ლესთერი დუბლს გეგმავს

   სრულდება ზეპური რაგბის საკლუბო სეზონი. უკვე გამოვლინდნენ ინგლისისა და კელტეთის ფალავნები. ამ ვიქენდზე ფინალებია ევროპულ ტურნირებში და ნახევარფინალები სამხრეთის ზე 14-ში, საფრანგეთის ჩემპიონი კი ორი კვირის შემდეგღა გვეცოდინება.

ევროპული *ჰაინეკენის* ფინალი შოტლანდიაში, მარიფილდზეა. მანდ წინა ჯერზე, ოთხი წლის წინ, ტულუზმა მესამედ აწია თასი, მაგრამ წლეულს ფრანგულ კლუბებს მარცხი შეემთხვათ - ნახევარფინალში ერთიც ვერ გავიდა. ჰოდა, სეზონის კალენდარი კარგა ხნის შედგენილი რომაა, ტოპ 14-ის პლეი-ოფი მანამ არ დაიწყება, სანამ ჰაინეკენს არ გამოუჩნდება არა-ფრანგი პატრონი.

შარშანდლის დარად, ფინალს უელსელი ნაიჯელ ოუენსი მსაჯობს. მეტოქე გუნდების სახელებს შორის განსხვავება სულ ერთი ბგერაა, მაგრამ ინგლისის ჯილა ლესთერი თუ ევროპის ორგზის ჩემპიონია, თავისი ქვეყნის კი 8-გზისა და თანაც წლევანდელი, დუბლინის ლენსთერს სულ ორჯერ მოუგია კელტეთის ლიგა, რაიც ახალ ათასწლეულში შექმნილი, ირლანდიის, უელსისა და შოტლანდიის საზიარო ზეპური პირველობაა.

ლესთერმა შინაური ფინალი წინა შაბათს მოიგო თვიქნემზე და მარიფილდში დუბლის გასრულებას გეგმავს. ინგლისელებს კაპიტანი ირლანდიელი ჰყავთ. იგია ნაკრების ბებერი უკანა ბეკი, მწითური ჯორდან მერფი. დიდი მატჩის წინ უტრავმობა როგორ იქნება და ფინალს ორივე გუნდი სათადარიგო 10 ნომრით ითამაშებს, რაღაი ლესთერელ თობი ფლადს აქილევსი გაუწყდა, ლენსთერის არგენტინელ მგეზავს, ფელიპე კონტეპომს კი მენისკი აწუხებს.

სტუმრად მოგება ჭირს

ზე 14-ის ნახევარფინალში მეთერთმეტედ გავიდა 7-გზის ჩემპიონი კრუსეიდერზი, მეექვსედ ჰარიკენზი, მეხუთედ ბულზი და ოდენ მეორედ ჩიფსი. ბულზმა შარშანწინ ფინალი სტუმრად მოიგო, რაც 21-ე საუკუნეში იშვიათობაა. იგივე ერთხელ მოუხერხებია კრუსეიდერზსაც, სხვაფრივ კი, სტუმრად გამარჯვება ნახევარფინალშიც ისე ჭირს, რომ ბოლოჯერ ასეთი შედეგი 2002 წელსღა აღინუსხა.

კრუსეიდერზი წლეულს ის ვეღარაა, რაც უწინ ყოფილა, მაგრამ უნიკუმი კია: 1999 წელს ჩემპიონი მეოთხე პოზიციიდან გახდა! იმ გუნდის სამი წევრი დღესდღეობით კლუბს წურთნის, მაგრამ ბულზის მოედანზე, მაღალ მთაში მდებარე პრეტორიაში კივებს რომ ვერ ეყოლებათ დაშავებულები, 9 ნომერი ენდი ელისი და ნალიგარი ფორვარდი ბრედ სორნი, საფიქრებელია, რომ მარტივად, მაგრამ პრაგმატულად მორაგბე ბურები შანსს ხელიდან არ გაუშვებენ.

კრუსეიდერზმა ბულზი მერვე რაუნდში, შინ ძლივს, 16:13 ძლია. მეორე წყვილში მასპინძელმა, ჩიფსმა ორი კვირის წინ, შინვე 16:8 მოუგო ჰარიკენზს. სტუმრებმა სანახევარფინალოდ ოპტიმალური რაზმი დაასახელეს, მასპინძლებს კი დაემტვრნენ 9 ნომერი ბრენდონ ლეონარდი, ბურჯი ბენ მეი და შუამარბი რიჩარდ კაჰუი. ისე, პლეი-ოფის წინ დებულებაში ჩახედვაც უპრიანია. ჰოდა, ფრეზე ინიშნება ორჯერ 10 წუთი, მერე დარდება ლელოები და თუ უკეთესი მაინც ვერ დადგინდა, ფინალში ის გადის, ვისაც წრიულში მოუგია.

