ბულზმა პირველმა დააფინიშა

   სამხრეთული ზე 14-ის დასკვნითი, მე-14 რაუნდი ტრადიციულად დრამატული გამოვიდა, მაგრამ ბოლოს ეგრე მოხდა, რომ ოთხივე ლიდერმა მოიგო, რის გამოც აფრიკის ბულზმა პირველმა დააფინიშა და თუ ნახევარფინალს შინ მოუგებს კივეთის კრუსეიდერზს, ფინალში შინვე შეხვდება ზელანდიისვე ჩიფსს ან ჰარიკენზს.

პლეი-ოფის წყვილები შვიდიდან ხუთ მატჩში ვლინდებოდა. ბულზი, ბოლო შედეგის და მიუხედავად, ოთხეულში უკვე გასული იყო, მაგრამ პირველობა მაინც უღირდა, დანარჩენ სამ ვაკანსიაზე კი პრეტენზიას ექვსი გუნდი აცხადებდა. მათგან ჩვენებურად შაბათ დილით გავარდნენ წინა დღეს ნათამაშევნი, ბრამბიზი და ვორათაზი, რის გამოც ზე-რაგბის მე-14 სეზონში ავსტრალია მესამედ დარჩა მშრალზე.

ბრამბიზს ჩიფსის მოედანზე მინიმუმ რვითა და თანაც პრემიით მოგება მართებდა. საწყის ნახევარ საათში მეტოქე კიკერებმა თითო ჯარიმა ააცილეს. მერე სტუმარმა ადამ ეშლი-კუპერმა ფრენსის ფაინიფოს დაუგორა და ამან ლელია მასანგას დაუმიწა, მაგრამ იგივე მასანგა უმალ გაიჭრა ფრთაზე და სთერლინგ მორტლოქმა თუმც შებოჭა, სთივენ დონალდი ახლოდან მაინც მიწვდა ლელოს.

ჩიფსმა მთელი მეორე ტაიმი მეტოქის ნახევარზე გაატარა. ეშლი-კუპერმა ალაგმა ქელამ ბრუსი, მაგრამ შერკინებას თეფი მოყვა, ამას სინბინი და ჯარიმა და დონალდმა კარში დაკრა. ბრამბიზმა ერთი ქულა მაინც აიღო და მაშინღა გამოვარდა ოთხეულიდან, კრუსეიდერზმა 24 საათის თავზე ბლუზი რომ ძლია.

წინ პასი მოუგონა

ვორათაზი შეიქნა პირველი ოზური გუნდი, ვინც აფრიკულ ტურნეზე სამივე მატჩი მოიგო, მაგრამ მეორე ტაიმში ზეგნის უჰაერობამ რომ დასცადა, ბარაქიანი ფორა ხელში შემოადნა და გატანილ-გაშვებულში კრუსეიდერზს სულ ოთხით ჩამორჩა. სიდნეელებმა პრემია პირველ ტაიმშივე დაიბევეს, მაგრამ ბოლო მეოთხედის წინ უკვე აგებდნენ და იმადღა გაიმარჯვეს, რომ აფრიკელმა (!) რეფმა სირენის შემდეგ წინ პასი მოუგონა თვისტომებს და ლელო გაუუქმა.

თემიდა საეჭვოდ იქცეოდა შაბათის კივურ დარბშიც. ტელი-რეფმა კრუსეიდერზს ჭიდილით შეტანილი ლელო არ დაუმტკიცა, ბლუზს კი ფრიად სათუო დამიწება ჩაუთვალა. ამით 7-გზის ჩემპიონი გუნდი ვარდებოდა და ოთხეულში ნაღდად ვორათაზი ჯდებოდა, მაგრამ არა: ბოლო წუთებზე ქენთებრელებმა მეთოდურად წაიწიეს წინ და ბებერმა ლიონ მაკდონალდმა, ვინც იაპონიაში მეორედ მიდის საშოვარზე, კარიერის პირველი და თანაც გამარჯვების არეკნი შეაგდო.

ჰარიკენზმა სტუმრად რომ გააბურთავა რედსი, ვორათაზი მაგით დარჩა ოთხეულს მიღმა. მაგრად ითამაშა შვიდკაცაში ნაწრთობმა კივმა ფლანკერმა ვიკტორ ვიტომ; საუკეთესო ლელო ძირით ზელანდიელმა ოზმა ქეიდ კუპერმა დადო, როცა ფინტებით ხუთ მბოჭავს გაუსხლტა, დალალა მა ნონუმ კი ორი დამიწებაც გაახერხა და სეზონში მოგროვილი რვით მელელოვეთა ნუსხას თავში მოექცა.

