ამოტოლა გზაზე!

   გაქანებით ჯერარნახული ვოიაჟი გამოსდის "ქართულ შვიდკაცას". ჩვენი ჩაუქი ბიჭები ზედიზედ ოთხ ვიქენდზე ოთხ სხვადასხვა ტურნირზე იბურთავებენ, მაგრამ მაგის გამო რაგბის შინაური პირველობა როდი შეფერხდება.

ამ სეზონში შვიდკაცამ უკვე მოიხილა დუბაი, ჯორჯი და ისევ დუბაი, ამჯერად კი სოპოტი - ლონდონი - ედინბურგი - ოდესის სვლაგეზს შეუყვა. ამოტოლა გზაზე პირველი და ბოლო გაჩერება ევროპის სერიისაა, ხოლო შუა ორი, ბრიტანული, მსოფლიოსი.

პირველი შეჯიბრი ახალი დაწყებულია, მეორე კი მთავრდება. ევროპაში შარშან, სტარტზე, სოპოტშივე, სანუგეშო სინიღა ავიღეთ და "ქართული რაგბის საერთაშორისო რეიტინგისთვის შეუფერებელი, მეხუთე ადგილი დავიჭირეთ", ამჯერად კი პოლონეთთან და პორტუგალიასთან წავაგეთ და მესამეზე დავაფინიშეთ.

უმაღლესსა და პირველ ლიგებში მორიგი რაუნდები მოშვიდკაცეთა გარეშეც გაიმართა. მთავარი თამაში შაბათს, ავჭალაში, სინათლეზე იყო. აკადემიამ ყოჩებს თავიდან 14 ქულით გაუსწრო და უპირატესობა ბოლომდე რომ შეინარჩუნა, 100 პროცენტიანი შედეგით ლიდერად დარჩა.

>>>    საქართველოს პირველობა

 უმაღლესი ლიგა

 პირველი ლიგა

>>>    ევროპის შვიდკაცა

I ეტაპი. 16-17/05 სოპოტი (პოლონეთი)

ჩვენი პული. საქართველო - ნორვეგია 35:5, ჩეხეთი 14:12, პოლონეთი 24:26, დანია 24:0 * კიბე: პოლონეთი 4-0, საქართველო 3-1 / დანია 2-2, ჩეხეთი 0-3*1 / ნორვეგია 0-3*1

იქეთა პული. პორტუგალია 4-0, შვედეთი 3-1 / ლატვია 2-2, ლუქსემბურგი 1-3 / უნგრეთი 0-4

თასი. ნახევარფინალი: საქართველო - პორტუგალია 7:22, პოლონეთი - შვედეთი 12:7

ფინალი: 1/2 პორტუგალია - პოლონეთი 57:14, საქართველო - შვედეთი 19:5

ქულა: 18 პორტუგალია, 16 პოლონეთი, 14 საქართველო, 12 შვედეთი, 10 დანია, 8 ჩეხეთი, 6 ლატვია, 4 ლუქსემბურგი, 2 ნორვეგია, 0 უნგრეთი

საქართველო: სანდრო თოდუა, ირაკლი გუნდიშვილი, დავით ჩიტიძე, გიორგი ბეგაძე, გიორგი ელიზბარაშვილი, გიორგი შკინინი, ირაკლი გეგენავა, ჯაბა ბრეგვაძე, სანდრო ნიჟარაძე, ბექა წიკლაური; (მწ) კახა ალანია; (მნჯ) გიორგი ასათიანი

სვლაგეზი

მსოფლიო 23-24/05 ლონდონი (ინგ) 30-31/05 ედინბურგი (შტლ)
ევროპა: 6-7/06 ოდესა (უკრ) 11-12/07 ფინალი * ჰანოვერი (გერ)

<<< >>>