) 11 -122 191:313 2-10 23 3

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    ბოლო, მე-14 რაუნდი [საქ დროით]

პარ 15/05 ჩიფ 11.35 ბრმ
   ლნზ 21.10 ვრთ

 შაბ 16/05  

ბლუ 11.35 კრს, რედ 13.40 ჰრკ, ფორ 15.45 ჰლნ

  ჩტზ 18.00 სტო, შრქ 20.05 ბულ

<<< >>>