სუბიაკოს დაემშვიდობნენ

მომდევნო ორ მატჩში საგულისხმო მხოლოდ გაცილებები იყო. 125-ე და ბოლო ზე-კეპი მიითვალა ბოკეს მორკინალმა ეიჯეი ფენტერმა, ვინც კარიერა სტორმერზში დაასრულა. 100 ზე-მატჩით იაპონიაზე დაიჭირა გეზი ფორსის ფრთამ სქოთ სთენიფორსმა; პერთის გუნდმა ანგარიში მე-40 წამზე, გამზრდელ ბრამბიზში მიმავალი მეტ გიტოს შეგორებით გახსნა, ნამატჩევს კი ერთბაშად რვა მოთამაშესა და ასპარეზსაც, "სუბიაკო ოვალს" დაემშვიდობა.

რაუნდი დაამშვენა დურბანის შინაომმა. მასპინძელ შარქსს პრემიით მოგება ჭირდებოდა, სტუმარ ბულზს კი უბრალო გამარჯვებაც ყოფნიდა. შარქსმა საწყისი ორი წუთი სასწაულად უტია და ჯარიმა კარის ნაცვლად კიდეზე დაარტყა, მაგრამ დერეფანი ვიკტორ მეტფილდმა მოუგო. პირველი ლელო ბულზმა გაიტანა ფრთაზე, მეოთხედის ბოლოს კი შარქსის ბურჯი ბისთ მთავარირა ხაზს "მეორე გამოძრავებითღა" მიწვდა და თეფით დაისაჯა.

მასპინძლებმა ჯარიმა კიდევ არ დაკრეს კარში და დერეფნიდან ლელო შეიტანეს, მაგრამ ზედ შესვენების წინ ჯეიპი პიტერსენმა ვერ აიღო გადაკიდებული და მორნე სტეინმა არეკნი შეაგდო. მეორე ტაიმში შარქსი წინ 19:10 გაიჭრა. მესამე ლელო გადასარევი დაიდო: რუან პინარმა, ბისთმა, სტეფან ტერბლანშემ და ოდვა ნდუნხანემ ოფლოუდებით წაიბურთავეს.

ბულზმა ხიფათი იყნოსა, ორი მორკინალი შეცვალა, გაიტანა ლელო, გარდასახა, მერე არეკნი გაახერხა, ბოლოს კი ძალით კიდევ დადო ლელო და ისიც გარდასახა. ჰოდა, შარქსს სირენის შემდეგ შეტანილი ოხრად დაურჩა.

>>>    ზე 14. მე-14 რაუნდი

$ პრემია, * მარქაფა

<<    ჩიფსი 10:7 ბრამბიზი$

ჩიფ (ჰემილტონი ზელ) ლ გ ჯ: 10 დონალდი -

ბრმ (კანბერა ავს) ლ: 11 ფაინიფო; გ: 13 მორტლოქი სბ 2* ედმონდსი

რეფ დიკინსონი (ავს)

0:7(34) 7:7(38) / 10:7(68სბ)

<<   ლაიონზი$ 33:38 ვორათაზი$

ლნზ (იოჰანესბერგი აფრ) 3ლ: 9 ფერმაკი (1 2) 8 ალბერცი; 3გ 2ჯ 2ა: 10 ა.პრეტორიუსი -

ვრთ (სიდნეი ავს) 5ლ: 15 თერნერი, 4 მამი, 7 ვო, 14 პლეიფორდი, 14** კარტერი; 5გ ჯ: 10 ჰალანგაჰუ სბ 13 ტაჰუ

რეფ იონკერი (აფრ)

0:7(4) 0:14(12) 3:14(14) 10:14(18) 13:14(24ა) 13:21(32) 13:28(35პ) /
20:28(44) 23:28(49ა) 26:28(52) სბ(55ვ) 33:28(60) 33:31(68) 33:38(77)

<<   ბლუზი$ 13:15 კრუსეიდერზი

ბლუ (ოკლენდი ზელ) ლ: 12 ტოიავა; გ 2ჯ: 10 გოპერთი სბ 7 ჩემბერლენი -

კრს (ქრაისთჩერჩი ზელ) 4ჯ ა: 15 ლ.მაკდონალდი

რეფ ბ.ლორენსი (ზელ)

0:3(15) 3:3(18) 3:6(40+) /
3:9(45) სბ(48ბ) 6:9(56) 6:12(63) 13:12(73) 13:15(77ა)