>>>    სამხრეთის ზე 14

<<    ნახევარფინალი

ჩიფსი ზელ (2) - ჰარიკენზი ზელ (3)
პარ 22/05 ჰემილტონი 11.35 საქ
! გლობალზე ცოცხლად
გამეორებით: პარ 13.30 20.00 24.30, შაბ 15.00, ოთხ 14.00, ხუთ 03.00 15.30, პარ 12.30, შაბ 01.00 11.00

ბულზი აფრ (1) - კრუსეიდერზი ზელ (4)
შაბ 23/05 პრეტორია 17.00 საქ
! გლობალზე ცოცხლად
გამეორებით: შაბ 22.30, კვი 02.30 12.00, ხუთ 13.30, პარ 14.30, შაბ 14.00

ფინალი: შაბ 30/05 (11.35 ზელ * 19.05 აფრ) საქ

>>>    ევროპის *ჰაინეკენის თასი*

<<    ფინალი

ლესთერ თაიგერზი (ინგ) - ლენსთერ ლაიონზი (ირლ)
შაბ 23/05 ედინბურგი (შტლ) 20.00 საქ

>>>    ევროპის *ჩელენჯ ქაფი*

<<    ფინალი

ბურგუენი (სფრ) - ნორსჰემფთონ სეინთსი (ინგ)
პარ 22/05 სთუფი (თვიქნემი ინგ) 22.45 საქ
! გლობალზე ცოცხლად
გამეორებით: შაბ 02.30 11.30 21.00, კვი 11.00

>>>     ინგლისის "გინესის პირველობა"

ად

22 რაუნდი

  მ-წ  *

გატ:გაშ

პრ

1 ლესთერი 71 15-6  *1 582:401 9
2 ჰარლიქვ (ლონ) 66 14-7  *1 519:387 8
3 აირიში (ლონ) 66 12-9  *1 544:381 16
4 ბასი 65 13-7  *2 539:441 9

5

სეილი

61

13-9  $1

447:410

10

6 გლოსთერი 57 12-10 435:448 9
7 ვოსფსი (ლონ) 53 11-11 431:416 9
8 ნორსჰემფთონი 49 10-11*1 443:434 7
9 სარასენსი (ლონ) 47   9-13 437:447 11
10 ნიუკასლი 44   9-12*1 357:449 6
11 ვუსთერი 34   7-13*2 348:530 2

12

ბრისთოლი

17

  2-19*1

299:637

7

<<    ნახევარფინალი

ლესთერი 24:10 ბასი
ჰარლიქვინზი 0:17 აირიში

<<    ფინალი

ლესთერი

10:9

აირიში

ლ: 8 ქრეინი; გ ჯ: 9 დიუპიუი სბ ქრეინი -
2ჯ: 13 დ.არმითიჯი; ა: 15 ჰიუეთი
! რეფ ბარნსი * ლონდონი, თვიქნემი (81 601)
0:3(1ა) 3:3(18) სბ(40ლ) / 3:6(49) 10:6(63) 10:9(72)

<<    ყველა ჩემპიონი

ლესთერი   8   1988 1995 1999 2000 2001 2002 2007 2009
ბასი   6   1989 1991 1992 1993 1994 1996
ვოსფსი   6   1990 1997 2003 2004 2005 2008
ნიუკასლი   1   1998
სეილი   1   2006

>>>    კელტეთის "მაგნერზის ლიგა"

ად

18 რაუნდი

  მ-წ  *ფ

გატ:გაშ

პრ

1 მანსთერი ირლ 63 14-4 405:257 7
2 ედინბურგი შტლ 55 11-7 416:296 11
3 ლენსთერი ირლ 52 11-6  *1 401:270 6
4 ოსფრიზი უელ 52 11-7 397:319 8
5 სქარლეთსი უელ 40   9-9 376:395 4
6 ბლუზი უელ 38   8-9  *1 322:361 4
7 გლაზგო შტლ 37   7-11 349:375 9
8 ალსთერი ირლ 36   7-11 298:331 8
9 დრეგონზი უელ 33   7-11 305:429 5
10 ქონოთი ირლ 20   4-14 224:460 4

<<    ყველა ჩემპიონი

ლენსთერი   2   2002 2008
მანსთერი   2   2003 2009
ოსფრიზი   2   2005 2007
სქარლეთსი   1   2004
ალსთერი   1   2006

>>>    საფრანგეთის "ტოპ 14"

ად

26 რაუნდი

  მ-წ  *ფ

გატ:გაშ

პრ

1 პერპინიანი 92 20-5  *1 615:374 10
2 ტულუზი 92 21-5 594:319 8
3 კლერმონი 83 16-9  *1 752:367 17
4 სტადი (პარ) 78 16-9  *1 622:430 12

5

ბიარიცი

71

15-11

516:398

11

6 ბრივი 66 13-9  *4 481:481 6
7 ბეიონი 66 14-10*2 475:481 6
8 მონტობანი 53 10-14*2 482:572 9
9 ტულონი 51   9-15*2 409:488 11
10 მონპელიე 50 11-15 408:568 6
11 ბურგუენი 46   8-16*2 451:599 10
12 კასტრი 44   7-16*3 473:537 10

13

დაკსი

37

  7-18*1

375:629

7

14 მონდემარსანი 29   5-20*1 320:730 7

<<    ნახევარფინალი

ტულუზი - კლერმონი   პარ 29/05   23.00 საქ
პერპინიანი - პარიზი    შაბ 30/05   18.30 საქ

ფინალი: შაბ 6/06 სან დენი

<<< >>>