<<   რედსი$ 28:37 ჰარიკენზი$

რედ (ბრისბენი ავს) 4ლ: 12 კუპერი, 9 ლუკასი, 15 მაკლინდენი, 14 ვაულუ; 4გ: 10 ბარნსი -

ჰრკ (ველინგტონი ზელ) 5ლ: 12 ნონუ (1 3) 9 ვიპუ, 15 ჯეინი, 4 სრაში; 3გ: 10 რიპია (1 5) ვიპუ (4) 2ჯ: რიპია

რეფ კაპლანი (აფრ)

0:7(7) 0:12(11) 0:17(22) 7:17(30) 7:24(34პ) 14:24(38) /
14:31(43) 21:31(56) 21:34(61) 21:37(64) 28:37(74პ)

<<   ფორსი$ 33:28 ჰაილენდერზი$$

ფორ (პერთი ავს) 4ლ: 13 კროსი, 14 სთენიფორსი (2 3) 11 სეარი; 2გ 3ჯ: 10 გიტო -

ჰლნ (დანიდინი ზელ) 4ლ: 14 ბ.სმითი (1 2) 5 დონელი, 9 ქოუანი; 4გ: 10 ბაუდენი

რეფ პირსი (ავს)

5:0(1) 10:0(7) 13:0(18) 16:0(25) 23:0(40) /
23:7(44) 26:7(50) 33:7(54პ) 33:14(63) 33:21(66) 33:28(80+პ)

<<   ჩიტაზი$ 22:28 სტორმერზი

ჩტზ (ბლუმფონტეინი აფრ) 3ლ: 9 ს.პრეტორიუსი, 4* ბრედტი, 5 დ.დეფილიერსი; 2გ ჯ: 10 ნ.ულიფიე -

სტო (კეიპტაუნი აფრ) 3ლ: 13 დესფონტეინი, 15 ჯ.პიტერსენი (2 3) 2გ 3ჯ: 10 დევალი

რეფ ვილიამსონი (ზელ)

7:0(6) 7:7(16) 7:10(20) 10:10(39) 10:17(40+) /
10:20(44) 10:23(57) 10:28(60) 17:28(76) 22:28(80+)

<<   შარქსი$$ 26:27 ბულზი

შრქ (დურბანი აფრ) 4ლ: 6 დენიელი, 14 ო.ნდუნხანე, 4 საიკსი, 8 კანკოვსკი; 3გ: 9 ქოქოთი -

ბულ (პრეტორია აფრ) 3ლ: 15 კირხნერი, 14 ა.ნდუნხანე, * დ.როსუ; 3გ 2ა: 10 მ.სტეინი სბ 13 ნელი, 6 სტეხმანი

რეფ იუბერი (აფრ)

0:7(17) სბ(24ბ) სბ(35ბ) 5:7(36) 5:10(40+ა) /
12:10(45) 19:10(49) 19:17(53) 19:20(62ა) 19:27(74) 26:27(80+პ)

ადგ

გუნდი   (წინაზე)

სხვ

გატ:გაშ

  მ-წ*ფ

პრ

1 ბულზი აფრ (1) 46 67 338:271 10-3 37 6
2 ჩიფსი ზელ (2) 45 102 338:236   9-4 43 9
3 ჰარიკენზი ზელ (3) 44 101 380:279   9-4 49 8
4 კრუსეიდერზი ზელ (4) 41 33 231:198   8-4*1 27 7
5 ვორათაზი ავს (7) 41 29 241:212   9-4 28 5
6 შარქსი აფრ (6) 38 43 282:239   8-5 31 6
7 ბრამბიზი ავს (5) 38 6 311:305   8-5 36 6
8 ფორსი ავს (8) 36 53 328:275   6-6*1 42 10
9 ბლუზი ზელ (9) 32 -30 339:369   5-8 47 12
10 სტორმერზი აფრ (12) 27 -14 235:249   5-8 28 7
11 ჰაილენდერზი ზელ (10) 26 -15 254:269   4-9 32 10
12 ლაიონზი აფრ (11) 25 -125 294:419   4-9 36 9
13 რედსი ავს (13) 19 -122 258:380   3-10 36 7
14 ჩიტაზი აფრ (14) 12 -128 213:341   2-11 26 4

ქულათა ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0;
რვაზე ნაკლებით წაგება ანდა მეოთხე ლელოს გატანა - თითო პრემია

<<    ნახევარფინალი [საქ დროით; გლობალზე ცოცხლად]

პარ 22/05 ჩიფ 11.35 ჰრკ

 შაბ 23/05  

ბულ 17.00 კრს

<<    ფინალი

შაბ 30/05    ზელ 11.35, აფრ 19.05

<<< >>>